კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, პროვოკაციული ქმედებების პრაქტიკა შეწყვიტოს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, პროვოკაციული ქმედებების პრაქტიკა შეწყვიტოს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დებს, პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის პრაქ­ტი­კა შე­წყვი­ტოს და 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბი და­იც­ვას. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბის მიერ დღეს გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის უკა­ნო­ნო სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შეს­ვლის თა­ო­ბა­ზე ე. წ. შე­თან­ხმე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბა­ში სა­მი­ნის­ტრო ასე­ვე მი­მარ­თავს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, სა­თა­ნა­დოდ შე­ა­ფა­სოს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი და მი­ი­ღოს ზო­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ჯე­რო­ვა­ნი რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბის ტექსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გმობს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის უკა­ნო­ნო სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით 2017 წლის 31 მარტს ე. წ. შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­მო­ად­გენს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნე­ბის ანექ­სი­ი­სა­კენ გა­დად­გმულ მო­რიგ ნა­ბიჯს, რაც სრუ­ლად უგუ­ლე­ბელ­ყოფს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფუნ­და­მენ­ტურ ნორ­მებ­სა და პრინ­ცი­პებს. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მსგავ­სი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი და ცალ­სა­ხა აგ­რე­სია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლია რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის სრუ­ლი მოშ­ლი­სა­კენ. ამ გზით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია სე­რი­ო­ზულ ზი­ანს აყე­ნებს ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად უშ­ლის ხელს სამ­შვი­დო­ბო პრო­ცეს­ში რა­ი­მე პროგ­რე­სის მიღ­წე­ვას.

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სამ­ხედ­რო სის­ტე­მა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის ფონ­ზე კი­დევ უფრო შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ის ფაქ­ტი, რომ მოს­კო­ვი კვლავ უარს აცხა­დებს ძა­ლის არ­გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე და ხელს უშ­ლის აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზ­მე­ბის შექ­მნას.

მო­ვუ­წო­დებთ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, შე­წყვი­ტოს პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის პრაქ­ტი­კა, და­იც­ვას 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბი და გა­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან.

მივ­მარ­თავთ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, სა­თა­ნა­დოდ შე­ა­ფა­სოს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი და მი­ი­ღოს ზო­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ჯე­რო­ვა­ნი რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, პროვოკაციული ქმედებების პრაქტიკა შეწყვიტოს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, პროვოკაციული ქმედებების პრაქტიკა შეწყვიტოს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, პროვოკაციული ქმედებების პრაქტიკა შეწყვიტოს და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები დაიცვას. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე. წ. შეთანხმებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები და მიიღოს ზომები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე ჯეროვანი რეაგირების მიზნით.

"ინტერპრესნიუსი" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით 2017 წლის 31 მარტს ე. წ. შეთანხმების ხელმოწერას.

აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს, რაც სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. რუსეთის ფედერაციის მსგავსი პროვოკაციული ქმედებები და ცალსახა აგრესია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულია რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისა და ევროპული უსაფრთხოების სისტემის სრული მოშლისაკენ. ამ გზით რუსეთის ფედერაცია სერიოზულ ზიანს აყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და მიზანმიმართულად უშლის ხელს სამშვიდობო პროცესში რაიმე პროგრესის მიღწევას.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციის სამხედრო სისტემაში ინტეგრირების ფონზე კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მოსკოვი კვლავ უარს აცხადებს ძალის არგამოყენებაზე და ხელს უშლის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებების პრაქტიკა, დაიცვას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები და გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან.

მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები და მიიღოს ზომები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე ჯეროვანი რეაგირების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."