პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილ მოადგილეს თავს დაესხნენ
ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილ მოადგილეს თავს დაესხნენ

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს გელა ხვე­დე­ლი­ძეს თავს და­ესხნენ. შემ­თხვე­ვა დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის წინ მოხ­და.

გელა ხვე­დე­ლი­ძე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბის დროს მუ­შა­ობ­და.

თავ­დას­ხმის ფაქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჟურ­ნა­ლის­ტი ელი­სო კი­ლა­ძე ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც ხვე­დე­ლი­ძის მე­გო­ბა­რია. კი­ლა­ძის თქმით, ხვე­დე­ლი­ძე­ზე თავ­დას­ხმა დღეს დი­ლით, მის­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან მოხ­და. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, შს მი­ნის­ტრის ყო­ფილ მო­ად­გი­ლე­ზე თავ­დას­ხმის თვითმხილ­ვე­ლია.

კი­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გელა ხვე­დე­ლი­ძეს თავს ნიღ­ბი­ა­ნი პი­რე­ბი და­ესხნენ და ამ დრო­ის­თვის ის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. შსს-ში გელა ხვე­დე­ლი­ძე­ზე მომ­ხდარ თავ­დას­ხმა­ზე კო­მენ­ტარს ჯერ­ჯე­რო­ბით არ აკე­თე­ბენ.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია გელა ხვე­დე­ლი­ძე თავ­დას­ხმის შემ­დეგ - ფოტო სა­ა­ვად­მყო­ფო­დან

შე­გახ­სე­ნებთ, შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ხვე­დე­ლი­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან სკან­და­ლუ­რად გა­და­ა­ყე­ნეს. მას ბრა­ლად ედე­ბო­და უფ­ლე­ბა­დამ­ცველ გი­ორ­გი ფა­რე­სიშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ე­ბის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­თავ­სე­ბა. შსს-ს მი­ნის­ტრის ყო­ფილ პირ­ველ მო­ად­გი­ლეს გელა ხვე­დე­ლი­ძეს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "დ" პუნ­ქტით წა­უ­ყე­ნეს, რო­მე­ლიც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში უხეშ ჩა­რე­ვას გუ­ლის­ხმობს და ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვით ვა­დით სამ წლამ­დე, ან და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით სამ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე. შსს-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ამ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლიც გახ­ლდათ, თუმ­ცა მალე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ვი­დეო: თავ­დას­ხმა გელა ხვე­დე­ლი­ძე­ზე - რას ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილ მოადგილეს თავს დაესხნენ

ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილ მოადგილეს თავს დაესხნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს გელა ხვედელიძეს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

გელა ხვედელიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მუშაობდა.

თავდასხმის ფაქტის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ელისო კილაძე ავრცელებს, რომელიც ხვედელიძის მეგობარია. კილაძის თქმით, ხვედელიძეზე თავდასხმა დღეს დილით, მისსავე საცხოვრებელ სახლთან მოხდა. მისივე განცხადებით, შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე თავდასხმის თვითმხილველია.

კილაძის ინფორმაციით, გელა ხვედელიძეს თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ და ამ დროისთვის ის საავადმყოფოშია მოთავსებული. შსს-ში გელა ხვედელიძეზე მომხდარ თავდასხმაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ასევე წაიკითხეთ: რა მდგომარეობაშია გელა ხვედელიძე თავდასხმის შემდეგ - ფოტო საავადმყოფოდან

შეგახსენებთ, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ხვედელიძე თანამდებობიდან სკანდალურად გადააყენეს. მას ბრალად ედებოდა უფლებადამცველ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების სოციალურ ქსელში განთავსება. შსს-ს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" პუნქტით წაუყენეს, რომელიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ამ საქმეზე დაკავებულიც გახლდათ, თუმცა მალე გაათავისუფლეს.

ვიდეო: თავდასხმა გელა ხვედელიძეზე - რას ამბობს თვითმხილველი?

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ