პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია რჩეულიშვილმა გულის ოპერაციაზე უარი თქვა - რას ამბობს ლელა კილაძე დედამთილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
მაია რჩეულიშვილმა გულის ოპერაციაზე უარი თქვა - რას ამბობს ლელა კილაძე დედამთილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნებ­ლის მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მეა. მისი ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბელს დღეს ჩა­ფი­ძის კლი­ნი­კა­ში გუ­ლის ოპე­რა­ცია უნდა ჩა­ტა­რე­ბო­და. AMBEBI.GE მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის რძალს ლელა კი­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- რო­დის ჩა­უ­ტარ­დე­ბა ოპე­რა­ცია მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს?

- მა­ი­ას დღეს უნდა ჩა­ტა­რე­ბო­და გუ­ლის ოპე­რა­ცია, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით უარი გა­ნა­ცხა­და ოპე­რა­ცი­ა­ზე და აღარ გა­უ­კე­თე­ბენ. რა­ტომ მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვერ გე­ტყვით. არ მინ­და ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლიც. რას გვე­ტყვის მისი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ?

- ვა­ხოს მდგო­მა­რე­ო­ბა ისევ მძი­მეა, გა­თი­შუ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს, რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, მა­რი­ნა ცუც­ქი­რი­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­სა­მარ­თლომ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და სა­სამ­რთლო პრო­ცე­სე­ბი მა­ინც ჩა­ნიშ­ნა. დღეს "მაგ­ნო­ლი­ას" საქ­მე­ზე მო­რი­გი სხდო­მა გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც დაც­ვის მხა­რის მოწ­მე­თა და­კი­თხვა გაგ­რძელ­დე­ბა. პრო­ცესს მხო­ლოდ რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი და­ეს­წრე­ბა. 31 მარტს კი, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" მთა­ვარ საქ­მე­ზე სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩე­ნი უნდა გა­მო­ა­ცხა­დოს.

საქ­მე ეხე­ბა "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" პირ­ველ საქ­მეს, რო­მელ­შიც 12 ობი­ექ­ტზეა სა­უ­ბა­რი. ამ ეპი­ზოდ­ში მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს 250 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მო­სა­მარ­თლე გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩენს გა­მო­ი­ტანს, რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და კერ­ვა­ლიშ­ვილს ცხრა წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ.

წა­ი­კი­თხეთ: ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი უგო­ნო­დაა - "იცო­და და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა მე­ო­თხე სტა­დია რომ ჰქონ­და, ვუ­მა­ლავ­დით"

მაია რჩეულიშვილმა გულის ოპერაციაზე უარი თქვა - რას ამბობს ლელა კილაძე დედამთილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

მაია რჩეულიშვილმა გულის ოპერაციაზე უარი თქვა - რას ამბობს ლელა კილაძე დედამთილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"ცენტრ-პოინტის" დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მისი ადვოკატის ინფორმაციით, "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელს დღეს ჩაფიძის კლინიკაში გულის ოპერაცია უნდა ჩატარებოდა. AMBEBI.GE მაია რჩეულიშვილის რძალს ლელა კილაძეს დაუკავშირდა:

- როდის ჩაუტარდება ოპერაცია მაია რჩეულიშვილს?

- მაიას დღეს უნდა ჩატარებოდა გულის ოპერაცია, მაგრამ საკუთარი სურვილით უარი განაცხადა ოპერაციაზე და აღარ გაუკეთებენ. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ვერ გეტყვით. არ მინდა ამ თემაზე საუბარი.

- როგორც ცნობილია მძიმე მდგომარეობაშია ვახტანგ რჩეულიშვილიც. რას გვეტყვის მისი ჯანმრთელობის შესახებ?

- ვახოს მდგომარეობა ისევ მძიმეა, გათიშულია.

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, რჩეულიშვილის ადვოკატის, მარინა ცუცქირიძის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასამრთლო პროცესები მაინც ჩანიშნა. დღეს "მაგნოლიას" საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართება, სადაც დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდება. პროცესს მხოლოდ რუსუდან კერვალიშვილი დაესწრება. 31 მარტს კი, საქალაქო სასამართლომ "ცენტრ პოინტის" მთავარ საქმეზე საბოლოო განაჩენი უნდა გამოაცხადოს.

საქმე ეხება "ცენტრ პოინტის" პირველ საქმეს, რომელშიც 12 ობიექტზეა საუბარი. ამ ეპიზოდში მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 250 ათას ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, რჩეულიშვილსა და კერვალიშვილს ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

წაიკითხეთ: ვახტანგ რჩეულიშვილი უგონოდაა - "იცოდა დაავადების შესახებ, თუმცა მეოთხე სტადია რომ ჰქონდა, ვუმალავდით"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი