პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰოლივუდში შესვენებები რომ მექნება, თბილისში ჩცდ-ს გადაღებებზე გამოვვარდები ხოლმე" - ბახვა ბრეგვაძის ახალი კინოროლი და სამომავლო გეგმები
"ჰოლივუდში შესვენებები რომ მექნება, თბილისში ჩცდ-ს გადაღებებზე გამოვვარდები ხოლმე" - ბახვა ბრეგვაძის ახალი კინოროლი და სამომავლო გეგმები

ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე რე­ჟი­სორ­მა - არ­სენ აგად­ჯა­ნი­ან­მა ორი დღის წინ თბი­ლის­ში ფილ­მის გა­და­ღე­ბა და­ას­რუ­ლა. სა­კუ­თარ სუ­რათ­ში არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი თუ უბ­რა­ლოდ, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი მი­იწ­ვია. მათ შო­რის არის ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძეც. რო­გორც ის ამ­ბობს, ფილ­მის ში­ნა­არ­სის გამ­ხე­ლის უფ­ლე­ბა არ აქვს. პრო­ექტს ასე ჰქვია - "მან თქვა: დედა". ბახ­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფილ­მს ემირ კუს­ტუ­რი­ცას მე­მონ­ტა­ჟე და­ა­მონ­ტა­ჟებს, ხოლო თა­ვად მას კი უშუ­ა­ლო პარტნი­ო­რო­ბას მსა­ხი­ო­ბი ვიკა კა­ლან­დია უწევს, ასე­ვე ბავ­შვე­ბი. თუმ­ცა გა­დაკ­ვე­თა ფილმში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა მსა­ხი­ობ­თან აქვს, რად­გა­ნაც ამ­ბა­ვი მათი ოჯა­ხის გარ­შე­მო ვი­თარ­დე­ბა...

ბახ­ვა გა­და­ღე­ბებ­ზე კას­ტინ­გით მოხ­ვდა: "სა­ქარ­თვე­ლო­ში თბი­ლი­სის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში მო­იწ­ვი­ეს პრო­დუ­სე­რი და კას­ტინგ-მე­ნე­ჯე­რი თა­მარ გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მას­ტერკლა­სე­ბი ჩა­ა­ტა­რა. მერე რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ობს, მათ შო­რის მეც, პა­ტარ-პა­ტა­რა ვი­დე­ო­ე­ბი გა­დაგ­ვი­ღო და თან წა­ი­ღო. ერთ თვე­ში მომ­წე­რა, რომ ამა და ამ როლ­ზე ვი­ყა­ვი დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და... ცოტა ხან­ში გა­ვი­გე, რომ ჩემი უშუ­ა­ლო პარტნი­ო­რი ვიკა კა­ლან­დია იქ­ნე­ბო­და, რა­მაც კი­დევ უფრო გა­მა­ხა­რა", - ამ­ბობს ბახ­ვა და ჩვენ­თან სა­უ­ბარს გა­ნაგ­რძობს, - "პრო­ექ­ტზე ძა­ლი­ან კარ­გი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი მუ­შა­ობ­და, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. გული იმა­ზე მწყდე­ბა, რომ თა­ვის დრო­ზე, თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ ვსწავ­ლობ­დი. ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პე­და­გო­გი მე­ყო­ლე­ბო­და. თუ გიზო ჟორ­და­ნი­ას ან თე­მურ ჩხე­ი­ძის ჯგუ­ფებ­ში მოვ­ხვდე­ბო­დი, დი­დად გა­მი­მარ­თლებ­და, მათ­გან რამ­დენ რა­მეს ვის­წავ­ლი­დი. მაგ­რამ, არა უშავს, პა­რი­ზის კი­ნოს­კო­ლის სა­ბუ­თი ხომ მაქვს, - და­ნარ­ჩენს გა­მოც­დი­ლე­ბა მო­მი­ტანს. თან, ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ზე ხში­რად არი­ან ხოლ­მე ჩემი პარტნი­ო­რე­ბი და მეც ვცდი­ლობ, მათ­გან ის ყვე­ლა­ფე­რი ვის­წავ­ლო, რაც მჭირ­დე­ბა"...

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფილმში მსა­ხი­ო­ბე­ბი - მზია არა­ბუ­ლი და მა­მუ­კა ლო­რია ცოლ-ქმა­რი არი­ან. მათ შვი­ლებს ანა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და ვიკა კა­ლან­დია თა­მა­შო­ბენ. სი­ძის როლ­ში თა­ვად ბახ­ვაა, ანუ ვი­კას ქმა­რი, რო­მელ­თაც ერთი უფ­რო­სი გო­გო­ნა ჰყავთ, ტყუ­პი (გოგო), წლი­ნა­ხევ­რის ბიჭი და მე­ხუ­თეს ელო­დე­ბი­ან.

ფილმში ასე­ვე თა­მა­შო­ბენ: მიშა გო­მი­აშ­ვი­ლი, ლუკა თარ­ხან მო­უ­რა­ვი, სოსო ლა­ღი­ძე, თა­მა­რა მა­ყაშ­ვი­ლი, ანი გი­უნ­ტე­რი, გია კორ­კო­ტაშ­ვი­ლი და სხვე­ბი. მთა­ვა­რი პრო­დუ­სე­რია თა­მარ გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი.

- პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტი, უამ­რავ სხვა­დას­ხვსაქ­მეს აკე­თებ, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ ყველ­გან ხარ. რო­გორ ას­წრებ და ახერ­ხებ?

- ორი დღის წინ ვი­ზე­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის აღ­სა­ნიშ­ნავ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დიდი გა­თა­მა­შე­ბა მიმ­ყავ­და. ამ ამ­პლუ­ა­ში პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი და ესეც მო­მე­წო­ნა. მალე ამ საქ­მე­საც "და­ვა­მუ­ღა­მებ". ისე, წამ­ყვა­ნო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ცოტ-ცოტა მაქვს (რა­დი­ო­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ამა თუ იმ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე), მაგ­რამ ამ­დე­ნი ხალ­ხის წი­ნა­შე პირ­ვე­ლად გა­მო­ვე­დი, ყვე­ლა­ფე­რი მე­რი­ის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ და "არ­ტა­რე­ამ" მო­ა­წყო. "კუ­ლი­ნარ­ტი" და "კუ­ლი­ნა­რი­ის აკა­დე­მია" კუ­ლი­ნა­რი­ულ მხა­რეს უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. მარ­თლა კარ­გი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მო­ვი­და... გა­თა­მა­შე­ბა 5 სა­ათ­ზე და­ი­წყო, მთა­ვარ სცე­ნას­თან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა. გა­თა­მა­შე­ბა­ში ხალ­ხი მა­სობ­რი­ვად ჩა­ერ­თო. ორ­კა­ცი­ა­ნი საგ­ზუ­რი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნამ მო­ი­გო, რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­ში არ არის ნამ­ყო­ფი, მის­თვის ორ­მა­გად სა­სი­ხა­რუ­ლო აღ­მოჩ­ნდე­ბა ევ­რო­პას­თან სა­ზღვრე­ბის გახ­სნა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს წამ­ყვა­ნო­ბას, იმე­დი მაქვს, ცუდი არ იყო, ყო­ველ შემ­ხვე­ვა­ში, სცე­ნა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად და კარ­გად ვგრძნობ­დი თავს.

- ჩცდ-ს ახალ სე­ზონ­ზე შენ და გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვილს ერთი გა­ელ­ვე­ბა გქონ­დათ - მას სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი­სა და შენ მნა­თეს როლ­ში, თუმ­ცა მეტი აღარ გა­მო­ჩე­ნილ­ხართ. რა­ტომ?

- ჩცდ-ში ჩვე­ნი ხმა­უ­რი­ა­ნი გა­მო­ჩე­ნა მხო­ლოდ ერთჯე­რა­დი გა­ელ­ვე­ბა იყო. თუ კი­დევ იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ამ­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, ამას მხო­ლოდ ეკ­რა­ნი­დან შე­ი­ტყობთ. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა. ჩცდ ჩემი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი პრო­ექ­ტია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რი წელი იქ­ნე­ბა ეს სე­რი­ა­ლი და ჰო­ლი­ვუდ­ში შეს­ვე­ნე­ბე­ბი რომ მექ­ნე­ბა, თბი­ლის­ში ჩცდ-ს გა­და­ღე­ბებ­ზე გა­მოვ­ვარ­დე­ბი ხოლ­მე...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ჰოლივუდში შესვენებები რომ მექნება, თბილისში ჩცდ-ს გადაღებებზე გამოვვარდები ხოლმე" - ბახვა ბრეგვაძის ახალი კინოროლი და სამომავლო გეგმები

"ჰოლივუდში შესვენებები რომ მექნება, თბილისში ჩცდ-ს გადაღებებზე გამოვვარდები ხოლმე" - ბახვა ბრეგვაძის ახალი კინოროლი და სამომავლო გეგმები

ამერიკაში მოღვაწე რეჟისორმა - არსენ აგადჯანიანმა ორი დღის წინ თბილისში ფილმის გადაღება დაასრულა. საკუთარ სურათში არაერთი ქართველი მსახიობი თუ უბრალოდ, ცნობილი ადამიანი მიიწვია. მათ შორის არის ბახვა ბრეგვაძეც. როგორც ის ამბობს, ფილმის შინაარსის გამხელის უფლება არ აქვს. პროექტს ასე ჰქვია - "მან თქვა: დედა". ბახვას ინფორმაციით, ფილმს ემირ კუსტურიცას მემონტაჟე დაამონტაჟებს, ხოლო თავად მას კი უშუალო პარტნიორობას მსახიობი ვიკა კალანდია უწევს, ასევე ბავშვები. თუმცა გადაკვეთა ფილმში მონაწილე ყველა მსახიობთან აქვს, რადგანაც ამბავი მათი ოჯახის გარშემო ვითარდება...

ბახვა გადაღებებზე კასტინგით მოხვდა: "საქართველოში თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში მოიწვიეს პროდუსერი და კასტინგ-მენეჯერი თამარ გოგიჩაიშვილი, რომელმაც მასტერკლასები ჩაატარა. მერე რამდენიმე მსახიობს, მათ შორის მეც, პატარ-პატარა ვიდეოები გადაგვიღო და თან წაიღო. ერთ თვეში მომწერა, რომ ამა და ამ როლზე ვიყავი დამტკიცებული. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა... ცოტა ხანში გავიგე, რომ ჩემი უშუალო პარტნიორი ვიკა კალანდია იქნებოდა, რამაც კიდევ უფრო გამახარა", - ამბობს ბახვა და ჩვენთან საუბარს განაგრძობს, - ''პროექტზე ძალიან კარგი შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობდა, დიდი გამოცდილება მივიღე. გული იმაზე მწყდება, რომ თავის დროზე, თეატრალურ უნივერსიტეტში არ ვსწავლობდი. ბევრი საინტერესო პედაგოგი მეყოლებოდა. თუ გიზო ჟორდანიას ან თემურ ჩხეიძის ჯგუფებში მოვხვდებოდი, დიდად გამიმართლებდა, მათგან რამდენ რამეს ვისწავლიდი. მაგრამ, არა უშავს, პარიზის კინოსკოლის საბუთი ხომ მაქვს, - დანარჩენს გამოცდილება მომიტანს. თან, ცნობილი რეჟისორების მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებზე ხშირად არიან ხოლმე ჩემი პარტნიორები და მეც ვცდილობ, მათგან ის ყველაფერი ვისწავლო, რაც მჭირდება"...

ჩვენი რესპონდენტის ინფორმაციით, ფილმში მსახიობები - მზია არაბული და მამუკა ლორია ცოლ-ქმარი არიან. მათ შვილებს ანა ჯავახიშვილი და ვიკა კალანდია თამაშობენ. სიძის როლში თავად ბახვაა, ანუ ვიკას ქმარი, რომელთაც ერთი უფროსი გოგონა ჰყავთ, ტყუპი (გოგო), წლინახევრის ბიჭი და მეხუთეს ელოდებიან.

ფილმში ასევე თამაშობენ: მიშა გომიაშვილი, ლუკა თარხან მოურავი, სოსო ლაღიძე, თამარა მაყაშვილი, ანი გიუნტერი, გია კორკოტაშვილი და სხვები. მთავარი პროდუსერია თამარ გოგიჩაიშვილი.

- პროფესიით ეკონომისტი, უამრავ სხვადასხვ საქმეს აკეთებ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველგან ხარ. როგორ ასწრებ და ახერხებ?

- ორი დღის წინ ვიზელიბერალიზაციის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დიდი გათამაშება მიმყავდა. ამ ამპლუაში პირველად ვიყავი და ესეც მომეწონა. მალე ამ საქმესაც "დავამუღამებ". ისე, წამყვანობის გამოცდილება ცოტ-ცოტა მაქვს (რადიოში, ტელევიზიაში, ამა თუ იმ ღონისძიებაზე), მაგრამ ამდენი ხალხის წინაშე პირველად გამოვედი, ყველაფერი მერიის კულტურის სამინისტრომ და "არტარეამ" მოაწყო. "კულინარტი" და "კულინარიის აკადემია" კულინარიულ მხარეს უზრუნველყოფდა. მართლა კარგი ღონისძიება გამოვიდა... გათამაშება 5 საათზე დაიწყო, მთავარ სცენასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა. გათამაშებაში ხალხი მასობრივად ჩაერთო. ორკაციანი საგზური ახალგაზრდა გოგონამ მოიგო, რომელიც საფრანგეთში არ არის ნამყოფი, მისთვის ორმაგად სასიხარულო აღმოჩნდება ევროპასთან საზღვრების გახსნა. რაც შეეხება ჩემს წამყვანობას, იმედი მაქვს, ცუდი არ იყო, ყოველ შემხვევაში, სცენაზე კომფორტულად და კარგად ვგრძნობდი თავს.

- ჩცდ-ს ახალ სეზონზე შენ და გიორგი ბახუტაშვილს ერთი გაელვება გქონდათ - მას სასულიერო პირისა და შენ მნათეს როლში, თუმცა მეტი აღარ გამოჩენილხართ. რატომ?

- ჩცდ-ში ჩვენი ხმაურიანი გამოჩენა მხოლოდ ერთჯერადი გაელვება იყო. თუ კიდევ იქნება ჩვენი ამბის გაგრძელება, ამას მხოლოდ ეკრანიდან შეიტყობთ. ვნახოთ, რა იქნება. ჩცდ ჩემი ყველაზე საყვარელი პროექტია. დარწმუნებული ვარ, ბევრი წელი იქნება ეს სერიალი და ჰოლივუდში შესვენებები რომ მექნება, თბილისში ჩცდ-ს გადაღებებზე გამოვვარდები ხოლმე...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება