მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

"ცენტრ პოინტის" საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე სასამართლო განხილვები დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სასამართლომ "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი დამნაშავედ ცნო თანხის მითვისების ბრალდებაში და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ასევე, დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსუდან კერვალიშვილი, რომელსაც ასევე 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

საქმეზე, სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტის ეპიზოდზე, ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით აქვთ წარდგენილი. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავება.

ბრალდებულებს თავდაპირველად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მოგვიანებით ბრალდებულებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს თავდებში პარლამენტის რამდენიმე წევრი ჩაუდგა, რის შემდეგაც საქმეზე ბრალდებულებისთვის შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეიცვალა. მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის შეფარდებული 150-150 ათას ლარიანი გირაო უძრავი ქონებით იყო უზრუნველყოფილი, რომელიც სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, გირაოს პირობების დარღვევის გამო ჩამოართვა და სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართა.

იხილეთ ვიდეო: რა ხდებოდა სასამართლოში მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ

წაიკითხეთ:

ნინო დარასელის პირველი კომენტარი დედის დაკავების შემდეგ

ხმაური სასამართლოში და ატირებული ლელა კილაძე - რა ხდებოდა რჩეულიშვილი-კერვალიშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ