რუსუდან კერვალიშვილის რეაქცია განაჩენზე და ნინო დარასელის ემოციური დამშვიდობება - კადრები სასამართლოდან

 რუსუდან კერვალიშვილის რეაქცია განაჩენზე და ნინო დარასელის ემოციური დამშვიდობება - კადრები სასამართლოდან

"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. კერვალიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 4 წლით პატიმრობა შეუფარდა. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი "ცენტრ პოინტის" კიდევ ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი, რომელსაც ასევე თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიესაჯა.

ახალი| მოკლედ და გასაგებად: ყველაზე მნიშვნელოვანი დაკავებული ბიზნესმენი დების შესახებ

იხილეთ ვიდეო: რუსუდან კერვალიშვილის რეაქცია განაჩენზე

საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე, ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა" თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ემოციები მოჰყვა. გულშემატკივრების ნაწილი ცრემლით, ნაწილი კი რუსუდან კერვალიშვილის გამამხნევებელი შეძახილებით შეხვდა მოსამართლის გადაწყვეტილებას. "რუსიკო, შენთან ვართ, აბა შენ იცი!" - ისმოდა შეძახილები დარბაზში და სასამართლოს ფოიეში. ჟურნალისტი ნინო დარასელი კოცნით დაემშვიდობა დედას იქამდე, სანამ პატიმრობა მისჯილს ბადრაგი დარბაზიდან გაიყვანდა.

წაიკითხეთ: ნინო დარასელის პირველი კომენტარი დედის დაკავების შემდეგ

კერვალიშვილის დაკავებას ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე. როგორც ის წერს, მასა და კერვალიშვილს შორის, სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე მიმოწერა შედგა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რუსუდან კერვალიშვილი სასამართლოს ამგვარ გადაწყვეტილებას ელოდა და დაპატიმრებისთვის მზად იყო:

"ზუსტად იცოდა, რომ დღეს დააპატიმრებდნენ. ბარგით მივიდა სასამართლოზე. სიტყვები არ მყოფნიდა, მისი ხმის გაგონებაზე თავს ვერ ვიკავებ და მეტირება. ესეც ჩემი და რუსოს დღევანდელი მიმოწერა" - წერს ეკა ხერხეულიძე ფეისბუქზე.

წაიკითხეთ:

ხმაური სასამართლოში და ატირებული ლელა კილაძე - რა ხდებოდა რჩეულიშვილი-კერვალიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ

"იმისთვის, რომ 29 ათასი დოლარი მეშოვა და ამათთვის შემეწირა, 6 წელი გადასახლებაში ვიცხოვრე" - "ცენტრ-პოინტის" დაზარალებულებს განაჩენი არ აკმაყოფილებთ

Georgian businesswomen sisters sentenced to 4 years in prison

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ