პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეთ ალუჩის სასარგებლო თვისებებზე და რა უკუჩვენებები აქვს თქვენ საყვარელ ხილს
რა უნდა იცოდეთ ალუჩის სასარგებლო თვისებებზე და რა უკუჩვენებები აქვს თქვენ საყვარელ ხილს

ალუ­ჩა ვარ­დი­სებრთა ოჯა­ხის მრა­ვალ­წლო­ვა­ნი ქლი­ა­ვი­სებ­რი ხე­ხი­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რეა, ჩვე­ნე­ბუ­რად ტკბილ ტყე­მალს უწო­დე­ბენ. მისი პირ­ვე­ლი კულ­ტუ­რე­ბის კვა­ლი ჯერ კი­დევ უხ­სო­ვა­რი დრო­ი­და­ნაა აღ­მო­ჩე­ნი­ლი ამი­ერ­კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში.

ალუ­ჩის ნა­ყო­ფი თა­ნაბ­რად უყ­ვართ ბავ­შვებ­საც და უფ­რო­სებ­საც. ალუ­ჩა არა მხო­ლოდ სა­სი­ა­მოვ­ნო გე­მო­თი, არა­მედ უამ­რა­ვი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

ალუ­ჩა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით შა­ქარს შე­ი­ცავს. სა­მა­გი­ე­როდ, მდი­და­რია ლი­მო­ნი­სა და ვაშ­ლის ორ­გა­ნუ­ლი მჟა­ვე­ბით, პრო­ვი­ტა­მინ A-თი, B ჯგუ­ფის, PP და E ვი­ტა­მი­ნე­ბით, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ას­კორ­ბინმჟა­ვით, პექ­ტი­ნით, ასე­ვე მი­ნე­რა­ლე­ბით: კალ­ცი­უ­მით, კა­ლი­უ­მით, მაგ­ნი­უ­მით, ნატ­რი­უ­მით, რკი­ნი­თა და ფოს­ფო­რით.

ალუ­ჩის კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა: ცხი­მე­ბი - 0,1 გ, ცი­ლე­ბი - 0,2 გ, უჯრე­დი­სი - 1,8 გ, ნახ­შირ­წყლე­ბი - 7,9 გ. პრო­დუქ­ტის კა­ლო­რი­უ­ლო­ბა 100 გრამ ნა­ყოფ­ზე 34 კი­ლო­კა­ლო­რი­აა.

მე­დი­ცი­ნა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ალუ­ჩის არა მხო­ლოდ ნა­ყო­ფი, არა­მედ ყვა­ვი­ლე­ბიც. ტყემ­ლი­სა და ალუ­ჩის ყვა­ვი­ლე­ბის ნა­ყე­ნი სა­სარ­გებ­ლოა ღვიძ­ლი­სა და თირკმე­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბი­სას. იგი სა­უ­კე­თე­სოა მა­მა­კა­ცის სა­ს­ქე­სო სის­ტე­მის მოშ­ლი­ლო­ბის დრო­საც.

ალუ­ჩის ცო­ცხა­ლი წვე­ნი ჩი­ნე­ბუ­ლია გა­ცი­ე­ბე­ბის და გრი­პო­ზუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დროს, ოფ­ლის მომ­დე­ნი და ხვე­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბის სა­ხით. უჯრე­დი­სი­სა და პექ­ტი­ნე­ბის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბის წყა­ლო­ბით, იგი ორ­გა­ნიზ­მი­დან რა­დი­ო­ნუკ­ლი­დე­ბის გა­მო­დევ­ნას უწყობს ხელს, ანუ ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში დაგ­რო­ვე­ბულ მავ­ნე რა­დი­ა­ცი­ულ გა­მოს­ხი­ვე­ბას სპობს. ალუ­ჩის წვე­ნი ჩი­ნე­ბუ­ლი მა­ტო­ნი­ზი­რე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა, შე­სა­ნიშ­ნა­ვად უმკლავ­დე­ბა წყურ­ვი­ლის გრძნო­ბას, მკურ­ნა­ლობს ჰი­პო­ვი­ტა­მი­ნო­ზებს (ვი­ტა­მი­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა) და მუც­ლის ღრუს და­ა­ვა­დე­ბებს. კა­ლი­უ­მის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბა ალუ­ჩას გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის­თვის სა­ოც­რად სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტად აქ­ცევს - ეს მი­ნე­რა­ლი თა­ვი­დან გვა­ცი­ლებს არით­მი­ას და ამ­კვრი­ვებს გუ­ლის კუნთს. ალუ­ჩა სა­სარ­გებ­ლოდ მოქ­მე­დებს ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, გა­აჩ­ნია და­მამ­შვი­დე­ბე­ლი და მო­მა­დუ­ნე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა. თუ წნე­ვამ აგი­წი­ათ და თავი აგ­ტკივ­დათ, მი­ირ­თვით და­ახ­ლო­ე­ბით 200 გრა­მი ალუ­ჩა და 40-50 წუთ­ში თქვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა.

სა­სარ­გებ­ლოა ალუ­ჩი­სა და ტყემ­ლის ნა­ხარ­შე­ბი და კომ­პო­ტე­ბიც: ისი­ნი აძ­ლი­ე­რებს მა­დას და აუმ­ჯო­ბე­სებს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით კი ფა­სობს გას­ტრი­ტე­ბი­სა და მო­მა­ტე­ბუ­ლი მჟა­ვი­ა­ნო­ბი­სას. ალუ­ჩი­სა და ტყემ­ლის­გან მზად­დე­ბა გემ­რი­ე­ლი მუ­რა­ბე­ბი, სა­წებ­ლე­ბი, ხილ­ფა­ფე­ბი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ცი­ნა ალუ­ჩი­სა და ტყემ­ლის რა­ცი­ონ­ში ჩარ­თვას გან­სა­კუთ­რე­ბით ურ­ჩევს ორ­სულ და მე­ძუ­ძურ ქა­ლებს, ბავ­შვებს, ხნი­ერ ადა­მი­ა­ნებს, რად­გან იგი ორ­გა­ნიზ­მის ვი­ტა­მი­ნე­ბით, მი­ნა­რა­ლე­ბი­თა და სხვა სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით მო­მა­რა­გე­ბის ფას­და­უ­დე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

ალუ­ჩა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ღვიძ­ლი­სა და ნაღ­ველ­გა­მომ­ყო­ფი გზე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სას. შაქ­რის და­ბა­ლი შემ­ცვე­ლო­ბის წყა­ლო­ბით, მას ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის დარ­ღვე­ვის დრო­საც იყე­ნე­ბენ. იგი სა­სარ­გებ­ლოა პა­თო­ლო­გი­უ­რი სიმ­სუქ­ნით და შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბულ­თა კვე­ბა­შიცწა­ი­კი­თხეთ ვრცლად და გა­ი­გეთ, რა უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს ალუ­ჩას

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რა უნდა იცოდეთ ალუჩის სასარგებლო თვისებებზე და რა უკუჩვენებები აქვს თქვენ საყვარელ ხილს

რა უნდა იცოდეთ ალუჩის სასარგებლო თვისებებზე და რა უკუჩვენებები აქვს თქვენ საყვარელ ხილს

ალუჩა ვარდისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ქლიავისებრი ხეხილოვანი მცენარეა, ჩვენებურად ტკბილ ტყემალს უწოდებენ. მისი პირველი კულტურების კვალი ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდანაა აღმოჩენილი ამიერკავკასიის რეგიონში.

ალუჩის ნაყოფი თანაბრად უყვართ ბავშვებსაც და უფროსებსაც. ალუჩა არა მხოლოდ სასიამოვნო გემოთი, არამედ უამრავი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა.

ალუჩა განსაკუთრებულად მცირე რაოდენობით შაქარს შეიცავს. სამაგიეროდ, მდიდარია ლიმონისა და ვაშლის ორგანული მჟავებით, პროვიტამინ A-თი, B ჯგუფის, PP და E ვიტამინებით, დიდი რაოდენობით ასკორბინმჟავით, პექტინით, ასევე მინერალებით: კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, ნატრიუმით, რკინითა და ფოსფორით.

ალუჩის კვებითი ღირებულებაა: ცხიმები - 0,1 გ, ცილები - 0,2 გ, უჯრედისი - 1,8 გ, ნახშირწყლები - 7,9 გ. პროდუქტის კალორიულობა 100 გრამ ნაყოფზე 34 კილოკალორიაა.

მედიცინაში გამოიყენება ალუჩის არა მხოლოდ ნაყოფი, არამედ ყვავილებიც. ტყემლისა და ალუჩის ყვავილების ნაყენი სასარგებლოა ღვიძლისა და თირკმელების დაავადებისას. იგი საუკეთესოა მამაკაცის სასქესო სისტემის მოშლილობის დროსაც.

ალუჩის ცოცხალი წვენი ჩინებულია გაციებების და გრიპოზული მოვლენების დროს, ოფლის მომდენი და ხველების საწინააღმდეგო საშუალების სახით. უჯრედისისა და პექტინების მაღალი შემცველობის წყალობით, იგი ორგანიზმიდან რადიონუკლიდების გამოდევნას უწყობს ხელს, ანუ ჩვენს ორგანიზმში დაგროვებულ მავნე რადიაციულ გამოსხივებას სპობს. ალუჩის წვენი ჩინებული მატონიზირებელი საშუალებაა, შესანიშნავად უმკლავდება წყურვილის გრძნობას, მკურნალობს ჰიპოვიტამინოზებს (ვიტამინების ნაკლებობა) და მუცლის ღრუს დაავადებებს. კალიუმის მაღალი შემცველობა ალუჩას გულის დაავადებებისთვის საოცრად სასარგებლო პროდუქტად აქცევს - ეს მინერალი თავიდან გვაცილებს არითმიას და ამკვრივებს გულის კუნთს. ალუჩა სასარგებლოდ მოქმედებს ნერვული სისტემის მდგომარეობაზე, გააჩნია დამამშვიდებელი და მომადუნებელი მოქმედება. თუ წნევამ აგიწიათ და თავი აგტკივდათ, მიირთვით დაახლოებით 200 გრამი ალუჩა და 40-50 წუთში თქვენი მდგომარეობა დასტაბილურდება.

სასარგებლოა ალუჩისა და ტყემლის ნახარშები და კომპოტებიც: ისინი აძლიერებს მადას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. განსაკუთრებით კი ფასობს გასტრიტებისა და მომატებული მჟავიანობისას. ალუჩისა და ტყემლისგან მზადდება გემრიელი მურაბები, საწებლები, ხილფაფები.

ოფიციალური მედიცინა ალუჩისა და ტყემლის რაციონში ჩართვას განსაკუთრებით ურჩევს ორსულ და მეძუძურ ქალებს, ბავშვებს, ხნიერ ადამიანებს, რადგან იგი ორგანიზმის ვიტამინებით, მინარალებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით მომარაგების ფასდაუდებელი საშუალებაა.

ალუჩა გამოიყენება ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების დაავადებებისას. შაქრის დაბალი შემცველობის წყალობით, მას ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროსაც იყენებენ. იგი სასარგებლოა პათოლოგიური სიმსუქნით და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა კვებაშიც წაიკითხეთ ვრცლად და გაიგეთ, რა უკუჩვენებები ახასიათებს ალუჩას

კვარაცხელიამ ყველაზე ნიჭიერ 21 წლამდე ფეხბურთელებს შორის გრინვუდსა და ვინისიუსს გადაუსწრო - რომელ ადგილზეა ქართველი ამომავალი ვარსკვლავი

"გაზაფხულის თბილისი" - რა ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერი

"მე არ მსურს ეს საქმე.. მე არ მსურს იქ ყოფნა" - პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახში ცხოვრება "თრუმენის შოუს" და ზოოპარკში ცხოვრებას შეადარა