პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დარღვევები საქალაქთაშორისო "მარშრუტკებში": მძღოლების 93% საუბრობს ტელეფონზე, კვეთს ღერძულას და ა.შ
დარღვევები საქალაქთაშორისო "მარშრუტკებში": მძღოლების 93% საუბრობს ტელეფონზე, კვეთს ღერძულას და ა.შ

სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო მარ­შრუტ­ზე მოძ­რა­ვი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის მძღო­ლე­ბის 93% მი­ნი­მუმ ერთ დარ­ღვე­ვას მა­ინც აკე­თებს, - ამის შე­სა­ხებ კავ­კა­სი­ის კვლე­ვი­თი რე­სურ­სე­ბის ცენ­ტრის (CRRC) მკვლე­ვარ­მა გი­ორ­გი ბა­ბუ­ნაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო მი­მოს­ვლის შე­სა­ხებ კვლე­ვის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას გა­ნა­ცხა­და.

გი­ორ­გი ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, 2-კვი­რი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, რომ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის მძღო­ლე­ბის 93% სა­უბ­რობს ტე­ლე­ფონ­ზე, აგ­ზავ­ნის მოკ­ლე ტექ­სტურ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს, კვეთს ღერ­ძუ­ლა ხაზს, აკე­თებს აგ­რე­სი­ულ მა­ნევ­რი­რე­ბას და ახორ­ცი­ე­ლებს გა­დას­წრე­ბას სა­ხი­ფა­თო შემ­თხვე­ვე­ბის დროს.

კვლე­ვის ავ­ტო­რი ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დახ­ვე­წის რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თავს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო მგზავ­რე­ბის გა­დაყ­ვა­ნი­სას მძღო­ლე­ბი სულ მი­ნი­მუმ ერთხელ მა­ინც არ­ღვე­ვენ მოძ­რა­ო­ბის წე­სებს. ასე­ვე, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც არ­სე­ბობს, მათ შო­რის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში ხში­რად ვხვდე­ბით ე.წ. ჩად­გმულ სკა­მებს, რო­მელ­ზე მსხდო­მი მგზავ­რე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რის­კის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბით მოკ­ლე მან­ძი­ლებ­ზე ხში­რია ფეხ­ზე მდგო­მი მგზავ­რე­ბი და ე.წ. ჩად­გმუ­ლი სკა­მე­ბი, შორ დის­ტან­ცი­ებ­ზე - თბი­ლი­სი-ბა­თუ­მი, თბი­ლი­სი- ზუგ­დი­დი, თბი­ლი­სი-ქუ­თა­ი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი ამ მხრივ შე­და­რე­ბით ნორ­მა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

და­ვაკ­ვირ­დით თბი­ლი­სი­დან გა­მა­ვალ და თბი­ლის­ში შე­მო­მა­ვალ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებს ყვე­ლა რე­გი­ო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ავ­ტო­სად­გუ­რე­ბის გან­ლა­გე­ბა ასე­ვე, ცაკ­ლე პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. მათი მდე­ბა­რე­ო­ბა ხელს უწყობს თბი­ლი­სის გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბას და ქმნის და­მა­ტე­ბით საფრ­თხე­ებს უსაფრ­თხო­ე­ბის მხრივ.

თბი­ლის­ში და­ახ­ლო­ე­ბით 23 ავ­ტო­სად­გუ­რია და მათ­გან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე­ზეა სა­თა­ნა­დო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა. სად­გუ­რე­ბის უდი­დეს უმ­რავ­ლე­სო­ბას არ გა­აჩ­ნია მო­საც­დე­ლი დარ­ბა­ზე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა.

გა­მოწ­ვე­ვა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ გან­სა­ზღვრავს იმ სა­ვალ­დე­ბუ­ლო მი­ნი­მა­ლურ სტან­დარ­ტებს, რა­საც უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს ავ­ტო­სად­გუ­რი. ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­აა, ავ­ტო­სად­გუ­რე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლი იყოს დე­და­ქა­ლა­ქის გა­სას­ვლე­ლებ­ში და­სავ­ლე­თის და აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით", - აცხა­დებს გი­ორ­გი ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი.

კვლე­ვა "უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მგზავ­რე­ბის­თვის" მომ­ზად­და CRRC სა­ქარ­თვე­ლო­სა და "პარტნი­ო­რო­ბა საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის" ორ­გა­ნი­ზე­ბით. კვლე­ვის ფი­ნან­სუ­რი მხარ­დამ­ჭე­რია USAID.

sponsored by ContentRoom

დარღვევები საქალაქთაშორისო "მარშრუტკებში": მძღოლების 93% საუბრობს ტელეფონზე, კვეთს ღერძულას და ა.შ

დარღვევები საქალაქთაშორისო "მარშრუტკებში": მძღოლების 93% საუბრობს ტელეფონზე, კვეთს ღერძულას და ა.შ

საქალაქთაშორისო მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლების 93% მინიმუმ ერთ დარღვევას მაინც აკეთებს, - ამის შესახებ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მკვლევარმა გიორგი ბაბუნაშვილმა საქართველოს საქალაქთაშორისო მიმოსვლის შესახებ კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა.

გიორგი ბაბუნაშვილის განცხადებით, 2-კვირიანი ინტენსიური დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ მიკროავტობუსების მძღოლების 93% საუბრობს ტელეფონზე, აგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, კვეთს ღერძულა ხაზს, აკეთებს აგრესიულ მანევრირებას და ახორციელებს გადასწრებას სახიფათო შემთხვევების დროს.

კვლევის ავტორი ეკონომიკის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოსაწესრიგებლად კანონმდებლობის დახვეწის რეკომენდაციით მიმართავს.

იხილეთ ვიდეო

"საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანისას მძღოლები სულ მინიმუმ ერთხელ მაინც არღვევენ მოძრაობის წესებს. ასევე, მიკროავტობუსებში ინფრასტრუქტურული პრობლემებიც არსებობს, მათ შორის მიკროავტობუსებში ხშირად ვხვდებით ე.წ. ჩადგმულ სკამებს, რომელზე მსხდომი მგზავრებიც განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან. განსაკუთრებით მოკლე მანძილებზე ხშირია ფეხზე მდგომი მგზავრები და ე.წ. ჩადგმული სკამები, შორ დისტანციებზე - თბილისი-ბათუმი, თბილისი- ზუგდიდი, თბილისი-ქუთაისის მიმართულებით კი ამ მხრივ შედარებით ნორმალური მდგომარეობაა.

დავაკვირდით თბილისიდან გამავალ და თბილისში შემომავალ მიკროავტობუსებს ყველა რეგიონის მიმართულებით. ავტოსადგურების განლაგება ასევე, ცაკლე პრობლემას წარმოადგენს. მათი მდებარეობა ხელს უწყობს თბილისის გადატვირთულობას და ქმნის დამატებით საფრთხეებს უსაფრთხოების მხრივ.

თბილისში დაახლოებით 23 ავტოსადგურია და მათგან მხოლოდ რამდენიმეზეა სათანადო აღჭურვილობა. სადგურების უდიდეს უმრავლესობას არ გააჩნია მოსაცდელი დარბაზები და სამედიცინო აღჭურვილობა.

გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ კანონმდებლობა არ განსაზღვრავს იმ სავალდებულო მინიმალურ სტანდარტებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტოსადგური. ჩვენი რეკომენდაციაა, ავტოსადგურები განთავსებული იყოს დედაქალაქის გასასვლელებში დასავლეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით", - აცხადებს გიორგი ბაბუნაშვილი.

კვლევა "უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის" მომზადდა CRRC საქართველოსა და "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ორგანიზებით. კვლევის ფინანსური მხარდამჭერია USAID.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი