პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანა შონიას საოცარი სახლი - ნახატებით "გაფერადებული" კედლები, შირმები, ფარდაგები და...
ნანა შონიას საოცარი სახლი - ნახატებით "გაფერადებული" კედლები, შირმები, ფარდაგები და...

ნანა შო­ნი­ა­სა და მხატ­ვარ შოთა გლურ­ჯი­ძის ბი­ნა­ში პირ­ვე­ლი, რაც თვალ­ში მოგ­ხვდე­ბა, ნივ­თე­ბის, ნა­ხა­ტე­ბი­სა და მცე­ნა­რე­ე­ბის სიმ­რავ­ლეა. ხე სიმ­ყუდ­რო­ვის ასო­ცი­ა­ცი­ას ქმნის, სადა, თეთ­რი კედ­ლე­ბი კი უამ­რა­ვი ნა­ხა­ტი­თაა და­ფა­რუ­ლი და ინ­ტე­რი­ერს "აფე­რა­დებს".

17 წე­ლია, ოთხო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ეს წყვი­ლი შვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. რო­გორც მას­პინ­ძელ­მა გვი­თხრა, თა­ვის დრო­ზე რე­მონ­ტის პრო­ცეს­ში თა­ვად არ ჩა­რე­უ­ლა, ორ­სუ­ლად იყო და მე­უღ­ლემ ეს საქ­მე თა­ვის თავ­ზე აიღო.

მსა­ხი­ობს შინ ბევ­რი სკივ­რი აქვს, ასე­ვე - ინ­დუ­რი ფარ­და­გე­ბი, შირ­მე­ბი და ნივ­თე­ბი სხვა­დას­ხვა სპექ­ტაკ­ლი­დან. ნანა მცე­ნა­რე­ე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ამი­ტომ მის სახ­ლში ყო­ველ­თვის ხა­რობს სხვა­დას­ხვა ჯი­შის ყვა­ვი­ლი. მათ შო­რის ერთ-ერთი გვიმ­რა­აა, რო­მელ­საც ტე­რე­ზა ჰქვია. "სა­მო­სელ პირ­ველ­ში" ტე­რე­ზა რომ ითა­მა­შა, ეს მცე­ნა­რე შვილ­მა და­ბა­დე­ბის დღე­ზე აჩუ­ქა და ასე იმი­ტო­მაც და­არ­ქვეს.

არა­ერ­თი ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლოს გარ­და, ბი­ნა­ში მსა­ხი­ო­ბის რამ­დე­ნი­მე პორ­ტრე­ტია - ნა­ნას მხატ­ვა­რი მე­უღ­ლის, ასე­ვე ზურა გო­მე­ლა­უ­რი­სა და იურა ბე­რიშ­ვი­ლის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

დი­ა­სახ­ლისს საყ­ვა­რე­ლი ნივ­თე­ბის ნა­წი­ლი თბი­ლის­ში აქვს შე­ძე­ნი­ლი, ნა­წი­ლი კი - სა­ზღვარ­გა­რეთ. მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე შირ­მა თბი­ლის­ში, ყო­ველ­წლი­ურ ინ­დურ ბაზ­რო­ბა­ზე შე­ი­ძი­ნა, ერთი ჟი­რა­ფიც აქვე - ტა­ი­ლან­დურ მა­ღა­ზი­ა­ში, ხოლო მე­ო­რე - ინ­გლის­ში, აფ­რი­კულ ბაზ­რო­ბა­ზე. სა­ერ­თოდ, ბევ­რს უთ­ქვამს, რომ მისი სახ­ლი აფ­რი­კუ­ლი სტილ­შია გა­და­წყვე­ტი­ლი, თუმ­ცა, აქ რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის მიქ­სი უფ­როა, ვიდ­რე ერთი კონ­კრე­ტუ­ლის.

მი­სა­ღებ ოთახ­ში ბევ­რი ნივ­თი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იპყროს. მათ შო­რი­საა ნა­ნას მე­გობ­რის კახი ერა­ძის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ხე; სა­ბავ­შვო კა­რუ­სე­ლის ცხე­ნი, შოთა გლურ­ჯი­ძის მხატ­ვრო­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლი­დან "ვო­ი­ცე­კი" და მო­ხა­ტუ­ლი ფორ­ტე­პი­ა­ნო. ინ­სტრუ­მენ­ტი უფ­რო­სი შვი­ლის­თვის შე­ი­ძი­ნეს, როცა ის მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. ბავ­შვს მე­ცა­დი­ნე­ო­ბა ეზა­რე­ბო­და და გა­და­წყვი­ტეს, ფორ­ტე­პი­ა­ნო შო­თას მო­ე­ხა­ტა, იქ­ნებ ისე მო­ი­ხიბ­ლოს, იმე­ცა­დი­ნო­სო, მაგ­რამ არც ამან გაჭ­რა... იხი­ლეთ სრუ­ლად + ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნანა შონიას საოცარი სახლი - ნახატებით "გაფერადებული" კედლები, შირმები, ფარდაგები და...

ნანა შონიას საოცარი სახლი - ნახატებით "გაფერადებული" კედლები, შირმები, ფარდაგები და...

ნანა შონიასა და მხატვარ შოთა გლურჯიძის ბინაში პირველი, რაც თვალში მოგხვდება, ნივთების, ნახატებისა და მცენარეების სიმრავლეა. ხე სიმყუდროვის ასოციაციას ქმნის, სადა, თეთრი კედლები კი უამრავი ნახატითაა დაფარული და ინტერიერს "აფერადებს".

17 წელია, ოთხოთახიან ბინაში ეს წყვილი შვილებთან ერთად ცხოვრობს. როგორც მასპინძელმა გვითხრა, თავის დროზე რემონტის პროცესში თავად არ ჩარეულა, ორსულად იყო და მეუღლემ ეს საქმე თავის თავზე აიღო.

მსახიობს შინ ბევრი სკივრი აქვს, ასევე - ინდური ფარდაგები, შირმები და ნივთები სხვადასხვა სპექტაკლიდან. ნანა მცენარეებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა და ამიტომ მის სახლში ყოველთვის ხარობს სხვადასხვა ჯიშის ყვავილი. მათ შორის ერთ-ერთი გვიმრააა, რომელსაც ტერეზა ჰქვია. "სამოსელ პირველში" ტერეზა რომ ითამაშა, ეს მცენარე შვილმა დაბადების დღეზე აჩუქა და ასე იმიტომაც დაარქვეს.

არაერთი ფერწერული ტილოს გარდა, ბინაში მსახიობის რამდენიმე პორტრეტია - ნანას მხატვარი მეუღლის, ასევე ზურა გომელაურისა და იურა ბერიშვილის მიერ შესრულებული.

დიასახლისს საყვარელი ნივთების ნაწილი თბილისში აქვს შეძენილი, ნაწილი კი - საზღვარგარეთ. მაგალითად, რამდენიმე შირმა თბილისში, ყოველწლიურ ინდურ ბაზრობაზე შეიძინა, ერთი ჟირაფიც აქვე - ტაილანდურ მაღაზიაში, ხოლო მეორე - ინგლისში, აფრიკულ ბაზრობაზე. საერთოდ, ბევრს უთქვამს, რომ მისი სახლი აფრიკული სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა, აქ რამდენიმე ქვეყნის მიქსი უფროა, ვიდრე ერთი კონკრეტულის.

მისაღებ ოთახში ბევრი ნივთი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყროს. მათ შორისაა ნანას მეგობრის კახი ერაძის მიერ შესრულებული ხე; საბავშვო კარუსელის ცხენი, შოთა გლურჯიძის მხატვრობით გაფორმებული სპექტაკლიდან "ვოიცეკი" და მოხატული ფორტეპიანო. ინსტრუმენტი უფროსი შვილისთვის შეიძინეს, როცა ის მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა. ბავშვს მეცადინეობა ეზარებოდა და გადაწყვიტეს, ფორტეპიანო შოთას მოეხატა, იქნებ ისე მოიხიბლოს, იმეცადინოსო, მაგრამ არც ამან გაჭრა... იხილეთ სრულად + ფოტოები