პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ჩარკვიანს აუხდენელი ოცნება აუსრულეს! - ემოციური სიურპრიზი მომღერალს
მამუკა ჩარკვიანს აუხდენელი ოცნება აუსრულეს! - ემოციური სიურპრიზი მომღერალს

30 მარტს თბი­ლი­სის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა. "ყვე­ლა გი­ტა­რას მე და­ვარ­ქმევ სა­ხელს მა­მუ­კას" - ამ სა­ხელ­წო­დე­ბის სა­ღა­მო­ზე სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის მომ­ღერ­ლებ­მა მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნის სიმ­ღე­რე­ბი შე­ას­რუ­ლეს: ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი, ოთო ნემ­სა­ძე, აჩი­კო ნი­ჟა­რა­ძე, ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, და­თუ­ნა მგე­ლა­ძე, ლე­ვან კბი­ლაშ­ვი­ლი და სხვა ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ენაც­ვლე­ბო­და სცე­ნა­ზე ერ­თმა­ნეთს. სა­ღა­მოს მსა­ხი­ო­ბი სან­დრო მი­კუ­ჩა­ძე უძღვე­ბო­და.

კონ­ცერ­ტის ბო­ლოს მა­მუ­კა ჩარ­კვი­ანს გრან­დი­ო­ზუ­ლი სი­ურპრი­ზი ელო­და! კონ­ცერ­ტამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" რუბ­რი­კა­ში "ბლი­ცინ­ტერ­ვიუ" მომ­ღე­რალ­მა და კომ­პო­ზი­ტორ­მა მისი აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა - ეს იყო მოგ­ზა­უ­რო­ბა ავ­სტრი­ა­ში. "ქვეყ­ნე­ბის ნახ­ვა მინ­დო­და, რაც ვერ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე. წას­ვლა, მოგ­ზა­უ­რო­ბა..." - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა ჩარ­კვი­ან­მა "ბლი­ცინ­ტერ­ვი­უ­ში". მას შემ­დეგ რაც ეთერ­ში გა­სუ­ლი გა­და­ცე­მა ავი­ა­კომ­პა­ნია "აირ­ზე­ნას" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ნა­ხეს, გა­და­წყვი­ტეს შემ­სრუ­ლე­ბე­ლის­თვის ოც­ნე­ბა აეს­რუ­ლე­ბი­ნათ. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მოს და­სას­რულს, სცე­ნა­ზე "აირ­ზე­ნას" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ავი­და, რო­მელ­მაც მა­მუ­კა ჩარ­კვი­ანს სა­ოც­ნე­ბო მოგ­ზა­უ­რო­ბა აჩუ­ქა - 2-კა­ცი­ა­ნი საგ­ზუ­რი ავ­სტრი­ა­ში.

"არ ვე­ლო­დი ხალ­ხის ასეთ რე­აქ­ცი­ას, ეტყო­ბა მარ­თლა ვუყ­ვარ­ვარ ხალ­ხს. რა­ღა­ცა­შია საქ­მე, შენ არ მღე­რო­დე და ამ­დე­ნი ხალ­ხი გიკ­რავ­დეს ტაშს. ბედ­ნი­ე­რე­ბაა რო­დე­საც შენი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის გა­მო­ცხა­დე­ბი­სას ხალ­ხი დგე­ბა და 5 წუთი გიკ­რავს ტაშს" - აღ­ნიშ­ნა სა­ღა­მოს და­სას­რულს მუ­სი­კოს­მა.

გა­და­ცე­მა "ბლი­ცინ­ტერ­ვი­უს" ავ­ტო­რი და წამ­ყვა­ნი თამ­თა ასა­თი­ა­ნი იმ მო­მენ­ტის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს, როცა მა­მუ­კა ჩარ­კვი­ანს სა­ოც­ნე­ბო სა­ჩუ­ქა­რი გა­და­ე­ცა:

"ეს იყო ძა­ლი­ან დიდი ემო­ცია, რო­მე­ლიც მი­ჭირს გად­მოვ­ცე სი­ტყვე­ბით. დარ­ბაზ­ში უამ­რა­ვი ცრემ­ლი­ა­ნი სახე და რაც მთა­ვა­რია, თვი­თონ ბა­ტო­ნი მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნი იყო ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და ჩვენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ვქმნით "ბლი­ცინ­ტერ­ვი­უს" კი­დევ ორ­მა­გად უფრო გა­ხა­რე­ბუ­ლი ვართ, რომ მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნი დღეს ასე­თი ბედ­ნი­ე­რია და რა თქმა უნდა, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სი" და მათ შო­რის "ბლი­ცინ­ტერ­ვი­უც" ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ასე­თი კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის გვერ­დით" - გვი­თხრა თამ­თა ასა­თი­ან­მა.

სოფო როს­ტო­მაშ­ვი­ლი - "Georgian Airways"-ის მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი: "ვუ­ყუ­რეთ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა ბლი­ცინ­ტერ­ვი­უს სი­უ­ჟეტს, სა­დაც ბა­ტო­ნი მა­მუ­კა სა­უბ­რობ­და იმა­ზე, რომ ერთ-ერთ აუხ­დე­ნელ ოც­ნე­ბად ჰქონ­და მოგ­ზა­უ­რო­ბა და ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა სა­ჩუ­ქა­რი და გა­დაგ­ვე­ცა ბი­ლე­თე­ბი თბი­ლი­სი - ავ­სტრი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც შეძ­ლებს გა­ემ­გზავ­როს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად".

იხი­ლეთ გა­და­ცე­მა "ბლი­ცინ­ტერ­ვიუ" სრუ­ლად

MAIA
0

ყოჩაღ! კარგი საღამოს გაგიკეტებით და კიდევ უამრავი ასეთი სახელოვანი ადამიანისთვის გეგეკეთებინოთ! იმრავლოს ასეთამ საღამოებმა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

მამუკა ჩარკვიანს აუხდენელი ოცნება აუსრულეს! - ემოციური სიურპრიზი მომღერალს

მამუკა ჩარკვიანს აუხდენელი ოცნება აუსრულეს! - ემოციური სიურპრიზი მომღერალს

30 მარტს თბილისის საკონცერტო დარბაზში მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. "ყველა გიტარას მე დავარქმევ სახელს მამუკას" - ამ სახელწოდების საღამოზე სხვადასხვა თაობის მომღერლებმა მამუკა ჩარკვიანის სიმღერები შეასრულეს: ნოდიკო ტატიშვილი, ოთო ნემსაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნინი ბადურაშვილი, დათუნა მგელაძე, ლევან კბილაშვილი და სხვა ბევრი ნიჭიერი შემსრულებელი ენაცვლებოდა სცენაზე ერთმანეთს. საღამოს მსახიობი სანდრო მიკუჩაძე უძღვებოდა.

კონცერტის ბოლოს მამუკა ჩარკვიანს გრანდიოზული სიურპრიზი ელოდა! კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე, ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" რუბრიკაში "ბლიცინტერვიუ" მომღერალმა და კომპოზიტორმა მისი აუხდენელი ოცნების შესახებ ისაუბრა - ეს იყო მოგზაურობა ავსტრიაში. "ქვეყნების ნახვა მინდოდა, რაც ვერ განვახორციელე. წასვლა, მოგზაურობა..." - აღნიშნა მამუკა ჩარკვიანმა "ბლიცინტერვიუში". მას შემდეგ რაც ეთერში გასული გადაცემა ავიაკომპანია "აირზენას" წარმომადგენლებმა ნახეს, გადაწყვიტეს შემსრულებელისთვის ოცნება აესრულებინათ. შემოქმედებითი საღამოს დასასრულს, სცენაზე "აირზენას" წარმომადგენელი ავიდა, რომელმაც მამუკა ჩარკვიანს საოცნებო მოგზაურობა აჩუქა - 2-კაციანი საგზური ავსტრიაში.

"არ ველოდი ხალხის ასეთ რეაქციას, ეტყობა მართლა ვუყვარვარ ხალხს. რაღაცაშია საქმე, შენ არ მღეროდე და ამდენი ხალხი გიკრავდეს ტაშს. ბედნიერებაა როდესაც შენი სახელისა და გვარის გამოცხადებისას ხალხი დგება და 5 წუთი გიკრავს ტაშს" - აღნიშნა საღამოს დასასრულს მუსიკოსმა.

გადაცემა "ბლიცინტერვიუს" ავტორი და წამყვანი თამთა ასათიანი იმ მომენტის შესახებ გვიამბობს, როცა მამუკა ჩარკვიანს საოცნებო საჩუქარი გადაეცა:

"ეს იყო ძალიან დიდი ემოცია, რომელიც მიჭირს გადმოვცე სიტყვებით. დარბაზში უამრავი ცრემლიანი სახე და რაც მთავარია, თვითონ ბატონი მამუკა ჩარკვიანი იყო ძალიან ბედნიერი და ჩვენ ის ადამიანები, რომლებიც ვქმნით "ბლიცინტერვიუს" კიდევ ორმაგად უფრო გახარებული ვართ, რომ მამუკა ჩარკვიანი დღეს ასეთი ბედნიერია და რა თქმა უნდა, "პალიტრანიუსი" და მათ შორის "ბლიცინტერვიუც" ყოველთვის იქნება ასეთი კეთილი საქმეების გვერდით" - გვითხრა თამთა ასათიანმა.

სოფო როსტომაშვილი - "Georgian Airways"-ის მარკეტინგის მენეჯერი: "ვუყურეთ "პალიტრანიუსის" გადაცემა ბლიცინტერვიუს სიუჟეტს, სადაც ბატონი მამუკა საუბრობდა იმაზე, რომ ერთ-ერთ აუხდენელ ოცნებად ჰქონდა მოგზაურობა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა საჩუქარი და გადაგვეცა ბილეთები თბილისი - ავსტრიის მიმართულებით, სადაც შეძლებს გაემგზავროს მეუღლესთან ერთად".

იხილეთ გადაცემა "ბლიცინტერვიუ" სრულად