მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ედვარდ ლუკასი - საქართველოში ზოგიერთი ანტიდასავლური ვებ-გვერდი სარეკლამო თანხებს სახელმწიფო ინდუსტრიებისგან იღებს
ედვარდ ლუკასი - საქართველოში ზოგიერთი ანტიდასავლური ვებ-გვერდი სარეკლამო თანხებს სახელმწიფო ინდუსტრიებისგან იღებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­ვი­ლად ჩანს კრემ­ლის მხარ­დამ­ჭე­რი და ან­ტი­და­სავ­ლუ­რი გზავ­ნი­ლე­ბი სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში, - ამის შე­სა­ხებ "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას­თან სა­უ­ბარ­ში ევ­რო­პის პო­ლი­ტი­კის ანა­ლი­ზის ცენ­ტრის უფ­როს­მა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ედ­ვარდ ლუ­კას­მა გა­ნა­ცხა­და. მისი აზ­რით, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის და ან­ტი­და­სავ­ლუ­რი ნა­რა­ტი­ვე­ბის ამოც­ნო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად, მთავ­რო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ცაა.

"უნდა ვის­წავ­ლოთ ყალ­ბი გზავ­ნი­ლის ამოც­ნო­ბა. როცა ვი­ღა­ცას ქუ­ჩა­ში ხვდე­ბი, აკ­ვირ­დე­ბი მის ჩაც­მუ­ლო­ბას, ქცე­ვას, სა­უ­ბარს და იღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, შე­წყვი­ტო თუ გა­აგ­რძე­ლო ამ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. იგი­ვე უნა­რე­ბი უნდა შე­ვი­ძი­ნოთ ინ­ტერ­ნეტ­ში ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა­საც. პრო­პა­გან­დის შე­დე­გად, ქვე­ყა­ნა­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი იც­ვლე­ბა. ვფიქ­რობ, მთავ­რო­ბას აკის­რია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ფიქ­რდეს იმა­ზე, თუ სად იდე­ბა მისი სა­რეკ­ლა­მო ფული. მთავ­რო­ბამ ისეთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში უნდა იყი­დოს რეკ­ლა­მა, რომ­ლე­ბიც ზო­გა­დად ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა", - აცხა­დებს ლუ­კა­სი.

მისი თქმით, ამა­ში უნდა შე­დი­ო­დეს ოპო­ზი­ცი­უ­რი მე­დი­აც, რად­გან ჯან­საღ დე­მოკ­რა­ტი­ას ოპო­ზი­ცია აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა.

"სა­ხელ­მწი­ფო თან­ხე­ბი არ უნდა და­ი­ხარ­ჯოს ექ­სტრე­მისტ მე­დი­ა­ში რეკ­ლა­მის ყიდ­ვა­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ზო­გი­ერ­თი ან­ტი­და­სავ­ლუ­რი ვებ-გვერ­დი სა­რეკ­ლა­მო თან­ხებს სა­ხელ­მწი­ფო ინ­დუსტრი­ე­ბის­გან იღებს. არ მგო­ნია ეს კარ­გი იდეა იყოს", - აღ­ნიშ­ნა ლუ­კას­მა.

ექ­სპერ­ტებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის მი­ზა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცალ­კე­უ­ლი თე­მე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შეც­ვლაა.

"ისი­ნი ცდი­ლო­ბენ რე­ა­ლო­ბის შეც­ვლას. მათი მი­ზა­ნი გან­ცდის შექ­მნაა, რომ არ არ­სე­ბობს რე­ა­ლო­ბა, არ არ­სე­ბობს სი­მარ­თლე", - გა­ნა­ცხა­და ნატო-ს სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ია­ნის სარტსმა.

მისი თქმით, ამის­თვის ყვე­ლა­ზე ხში­რად ცრუ ამ­ბე­ბის ქსე­ლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

თა­ვის მხრივ, ნატო-ს სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ცენ­ტრის ანა­ლი­ტი­კოს­მა რალფ ფრედ­ჰა­იმ­მა კი "ამე­რი­კის ხმას­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ რე­ა­ლო­ბის შეც­ვლას­თან ერ­თად, პრო­პა­გან­დის ერთ-ერთი მი­ზა­ნი პა­ნი­კის გა­მოწ­ვე­ვაა.

"პა­ნი­კა ადა­მი­ა­ნებს ისე­თი მოქ­მე­დე­ბე­ბის­კენ უბიძ­გებს, რა­საც ისი­ნი მშვიდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ გა­ა­კე­თებ­დნენ. სტრე­სი ადა­მი­ა­ნებს რე­ა­გი­რე­ბის­კენ უბიძ­გებს და იძუ­ლე­ბით მოქ­მე­დე­ბას ხში­რად ცუდ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ", - გა­ნა­ცხა­და ფრედ­ჰა­იმ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ედვარდ ლუკასი - საქართველოში ზოგიერთი ანტიდასავლური ვებ-გვერდი სარეკლამო თანხებს სახელმწიფო ინდუსტრიებისგან იღებს

ედვარდ ლუკასი - საქართველოში ზოგიერთი ანტიდასავლური ვებ-გვერდი სარეკლამო თანხებს სახელმწიფო ინდუსტრიებისგან იღებს

საქართველოში ადვილად ჩანს კრემლის მხარდამჭერი და ანტიდასავლური გზავნილები სხვადასხვა მედიასაშუალებებში, - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ედვარდ ლუკასმა განაცხადა. მისი აზრით, ცრუ ინფორმაციის და ანტიდასავლური ნარატივების ამოცნობა საზოგადოებასთან ერთად, მთავრობის პასუხისმგებლობაცაა.

"უნდა ვისწავლოთ ყალბი გზავნილის ამოცნობა. როცა ვიღაცას ქუჩაში ხვდები, აკვირდები მის ჩაცმულობას, ქცევას, საუბარს და იღებ გადაწყვეტილებას, შეწყვიტო თუ გააგრძელო ამ ადამიანთან ურთიერთობა. იგივე უნარები უნდა შევიძინოთ ინტერნეტში ადამიანებთან ურთიერთობისასაც. პროპაგანდის შედეგად, ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი იცვლება. ვფიქრობ, მთავრობას აკისრია პასუხისმგებლობა დაფიქრდეს იმაზე, თუ სად იდება მისი სარეკლამო ფული. მთავრობამ ისეთ მედიასაშუალებებში უნდა იყიდოს რეკლამა, რომლებიც ზოგადად ეროვნულ ინტერესებს ემსახურება", - აცხადებს ლუკასი.

მისი თქმით, ამაში უნდა შედიოდეს ოპოზიციური მედიაც, რადგან ჯანსაღ დემოკრატიას ოპოზიცია აუცილებლად სჭირდება.

"სახელმწიფო თანხები არ უნდა დაიხარჯოს ექსტრემისტ მედიაში რეკლამის ყიდვაში. საქართველოში ზოგიერთი ანტიდასავლური ვებ-გვერდი სარეკლამო თანხებს სახელმწიფო ინდუსტრიებისგან იღებს. არ მგონია ეს კარგი იდეა იყოს", - აღნიშნა ლუკასმა.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსული პროპაგანდის მიზანი საზოგადოებაში ცალკეული თემების ღირებულებების შეცვლაა.

"ისინი ცდილობენ რეალობის შეცვლას. მათი მიზანი განცდის შექმნაა, რომ არ არსებობს რეალობა, არ არსებობს სიმართლე", - განაცხადა ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორმა იანის სარტსმა.

მისი თქმით, ამისთვის ყველაზე ხშირად ცრუ ამბების ქსელი გამოიყენება.

თავის მხრივ, ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრის ანალიტიკოსმა რალფ ფრედჰაიმმა კი "ამერიკის ხმასთან" საუბარში განაცხადა, რომ რეალობის შეცვლასთან ერთად, პროპაგანდის ერთ-ერთი მიზანი პანიკის გამოწვევაა.

"პანიკა ადამიანებს ისეთი მოქმედებებისკენ უბიძგებს, რასაც ისინი მშვიდ მდგომარეობაში არ გააკეთებდნენ. სტრესი ადამიანებს რეაგირებისკენ უბიძგებს და იძულებით მოქმედებას ხშირად ცუდ გადაწყვეტილებებამდე მივყავართ", - განაცხადა ფრედჰაიმმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."