პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი ოლიმპიადები ”ნებულასგან” 10 აპრილს იწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი ოლიმპიადები ”ნებულასგან” 10 აპრილს იწყება

ონ­ლა­ინ კურ­სე­ბის პლატ­ფორ­მა "ნე­ბუ­ლა" პრო­ექტ "სუ­პერ­ნო­ვას" ფარ­გლებ­ში და­გეგ­მილ სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებ­სა და სე­მი­ნა­რებს იწყებს. პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­ა­და ზო­გად უნა­რებ­ში 10 აპ­რილს ჩა­ტარ­დე­ბა, რო­მელ­საც ორ დღე­ში, 12 აპ­რილს მე­ო­რე ოლიმ­პი­ა­და მოჰ­ყვე­ბა. სა­ერ­თო ჯამ­ში "სუ­პერ­ნო­ვას" ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც ოლიმ­პი­ა­დე­ბის, სე­მი­ნა­რე­ბი­სა და სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბაა, 30 ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ოლიმ­პი­ა­და, 6 გუნ­დუ­რი ოლიმ­პი­ა­და და 7 სა­ჯა­რო ლექ­ცია ჩა­ტარ­დე­ბა.

ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ველ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა რე­გის­ტრა­ცია შემ­დეგ მი­სა­მარ­თზე უნდა გა­ი­ა­რონ: http://nebula.ge/sn მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნე­ბის­მი­ერ აბი­ტუ­რი­ენტს სრუ­ლი­ად უფა­სოდ შე­უძ­ლია. თი­თო­ე­ულ ოლიმ­პი­ა­დას 100 მო­ნა­წი­ლე ეყო­ლე­ბა.

"ოლიმ­პი­ა­დე­ბის ტეს­ტე­ბი კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ზო­გა­დი უნა­რე­ბის ნა­წილ­ზე და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის სპე­ცი­ფი­კას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ეს არის ტეს­ტი, რომ­ლის გა­კე­თე­ბაც ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე გას­ვლამ­დე," - გან­მარ­ტავს "ნე­ბუ­ლას" პრო­ექტ-მე­ნე­ჯე­რი რე­ვაზ გენ­გაშ­ვი­ლი.

ოლიმ­პი­ა­და 45 წუთი გრძელ­დე­ბა, რომ­ლის შემ­დე­გაც გა­ი­მარ­თე­ბა 1 სა­ა­თი­ა­ნი სე­მი­ნა­რი. სე­მი­ნარ­ზე იმ ამო­ცა­ნე­ბის დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზი და გარ­ჩე­ვა იქ­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ოლიმ­პი­ა­დის ფარ­გლებ­ში ამოხ­სნეს. ამ სე­მი­ნა­რებ­ზე "ნე­ბუ­ლას" გუნ­დის წევ­რე­ბი მო­ცე­მულ სა­კი­თხებ­ში ხში­რად დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე მი­უ­თი­თე­ბენ, გან­მარ­ტა­ვენ ყვე­ლა ხერ­ხსა თუ ტაქ­ტი­კას, რომ­ლე­ბიც ამო­ცა­ნე­ბის უკე­თე­სად, უფრო სწრა­ფად და მარ­ტი­ვად ამო­სახ­სნე­ლად და მეტი ქუ­ლის მი­სა­ღე­ბად არ­სე­ბობს.

ოლიმ­პი­ა­და, გარ­და იმი­სა, რომ ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დის­თვის გა­ვარ­ჯი­შე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, მო­ნა­წი­ლე­ებს "ნე­ბუ­ლას­გან" სა­კუ­თარ პლატ­ფორ­მა­ზე სას­წავ­ლო გრან­ტე­ბის მი­ღე­ბის შანსსაც სთა­ვა­ზობს. მო­ნა­წი­ლე­ებს მი­ღე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა გა­და­ე­ცე­მათ.

ოლიმ­პი­ა­დებს და­აგ­ვირ­გვი­ნებს სუ­პერ­ფი­ნა­ლი, რო­მელ­შიც "სუ­პერ­ნო­ვას" გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მოხ­ვდე­ბი­ან. სუ­პერ­ფი­ნა­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი კი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრი­ზე­ბით და­ჯილ­დოვ­დე­ბი­ან.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ოლიმ­პი­ა­დის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი "ნე­ბუ­ლა" არის გო­ნი­ე­რი პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სა­გა­მოც­დო საგ­ნებ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე გზით მომ­ზა­დე­ბას სთა­ვა­ზობს. ამ­ჟა­მად "ნე­ბუ­ლას" პლატ­ფორ­მა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მია ზო­გა­დი უნა­რე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ზო­გა­დი კურ­სე­ბი. სის­ტე­მა თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს უმაღ­ლეს ქუ­ლამ­დე მი­სას­ვლელ უმოკ­ლეს გზას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ურ­ჩევს.

"ნე­ბუ­ლას­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი კი­თხვით მოგ­ვმარ­თეთ შემ­დეგ მი­სა­მარ­თზე: https://www.facebook.com/nebula.ge/

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი ოლიმპიადები ”ნებულასგან” 10 აპრილს იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი ოლიმპიადები ”ნებულასგან” 10 აპრილს იწყება

ონლაინ კურსების პლატფორმა ”ნებულა” პროექტ ”სუპერნოვას” ფარგლებში დაგეგმილ საჯარო ლექციებსა და სემინარებს იწყებს. პირველი ოლიმპიადა ზოგად უნარებში 10 აპრილს ჩატარდება, რომელსაც ორ დღეში, 12 აპრილს მეორე ოლიმპიადა მოჰყვება. საერთო ჯამში ”სუპერნოვას” ფარგლებში, რომელიც ოლიმპიადების, სემინარებისა და საჯარო ლექციების ერთობლიობაა, 30 ინდივიდუალური ოლიმპიადა, 6 გუნდური ოლიმპიადა და 7 საჯარო ლექცია ჩატარდება.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველმა აბიტურიენტებმა რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე უნდა გაიარონ: http://nebula.ge/sn მონაწილეობა ნებისმიერ აბიტურიენტს სრულიად უფასოდ შეუძლია. თითოეულ ოლიმპიადას 100 მონაწილე ეყოლება.

”ოლიმპიადების ტესტები კონცენტრირებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების ნაწილზე და აბიტურიენტების სპეციფიკას ითვალისწინებს. ეს არის ტესტი, რომლის გაკეთებაც ძალიან სასარგებლო იქნება ეროვნულ გამოცდებზე გასვლამდე,” - განმარტავს ”ნებულას” პროექტ-მენეჯერი რევაზ გენგაშვილი.

ოლიმპიადა 45 წუთი გრძელდება, რომლის შემდეგაც გაიმართება 1 საათიანი სემინარი. სემინარზე იმ ამოცანების დეტალური ანალიზი და გარჩევა იქნება, რომლებიც აბიტურიენტებმა აღნიშნული ოლიმპიადის ფარგლებში ამოხსნეს. ამ სემინარებზე ”ნებულას” გუნდის წევრები მოცემულ საკითხებში ხშირად დაშვებულ შეცდომებზე მიუთითებენ, განმარტავენ ყველა ხერხსა თუ ტაქტიკას, რომლებიც ამოცანების უკეთესად, უფრო სწრაფად და მარტივად ამოსახსნელად და მეტი ქულის მისაღებად არსებობს.

ოლიმპიადა, გარდა იმისა, რომ ზოგადი უნარების გამოცდისთვის გავარჯიშების საუკეთესო საშუალებაა, მონაწილეებს ”ნებულასგან” საკუთარ პლატფორმაზე სასწავლო გრანტების მიღების შანსსაც სთავაზობს. მონაწილეებს მიღებული ქულების საფუძველზე აღნიშნული დაფინანსება გადაეცემათ.

ოლიმპიადებს დააგვირგვინებს სუპერფინალი, რომელშიც “სუპერნოვას” გამორჩეული მონაწილეები მოხვდებიან. სუპერფინალის გამარჯვებულები კი, განსაკუთრებული პრიზებით დაჯილდოვდებიან.

აღნიშნული ოლიმპიადის ორგანიზატორი ”ნებულა” არის გონიერი პლატფორმა, რომელიც აბიტურიენტებს საგამოცდო საგნებში თანამედროვე გზით მომზადებას სთავაზობს. ამჟამად “ნებულას” პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ზოგადი უნარებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის ზოგადი კურსები. სისტემა თითოეულ მოსწავლეს უმაღლეს ქულამდე მისასვლელ უმოკლეს გზას ინდივიდუალურად ურჩევს.

“ნებულასთან” დაკავშირებული ნებისმიერი კითხვით მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: https://www.facebook.com/nebula.ge/

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი