სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩევნები სომხეთში: სერჟ სარგსიანის და პრორუსი სომეხი ოლიგარქის ფარული ტანდემი?
არჩევნები სომხეთში: სერჟ სარგსიანის და პრორუსი სომეხი ოლიგარქის ფარული ტანდემი?

წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბით, სომ­ხეთ­ში გა­მარ­თულ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, პრე­ზი­დენტ სერჟ სარ­გსი­ა­ნის მმარ­თვე­ლი, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" ლი­დე­რობს. სომ­ხეთ­ში უკვე გა­და­წყვე­ტი­ლია, რომ ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლო­ბის სტი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო სის­ტე­მა იქ­ნე­ბა.

ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, სარ­გი­სი­ა­ნის პარ­ტი­ამ ხმა­თა 46 პრო­ცენ­ტი მო­ი­პო­ვა, 25 პრო­ცენ­ტი კი ყო­ფილ კო­ა­ლი­ცი­ურ პარტნი­ორს, მე­მარ­ჯვე­ნე-ცენ­ტრის­ტულ ალი­ანსს ეკუთ­ვნის, რო­მელ­საც პრო­რუ­სუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ოლი­გარ­ქი გა­გიკ ცა­რუ­კი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

გა­გიკ ცა­რუ­კი­ან­მა ბიზ­ნეს­კა­რი­ე­რა რუ­სეთ­ში აა­წყო. ის გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ქველ­მოქ­მე­დე­ბას ეწე­ო­და, თუმ­ცა, შემ­დეგ პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი გა­უჩ­ნდა და სარ­გსი­ა­ნის მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტი გახ­და, რა­მაც მათ შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა და­ძა­ბა... თა­ვის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა­ში ცა­რუ­კი­ა­ნი აცხა­დებ­და, რომ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მისი ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბი სომ­ხეთ­ში 15 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­დნენ.

სომ­ხუ­რი გა­მო­ცე­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ თან­ხის ინ­ვეს­ტი­რე­ბას მას დუ­ბა­ი­სა და ყა­ტა­რის შე­ი­ხე­ბი შე­პირ­დნენ, რო­მელ­თა­ნაც ცა­რუ­კი­ანს ერ­თობ­ლი­ვი ბიზ­ნე­სი აქვს...

ცა­რუ­კი­ანს ბიზ­ნე­სი აქვს ბე­ლო­რუს­ში, უკ­რა­ი­ნა­სა და ლატ­ვი­ა­შიც. 2009 წელს ბულ­გა­რუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის კომ­პა­ნია "გორ­ნა ბა­ნია" (Горна Баня) იყი­და... ის სომ­ხე­თის ერთ-ერთი მდი­და­რი ადა­მი­ა­ნია, 2003 წელს საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი "გა­გიკ ცა­რუ­კი­ა­ნი" და­ა­არ­სა და ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს ფი­ნან­სუ­რად და­ეხ­მა­რა. სომ­ხუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამომ­რჩე­ველ­თა გარ­კვე­ულ ნა­წილს სჯე­რა, რომ ის მათ სი­ღა­რი­ბის და­მარ­ცხე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

ბოლო წლებ­ში ცა­რუ­კი­ა­ნის მი­მართ ნდო­ბამ სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტი და­აფრ­თხო და 2015 წელს სერჟ სარ­გსი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ცა­რუ­კი­ა­ნი სომ­ხე­თის­თვის პრობ­ლე­მა გახ­და... გარ­კვე­უ­ლი უსი­ა­მოვ­ნო სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ ის პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და, თუმ­ცა მა­ლე­ვე დაბ­რუნ­და. სომ­ხუ­რი პრე­სის მო­საზ­რე­ბით, სარ­გსი­ა­ნი მას "გარ­კვე­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ასე­ვე გარ­კვე­ულ შე­ღა­ვა­თებს დაჰ­პირ­და..." თუმ­ცა, სარ­გსი­ა­ნი ჩარ­ჩო­ე­ბი­დან არ უნდა გა­სუ­ლი­ყო... მისი კო­ა­ლი­ცია სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას" ახლა მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლად მო­ევ­ლი­ნა.

სომ­ხე­თის 2 აპ­რი­ლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გით, ასე­ვე, პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვედ­რის შან­სი აქვთ ბლოკს - "ელკ" (გა­მო­სა­ვა­ლი), რო­მელ­მაც ხმა­თა 10% აიღო და პარ­ტია "დაშ­ნა­კცი­უ­ტუნს", რო­მელ­საც ამომ­რჩევ­ლე­ბის 5% უჭერს მხარს.

სომ­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტში მო­სახ­ვედ­რად სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ბლო­კე­ბის­თვის 7, ხოლო პარ­ტი­ე­ბის­თვის 5%-ია... 2 აპ­რი­ლის არ­ჩევ­ნებ­ზე 1 574 947 ამომ­რჩე­ვე­ლი, ანუ 60%-ზე მეტი მი­ვი­და.

ცხრა პარ­ტი­ის თუ ალი­ან­სის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი მე­სი­ჯე­ბი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მე­ბი იყო. 2015 წელს დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, სომ­ხეთ­ში გაძ­ლი­ერ­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოფი­სი, პრე­ზი­დენტს კი მხო­ლოდ სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა ექ­ნე­ბა და მას პარ­ლა­მენ­ტი აირ­ჩევს.

ცვლი­ლე­ბე­ბი ძა­ლა­ში მას შემ­დეგ შევა, რაც 2018 წელს სარ­ქი­სი­ა­ნის მე­ო­რე და ბოლო ვადა ამო­ი­წუ­რე­ბა. კრი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი სწო­რედ სარ­ქი­სი­ა­ნის­თვის ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა - ორი საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, მას ქვეყ­ნის მარ­თვის უფ­ლე­ბა შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბა. თა­ვად სარ­ქი­სი­ა­ნი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას უსა­ფუძ­ვლოს უწო­დებს და უარ­ყოფს, რომ მსგავ­სი ამ­ბი­ცია აქვს, მაგ­რამ თუ მმარ­თვე­ლი პარ­ტია საკ­მა­რის ხმებს მო­ი­პო­ვებს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის შე­საქ­მნე­ლად - მარ­ტო, ან კო­ა­ლი­ცი­ა­ში - ის შეძ­ლებს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, უკვე რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

სო­მე­ხი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი მის სვლას სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გეგ­მის კო­პი­რე­ბა­საც უწო­დე­ბენ, რო­მელ­საც ქვეყ­ნის მარ­თვა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე სურ­და, თუმ­ცა, პო­ლი­ტი­კურ ორ­ბი­ტა­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მო­ჩე­ნამ მას გეგ­მე­ბი წყალ­ში ჩა­უ­ყა­რა... საქ­მე ის არის, რომ სო­მე­ხი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ქვე­ყა­ნა­ში ისეთ ძლი­ერ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას ვერ ხე­და­ვენ, რო­მე­ლიც სარ­გსი­ანს გეგ­მებს წყალ­ში ჩა­უყ­რის...

მთლი­ა­ნო­ბა­ში, არ­ჩევ­ნე­ბი ძა­ლი­ან და­ძა­ბულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. 2 აპ­რი­ლამ­დე პო­ლი­ტი­კურ ნი­ა­დაგ­ზე ათამ­დე ადა­მი­ა­ნი დაჭ­რეს... მმარ­თვე­ლი პარ­ტია "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ან ად­გი­ლობ­რი­ვი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­კონ­ტრო­ლე­ბას სხვა­დას­ხვა, მათ შო­რის ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დე­ბით ცდი­ლობ­დნენ. ტექ­ნი­კუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის გარ­და, ოპო­ზი­ცია ე.წ. კა­რუ­სე­ლებ­ზე და სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან თავ­მოყ­რილ უცხო პი­რებ­ზეც სა­უბ­რობს.

არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში ხელი შე­ე­შა­ლათ ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც. "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" სომ­ხე­თის ბი­უ­როს ჟურ­ნა­ლისტს, აზა­ტი­უ­ნუნ გაბ­რი­ე­ლი­ანს ერე­ვან­ში, რუს­თა­ვე­ლის 15 ნო­მერ­ში თავს და­ესხნენ. რო­გორც სომ­ხე­თის პო­ლი­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი აცხა­დებს, უწყე­ბა­ში შე­სუ­ლია შე­ტყო­ბი­ნე­ბა ამის შე­სა­ხებ და ფაქტს პო­ლი­ცი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბა სწავ­ლობს.

ასე­ვე, თა­ვი­სუ­ფა­ლი მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს იმ ად­გი­ლობ­რივ ჟურ­ნა­ლას­ტებს. ისი­ნი ერე­ვან­ში სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბებ­თან თავ­მოყ­რი­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის ქმე­დე­ბის გა­შუ­ქე­ბას ცდი­ლობ­დნენ, რომ­ლებ­საც სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სე­ბით მოჰ­ყავთ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ხმის მი­სა­ცე­მად და ქრთამს -10 000 დრამს (და­ახ­ლო­ე­ბით, 50 ლარი) არი­გებ­დნენ, ხოლო ჟურ­ნა­ლის­ტებს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ეს სა­ჩუ­ქა­რი იყო. ფაქ­ტის გა­და­ღე­ბის მცდე­ლო­ბი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებს უც­ნობ­მა პი­რებ­მა ქვე­ბი და­უ­ში­ნეს...

არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გებს სომ­ხე­თის სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია 2017 წლის 9 აპ­რილს, არ­ჩევ­ნე­ბი­დან ერთი კვი­რის შემ­დეგ გა­მო­ა­ცხა­დებს, თუმ­ცა უკვე სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ეს წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის­გან დი­დად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა...

სო­მე­ხი პო­ლი­ტო­ლო­გის, რუ­ბენ მაჰ­რა­ბი­ა­ნის თქმით, არ ჩანს ახა­ლი ძალა, რო­მე­ლიც კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად პრინ­ცი­პუ­ლი იქ­ნე­ბა. რა­დი­კა­ლებს კი მო­სახ­ლე­ო­ბა არ აჰ­ყვე­ბა, რაც სწო­რიც არის... ამ არ­ჩევ­ნებ­ში სარ­ქსი­ა­ნის გა­მარ­ჯვე­ბამ ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და პროგ­რე­სის მო­ლო­დი­ნი გა­ა­ცამ­ტვე­რა. "2 აპ­რი­ლის არ­ჩევ­ნე­ბი დას­ტუ­რია იმი­სა, რომ კი­დევ დიდ­ხანს არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. ჩვენ ზა­ფხუ­ლის ამ­ბებ­მა კარ­გად დაგ­ვა­ნა­ხა, რომ არ გვყავს ოპო­ზი­ცია, ისე­ვე რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რად­გან სომ­ხეთ­ში პო­ლი­ტი­კა "მკვდა­რია", ამ არ­ჩევ­ნე­ბით კი ჩვენ ის გა­ურ­კვე­ვე­ლი დრო­ით "და­ვა­სა­მა­რეთ".

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

არჩევნები სომხეთში: სერჟ სარგსიანის და პრორუსი სომეხი ოლიგარქის ფარული ტანდემი?

არჩევნები სომხეთში: სერჟ სარგსიანის და პრორუსი სომეხი ოლიგარქის ფარული ტანდემი?

წინასწარი შედეგებით, სომხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის მმართველი, "რესპუბლიკური პარტია" ლიდერობს. სომხეთში უკვე გადაწყვეტილია, რომ ქვეყნის მმართველობის სტილი საპარლამენტო სისტემა იქნება.

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, სარგისიანის პარტიამ ხმათა 46 პროცენტი მოიპოვა, 25 პროცენტი კი ყოფილ კოალიციურ პარტნიორს, მემარჯვენე-ცენტრისტულ ალიანსს ეკუთვნის, რომელსაც პრორუსულად განწყობილი ოლიგარქი გაგიკ ცარუკიანი ხელმძღვანელობს.

გაგიკ ცარუკიანმა ბიზნესკარიერა რუსეთში ააწყო. ის გარკვეული დროის განმავლობაში ქველმოქმედებას ეწეოდა, თუმცა, შემდეგ პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა და სარგსიანის მთავარი კონკურენტი გახდა, რამაც მათ შორის ურთიერთობა დაძაბა... თავის წინასაარჩევნო დაპირებაში ცარუკიანი აცხადებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მისი ევროპელი პარტნიორები სომხეთში 15 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებდნენ.

სომხური გამოცემების ინფორმაციით, ამ თანხის ინვესტირებას მას დუბაისა და ყატარის შეიხები შეპირდნენ, რომელთანაც ცარუკიანს ერთობლივი ბიზნესი აქვს...

ცარუკიანს ბიზნესი აქვს ბელორუსში, უკრაინასა და ლატვიაშიც. 2009 წელს ბულგარული მინერალური წყლის კომპანია "გორნა ბანია" (Горна Баня) იყიდა... ის სომხეთის ერთ-ერთი მდიდარი ადამიანია, 2003 წელს საქველმოქმედო ფონდი "გაგიკ ცარუკიანი" დააარსა და ძალიან ბევრ ადამიანს ფინანსურად დაეხმარა. სომხური მედიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილს სჯერა, რომ ის მათ სიღარიბის დამარცხებაში დაეხმარება.

ბოლო წლებში ცარუკიანის მიმართ ნდობამ სომხეთის პრეზიდენტი დააფრთხო და 2015 წელს სერჟ სარგსიანმა აღნიშნა, რომ ცარუკიანი სომხეთისთვის პრობლემა გახდა... გარკვეული უსიამოვნო საუბრების შემდეგ ის პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა მალევე დაბრუნდა. სომხური პრესის მოსაზრებით, სარგსიანი მას "გარკვეული პროექტების დაფინანსების სანაცვლოდ, ასევე გარკვეულ შეღავათებს დაჰპირდა..." თუმცა, სარგსიანი ჩარჩოებიდან არ უნდა გასულიყო... მისი კოალიცია სახელისუფლებო "რესპუბლიკურ პარტიას" ახლა მთავარ ოპოზიციურ ძალად მოევლინა.

სომხეთის 2 აპრილის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგით, ასევე, პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვთ ბლოკს - "ელკ" (გამოსავალი), რომელმაც ხმათა 10% აიღო და პარტია "დაშნაკციუტუნს", რომელსაც ამომრჩევლების 5% უჭერს მხარს.

სომხეთის პარლამენტში მოსახვედრად საარჩევნო ბარიერი პოლიტიკური ბლოკებისთვის 7, ხოლო პარტიებისთვის 5%-ია... 2 აპრილის არჩევნებზე 1 574 947 ამომრჩეველი, ანუ 60%-ზე მეტი მივიდა.

ცხრა პარტიის თუ ალიანსის მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი მესიჯები ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემები იყო. 2015 წელს დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, სომხეთში გაძლიერდება პრემიერ-მინისტრის ოფისი, პრეზიდენტს კი მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ექნება და მას პარლამენტი აირჩევს.

ცვლილებები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც 2018 წელს სარქისიანის მეორე და ბოლო ვადა ამოიწურება. კრიტიკოსების აზრით, ეს ცვლილებები სწორედ სარქისიანისთვის ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება - ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მას ქვეყნის მართვის უფლება შეუნარჩუნდება. თავად სარქისიანი ამ ინფორმაციას უსაფუძვლოს უწოდებს და უარყოფს, რომ მსგავსი ამბიცია აქვს, მაგრამ თუ მმართველი პარტია საკმარის ხმებს მოიპოვებს საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად - მარტო, ან კოალიციაში - ის შეძლებს აღმასრულებელი ძალაუფლების შენარჩუნებას, უკვე როგორც პრემიერ-მინისტრი.

სომეხი ანალიტიკოსები მის სვლას საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გეგმის კოპირებასაც უწოდებენ, რომელსაც ქვეყნის მართვა პრემიერ-მინისტრის პოსტზე სურდა, თუმცა, პოლიტიკურ ორბიტაზე "ქართული ოცნების" გამოჩენამ მას გეგმები წყალში ჩაუყარა... საქმე ის არის, რომ სომეხი ანალიტიკოსები ქვეყანაში ისეთ ძლიერ ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალას ვერ ხედავენ, რომელიც სარგსიანს გეგმებს წყალში ჩაუყრის...

მთლიანობაში, არჩევნები ძალიან დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა. 2 აპრილამდე პოლიტიკურ ნიადაგზე ათამდე ადამიანი დაჭრეს... მმართველი პარტია "რესპუბლიკელების" მხარდამჭერები ან ადგილობრივი ჩინოვნიკები სიტუაციის გაკონტროლებას სხვადასხვა, მათ შორის ძალადობრივი მეთოდებით ცდილობდნენ. ტექნიკური დარღვევების გარდა, ოპოზიცია ე.წ. კარუსელებზე და საარჩევნო უბნებთან თავმოყრილ უცხო პირებზეც საუბრობს.

არჩევნების მიმდინარეობისას საკუთარი საქმიანობის შესრულებაში ხელი შეეშალათ ჟურნალისტებსაც. "რადიო თავისუფლების" სომხეთის ბიუროს ჟურნალისტს, აზატიუნუნ გაბრიელიანს ერევანში, რუსთაველის 15 ნომერში თავს დაესხნენ. როგორც სომხეთის პოლიციის პრესსამსახური აცხადებს, უწყებაში შესულია შეტყობინება ამის შესახებ და ფაქტს პოლიციის ცენტრალური განყოფილება სწავლობს.

ასევე, თავისუფალი მუშაობის უფლება არ მისცეს იმ ადგილობრივ ჟურნალასტებს. ისინი ერევანში საარჩევნო შტაბებთან თავმოყრილი ჩინოვნიკების ქმედების გაშუქებას ცდილობდნენ, რომლებსაც სამარშუტო ტაქსებით მოჰყავთ მხარდამჭერები ხმის მისაცემად და ქრთამს -10 000 დრამს (დაახლოებით, 50 ლარი) არიგებდნენ, ხოლო ჟურნალისტებს ეუბნებოდნენ, რომ ეს საჩუქარი იყო. ფაქტის გადაღების მცდელობისას ჟურნალისტებს უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს...

არჩევნების საბოლოო შედეგებს სომხეთის საარჩევნო კომისია 2017 წლის 9 აპრილს, არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ გამოაცხადებს, თუმცა უკვე საუბარია იმაზე, რომ ეს წინასწარი შედეგებისგან დიდად განსხვავებული არ იქნება...

სომეხი პოლიტოლოგის, რუბენ მაჰრაბიანის თქმით, არ ჩანს ახალი ძალა, რომელიც კონსტრუქციული, მაგრამ ამავდროულად პრინციპული იქნება. რადიკალებს კი მოსახლეობა არ აჰყვება, რაც სწორიც არის... ამ არჩევნებში სარქსიანის გამარჯვებამ ქვეყანაში ახალი ცვლილებებისა და პროგრესის მოლოდინი გააცამტვერა. "2 აპრილის არჩევნები დასტურია იმისა, რომ კიდევ დიდხანს არაფერი შეიცვლება. ჩვენ ზაფხულის ამბებმა კარგად დაგვანახა, რომ არ გვყავს ოპოზიცია, ისევე როგორც ხელისუფლება, რადგან სომხეთში პოლიტიკა "მკვდარია", ამ არჩევნებით კი ჩვენ ის გაურკვეველი დროით "დავასამარეთ".

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"