საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ დაგვესრულებინა ობიექტები, თუ ყადაღა არ იქნებოდა მოხსნილი?!" - ნინო დარასელი პროკურატურის შეთავაზებაზე
"როგორ დაგვესრულებინა ობიექტები, თუ ყადაღა არ იქნებოდა მოხსნილი?!" - ნინო დარასელი პროკურატურის შეთავაზებაზე

რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის ოჯა­ხი თა­ნახ­მაა, ბრალ­დე­ბულ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­დეს. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის შვინ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა ნინო და­რა­სელ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლია ამ საქ­მი­დან, თუმ­ცა ამას­თან და­რა­სე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­თა­ვა­ზე­ბა ცოტა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი­ცაა.

"რა თქმა უნდა, თა­ნახ­მა ვართ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა­ზე. მი­მაჩ­ნია, რომ ეს ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­მო­სა­ვა­ლია, რო­მე­ლიც დიდი ხნის წინ შე­იძ­ლე­ბო­და დამ­დგა­რი­ყო, მაგ­რამ სჯობს გვი­ან, ვიდ­რე არას­დროს. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა გო­ნი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა­ზე თა­ნახ­მა ვართ. პი­რო­ბე­ბის შე­თან­ხმე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა მოხ­დეს და უნდა იყოს ისე­თი, რომ ყვე­ლა იყოს კმა­ყო­ფი­ლი, რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი ისე ჩვენ. ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ­თვის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი შე­დე­გი იქ­ნე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ყოფ­ნა", - გა­ნა­ცხა­და ნინო და­რა­სელ­მა.

ხი­ლეთ ვი­დეო

რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის შვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, აქამ­დე პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის ისე­თი პი­რო­ბე­ბი იქნა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი იყო.

"შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო ასე­თი პი­რო­ბა: თქვენ და­ას­რუ­ლეთ ობი­ექ­ტე­ბი და ჩვენ მერე მოვხსნით ყა­და­ღა­სო. რო­გორ უნდა დაგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა ან რის ხარ­ჯზე, თუკი ყა­და­ღა არ იქ­ნე­ბო­და მოხ­სნი­ლი?!", - გა­ნა­ცხა­და და­რა­სელ­მა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ, "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი, 31 მარტს, თაღ­ლი­თო­ბი­სა და მე­ნა­შე­ნე­თა კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ სცნო და 4-4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. საქ­მე რამ­დე­ნი­მე ობი­ექტს, მათ შო­რის სა­ა­კა­ძის მო­ე­დან­ზე, კრწა­ნის­ში და წყნე­თის ობი­ექ­ტებს ეხე­ბა.

იმა­ვე დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­თვის ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბის პი­რო­ბით, მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა შეს­თა­ვა­ზა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

"როგორ დაგვესრულებინა ობიექტები, თუ ყადაღა არ იქნებოდა მოხსნილი?!" - ნინო დარასელი პროკურატურის შეთავაზებაზე

"როგორ დაგვესრულებინა ობიექტები, თუ ყადაღა არ იქნებოდა მოხსნილი?!" - ნინო დარასელი პროკურატურის შეთავაზებაზე

რუსუდან კერვალიშვილის ოჯახი თანახმაა, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კერვალიშვილის შვინმა ჟურნალისტმა ნინო დარასელმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპროცესო შეთანხმება ერთადერთი სწორი გამოსავალია ამ საქმიდან, თუმცა ამასთან დარასელი მიიჩნევს, რომ პროკურატურის შეთავაზება ცოტა დაგვიანებულიცაა.

"რა თქმა უნდა, თანახმა ვართ საპროცესო შეთანხმებაზე. მიმაჩნია, რომ ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია, რომელიც დიდი ხნის წინ შეიძლებოდა დამდგარიყო, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. შესაბამისად, ყველა გონიერ შეთავაზებაზე მოლაპარაკებების წარმოებაზე თანახმა ვართ. პირობების შეთანხმება მოლაპარაკებების საფუძველზე უნდა მოხდეს და უნდა იყოს ისეთი, რომ ყველა იყოს კმაყოფილი, როგორც დაზარალებულები ისე ჩვენ. ამ შემთხვევაში ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი იქნება თავისუფლებაზე ყოფნა", - განაცხადა ნინო დარასელმა.

ხილეთ ვიდეო

რუსუდან კერვალიშვილის შვილის განმარტებით, აქამდე პროკურატურის მხრიდან საპროცესო შეთანხმების ისეთი პირობები იქნა შეთავაზებული, რომელიც პრაქტიკულად შეუსრულებელი იყო.

"შემოთავაზება იყო ასეთი პირობა: თქვენ დაასრულეთ ობიექტები და ჩვენ მერე მოვხსნით ყადაღასო. როგორ უნდა დაგვესრულებინა ან რის ხარჯზე, თუკი ყადაღა არ იქნებოდა მოხსნილი?!", - განაცხადა დარასელმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, 31 მარტს, თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო და 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანზე, კრწანისში და წყნეთის ობიექტებს ეხება.

იმავე დღეს პროკურატურამ ყველა დაზარალებულისთვის ზარალის ანაზღაურების პირობით, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ