ვაზის მოვლის დროს, ვენახის წამლობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან წამლობისას დაშვებულმა შეცდომებმა შესაძლებელია მთელი მოსავალი გააფუჭოს, ანდა ყურძნის ხარისხი საგრძნობლად დაწიოს დაბლა.
ვაზის კულტურა და მოსავალი ბევრადაა დამოკიდებული გავრცელებულ მავნე დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების დროულ ჩატარებაზე. თუ ეს ღონისძიებები დროულად და აგრო-ვადებში არ იქნა ჩატარებული, მოსავლიანობა მინიმუმამდე შემცირდება, მოწეული მოსავლის ხარისხი გაუარესდება და შეფერხდება თვით მცენარის ზრდა-განვითარება. საბოლოოდ კი მცენარე დაკნინდება და დაიღუპება.