პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინციდენტი ვაკეში: რატომ დააკავა პატრულმა ახალგაზრდა, რომელიც ორსულ ქალს გამოესარჩლა
ინციდენტი ვაკეში: რატომ დააკავა პატრულმა ახალგაზრდა, რომელიც ორსულ ქალს გამოესარჩლა

ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რე­ბე­ლი გი­ორ­გი მა­ი­სა პი­რად გვერ­დზე ვი­დე­ოს ავ­რცე­ლებს, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია დღეს თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი. თვითმხილ­ვე­ლი ვრცელ კო­მენ­ტარ­საც ურ­თავს ვი­დე­ოს:

იხი­ლეთ და­კა­ვე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი

"დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით 13:00 სათ­ზე, აბა­ში­ძი­სა და ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე, ჩემი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო ქალ­ბა­ტო­ნის შეშ­ფო­თე­ბულ­მა ტონ­მა და მის­მა პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვამ პატ­რუ­ლის მი­მართ.

სა­უბ­რი­დან რამ­დე­ნი­მე ფრა­ზა მო­მეს­მა, რო­მელ­საც ეს ქალი შეშ­ფო­თე­ბით გა­მოთ­ქვამ­და, რაც უკავ­შირ­დე­ბო­და ე.წ ზებ­რა­ზე გა­დას­ვლას და იმას, თუ რო­გორ შე­შინ­და იგი იმ ფაქ­ტით, რომ მას გზა­ზე გა­დას­ვლი­სას კი­ნა­ღამ მან­ქა­ნამ და­არ­ტყა. იქვე ამ ქალს გვერ­დში ედგა ერთი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მოჩ­ნდა რომ ის ამ ქალ­ბა­ტონს უბ­რა­ლოდ თა­ნად­გო­მას უცხა­დებ­და, ცდი­ლობ­და ში­გა­და­შიგ სი­ტყვა ჩა­ეკ­ვე­ხე­ბი­ნა სა­უ­ბარ­ში, რო­მე­ლიც ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პატ­რულ­სა და აღ­ნიშ­ნულ ქალ­ბა­ტონს შო­რის.

პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი თით­ქოს ამ ქალ­ბა­ტო­ნის და­წყნა­რე­ბი­სა და დაც­ვის ნაც­ვლად, რა­ღა­ცას უკი­ჟი­ნებ­დნენ, საკ­მა­ოდ აგ­რე­სი­უ­ლი ტო­ნით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ და მო­უ­წო­დებ­დნენ მას მი­ე­ღო შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი და გა­ე­სა­ჩივ­რე­ბი­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი და თით­ქოს ცდი­ლობ­დნენ ამით მის თა­ვი­დან მო­ცი­ლე­ბას.

ვიდ­რე მე შე­ნე­ლე­ბუ­ლი სვლით ქუ­ჩის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს გვერ­დი ავუ­ა­რე პატ­რუ­ლის მიერ ზებ­რა­ზე მი­ტო­ვე­ბულ მან­ქა­ნას და გან­ვაგ­რძე ჩემი გზით სვლა, ამა­სო­ბა­ში 3 და­მა­ტე­ბი­თი პატ­რუ­ლის ეკი­პა­ჟი ოპე­რა­ტი­უ­ლად შე­მო­ვარ­და ქუ­ჩის სხვა­დას­ხვა მხრი­დან და მიც­ვივ­დნენ კო­ლე­გებს და­სახ­მა­რებ­ლად.

თა­ვი­დან და­ვი­წყე იმ მან­ქა­ნის ძებ­ნა, რო­მე­ლიც პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­ნა­შა­ვე უნდა ყო­ფი­ლი­ყო ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, თუმ­ცა ამა­ოდ. ფაქ­ტი გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია: მან­ქა­ნა, რომ­ლის მოძ­რა­ო­ბა­მაც ამ ქა­ლის აღ­შფო­თე­ბა და შიში გა­მო­იწ­ვია, აღ­მოჩ­ნდა თა­ვად პატ­რუ­ლის. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვარ­კვიე იქვე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ ეს ქალი იყო ორ­სუ­ლად და ის ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მე­ლიც მას იცავ­და, იყო უბ­რა­ლო გამ­ვლე­ლი, რო­მელ­მაც ის ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და­იც­ვა და ცდი­ლობ­და პატ­რუ­ლის­თვის შე­ეხ­სე­ნე­ბი­ნა ქალ­ბა­ტო­ნის ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. თუ რა მოყ­ვა ამას ყვე­ლა­ფერს, თა­ვად შე­გიძ­ლი­ათ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში იხი­ლოთ" - წერს ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე.

კად­რებ­ში ჩანს, რომ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ას­ფალტზე ჰყავთ დაწ­ვე­ნი­ლი და მას ექ­ვსამ­დე პო­ლი­ცი­ე­ლი აკა­ვებს. რამ­დე­ნი­მე­წუ­თი­ა­ნი შეხ­ლა-შე­მოხ­ლის შემ­დეგ, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს ხელ­ბორ­კილს ადე­ბენ და პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა­ში სვა­მენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულს სა­ხე­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში მი­ი­ღო.

რო­გორც Ambebi.ge-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც ვა­კე­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის დროს პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია. და­კა­ვე­ბუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მოხ­და. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდამ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, რაც შე­სა­ბა­მი­სი ფაქ­ტე­ბით არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

"მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე იმ­სჯე­ლა სა­სა­მარ­თლომ და აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო. რაც შე­ე­ხე­ბა ად­გილ­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მოქ­მე­დე­ბას, ამა­ზე გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას შეს­წავ­ლა და­წყე­ბუ­ლი აქვს", - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ინციდენტი ვაკეში: რატომ დააკავა პატრულმა ახალგაზრდა, რომელიც ორსულ ქალს გამოესარჩლა

ინციდენტი ვაკეში: რატომ დააკავა პატრულმა ახალგაზრდა, რომელიც ორსულ ქალს გამოესარჩლა

ფეისბუქ-მომხმარებელი გიორგი მაისა პირად გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც ასახულია დღეს თბილისში მომხდარი ინციდენტი. თვითმხილველი ვრცელ კომენტარსაც ურთავს ვიდეოს:

იხილეთ დაკავების ამსახველი კადრები

"დღეს, დაახლოებით 13:00 სათზე, აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩების კვეთაზე, ჩემი ყურადღება მიიპყრო ქალბატონის შეშფოთებულმა ტონმა და მისმა პროტესტის გამოხატვამ პატრულის მიმართ.

საუბრიდან რამდენიმე ფრაზა მომესმა, რომელსაც ეს ქალი შეშფოთებით გამოთქვამდა, რაც უკავშირდებოდა ე.წ ზებრაზე გადასვლას და იმას, თუ როგორ შეშინდა იგი იმ ფაქტით, რომ მას გზაზე გადასვლისას კინაღამ მანქანამ დაარტყა. იქვე ამ ქალს გვერდში ედგა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, მოგვიანებით აღმოჩნდა რომ ის ამ ქალბატონს უბრალოდ თანადგომას უცხადებდა, ცდილობდა შიგადაშიგ სიტყვა ჩაეკვეხებინა საუბარში, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობდა პატრულსა და აღნიშნულ ქალბატონს შორის.

პატრულის თანამშრომლები თითქოს ამ ქალბატონის დაწყნარებისა და დაცვის ნაცვლად, რაღაცას უკიჟინებდნენ, საკმაოდ აგრესიული ტონით გამოირჩეოდნენ და მოუწოდებდნენ მას მიეღო შესაბამისი ზომები და გაესაჩივრებინა აღნიშნული ფაქტი და თითქოს ცდილობდნენ ამით მის თავიდან მოცილებას.

ვიდრე მე შენელებული სვლით ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გვერდი ავუარე პატრულის მიერ ზებრაზე მიტოვებულ მანქანას და განვაგრძე ჩემი გზით სვლა, ამასობაში 3 დამატებითი პატრულის ეკიპაჟი ოპერატიულად შემოვარდა ქუჩის სხვადასხვა მხრიდან და მიცვივდნენ კოლეგებს დასახმარებლად.

თავიდან დავიწყე იმ მანქანის ძებნა, რომელიც პოტენციური დამნაშავე უნდა ყოფილიყო ამ სიტუაციაში, თუმცა ამაოდ. ფაქტი გამაოგნებელია: მანქანა, რომლის მოძრაობამაც ამ ქალის აღშფოთება და შიში გამოიწვია, აღმოჩნდა თავად პატრულის. მოგვიანებით გავარკვიე იქვე მყოფი ადამიანებისგან, რომ ეს ქალი იყო ორსულად და ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მას იცავდა, იყო უბრალო გამვლელი, რომელმაც ის ამ სიტუაციაში დაიცვა და ცდილობდა პატრულისთვის შეეხსენებინა ქალბატონის ფიზიკური მდგომარეობა. თუ რა მოყვა ამას ყველაფერს, თავად შეგიძლიათ ვიდეომასალაში იხილოთ" - წერს ფაქტის თვითმხილველი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ასფალტზე ჰყავთ დაწვენილი და მას ექვსამდე პოლიციელი აკავებს. რამდენიმეწუთიანი შეხლა-შემოხლის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცს ხელბორკილს ადებენ და პოლიციის მანქანაში სვამენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულს სახეზე დაზიანებები აღენიშნება, რომელიც სავარაუდოდ დაკავების მომენტში მიიღო.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა, რომელიც ვაკეში მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციამ დააკავა, გათავისუფლებულია. დაკავებულის გათავისუფლება რამდენიმე საათში მოხდა. უწყების ინფორმაციით, ახალგაზრდამ სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც შესაბამისი ფაქტებით არის დადასტურებული.

"მომხდართან დაკავშირებით უკვე იმსჯელა სასამართლომ და აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. რაც შეეხება ადგილზე საპატრულო პოლიციის მოქმედებას, ამაზე გენერალურ ინსპექციას შესწავლა დაწყებული აქვს", - აცხადებენ შსს-ში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს