პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმის სკოლაში მე-2 კლასის მოსწავლის მშობელმა შვილის სკოლელზე იძალადა
ბათუმის სკოლაში მე-2 კლასის მოსწავლის მშობელმა შვილის სკოლელზე იძალადა

ბა­თუ­მის მე-15 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მე-2 კლა­სის მოს­წავ­ლე­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და. ერთ-ერთი მოს­წავ­ლის მშო­ბელ­მა შვი­ლის პა­რა­ლე­ლურ კლა­სელს სცე­მა. რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ნინო მო­დე­ბა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, შემ­თხვე­ვა 28 მარტს მოხ­და. ფაქ­ტის შე­სა­ხებ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შვის მშო­ბელ­სა და უბ­ნის ინ­სპექ­ტორს შე­ა­ტყო­ბი­ნეს. დი­რექ­ტო­რის თქმით, არას­რულ­წლოვ­ნის ცე­მას წინ თა­ნა­ტო­ლებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი უძღო­და.

"28 მარტს ერთ-ერთი მშობ­ლის მიერ და­ფიქ­სირ­და არას­წო­რი ქმე­დე­ბა და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი მი­ი­ღო. ამ­ჟა­მად სწავ­ლა მშვიდ გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც მშო­ბე­ლი თა­ვად ამ­ბობს, ერთხელ და­არ­ტყა ბავ­შვს. ეს მოხ­და მას შემ­დეგ, რაც კონ­ფლიქ­ტი იყო ბავ­შვებს შო­რის" - აცხა­დებს ნინო მო­დე­ბა­ძე.

ხი­ლეთ ვი­დეო

მომ­დარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 126 -ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

სკო­ლა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცინ­დენ­ტის მოკ­ვლე­ვა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­ი­წყო. რო­გორც ცი­ა­ლა ქა­თა­მი­ძე AMBEBI.GE-თან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს. მი­სი­ვე თქმით, სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მომ­ხდარ­ზე შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უკვე გა­ა­ტა­რა.

"ინ­ცინ­დენ­ტის შე­სა­ხებ სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო­ე­ბი­დან გა­ვი­გეთ და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი ამ სა­კი­თხზე მოკ­ვლე­ვას და­ი­წყებს. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტის გა­მოვ­ლე­ნა, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ერ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ად­გი­ლი ექ­ნე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და პრე­ვენ­ცია მო­ახ­დი­ნოს ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვს. რო­გორც წი­ნას­წა­რი მოკ­ვლე­ვით და­ვად­გი­ნეთ, პირ­ველ ეტაპ­ზე ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, პრე­ვენ­ცია ვერ მო­ახ­დი­ნეს და შემ­დგომ კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებს მი­მარ­თეს" - აღ­ნიშ­ნავს ცი­ა­ლა ქა­თა­მი­ძე.

მა­რი­კო კე­კე­ლი­ძე

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები

ბათუმის სკოლაში მე-2 კლასის მოსწავლის მშობელმა შვილის სკოლელზე იძალადა

ბათუმის სკოლაში მე-2 კლასის მოსწავლის მშობელმა შვილის სკოლელზე იძალადა

ბათუმის მე-15 საჯარო სკოლაში მე-2 კლასის მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა შვილის პარალელურ კლასელს სცემა. როგორც აღნიშნული სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე AMBEBI.GE-სთან საუბრისას ამბობს, შემთხვევა 28 მარტს მოხდა. ფაქტის შესახებ დაზარალებული ბავშვის მშობელსა და უბნის ინსპექტორს შეატყობინეს. დირექტორის თქმით, არასრულწლოვნის ცემას წინ თანატოლებს შორის კონფლიქტი უძღოდა.

"28 მარტს ერთ-ერთი მშობლის მიერ დაფიქსირდა არასწორი ქმედება და სკოლის ადმინისტრაციამ შესაბამისი ზომები მიიღო. ამჟამად სწავლა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. როგორც მშობელი თავად ამბობს, ერთხელ დაარტყა ბავშვს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კონფლიქტი იყო ბავშვებს შორის" - აცხადებს ნინო მოდებაძე.

ხილეთ ვიდეო

მომდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126 -ე მუხლით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

სკოლაში მომხდარი ინცინდენტის მოკვლევა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დაიწყო. როგორც ციალა ქათამიძე AMBEBI.GE-თან საუბრისას აცხადებს, პრევენციის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსგავსი ფაქტების გამოვლენა აუცილებლად უნდა მოხდეს. მისივე თქმით, სკოლის ადმინისტრაციამ მომხდარზე შესაბამისი ღონისძიებები უკვე გაატარა.

"ინცინდენტის შესახებ საინფორმაციო წყაროებიდან გავიგეთ და სახალხო დამცველის აპარატი ამ საკითხზე მოკვლევას დაიწყებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ძალადობის ფაქტის გამოვლენა, რომელსაც ნებისმიერ ორგანიზაციაში ადგილი ექნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მსგავსი ფაქტების გამოვლენა და პრევენცია მოახდინოს ამ დაწესებულების ხელმძღვანელობამ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მცირეწლოვან ბავშვს. როგორც წინასწარი მოკვლევით დავადგინეთ, პირველ ეტაპზე ჩართული იყვნენ მანდატურის სამსახურის თანამშრომლები, პრევენცია ვერ მოახდინეს და შემდგომ კომპეტენტურ ორგანოებს მიმართეს" - აღნიშნავს ციალა ქათამიძე.

მარიკო კეკელიძე

AMBEBI.GE

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა