საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გახშირდა მიწისძვრები საქართველოში და რომელი რეგიონია სეისმურად ყველაზე აქტიური
რატომ გახშირდა მიწისძვრები საქართველოში და რომელი რეგიონია სეისმურად ყველაზე აქტიური

გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძლი­ე­რი მი­წისძვრა მოხ­და. დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრი ქა­ლაქ სიღ­ნა­ღი­დან სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით 22კმ-ში მდე­ბა­რე სო­ფელ ქვე­მო ბოდ­ბე­დან 15 კი­ლო­მეტრში და­ფიქ­სირ­და. ბიძ­გე­ბის სიმ­ძლავ­რემ 5,1 მაგ­ნი­ტუ­და შე­ად­გი­ნა. ეს ბოლო 5 თვის მან­ძილ­ზე დაფ­ქ­სი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაგ­ნი­ტუ­დაა.

ბოლო 5 თვე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს უკვე მე­ექ­ვსე მი­წისძვრაა. ეპი­ცენ­ტრე­ბი ძი­რი­თა­დად სამ­ხრეთ და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სირ­და. წინა შემ­თხვე­ვებ­ში, მი­წისძვრე­ბის სიმ­ძლავ­რე შე­და­რე­ბით და­ბა­ლი, 3,1 და 3.8 მაგ­ნი­ტუ­და იყო.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, არც ერთ ამ შემ­თხვე­ვა­ში მი­წისძვრას მსხვერ­პლი და სე­რი­ო­ზუ­ლი ნგრე­ვა არ მოჰ­ყო­ლია, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი გვა­რი­ა­ნად და­აფრ­თხო.

არის თუ არა სა­ში­ში გახ­ში­რე­ბუ­ლი მი­წისძვრე­ბი, სე­ის­მუ­რად რამ­დე­ნად აქ­ტი­ურ ზო­ნა­შია სა­ქარ­თვე­ლო - ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ზურა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა.

- სა­ერ­თო სტა­ტის­ტი­კა რომ ნა­ხოთ, მი­წისძვრე­ბი გახ­ში­რე­ბუ­ლი არ არის, ასე ხდე­ბა ხოლ­მე და არც საფრ­თხის შემ­ცვე­ლია. ბო­ლოს მომ­ხდა­რი მი­წისძვრე­ბი­დან არ­ცერ­თი არ ყო­ფი­ლა ძლი­ე­რი. ბიძ­გე­ბი მუდ­მი­ვად ფიქ­სირ­დე­ბა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, სუს­ტი მი­წისძვრა უფრო ხში­რად ხდე­ბა, ძლი­ე­რი კი იშ­ვი­ა­თად.

- სა­ქარ­თვე­ლო სე­ის­მუ­რად რო­გორ ზო­ნა­შია?

- ჩვე­ნი ზონა ით­ვლე­ბა სა­შუ­ა­ლო სე­ის­მუ­რო­ბის ზო­ნად, ანუ ისე­თი ძლი­ე­რი და დიდი მი­წისძვრე­ბი, რო­გო­რიც ია­პო­ნი­ა­ში ან ინ­დო­ნე­ზი­ა­ში ხდე­ბა, ჩვენ­თან მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის, მაგ­რამ საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი მი­წისძვრე­ბი ხდე­ბა, თუმ­ცა ეს მო­სახ­ლე­ო­ბას საფრ­თხეს არ უქ­მნის. მი­წისძვრა ამინ­დზე და სე­ზონ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ არის. ზო­გა­დად მი­წისძვრე­ბი, ვულ­კა­ნე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია დე­და­მი­წის წი­აღ­ში არ­სე­ბულ სით­ბოს­თან, მოძ­რა­ო­ბას­თან, რაც შე­ე­ხე­ბა ამინდსა და კლი­მატს, ეს მზის ენერ­გი­ით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, ატ­მოს­ფე­რო­ში და ჰიდ­როს­ფე­რო­ში მზის ენერ­გი­ის გამო ხდე­ბა ამინ­დის ცვლი­ლე­ბა, ხოლო ესე­ნი ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი არ არის.

- ძი­რი­თა­დად, რა მი­ზე­ზით ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­წისძვრა?

- ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ლი­თოს­ფე­რუ­ლი ფი­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბას­თან. კონ­კრე­ტუ­ლად კი იმას­თან, რომ არა­ბე­თის ფილა არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ჩრდი­ლო­ე­თით მოძ­რა­ობს და ეჯა­ხე­ბა ევ­რა­ზი­ის ფი­ლას, ჩვენ კი ზუს­ტად ამ შე­ჯა­ხე­ბის ზოლ­ში ვიმ­ყო­ფე­ბით. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გია დე­და­მი­წის ქერ­ქის მოძ­რა­ო­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა და სწო­რედ ამ მოძ­რა­ო­ბის გამო ხდე­ბა დე­და­მი­წის ქერ­ქის დე­ფორ­მა­ცია. მარ­ტი­ვად რომ წარ­მო­იდ­გი­ნოთ, ხის ტოტი რომ მო­ხა­როთ, ბოლო-ბოლო გა­და­ტყდე­ბა, დე­და­მი­წის ქერ­ქიც ასეა, დე­ფორ­მა­ცი­ას გა­ნიც­დის, გარ­კვე­ულ დო­ნემ­დე უძ­ლებს, შემ­დეგ გა­ტყდე­ბა და ეს არის მი­წისძვრა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი მხა­რეა სე­ის­მუ­რად აქ­ტი­უ­რი?

- სე­ის­მუ­რად აქ­ტი­უ­რია ჯა­ვა­ხე­თის ზე­გა­ნი, ხში­რად ხდე­ბა მანდ მი­წისძვრე­ბი და კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რია, კავ­კა­სი­ო­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით რაჭა-იმე­რე­თის სა­ზღვა­რი. 1991 წელს მანდ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მი­წისძვრა მოხ­და და იმის მერე ეს უბა­ნი აქ­ტი­უ­რია.

- რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ეს ად­გი­ლე­ბი?

- ბუ­ნებ­რი­ვია ამ ყვე­ლა­ფერს მი­ზე­ზი აქვს, მი­წისძვრე­ბი შემ­თხვე­ვით არ ხდე­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმ გე­ო­ლო­გი­ურ პრო­ცე­სებ­ზე, რომ­ლე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობს კავ­კა­სი­ა­ში. სა­ერ­თოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი სე­ის­მუ­რი რე­გი­ო­ნი არ არის, ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მი­წისძვრა, მაგ­რამ უფრო მე­ტად აქ­ტი­უ­რია კავ­კა­სი­ო­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლი და ჯა­ვა­ხე­თის ზე­გა­ნი.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რატომ გახშირდა მიწისძვრები საქართველოში და რომელი რეგიონია სეისმურად ყველაზე აქტიური

რატომ გახშირდა მიწისძვრები საქართველოში და რომელი რეგიონია სეისმურად ყველაზე აქტიური

გუშინ საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით 22კმ-ში მდებარე სოფელ ქვემო ბოდბედან 15 კილომეტრში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,1 მაგნიტუდა შეადგინა. ეს ბოლო 5 თვის მანძილზე დაფქსირებული ყველაზე მაღალი მაგნიტუდაა.

ბოლო 5 თვეში საქართველოში ეს უკვე მეექვსე მიწისძვრაა. ეპიცენტრები ძირითადად სამხრეთ და აღმოსავლეთ საქართველოში დაფიქსირდა. წინა შემთხვევებში, მიწისძვრების სიმძლავრე შედარებით დაბალი, 3,1 და 3.8 მაგნიტუდა იყო.

საბედნიეროდ, არც ერთ ამ შემთხვევაში მიწისძვრას მსხვერპლი და სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია, თუმცა მოსახლეობის ნაწილი გვარიანად დააფრთხო.

არის თუ არა საშიში გახშირებული მიწისძვრები, სეისმურად რამდენად აქტიურ ზონაშია საქართველო - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ზურა ჯავახიშვილი ესაუბრება.

- საერთო სტატისტიკა რომ ნახოთ, მიწისძვრები გახშირებული არ არის, ასე ხდება ხოლმე და არც საფრთხის შემცველია. ბოლოს მომხდარი მიწისძვრებიდან არცერთი არ ყოფილა ძლიერი. ბიძგები მუდმივად ფიქსირდება, საბედნიეროდ, სუსტი მიწისძვრა უფრო ხშირად ხდება, ძლიერი კი იშვიათად.

- საქართველო სეისმურად როგორ ზონაშია?

- ჩვენი ზონა ითვლება საშუალო სეისმურობის ზონად, ანუ ისეთი ძლიერი და დიდი მიწისძვრები, როგორიც იაპონიაში ან ინდონეზიაში ხდება, ჩვენთან მოსალოდნელი არ არის, მაგრამ საკმაოდ ძლიერი მიწისძვრები ხდება, თუმცა ეს მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის. მიწისძვრა ამინდზე და სეზონზე დამოკიდებული არ არის. ზოგადად მიწისძვრები, ვულკანები დაკავშირებულია დედამიწის წიაღში არსებულ სითბოსთან, მოძრაობასთან, რაც შეეხება ამინდსა და კლიმატს, ეს მზის ენერგიით განისაზღვრება, ატმოსფეროში და ჰიდროსფეროში მზის ენერგიის გამო ხდება ამინდის ცვლილება, ხოლო ესენი ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენები არ არის.

- ძირითადად, რა მიზეზით ხდება საქართველოში მიწისძვრა?

- ეს დაკავშირებულია ლითოსფერული ფილების მოძრაობასთან. კონკრეტულად კი იმასთან, რომ არაბეთის ფილა არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მოძრაობს და ეჯახება ევრაზიის ფილას, ჩვენ კი ზუსტად ამ შეჯახების ზოლში ვიმყოფებით. თანამედროვე ტექნოლოგია დედამიწის ქერქის მოძრაობაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა და სწორედ ამ მოძრაობის გამო ხდება დედამიწის ქერქის დეფორმაცია. მარტივად რომ წარმოიდგინოთ, ხის ტოტი რომ მოხაროთ, ბოლო-ბოლო გადატყდება, დედამიწის ქერქიც ასეა, დეფორმაციას განიცდის, გარკვეულ დონემდე უძლებს, შემდეგ გატყდება და ეს არის მიწისძვრა.

- საქართველოში კონკრეტულად რომელი მხარეა სეისმურად აქტიური?

- სეისმურად აქტიურია ჯავახეთის ზეგანი, ხშირად ხდება მანდ მიწისძვრები და კიდევ უფრო აქტიურია, კავკასიონის ცენტრალური ნაწილი, განსაკუთრებით რაჭა-იმერეთის საზღვარი. 1991 წელს მანდ ძალიან ძლიერი მიწისძვრა მოხდა და იმის მერე ეს უბანი აქტიურია.

- რატომ მაინცდამაინც ეს ადგილები?

- ბუნებრივია ამ ყველაფერს მიზეზი აქვს, მიწისძვრები შემთხვევით არ ხდება და დამოკიდებულია იმ გეოლოგიურ პროცესებზე, რომლებიც მიმდინარეობს კავკასიაში. საერთოდ საქართველოში, რომელიმე კონკრეტული სეისმური რეგიონი არ არის, ყველგან შეიძლება მოხდეს მიწისძვრა, მაგრამ უფრო მეტად აქტიურია კავკასიონის ცენტრალური ნაწილი და ჯავახეთის ზეგანი.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი