სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღამის კლუბის დაცვის წევრი, რომელმაც ინდოელ ტურისტებს 3 638 ლარი გამოსძალა, დააკავეს
ღამის კლუბის დაცვის წევრი, რომელმაც ინდოელ ტურისტებს 3 638 ლარი გამოსძალა, დააკავეს

თბი­ლი­სის ერთ-ერთი სტრიპ­ტიზ კლუ­ბის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­მაც სამ ინ­დო­ელ ტუ­რისტს შეკ­ვე­თის შე­უ­სა­ბა­მო თან­ხის - 3 638 ლა­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვა, და­კა­ვე­ბუ­ლია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ინ­დო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი ყვე­ბი­ან, მათ 2 ბოთ­ლი ლუდი შე­უკ­ვე­თეს, ოფი­ცი­ან­ტმა კი, შამ­პა­ნუ­რიც მი­უ­ტა­ნა, რო­მე­ლიც არ შე­უკ­ვე­თავთ. შამ­პა­ნუ­რის მი­ტა­ნის პრო­ცესს კლუ­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით იღებ­და. ტუ­რის­ტებ­მა ან­გა­რი­ში მო­ი­თხო­ვეს. ქვი­თარ­ზე 3 636 ლარი იყო მი­თი­თე­ბუ­ლი, მას შემ­დეგ რაც ტუ­რის­ტებ­მა თან­ხა გა­აპ­რო­ტეს­ტეს, მათ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით და მუ­ქა­რით ჯი­ბე­ე­ბი­დან პი­რა­დი ნივ­თე­ბი ამო­ა­ლა­გე­ბი­ნეს, ბა­რა­თი­დან 3 636 ლარი მო­უხ­სნეს.

იხი­ლეთ და­კა­ვე­ბის ვი­დეო

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ჩ. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ა.ჩ.-მ მიმ­დი­ნა­რე წლის 31 მარტს თბი­ლის­ში, კოტე აფხა­ზის ქუ­ჩა­ზე, კლუბ "დოლზ­ში", სა­დაც იგი კერ­ძო დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლად მუ­შა­ობ­და, ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს შეკ­ვე­თის სა­ფა­სუ­რად შე­უ­სა­ბა­მო თან­ხის - 3 638 ლა­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვა, რა­ზეც უცხო­ე­ლებ­მა პრე­ტენ­ზია გა­მოთ­ქვეს. ბრალ­დე­ბუ­ლი, კლუ­ბის სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს ემუქ­რე­ბო­და და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და. შემ­დეგ ა.ჩ.-მ ერთ-ერთ მათ­განს სა­ფუ­ლე წა­არ­თვა და თან­ხის საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თით გა­დახ­და აი­ძუ­ლა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა პო­ლი­ცი­ას დახ­მა­რე­ბის­თვის მომ­ხდა­რი­დან ორი დღის შემ­დეგ მი­მარ­თეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ა.ჩ. ძარ­ცვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა ძარ­ცვის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 178-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა"ქვე­პუნ­ქტით და მე-3 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით)", - ნათ­ქვა­მია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ღამის კლუბის დაცვის წევრი, რომელმაც ინდოელ ტურისტებს 3 638 ლარი გამოსძალა, დააკავეს

ღამის კლუბის დაცვის წევრი, რომელმაც ინდოელ ტურისტებს 3 638 ლარი გამოსძალა, დააკავეს

თბილისის ერთ-ერთი სტრიპტიზ კლუბის დაცვის თანამშრომელი, რომელმაც სამ ინდოელ ტურისტს შეკვეთის შეუსაბამო თანხის - 3 638 ლარის გადახდა მოსთხოვა, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ინდოელი ტურისტები ყვებიან, მათ 2 ბოთლი ლუდი შეუკვეთეს, ოფიციანტმა კი, შამპანურიც მიუტანა, რომელიც არ შეუკვეთავთ. შამპანურის მიტანის პროცესს კლუბის თანამშრომელი მობილური ტელეფონით იღებდა. ტურისტებმა ანგარიში მოითხოვეს. ქვითარზე 3 636 ლარი იყო მითითებული, მას შემდეგ რაც ტურისტებმა თანხა გააპროტესტეს, მათ ძალის გამოყენებით და მუქარით ჯიბეებიდან პირადი ნივთები ამოალაგებინეს, ბარათიდან 3 636 ლარი მოუხსნეს.

იხილეთ დაკავების ვიდეო

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ა.ჩ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ჩ.-მ მიმდინარე წლის 31 მარტს თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, კლუბ "დოლზში", სადაც იგი კერძო დაცვის თანამშრომლად მუშაობდა, ინდოეთის მოქალაქეებს შეკვეთის საფასურად შეუსაბამო თანხის - 3 638 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაზეც უცხოელებმა პრეტენზია გამოთქვეს. ბრალდებული, კლუბის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ინდოეთის მოქალაქეებს ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. შემდეგ ა.ჩ.-მ ერთ-ერთ მათგანს საფულე წაართვა და თანხის საკრედიტო ბარათით გადახდა აიძულა.

დაზარალებულებმა პოლიციას დახმარებისთვის მომხდარიდან ორი დღის შემდეგ მიმართეს.

სამართალდამცველებმა ა.ჩ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა"ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით)", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ