კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახტანგ რჩეულიშვილი უგონოდაა: "იცოდა დაავადების შესახებ, თუმცა მეოთხე სტადია რომ ჰქონდა, ვუმალავდით"
ვახტანგ რჩეულიშვილი უგონოდაა: "იცოდა დაავადების შესახებ, თუმცა მეოთხე სტადია რომ ჰქონდა, ვუმალავდით"

"ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ის­თვის მძი­მეა. რო­გორც ირ­კვე­ვა, რჩე­უ­ლიშ­ვილს ბი­ოფ­სი­ის შე­დე­გად სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და. რჩე­უ­ლიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე ჟურ­ნალ "სარ­კეს" მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის და, რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი ესა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ქალ­ბა­ტო­ნო რუ­სუ­დან, რო­გო­რია ამ­ჟა­მად ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გის მდგო­მა­რე­ო­ბა?

- სა­ერ­თოდ არ არის კონ­ტაქ­ტუ­რი, გა­თი­შუ­ლია. ყვე­ლა­ფე­რი უცებ და მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და. 19 მარტს, კვი­რა დღეს, მე, ჩემი შვი­ლი ნინო, ჩემი პა­ტა­რა შვი­ლიშ­ვი­ლი, მა­რი­ტა და ვახ­ტან­გი ერ­თად ვი­ყა­ვით გუ­კას ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის სა­ნა­ხა­ვად. ვერ გე­ტყვით, რომ თავს გა­და­სა­რე­ვად გრძნობ­და, მაგ­რამ მე­ო­რე დღის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და - ეკა ხო­ფე­რი­ას შოუ უნდა ჩა­ე­წე­რათ. მა­ი­ას სა­ნა­ხა­ვად მი­დი­ო­და ცი­ხე­ში... ცი­ხი­დან რომ გა­მო­ვი­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ადეკ­ვა­ტუ­რი იყო, კარ­გად აზ­როვ­ნებ­და. მი­ვი­და ხო­ფე­რი­ას­თან, ჩა­წე­რეს ინ­ტერ­ვიუ და რო­გორც კი გა­მო­ვი­და იქი­დან, მე­ტყვე­ლე­ბა ჰქონ­და დარ­ღვე­უ­ლი. უცებ აზ­როვ­ნე­ბაც და­კარ­გა, მეხ­სი­ე­რე­ბაც. ახლა კი კონ­ტაქ­ტუ­რიც აღარ არის.

- გო­ნე­ბის გა­თიშ­ვა რამ გა­მო­იწ­ვია? სიმ­სივ­ნის მე­ტას­ტა­ზებ­მა ტვი­ნამ­დე მი­აღ­წია?

- ტვინ­ში არ არის მე­ტას­ტა­ზე­ბი. პირ­ვე­ლა­დად რისი სიმ­სივ­ნეა, არ ვიცი, მაგ­რამ ლიმ­ფურ ჯირ­კვლებ­შია გა­სუ­ლი და გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ნაწ­ლავ­სა და ჯორ­ჯა­ლა­შიც აქვს. ასე­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცია ალ­ბათ იმი­ტომ გან­ვი­თარ­და, რომ უკვე მე­ო­თხე სტა­დი­აა. ექი­მე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ, დე­ზინ­ტოქ­სი­კა­ცია მოხ­დეს და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვი­დეს. კერ­ძო კლი­ნი­კა­ში წევს, პა­ლი­ა­ტი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

- მე­ო­თხე სტა­დი­ამ­დე სიმ­სივ­ნე ისე მი­ვი­და, სიმპტო­მე­ბი არ ეტყო­ბო­და, არა­ფე­რი აწუ­ხებ­და?

- წელი სტკი­ო­და ძა­ლი­ან. 2 მარ­ტი იყო, ეს დი­აგ­ნო­ზი რომ და­უდ­გინ­და. კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია გა­ი­კე­თა და აჩ­ვე­ნა. შემ­დეგ გა­უ­კეთ­და ბი­ოფ­სია, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა დი­აგ­ნო­ზი, მაგ­რამ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი სა­ერ­თოდ არ იყო. უბ­რა­ლოდ, თავს სუს­ტად გრძნობ­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში დაღ­ლი­ლო­ბა და­ე­წყო და ამას წე­ლის ტკი­ვილს უკავ­ში­რებ­და, წე­ლის ექიმ­თან და­დი­ო­და. მერე გა­დას­ხმე­ბის გა­კე­თე­ბა და­უ­წყეს ონ­კო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. გა­დას­ხმებ­ზე მარ­ტო და­დი­ო­და, თა­ვი­სი ფე­ხით მი­დი­ო­და და მო­დი­ო­და. იცო­და თა­ვი­სი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ სტა­დი­ას და სიმ­ძი­მის ხა­რისხს ვუ­მა­ლავ­დით, ყო­ველ­თვის აქვთ ადა­მი­ა­ნებს შან­სი, რომ ქრო­ნი­კუ­ლად წა­რი­მარ­თოს ასე­თი და­ა­ვა­დე­ბის პრო­ცე­სი და სი­ცო­ცხლე შე­უ­ნარ­ჩუნ­დეთ.

- ექი­მე­ბი რას ამ­ბო­ბენ?

- არა­ფერს გვე­უბ­ნე­ბი­ან და ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ. მჯე­რა, რომ კარ­გად იქ­ნე­ბა. იმე­დი მაქვს, თა­ვის საქ­მეს მი­იყ­ვანს ბო­ლომ­დე და კი­დევ შეძ­ლებს, თა­ვის ცოლ-შვილს შეხ­ვდეს...

რუ­სუ­დან ად­ვა­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ვახტანგ რჩეულიშვილი უგონოდაა: "იცოდა დაავადების შესახებ, თუმცა მეოთხე სტადია რომ ჰქონდა, ვუმალავდით"

ვახტანგ რჩეულიშვილი უგონოდაა: "იცოდა დაავადების შესახებ, თუმცა მეოთხე სტადია რომ ჰქონდა, ვუმალავდით"

"ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში მოათავსეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. როგორც ირკვევა, რჩეულიშვილს ბიოფსიის შედეგად სიმსივნე დაუდგინდა. რჩეულიშვილების ოჯახში შექმნილ ვითარებაზე ჟურნალ "სარკეს" მაია რჩეულიშვილის და, რუსუდან კერვალიშვილი ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ქალბატონო რუსუდან, როგორია ამჟამად ბატონი ვახტანგის მდგომარეობა?

- საერთოდ არ არის კონტაქტური, გათიშულია. ყველაფერი უცებ და მოულოდნელად მოხდა. 19 მარტს, კვირა დღეს, მე, ჩემი შვილი ნინო, ჩემი პატარა შვილიშვილი, მარიტა და ვახტანგი ერთად ვიყავით გუკას ახალდაბადებული ბავშვის სანახავად. ვერ გეტყვით, რომ თავს გადასარევად გრძნობდა, მაგრამ მეორე დღისთვის ემზადებოდა - ეკა ხოფერიას შოუ უნდა ჩაეწერათ. მაიას სანახავად მიდიოდა ციხეში... ციხიდან რომ გამოვიდა, აბსოლუტურად ადეკვატური იყო, კარგად აზროვნებდა. მივიდა ხოფერიასთან, ჩაწერეს ინტერვიუ და როგორც კი გამოვიდა იქიდან, მეტყველება ჰქონდა დარღვეული. უცებ აზროვნებაც დაკარგა, მეხსიერებაც. ახლა კი კონტაქტურიც აღარ არის.

- გონების გათიშვა რამ გამოიწვია? სიმსივნის მეტასტაზებმა ტვინამდე მიაღწია?

- ტვინში არ არის მეტასტაზები. პირველადად რისი სიმსივნეა, არ ვიცი, მაგრამ ლიმფურ ჯირკვლებშია გასული და გვეუბნებიან, რომ ნაწლავსა და ჯორჯალაშიც აქვს. ასეთი ინტოქსიკაცია ალბათ იმიტომ განვითარდა, რომ უკვე მეოთხე სტადიაა. ექიმები ყველანაირად ცდილობენ, დეზინტოქსიკაცია მოხდეს და მდგომარეობიდან გამოვიდეს. კერძო კლინიკაში წევს, პალიატიურ განყოფილებაში.

- მეოთხე სტადიამდე სიმსივნე ისე მივიდა, სიმპტომები არ ეტყობოდა, არაფერი აწუხებდა?

- წელი სტკიოდა ძალიან. 2 მარტი იყო, ეს დიაგნოზი რომ დაუდგინდა. კომპიუტერული ტომოგრაფია გაიკეთა და აჩვენა. შემდეგ გაუკეთდა ბიოფსია, რომელმაც დაადასტურა დიაგნოზი, მაგრამ მისი მდგომარეობა კრიტიკული საერთოდ არ იყო. უბრალოდ, თავს სუსტად გრძნობდა. ბოლო პერიოდში დაღლილობა დაეწყო და ამას წელის ტკივილს უკავშირებდა, წელის ექიმთან დადიოდა. მერე გადასხმების გაკეთება დაუწყეს ონკოლოგიურ განყოფილებაში. გადასხმებზე მარტო დადიოდა, თავისი ფეხით მიდიოდა და მოდიოდა. იცოდა თავისი დაავადების შესახებ, მაგრამ სტადიას და სიმძიმის ხარისხს ვუმალავდით, ყოველთვის აქვთ ადამიანებს შანსი, რომ ქრონიკულად წარიმართოს ასეთი დაავადების პროცესი და სიცოცხლე შეუნარჩუნდეთ.

- ექიმები რას ამბობენ?

- არაფერს გვეუბნებიან და ყველაფერს აკეთებენ. მჯერა, რომ კარგად იქნება. იმედი მაქვს, თავის საქმეს მიიყვანს ბოლომდე და კიდევ შეძლებს, თავის ცოლ-შვილს შეხვდეს...

რუსუდან ადვაძე

ჟურნალი "სარკე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი