თბილისის საქალაქო სასამართლომ "ცენტრ პოინტი ჯგუფის" დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
"მათ ბრალად ედებოდათ თაღლითობა, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (5 ეპიზოდი), მათვე ბარალდ ედებოდათ მითვისება, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება (2 ეპიზოდი), ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი ჯგუფურად უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონების შეძენა) მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (შპს მზიური ველის ეპიზოდი)", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მაია რჩეულიშვილი თითქმის ერთი წელია პატიმრობაშია. წლების წინ, ქართულმა საზოგადოებამ მას ბიზნესის "რკინის ლედი" უწოდა. ჟურნალი "შინ" დაპატიმრებამდე რამდენიმე თვით ადრე მაია რჩეულიშვილს სახლში ესტუმრა და მისი შთამბეჭდავი კოლექციები დაათვალიერა. გთავაზობთ ფოტოებს და ინტერვიუს, რომელიც ჟურნალმა "შინ" ბიზნესლედისთან ჩაწერა და მის სახლში გადაიღო.
"ბზის ხის ავეჯი, სკულპტურული ქანდაკებები, ანტიკვარული ლარნაკები და ნახატები, იური ნიკულინის ნაქონი საძინებელი - ეს იმ ნივთების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ქალბატონი მაია რჩეულიშვილის ბინაში შეხვდებით.
"2014 წლიდან ვცხოვრობ ამ სახლში, რომელიც "ცენტრ-პოინტმა" ააშენა. როცა გარემონტება დავიწყეთ, ბინა ბანკის მფლობელობაში იყო. ყველას უკვირდა, როგორ დავიწყე რემონტი, რადგან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ ბინას გამოვისყიდდი. შენების პროცესში მე თვითონ ვიყავი ჩართული. სახლი 100 000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. მინდა გითხრათ, რომ აქ ცხოვრობს თითქმის ნახევარი საქართველო, ედუარდ შევარდნაძის პერიოდის მინისტრებიდან მოყოლებული დღემდე- 90%, რომლებსაც კვადრატული მეტრი 250 დოლარად აქვთ შეძენილი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი მადლიერი არავინ არის, მიუხედავად ულამაზესი ხედების, ტექნოლოგიების და ხარისხის. ბინაში მხოლოდ მე და ვახო ვცხოვრობთ. ძალიან დატვირთული ცხოვრება და რეჟიმი გვაქვს, ამიტომ ვთვლი, რომ მაქვს ბედნიერება ვიცხოვროთ მარტო.
ქართველ დიზაინერებს მოსწონთ ფარდაგები, სახლში აუცილებლად უნდა დაკიდონ ვაჟა-ფშაველას ან აინშტაინის სურათი, უნდა შემოალაგონ თაროებზე წიგნები, რომლებსაც არასდროს კითხულობენ. აკეთებენ ვითომ მინიმალისტურ მიქსებს, რაც ჩემთვის მიუღებელია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ყველაფერი მე თვითონ, კლასიკურ სტილში გამეკეთებინა. ძალიან ხშირად ვარ ნამყოფი და ნაცხოვრები საზღვარგარეთის სასტუმროებში. ყველაზე ძვირიანი სასტუმროები არის გაწყობილი კლასიკური სტილის ავეჯით. კარგი ავეჯი კეთდება საუკეთესო ხის მასალით, მაგალითად, რა ავეჯსაც ხედავთ ჩემთან მისაღებ ოთახში, ყველა არის ბზის ხისგან დამზადებული.
ბზის ხეს აქვს საოცარი თვისებები, არის უჯანმრთელესი, ეკოლოგიურად სუფთა, ათასწლოვანი ხე, არ კვდება, არ ჭიანდება, ვინაიდან ქვა და კლდესავით ხდება დამუშავების შემდეგ. სახლში მისი ქონა ნიშნავს იცხოვრო ტყეში, სუფთა ჰაერზე, ვთქვათ გურიაში. დიდ ბოდიშს ვიხდი ყველა ქართველ მწარმოებელთან, მაგრამ ემ-დე-ეფის ავეჯი, რასაც საქართველოში აწარმოებენ, არის კარცეროგენი. ადამიანმა, რომელიც ფულს შოულობ, უნდა იყიდო ნამდვილად ხარისხიანი ავეჯი, რაც ნიშნავს ჯანმრთელობას - წარმოიდგინეთ წევხართ ბზის ტყეში იხილეთ გაგრძელება და სახლის ფოტოები