პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიუ-იორკის პრესტიჟულ სასწავლებელში ნოტების გარეშე - ქართველი ვირტუოზის წარმატების ამბავი
ნიუ-იორკის პრესტიჟულ სასწავლებელში ნოტების გარეშე - ქართველი ვირტუოზის წარმატების ამბავი

ნი­კო­ლოზ ბი­ჭი­აშ­ვი­ლი თვით­ნას­წავ­ლი, ვირ­ტუ­ო­ზი გი­ტა­რის­ტია, ჯაზს უკ­რავს და მე­ო­თხე ქარ­თვე­ლია, ვინც ნიუ-იორ­კის პრეს­ტი­ჟულ სას­წავ­ლე­ბელ­ში New School-ში ჩა­ა­ბა­რა, თუმ­ცა ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბას უსახ­სრო­ბის გამო ვერ ახერ­ხებს. იქ სწავ­ლის­თვის კი სე­რი­ო­ზუ­ლი თან­ხა სჭირ­დე­ბა... ნი­კუ­შა იმედს არ კარ­გავს და არც ფარ­ხმალს ჰყრის, სჯე­რა, რომ "ნიუ სქულ­ში" აუ­ცი­ლებ­ლად ის­წავ­ლის. სწავ­ლი­სათ­ვის სა­ჭი­რო თან­ხის ნა­წი­ლი "თი­ბი­სი ბან­კმა" და­უ­ფი­ნან­სა, თუმ­ცა სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა ჯერ კი­დევ მო­სა­პო­ვე­ბე­ლი აქვს.

New School მსოფ­ლი­ოს ტოპ 5-ეულ­ში შე­მა­ვა­ლი მუ­სი­კი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია. ნი­კო­ლოზ ბი­ჭი­აშ­ვი­ლი ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჯა­ზის სკო­ლა­ში ჩა­ი­რი­ცხა, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე, ისეთ­მა ლე­გენ­და­რულ­მა ჯაზ­მე­ნებ­მა და­ას­რუ­ლეს, რო­გო­რე­ბიც არი­ან: საქ­სო­ფო­ნის­ტი ჯო­შუა რედ­მა­ნი, ჯაზ-პი­ა­ნის­ტი ბრედ მელ­დაუ, რო­ბერტ გლას­პერ­სი და სხვე­ბი.

ნი­კუ­შა სა­ქარ­თვე­ლო­დან პირ­ვე­ლი ჯაზ-გი­ტა­რის­ტია, რო­მე­ლიც "ნიუ სქუ­ლის" კო­მი­სი­ამ მსოფ­ლი­ოს 3000-ზე მეტი კონ­კურ­სან­ტი­დან სა­უ­კე­თე­სო თხუთ­მე­ტე­ულ­ში მი­ი­ღო! მას­თან სა­უ­ბა­რი ზო­გა­დად მუ­სი­კა­ზე და მუ­სი­კის სიყ­ვა­რულ­ზე და­ვი­წყეთ:

ნი­კო­ლოზ ბი­ჭი­აშ­ვი­ლი:

- ის, რომ მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი გაქვს, ან არა, ამ აზრს ბო­ლომ­დე არ ვე­თან­ხმე­ბი, რად­გა­ნაც მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა გა­დამ­წვე­ტი თუნ­დაც დიდი მუ­სი­კო­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ის, ვინც მუ­სი­კა­ლუ­რი არ არის, მუ­სი­კა იმ დო­ნე­ზე არც ენ­დო­მე­ბა, რომ მას დიდი დრო და­უთ­მოს... ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც სურ­ვი­ლი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­ში ალ­ბათ რა­ღაც ნიჭი არ­სე­ბობს და მან ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გა­ი­გოს, რის­კენ არის მიდ­რე­კი­ლი. ხში­რად ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბის ნი­ჭი­ე­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა გან­სა­ზღვრავს და უმე­ტე­სად სცდე­ბა ხოლ­მე, ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია ჯუ­ზე­პე ვერ­დი, როცა კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში არ მი­ი­ღეს და უს­მე­ნო­ბა და­აბ­რა­ლეს...

- შენს შემ­თხვე­ვა­ში რა მოხ­და, რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნა მუ­სი­კას გაჰ­ყო­ლო­დი?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­უს­ვე­ნა­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი და მუდ­მი­ვად ში­ნაც არ ვი­ჯე­ქი ხოლ­მე, ფორ­ტე­პი­ა­ნოს მხო­ლოდ იმის გამო ვე­კა­რე­ბო­დი, რომ ბგე­რე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებ­და და მათ სე­რი­ო­ზუ­ლად ვაკ­ვირ­დე­ბო­დი. 6 წლი­სა ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე მი­მიყ­ვა­ნეს, ცოტა ხან­ში კლა­სი გა­მო­მა­ტო­ვე­ბი­ნეს იმი­ტომ, რომ კარ­გი სმე­ნა და მუ­სი­კი­სად­მი ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი აღ­მო­მაჩ­ნდა, ეტყო­ბა, ცოტა მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ვიდ­რე ჩემი ასა­კის ბავ­შვე­ბი. ცხა­დია, მო­ნა­ცე­მე­ბიც მქონ­და, ასე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ამ საქ­მი­სად­მი იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლიც არ მექ­ნე­ბო­და, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში მთე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­სი­კას ჩავ­ჯდო­მო­დი. თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც იმის ფონ­ზე ხდე­ბო­და, რომ თან სპორ­ტსმე­ნიც ვი­ყა­ვი, რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა­ში და­კა­ვე­ბუ­ლი, ნაკ­რე­ბის წევ­რიც (ცხე­ნოს­ნო­ბა, წყალ­ბურ­თის ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბი, ბოლო სამი წე­ლია, სნო­უ­ბორ­დის ნაკ­რებ­ში ვარ)... მოკ­ლედ, სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბე­ლი­დან 2-წლი­ა­ნი სწავ­ლის შემ­დეგ გა­მო­ვე­დი...

- რა­ტომ?

- პრო­ფე­სორ-აკა­დე­მი­კო­სე­ბის ოჯახ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ჩე­მებს ისე­თი აღ­ზრდის მე­თო­დე­ბი ჰქონ­დათ, რომ ბავ­შვს ყვე­ლა­ფე­რი უნდა შეძ­ლე­ბო­და და ამის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო, რომ დავ­დი­ო­დი სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფერ­ზე... მა­მა­ჩემს ვი­ო­ლი­ნოს კლა­სი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი და ერთ მშვე­ნი­ერ დღე­საც, სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბელ­ში მო­მა­კი­თხა, სა­დაც უთხრეს, რომ ნო­ტე­ბი არ ვი­ცო­დი იმი­ტომ, რომ სოლ­ფე­ჯი­ო­ზე არ დავ­დი­ო­დი, მე­ზა­რე­ბო­და. არა­და, ბავ­შვო­ბი­დან ასე ვი­ყა­ვი, რაც არ მინ­დო­და, გული არ მიმ­დი­ო­და, არ ვა­კე­თებ­დი...

- აბა, წარ­მა­ტე­ბუ­ლად რო­გორ ით­ვლე­ბო­დი?

- მას­წავ­ლე­ბე­ლი რომ უკ­რავ­და, იმას ვი­მახ­სოვ­რებ­დი და მერე ვუკ­რავ­დი. სხვა­თა შო­რის, დღემ­დე არ ვიცი ნო­ტე­ბი... მოკ­ლედ, ეს რომ მა­მამ გა­ი­გო, გაბ­რაზ­და და სას­წავ­ლებ­ლი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნა. იმის მერე სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბას ისე მივ­ხე­დე, რო­გორც მშობ­ლებს უნ­დო­დათ...

- რას გუ­ლის­ხმობ?

- რამ­დე­ნი­მე სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა­ზე ერ­თდრო­უ­ლად დავ­დი­ო­დი. ასე­ვე ინ­გლი­სურ­ზე, სკო­ლა­ში. რა მექ­ნა - მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნე­ბი ჰქონ­დათ ჩემ მი­მართ პრო­ფე­სორ მშობ­ლებს და აკა­დე­მი­კოს ბე­ბია-ბა­ბუ­ებს. სამ­წუ­ხა­როდ, არ ვი­ყა­ვი დამ­ჯე­რი, ცუდი ყო­ფაქ­ცე­ვის გამო ხუთი სკო­ლა მო­ვი­ა­რე. მას მერე, რაც სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლებ­ლი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნეს, მე­ცხრე კლა­სამ­დე მუ­სი­კას­თან შე­ხე­ბა აღარ მქო­ნია...

იმ პე­რი­ოდ­ში სპორ­ტი და ინ­გლი­სუ­რი ჩემი მშობ­ლე­ბის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი იყო. თუ შე­ჯი­ბე­ბას მო­ვი­გებ­დი, უხა­რო­დათ, ეა­მა­ყე­ბო­დათ. 7 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ინ­გლი­სურ­ში აღე­ბუ­ლი მაქვს ყვე­ლა სერ­ტი­ფი­კა­ტი, რაც კი არ­სე­ბობ­და. ჩე­მებს უნ­დო­დათ, სას­წავ­ლებ­ლად კემ­ბრი­ჯში წავ­სუ­ლი­ყა­ვი და ამის­თვის მამ­ზა­დებ­დნენ. რე­ა­ლუ­რად კი "ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში" ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, რაც ჩემი არ­ჩე­ვა­ნი იყო.

თა­ვი­დან გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრა თვი­თონ ვის­წავ­ლე იმის­თვის, რომ კლა­სე­ლე­ბის­თვის თავი მო­მე­წო­ნე­ბი­ნა. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, მე-10 კლას­ში თავ­ში რა­ღაც გა­დატ­რი­ალ­და. გვერ­დით მუ­სი­კა­ლუ­რი ბავ­შვე­ბი მყავ­და, ტა­ძარ­შიც ვგა­ლობ­დით, ჩვე­ნი სკო­ლე­ლი იყო მე­რაბ სა­ნო­ძის შვი­ლი - ოთო, რო­მელ­მაც მა­მის სტუ­დი­ი­დან და­სარ­ტყა­მი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი მო­ი­ტა­ნა, რა­ზეც დაკ­ვრა და­ვი­წყეთ. იმ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ო­ცა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ვიგ­რძე­ნი. შემ­დეგ უკვე ბენ­დის შეკ­ვრა გა­დავ­წყვი­ტეთ. იმის გამო, რომ ბლუ­ზი ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და, ვუკ­რავ­დით საყ­ვა­რელ კომ­პო­ზი­ცი­ებს, ბიბი კინ­გით და­ვი­წყეთ. სა­ერ­თოდ, გი­ტა­რას თა­ვი­დან რომ შე­ვე­ხე, ბიბი კინ­გის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო. სულ ჩე­მით ვის­წავ­ლე ყვე­ლა­ფე­რი, ზოგი სპე­ცი­ა­ლუ­რი წიგ­ნი­დან და ზოგი - ინ­ტერ­ნე­ტით. მოკ­ლედ, ჩე­მით ჩავ­წვდი და და­ვე­უფ­ლე ყვე­ლა­ფერს...

- გა­მო­დის, შენ ხარ შენი თა­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი.

- ასე გა­მო­ვი­და. სა­ერ­თოდ, გა­რე­მოს ადა­მი­ა­ნი ქმნის და თუ ძლი­ე­რია, გა­რე­მოს მი­მარ­თუ­ლე­ბა­საც კი უც­ვლის... ასე რომ, მუ­სი­კა არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ენა, ზოგი თა­ვის სათ­ქმელს წე­რით გა­მო­ხა­ტავს, ზოგი სპორ­ტით და ა.შ. უამ­რა­ვი გზა არ­სე­ბობს, რომ სათ­ქმე­ლი თქვა...

- მუ­სი­კა შენ­თვის ამ­ბის თხრო­ბაა?

- დიახ და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში სხა­პას­ხუ­პით სხვი­სი ლექ­სის მო­ყო­ლა. მას დიდი ძალა აქვს, ბევ­რი რამ შე­უძ­ლია. მაგ­რამ ხა­რის­ხი­ა­ნი და უხა­რის­ხოს შო­რის დიდი სხვა­ო­ბაა. ხა­რის­ხი­ა­ნი რჩე­ბა, მდა­რე ქრე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ფოლკ­ლო­რიც ასე იფილტრე­ბა. ამ პრინ­ცი­პით ქარ­თულ ფოლკ­ლორ­ში ბევ­რი რამ დავ­კარ­გეთ და დაგ­ვრჩა "ჩაკ­რუ­ლო", "მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი", "სვა­ნუ­რი ნანა", "კრი­მან­ჭუ­ლი" და ა.შ. ანუ რაც ღი­რე­ბუ­ლია, არ იკარ­გე­ბა...

- რო­გო­რია შენ­ნა­ი­რი მუ­სი­კო­სის ბედი დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- მთავ­რი ალ­ბათ ეპო­ქაა, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­თი დროა, რომ უხა­რის­ხო­სა და ხა­რის­ხი­ა­ნის ნა­ზავს ვხე­დავთ და მო­ვიხ­მართ. ხა­რის­ხი­ან­საც აკ­ლია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, რად­გა­ნაც აქ არ არის ის დონე, რაც უნდა გვქონ­დეს. თუ გვინ­და, მარ­თლა მა­ღა­ლი დო­ნის მუ­სი­კო­სე­ბი - ინ­სტრუ­მენ­ტა­ლის­ტე­ბი ვი­ყოთ, ამე­რი­კას­თან შე­და­რე­ბით აქ ძა­ლი­ან და­ბა­ლი დო­ნეა. თუმ­ცა მგო­ნია, რომ 20 წე­ლი­წად­ში ბევ­რი მა­გა­რი ხე­ლო­ვა­ნი გვე­ყო­ლე­ბა, რად­გა­ნაც ჩემი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი, ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში არი­ან. ჩვენ, სხვა თა­ო­ბის შვი­ლე­ბი ვართ, სხვა თა­ო­ბას წარ­მო­ვად­გენთ. თით­ქოს ახლა გა­მოვ­დი­ვარ კლი­ში­რე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან და შევ­დი­ვართ ახალ­ში, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბის ტვი­ნებ­ში ჯერ დომ­ხა­ლია. ეს კარ­გიც არის, მთა­ვა­რია, ამ ყვე­ლა­ფერს მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­ე­ცეს. უმ­ჯო­ბე­სია, თუ გა­ნათ­ლე­ბას უცხო­ეთ­ში მი­ი­ღე­ბენ, ანუ აქე­დან წავ­ლენ.

- ყვე­ლა რომ წა­ვი­დეს, სა­ქარ­თვე­ლო ხომ და­ცა­რი­ელ­დე­ბა?

- უცო­ეთ­ში სა­მუ­და­მო დარ­ჩე­ნას არ ვგუ­ლის­ხმობ. ჩემი ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტი ვარ, ადა­მი­ა­ნი თუ ფუ­ძეს მო­წყდა, უფუძო კაცი ხდე­ბა, ასე­თი ადა­მი­ა­ნი უსა­ხოა... ასე­თი­ვე უსა­ხოა თუნ­დაც თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­კუ­თარ ფუ­ძეს­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს და არც უნდა, რომ ჰქონ­დეს. ჩემ­თვის ის სუს­ტი არ­სე­ბაა!

თუმ­ცა უცხო­ეთ­ში წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­დი­ან იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბა რთუ­ლია. აქ თუ იმ­პო­რო­ვი­ზე­ბუ­ლი მუ­სი­კით წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვერ გახ­დე­ბი, მაგ­რამ უცხო­ეთ­ში გა­ღი­ა­რე­ბენ, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში შენი და­ფა­სე­ბა!

- სპორ­ტის არა­ერთ სა­ხე­ო­ბა­ში მიღ­წე­უ­ლი შენი წარ­მა­ტე­ბა ახლა ჰა­ერ­ში დარ­ჩე­ბა?

- კი, სპორ­ტი ჩემ­თვის ყო­ველ­თვის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი იყო, მით უმე­ტეს მა­შინ, რო­დე­საც მუ­სი­კო­სო­ბა გა­დავ­წყვი­ტე. უბ­რა­ლოდ, ასე ხდე­ბო­და ხოლ­მე, რომ შე­ჯიბ­რე­ბა­ზე გა­ვი­დო­დი და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ვი­გებ­დი.

მაგ­რამ რაც მე­ტად გინ­და, რა­შიც უფრო შრო­მობ, შენი საქ­მე ის არის. მა­გა­ლი­თად, ცხე­ნოს­ნო­ბა სხვა რა­ღაც იყო, მაგ­რამ იპოდ­რო­მი გა­ი­ყი­და და გა­რეთ დავ­რჩით... ვთა­მა­შობ­დი კა­ლათ­ბურთს, რაგ­ბი­საც, არ ვამ­ბობ, რომ ტა­ლან­ტი ვი­ყა­ვი, დი­დად არც ვშრო­მობ­დი, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბა თა­ვი­სით მო­დი­ო­და, სნო­უ­ბორდში დღემ­დე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს მა­ინც ისე ვერ ვუ­ყუ­რებ, რო­გორც მუ­სი­კას, - უკვე 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დღე­ში 5 სა­ათ­ზე ნაკ­ლებს არ ვუკ­რავ. ამის­თვის დრო მე­მე­ტე­ბა, ასე­ვე დაგ­ლე­ჯი­ლი თი­თე­ბი, ნერ­ვე­ბიც...

- მაგ­რამ უსახ­სრო­ბის გამო ნიუ-იორკში ჯერ ვერ მი­ემ­გზავ­რე­ბი, რად­გა­ნაც იმ სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლას და ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბას შე­სა­ბა­მი­სი თან­ხე­ბი სჭირ­დე­ბა. გჯე­რა, რომ ამ თან­ხებს მო­ი­პო­ვებ და წახ­ვალ?

- რა თქმა უნდა. მჯე­რა, რომ წა­ვალ, ეს რწმე­ნის ამ­ბა­ვია, ადა­მი­ანს, რო­მელ­საც სჯე­რა, ძა­ლი­ან ძლი­ე­რია, ოღონდ, მხო­ლოდ ეს არ არის საკ­მა­რი­სი. ამის­თვის უნდა იშ­რო­მო. სა­ნამ იქ ჩა­ვა­ბა­რებ­დი, ესეც ისე­თი­ვე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ჩან­და, რო­გორც დღეს რომ და­ფი­ნან­სე­ბას ვე­ძებ. მჯე­რო­და, ასეც მოხ­და, ჩა­ვა­ბა­რე და ყვე­ლას ვუ­თხა­რი: ხომ გი­თხა­რი-მეთ­ქი?! ახ­ლაც ვი­ტყვი, - ხომ გე­უბ­ნე­ბო­დით-მეთ­ქი...

ხა­სი­ა­თის სიმ­ტკი­ცე ბევ­რს ნიშ­ნავს, ჩემს თავს და­ვუმ­ტკი­ცე, რომ შე­მიძ­ლია, არა­და, ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 2014 წელს რომ ვა­ბა­რებ­დი, მთა­ში წა­ვი­ქე­ცი და ორი­ვე ხელი მო­ვი­ტე­ხე, 2015 წელ­საც ვა­ბა­რებ­დი და იმ დროს, როცა ჩემი მო­თხოვ­ნა უნდა გა­მეგ­ზავ­ნა, საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თითი მან­ქა­ნის კარ­ში მო­ვი­ყო­ლე, სა­შინ­ლად და­ვი­ზი­ა­ნე. ფრჩხი­ლი სა­ნამ ამო­მი­ვი­დო­და, თით­ზე პა­ტა­რა მუ­ყა­ოს ვი­დებ­დი და ისე ვუკ­რავ­დი. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლა­ფერს თავი არ და­ვა­ნე­ბე და ნიუს სქულ­ში მე­ო­თხე ქარ­თვე­ლი ვარ, ვინც მოხ­ვდა. ამ­ჯე­რად იქ არ წას­ვლას ხომ ვამ­ბობ, არც გან­ვი­ხი­ლავ, მი­უ­ხე­და­ვად სე­რი­ო­ზუ­ლი სირ­თუ­ლი­სა. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო, "თი­ბი­სი ბანკს", რო­მე­ლიც გვერ­დში და­მიდ­გა და გარ­კვე­უ­ლი თან­ხა გად­მო­მი­რი­ცხა, თუმ­ცა სპონ­სო­რის ძებ­ნას მე ისევ გავ­ნაგ­რძობ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

ნიუ-იორკის პრესტიჟულ სასწავლებელში ნოტების გარეშე - ქართველი ვირტუოზის წარმატების ამბავი

ნიუ-იორკის პრესტიჟულ სასწავლებელში ნოტების გარეშე - ქართველი ვირტუოზის წარმატების ამბავი

ნიკოლოზ ბიჭიაშვილი თვითნასწავლი, ვირტუოზი გიტარისტია, ჯაზს უკრავს და მეოთხე ქართველია, ვინც ნიუ-იორკის პრესტიჟულ სასწავლებელში New School-ში ჩააბარა, თუმცა ამერიკაში გამგზავრებას უსახსრობის გამო ვერ ახერხებს. იქ სწავლისთვის კი სერიოზული თანხა სჭირდება... ნიკუშა იმედს არ კარგავს და არც ფარხმალს ჰყრის, სჯერა, რომ "ნიუ სქულში" აუცილებლად ისწავლის. სწავლისათვის საჭირო თანხის ნაწილი "თიბისი ბანკმა" დაუფინანსა, თუმცა სრული დაფინანსება ჯერ კიდევ მოსაპოვებელი აქვს.

New School მსოფლიოს ტოპ 5-ეულში შემავალი მუსიკისა და ხელოვნების ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია. ნიკოლოზ ბიჭიაშვილი ამ უნივერსიტეტის ჯაზის სკოლაში ჩაირიცხა, რომელიც თავის დროზე, ისეთმა ლეგენდარულმა ჯაზმენებმა დაასრულეს, როგორებიც არიან: საქსოფონისტი ჯოშუა რედმანი, ჯაზ-პიანისტი ბრედ მელდაუ, რობერტ გლასპერსი და სხვები.

ნიკუშა საქართველოდან პირველი ჯაზ-გიტარისტია, რომელიც "ნიუ სქულის" კომისიამ მსოფლიოს 3000-ზე მეტი კონკურსანტიდან საუკეთესო თხუთმეტეულში მიიღო! მასთან საუბარი ზოგადად მუსიკაზე და მუსიკის სიყვარულზე დავიწყეთ:

ნიკოლოზ ბიჭიაშვილი:

- ის, რომ მუსიკალური მონაცემები გაქვს, ან არა, ამ აზრს ბოლომდე არ ვეთანხმები, რადგანაც მუსიკალური მონაცემები არასოდეს ყოფილა გადამწვეტი თუნდაც დიდი მუსიკოსების შემთხვევაში. ის, ვინც მუსიკალური არ არის, მუსიკა იმ დონეზე არც ენდომება, რომ მას დიდი დრო დაუთმოს... ვფიქრობ, ყველაფერი მაინც სურვილიდან მომდინარეობს. ნებისმიერ ადამიანში ალბათ რაღაც ნიჭი არსებობს და მან ცხოვრების განმავლობაში უნდა გაიგოს, რისკენ არის მიდრეკილი. ხშირად ამა თუ იმ პიროვნების ნიჭიერებას საზოგადოება განსაზღვრავს და უმეტესად სცდება ხოლმე, ამის ნათელი მაგალითია ჯუზეპე ვერდი, როცა კონსერვატორიაში არ მიიღეს და უსმენობა დააბრალეს...

- შენს შემთხვევაში რა მოხდა, რამ გადაგაწყვეტინა მუსიკას გაჰყოლოდი?

- მიუხედავად იმისა, რომ მოუსვენარი ბავშვი ვიყავი და მუდმივად შინაც არ ვიჯექი ხოლმე, ფორტეპიანოს მხოლოდ იმის გამო ვეკარებოდი, რომ ბგერები მაინტერესებდა და მათ სერიოზულად ვაკვირდებოდი. 6 წლისა ფორტეპიანოზე მიმიყვანეს, ცოტა ხანში კლასი გამომატოვებინეს იმიტომ, რომ კარგი სმენა და მუსიკისადმი ემოციური კავშირი აღმომაჩნდა, ეტყობა, ცოტა მეტად განვითარებული ვიყავი, ვიდრე ჩემი ასაკის ბავშვები. ცხადია, მონაცემებიც მქონდა, ასე რომ არ ყოფილიყო, ამ საქმისადმი იმხელა სიყვარულიც არ მექნებოდა, რომ ბოლო პერიოდში მთელი დღეების განმავლობაში მუსიკას ჩავჯდომოდი. თუმცა ყველაფერი მაინც იმის ფონზე ხდებოდა, რომ თან სპორტსმენიც ვიყავი, რამდენიმე სახეობაში დაკავებული, ნაკრების წევრიც (ცხენოსნობა, წყალბურთის ახალგაზრდული ნაკრები, ბოლო სამი წელია, სნოუბორდის ნაკრებში ვარ)... მოკლედ, სამუსიკო სასწავლებელიდან 2-წლიანი სწავლის შემდეგ გამოვედი...

- რატომ?

- პროფესორ-აკადემიკოსების ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ჩემებს ისეთი აღზრდის მეთოდები ჰქონდათ, რომ ბავშვს ყველაფერი უნდა შეძლებოდა და ამის დამსახურება იყო, რომ დავდიოდი საერთოდ ყველაფერზე... მამაჩემს ვიოლინოს კლასი ჰქონდა დამთავრებული და ერთ მშვენიერ დღესაც, სამუსიკო სასწავლებელში მომაკითხა, სადაც უთხრეს, რომ ნოტები არ ვიცოდი იმიტომ, რომ სოლფეჯიოზე არ დავდიოდი, მეზარებოდა. არადა, ბავშვობიდან ასე ვიყავი, რაც არ მინდოდა, გული არ მიმდიოდა, არ ვაკეთებდი...

- აბა, წარმატებულად როგორ ითვლებოდი?

- მასწავლებელი რომ უკრავდა, იმას ვიმახსოვრებდი და მერე ვუკრავდი. სხვათა შორის, დღემდე არ ვიცი ნოტები... მოკლედ, ეს რომ მამამ გაიგო, გაბრაზდა და სასწავლებლიდან გამომიყვანა. იმის მერე სწავლა-განათლებას ისე მივხედე, როგორც მშობლებს უნდოდათ...

- რას გულისხმობ?

- რამდენიმე სპორტის სახეობაზე ერთდროულად დავდიოდი. ასევე ინგლისურზე, სკოლაში. რა მექნა - მაღალი მოთხოვნები ჰქონდათ ჩემ მიმართ პროფესორ მშობლებს და აკადემიკოს ბებია-ბაბუებს. სამწუხაროდ, არ ვიყავი დამჯერი, ცუდი ყოფაქცევის გამო ხუთი სკოლა მოვიარე. მას მერე, რაც სამუსიკო სასწავლებლიდან გამომიყვანეს, მეცხრე კლასამდე მუსიკასთან შეხება აღარ მქონია...

იმ პერიოდში სპორტი და ინგლისური ჩემი მშობლებისთვის პრიორიტეტული იყო. თუ შეჯიბებას მოვიგებდი, უხაროდათ, ეამაყებოდათ. 7 წლიდან მოყოლებული, ინგლისურში აღებული მაქვს ყველა სერტიფიკატი, რაც კი არსებობდა. ჩემებს უნდოდათ, სასწავლებლად კემბრიჯში წავსულიყავი და ამისთვის მამზადებდნენ. რეალურად კი "ჯავახიშვილში" ფილოსოფიური ფაკულტეტი დავამთავრე, რაც ჩემი არჩევანი იყო.

თავიდან გიტარაზე დაკვრა თვითონ ვისწავლე იმისთვის, რომ კლასელებისთვის თავი მომეწონებინა. ერთ მშვენიერ დღეს, მე-10 კლასში თავში რაღაც გადატრიალდა. გვერდით მუსიკალური ბავშვები მყავდა, ტაძარშიც ვგალობდით, ჩვენი სკოლელი იყო მერაბ სანოძის შვილი - ოთო, რომელმაც მამის სტუდიიდან დასარტყამი ინსტრუმენტები მოიტანა, რაზეც დაკვრა დავიწყეთ. იმ დღეების განმავლობაში საოცარი თავისუფლება ვიგრძენი. შემდეგ უკვე ბენდის შეკვრა გადავწყვიტეთ. იმის გამო, რომ ბლუზი ძალიან გვიყვარდა, ვუკრავდით საყვარელ კომპოზიციებს, ბიბი კინგით დავიწყეთ. საერთოდ, გიტარას თავიდან რომ შევეხე, ბიბი კინგის დამსახურება იყო. სულ ჩემით ვისწავლე ყველაფერი, ზოგი სპეციალური წიგნიდან და ზოგი - ინტერნეტით. მოკლედ, ჩემით ჩავწვდი და დავეუფლე ყველაფერს...

- გამოდის, შენ ხარ შენი თავის მასწავლებელი.

- ასე გამოვიდა. საერთოდ, გარემოს ადამიანი ქმნის და თუ ძლიერია, გარემოს მიმართულებასაც კი უცვლის... ასე რომ, მუსიკა არის ჩვეულებრივი ენა, ზოგი თავის სათქმელს წერით გამოხატავს, ზოგი სპორტით და ა.შ. უამრავი გზა არსებობს, რომ სათქმელი თქვა...

- მუსიკა შენთვის ამბის თხრობაა?

- დიახ და არავითარ შემთხვევაში სხაპასხუპით სხვისი ლექსის მოყოლა. მას დიდი ძალა აქვს, ბევრი რამ შეუძლია. მაგრამ ხარისხიანი და უხარისხოს შორის დიდი სხვაობაა. ხარისხიანი რჩება, მდარე ქრება. წარმოიდგინეთ, რომ ფოლკლორიც ასე იფილტრება. ამ პრინციპით ქართულ ფოლკლორში ბევრი რამ დავკარგეთ და დაგვრჩა "ჩაკრულო", "მრავალჟამიერი", "სვანური ნანა", "კრიმანჭული" და ა.შ. ანუ რაც ღირებულია, არ იკარგება...

- როგორია შენნაირი მუსიკოსის ბედი დღევანდელ საქართველოში?

- მთავრი ალბათ ეპოქაა, დღეს საქართველოში ისეთი დროა, რომ უხარისხოსა და ხარისხიანის ნაზავს ვხედავთ და მოვიხმართ. ხარისხიანსაც აკლია პროფესიონალიზმი, რადგანაც აქ არ არის ის დონე, რაც უნდა გვქონდეს. თუ გვინდა, მართლა მაღალი დონის მუსიკოსები - ინსტრუმენტალისტები ვიყოთ, ამერიკასთან შედარებით აქ ძალიან დაბალი დონეა. თუმცა მგონია, რომ 20 წელიწადში ბევრი მაგარი ხელოვანი გვეყოლება, რადგანაც ჩემი თაობის ადამიანები, ძიების პროცესში არიან. ჩვენ, სხვა თაობის შვილები ვართ, სხვა თაობას წარმოვადგენთ. თითქოს ახლა გამოვდივარ კლიშირებული ღირებულებებიდან და შევდივართ ახალში, თუმცა ადამიანების ტვინებში ჯერ დომხალია. ეს კარგიც არის, მთავარია, ამ ყველაფერს მიმართულება მიეცეს. უმჯობესია, თუ განათლებას უცხოეთში მიიღებენ, ანუ აქედან წავლენ.

- ყველა რომ წავიდეს, საქართველო ხომ დაცარიელდება?

- უცოეთში სამუდამო დარჩენას არ ვგულისხმობ. ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ, ადამიანი თუ ფუძეს მოწყდა, უფუძო კაცი ხდება, ასეთი ადამიანი უსახოა... ასეთივე უსახოა თუნდაც თბილისში მცხოვრები ადამიანი, რომელსაც საკუთარ ფუძესთან არანაირი კავშირი არ აქვს და არც უნდა, რომ ჰქონდეს. ჩემთვის ის სუსტი არსებაა!

თუმცა უცხოეთში წარმატებისთვის მიდიან იმიტომ, რომ საქართველოში წარმატება რთულია. აქ თუ იმპოროვიზებული მუსიკით წარმატებული ვერ გახდები, მაგრამ უცხოეთში გაღიარებენ, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება საქართველოში შენი დაფასება!

- სპორტის არაერთ სახეობაში მიღწეული შენი წარმატება ახლა ჰაერში დარჩება?

- კი, სპორტი ჩემთვის ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მუსიკოსობა გადავწყვიტე. უბრალოდ, ასე ხდებოდა ხოლმე, რომ შეჯიბრებაზე გავიდოდი და მოულოდნელად ვიგებდი.

მაგრამ რაც მეტად გინდა, რაშიც უფრო შრომობ, შენი საქმე ის არის. მაგალითად, ცხენოსნობა სხვა რაღაც იყო, მაგრამ იპოდრომი გაიყიდა და გარეთ დავრჩით... ვთამაშობდი კალათბურთს, რაგბისაც, არ ვამბობ, რომ ტალანტი ვიყავი, დიდად არც ვშრომობდი, მაგრამ წარმატება თავისით მოდიოდა, სნოუბორდში დღემდე წარმატებული ვარ, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც ისე ვერ ვუყურებ, როგორც მუსიკას, - უკვე 4 წლის განმავლობაში დღეში 5 საათზე ნაკლებს არ ვუკრავ. ამისთვის დრო მემეტება, ასევე დაგლეჯილი თითები, ნერვებიც...

- მაგრამ უსახსრობის გამო ნიუ-იორკში ჯერ ვერ მიემგზავრები, რადგანაც იმ სასწავლებელში სწავლას და ამერიკაში ცხოვრებას შესაბამისი თანხები სჭირდება. გჯერა, რომ ამ თანხებს მოიპოვებ და წახვალ?

- რა თქმა უნდა. მჯერა, რომ წავალ, ეს რწმენის ამბავია, ადამიანს, რომელსაც სჯერა, ძალიან ძლიერია, ოღონდ, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. ამისთვის უნდა იშრომო. სანამ იქ ჩავაბარებდი, ესეც ისეთივე წარმოუდგენელი ჩანდა, როგორც დღეს რომ დაფინანსებას ვეძებ. მჯეროდა, ასეც მოხდა, ჩავაბარე და ყველას ვუთხარი: ხომ გითხარი-მეთქი?! ახლაც ვიტყვი, - ხომ გეუბნებოდით-მეთქი...

ხასიათის სიმტკიცე ბევრს ნიშნავს, ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ შემიძლია, არადა, ბოლო სამი წლის განმავლობაში 2014 წელს რომ ვაბარებდი, მთაში წავიქეცი და ორივე ხელი მოვიტეხე, 2015 წელსაც ვაბარებდი და იმ დროს, როცა ჩემი მოთხოვნა უნდა გამეგზავნა, საჩვენებელი თითი მანქანის კარში მოვიყოლე, საშინლად დავიზიანე. ფრჩხილი სანამ ამომივიდოდა, თითზე პატარა მუყაოს ვიდებდი და ისე ვუკრავდი. მოკლედ, ამ ყველაფერს თავი არ დავანებე და ნიუს სქულში მეოთხე ქართველი ვარ, ვინც მოხვდა. ამჯერად იქ არ წასვლას ხომ ვამბობ, არც განვიხილავ, მიუხედავად სერიოზული სირთულისა. მადლობა მინდა გადავუხადო, "თიბისი ბანკს", რომელიც გვერდში დამიდგა და გარკვეული თანხა გადმომირიცხა, თუმცა სპონსორის ძებნას მე ისევ გავნაგრძობ!

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება