პარტნიორები:

    ქუთაისის აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება

    ქუთაისის აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება

    ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება, - პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმართულების - სივრცითი მოწყობის შემადგენელი ნაწილია, ქუთაისში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩაუყრის საფუძველს.

    როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ცერემონია ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 20:30 საათზე გაიმართება. ქუთაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი 18:00 საათზე ასევე გახსნის იმერეთის რეგიონში პირველ ბრენდირებულ სასტუმროს - Best Western Kutaisi, რომელიც "კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელისა" და "საპარტნიორო ფონდის" პარტნიორობით აშენდა.

    სამვარსკვლავიანი სასტუმრო ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს; აქვს 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია, რომელშიც "საპარტნიორო ფონდის" მონაწილეობა 1,4 მლნ აშშ დოლარია.

    იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

    ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

    ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა