პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კამერებში ჩანს, რომ მაღალმა, გამხდარმა მამაკაცმა ესროლა" - ტყიბულში მაღაროსთან მკვლელობას ადგილობრივები ანგარიშსწორებას უკავშირებენ
"კამერებში ჩანს, რომ მაღალმა, გამხდარმა მამაკაცმა ესროლა" - ტყიბულში მაღაროსთან მკვლელობას ადგილობრივები ანგარიშსწორებას უკავშირებენ

მკვლე­ლო­ბა მოხ­და ტყი­ბულ­ში. 1969 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შალ­ვა მე­ი­ფა­რი­ა­ნი მინ­დე­ლის შახ­ტას­თან გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მას ჭრი­ლო­ბე­ბი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

შალ­ვა მე­ი­ფა­რი­ა­ნის მკვლე­ლო­ბას ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ან­გა­რიშს­წო­რე­ბას უკავ­ში­რე­ბენ. წარ­სულ­ში ის არა­ერ­თხელ იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი. AMBEBI.GE გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბელს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა.

- შალ­ვა გუ­შინ ღამე მოკ­ლეს, და­ახ­ლო­ე­ბით 1-ელის 15 წუთ­ზე, სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ო­და, როცა მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და ვი­ღა­ცამ ეს­რო­ლა, ერთი ტყვია ფილ­ტვში მოხ­ვდა, ეტყო­ბა იფიქ­რა ბი­ჭე­ბამ­დე მი­ვაღ­წე­ვო და სრო­ლის შემ­დეგ სცა­და, შახ­ტის შე­ნო­ბის­კენ გა­და­ად­გი­ლე­ბა, რა დრო­საც მე­ო­რედ ეს­რო­ლა თავ­დამ­სხმელ­მა და ის ტყვია გულ­ში მოხ­ვდა. ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. ბი­ჭე­ბი როცა გა­მოც­ვივ­დნენ, არა­ფე­რი და­უ­ნა­ხავთ, კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი ამო­ი­ღეს, უხა­რის­ხო ჩა­ნა­წე­რე­ბია, მაგ­რამ კა­მე­რებ­ში ჩანს, რომ მა­ღალ­მა, გამ­ხდარ­მა მა­მა­კაც­მა ეს­რო­ლა და გა­იქ­ცა.

- ამ­ბო­ბენ, რომ ან­გა­რიშს­წო­რე­ბის გამო მოკ­ლეს...

- ტყი­ბულ­ში ყვე­ლამ იცის მისი ცხოვ­რე­ბა, არა­ერ­თხელ არის ნა­სა­მარ­თლე­ვი. მაგ­რამ ბო­ლოს სულ სხვა ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. ორი წლის წინ ცო­ლიც მო­იყ­ვა­ნა, ანა მა­სუ­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში გა­ი­ზარ­და, მანდ ფარ­მა­ცევ­ტად მუ­შა­ობ­და. ორი წელი ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი ჰქონ­დათ, შახ­ტა­შიც და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. ამ­ბობ­და ძვე­ლი ცხოვ­რე­ბა აღარ მინ­დაო და ახა­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. ვე­რა­ფერს ვი­ტყვი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ზე, ბო­ლოს 17 წლის წინ გა­მო­ვი­და ცი­ხი­დან და ვის რა ან­გა­რიშს­წო­რე­ბა უნდა ჰქო­ნო­და? ფაქ­ტი ერ­თია, რომ ბოლო სამი დღე ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. ეტყო­ბა, იცო­და რა­ღაც, ან ელო­დე­ბო­და ამას და ამი­ტო­მაც იყო ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"კამერებში ჩანს, რომ მაღალმა, გამხდარმა მამაკაცმა ესროლა" - ტყიბულში მაღაროსთან მკვლელობას ადგილობრივები ანგარიშსწორებას უკავშირებენ

"კამერებში ჩანს, რომ მაღალმა, გამხდარმა მამაკაცმა ესროლა" - ტყიბულში მაღაროსთან მკვლელობას ადგილობრივები ანგარიშსწორებას უკავშირებენ

მკვლელობა მოხდა ტყიბულში. 1969 წელს დაბადებული შალვა მეიფარიანი მინდელის შახტასთან გარდაცვლილი იპოვეს. მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

შალვა მეიფარიანის მკვლელობას ადგილობრივები ანგარიშსწორებას უკავშირებენ. წარსულში ის არაერთხელ იყო ნასამართლევი. AMBEBI.GE გარდაცვლილის ახლობელს ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

- შალვა გუშინ ღამე მოკლეს, დაახლოებით 1-ელის 15 წუთზე, სამსახურში მიდიოდა, როცა მანქანიდან გადმოვიდა ვიღაცამ ესროლა, ერთი ტყვია ფილტვში მოხვდა, ეტყობა იფიქრა ბიჭებამდე მივაღწევო და სროლის შემდეგ სცადა, შახტის შენობისკენ გადაადგილება, რა დროსაც მეორედ ესროლა თავდამსხმელმა და ის ტყვია გულში მოხვდა. ადგილზე დაიღუპა. ბიჭები როცა გამოცვივდნენ, არაფერი დაუნახავთ, კამერების ჩანაწერები ამოიღეს, უხარისხო ჩანაწერებია, მაგრამ კამერებში ჩანს, რომ მაღალმა, გამხდარმა მამაკაცმა ესროლა და გაიქცა.

- ამბობენ, რომ ანგარიშსწორების გამო მოკლეს...

- ტყიბულში ყველამ იცის მისი ცხოვრება, არაერთხელ არის ნასამართლევი. მაგრამ ბოლოს სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა. ორი წლის წინ ცოლიც მოიყვანა, ანა მასურაშვილი, რომელიც თბილისში გაიზარდა, მანდ ფარმაცევტად მუშაობდა. ორი წელი ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, შახტაშიც დაიწყო მუშაობა. ამბობდა ძველი ცხოვრება აღარ მინდაო და ახალი ცხოვრებით ცხოვრობდა. ვერაფერს ვიტყვი ანგარიშსწორებაზე, ბოლოს 17 წლის წინ გამოვიდა ციხიდან და ვის რა ანგარიშსწორება უნდა ჰქონოდა? ფაქტი ერთია, რომ ბოლო სამი დღე ძალიან გაღიზიანებული იყო. ეტყობა, იცოდა რაღაც, ან ელოდებოდა ამას და ამიტომაც იყო ასეთ მდგომარეობაში.

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ