პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საშიში ლიფტების ფოტოები თბილისის სადარბაზოებიდან - ვის იმედად არიან თბილისელები?
საშიში ლიფტების ფოტოები თბილისის სადარბაზოებიდან - ვის იმედად არიან თბილისელები?

ლიფ­ტე­ბი თბი­ლი­სის მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მაა - ქა­ლა­ქის ძვე­ლი კორ­პუ­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ლიფ­ტე­ბი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი, წყო­ბი­დან გა­მო­სუ­ლი და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის­თვის სა­ხი­ფა­თოც კი არის.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ლიფ­ტე­ბის პრობ­ლე­მამ კი­დევ ერთხელ შე­ახ­სე­ნა თბი­ლი­სე­ლებს თავი - ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას 9 წლის გო­გო­ნა ემსხვერ­პლა. ბავ­შვი სა­დარ­ბა­ზო­ში, 7 წლის დის­შვილ­თან ერ­თად, თა­მა­შობ­და. არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი მე-7 სარ­თულ­ზე იყ­ვნენ, ამ დროს შე­ნიშ­ნეს ლიფტ­თან არ­სე­ბუ­ლი დიდი არე. დამ­ცა­ვი ბადე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო და რო­გორც ჩანს, ბავ­შვმა იქ შეყო თავი. სა­უ­ბე­დუ­როდ, ამ დროს ლიფ­ტი მოძ­რა­ობ­და, კა­ბი­ნა ზე­ვით ავი­და, მაგ­რამ გორ­გო­ლა­ჭი ბავ­შვს თავ­ში მოხ­ვდა და მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ამა­ვე უბან­ში არ­სე­ბუ­ლი ლიფ­ტე­ბი და რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა მათი ექ­სპლუ­ა­ტა­ცია. ვაჟა-ფშა­ვე­ლას გარ­და, სა­ბურ­თა­ლო­ზე კი­დევ რამ­დე­ნი­მე კორ­პუს­ში და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ ლიფ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. პე­კი­ნი­სა და ვაჟა-ფშა­ვე­ლას ქუ­ჩებ­ზე ლიფ­ტე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მწყობ­რი­დან გა­მო­სუ­ლია და იქ მა­ცხოვ­რებ­ლებს ლიფ­ტე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა სა­ხი­ფა­თო­დაც კი მი­აჩ­ნი­ათ.

პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი კორ­პუ­სის მოქ­მე­დი ლიფ­ტი

მონ­გრე­უ­ლი კარი, და­ჟან­გუ­ლი სის­ტე­მა, მოზ­რდი­ლი ღი­ო­ბი ლიფ­ტის კა­ბი­ნას და კე­დელს შო­რის, სა­დაც ბავ­შვი თა­ვი­სუფ­ლად შე­ე­ტე­ვა, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ლიფ­ტე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ნი­შა­ნიც კი არ დგას და არც სა­თა­ნა­დო­დაა გა­ნა­თე­ბუ­ლი, რომ ღა­მით საფრ­თხე არ შე­უქ­მნას მა­ცხოვ­რებ­ლებს - ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა დაგ­ვხვდა თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე სა­დარ­ბა­ზო­ში (ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი).

პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე მე-2 კვარტლის პირ­ველ სა­დარ­ბა­ზო­ში მდე­ბა­რე კორ­პუ­სის ბი­ნად­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ლიფ­ტი, რომ­ლი­თაც ისი­ნი სარ­გებ­ლო­ბენ, სა­ში­შია, რად­გან ხში­რად "იჭე­დე­ბა" და გა­მარ­თუ­ლად არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს:

მოქ­მე­დი ლიფ­ტი ვაჟა-ფშა­ვე­ლას 24 ნო­მერ­ში

"რო­დე­საც ნა­წი­ლი უფუჭ­დე­ბა, ვინც აქ ვცხოვ­რობთ, ვა­რე­მონ­ტებთ... ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ ლიფ­ტში გა­ჭე­დი­ლან და რე­ა­გი­რე­ბა დრო­უ­ლად არ მომ­ხდა­რა" - გან­მარ­ტავს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი და დას­ძენს, რომ კორ­პუ­სის მკვიდ­რებს ლიფ­ტით სარ­გებ­ლო­ბის ეში­ნი­ათ, რად­გან გა­უ­მარ­თა­ო­ბის გამო საფრ­თხის შემ­ცვე­ლად მი­აჩ­ნი­ათ.

ამა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ვაჟა-ფშა­ვე­ლას 24 და 26 ნომ­რებ­ში მდე­ბა­რე კორ­პუ­სე­ბის ლიფ­ტე­ბი. ერთი მათ­გა­ნი დრო­გა­მოშ­ვე­ბით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, მის შე­კე­თე­ბამ­დე შახ­ტა და­ლუქ­ვის გა­რე­შე, ღიად არის და­ტო­ვე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, კორ­პუ­სის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის თქმით, ყვე­ლას­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბავ­შვე­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლია:

"ძვე­ლი ლიფ­ტია და ხში­რად ფუჭ­დე­ბა, მერე თან­ხას ვკრებთ, რომ შე­ვა­კე­თოთ, იძა­ხე­ბენ ხე­ლო­სანს და აკე­თე­ბენ. ეს ლიფ­ტი არას­დროს შეც­ვლი­ლა," - გან­მარ­ტავს ვაჟა-ფშა­ვე­ლას 24 ნო­მერ­ში მცხოვ­რე­ბი.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ სა­ში­ში ლიფ­ტე­ბის ფო­ტო­ე­ბი თბი­ლი­სუ­რი სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი­დან

ვინ არის ლიფ­ტე­ბის გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი?

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლიფ­ტე­ბის გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე პა­სუხს გამ­გე­ო­ბე­ბი აგე­ბენ და მათი შე­კე­თე­ბის­თვის კონ­კრე­ტულ ბი­უ­ჯეტ­საც ხარ­ჯა­ვენ. სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ლიფ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებს თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა აგ­ვა­რებს. გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის ვლა­დი­მერ კა­პა­ნა­ძის თქმით, მცი­რე ბი­უ­ჯე­ტის ფარ­გლებ­ში გამ­გე­ო­ბა ცდი­ლობს, რომ ლიფ­ტე­ბის გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყოს. მისი გან­მარ­ტე­ბით, ლიფ­ტე­ბი კორ­პუ­სის ამ­ხა­ნა­გო­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში შე­დის, შე­სა­ბა­მი­სად, სის­ტე­მის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, კორ­პუ­სის მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა გამ­გე­ო­ბას თა­ვად უნდა მი­მარ­თონ, ხელ­მო­წე­რე­ბის 2/3 შე­აგ­რო­ვონ და შემ­კე­თე­ბე­ლი კომ­პა­ნია თა­ვად მო­ი­ძი­ონ:

ლიფ­ტის კა­ბი­ნა ვაჟა-ფშა­ვე­ლას 26-ში, ლიფ­ტი უმოქ­მე­დოა, თუმ­ცა

არაა და­ლუ­ქუ­ლი

"ამ­ხა­ნა­გო­ბამ უნდა მოგ­ვმარ­თოს და ხარ­ჯე­ბის 80%-ს სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბა ანა­ზღა­უ­რებს, 20%-ს კი მო­სახ­ლე­ო­ბა. ლიფ­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბა გამ­გე­ო­ბის პრე­რო­გა­ტი­ვა არ არის, ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი თვი­თონ მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი არი­ან, შე­სა­ბა­მი­სად, მათ მსგავ­სი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ თა­ვად უნდა მოგ­ვმარ­თონ.

2017 წელს ჩვენ უკვე 65 ლიფ­ტის შე­კე­თე­ბა და­ვა­ფი­ნან­სეთ, რისი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც, და­ახ­ლო­ე­ბით 408 779 ლა­რია. სხვა­დას­ხვა ლიფ­ტის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვა­დე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა, თუმ­ცა შე­კე­თე­ბის შემ­დეგ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში მისი შე­მოწ­მე­ბა უნდა მოხ­დეს" - გან­მარ­ტავს ის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არამ­ხო­ლოდ სა­ბურ­თა­ლო­ზე, არა­მედ თბი­ლი­სის ნე­ბის­მი­ერ უბან­ში ლიფ­ტის გა­უ­მარ­თა­ვად ფუქნცი­ო­ნი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა გამ­გე­ო­ბას თა­ვად უნდა მი­მარ­თონ. ქა­ლაქ­ში არ არ­სე­ბობს სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც ლიფ­ტე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვა­და­სა და მათ გა­მარ­თუ­ლო­ბას შე­ა­მოწ­მებს. ამას­თან, ლიფ­ტის სრუ­ლად შეც­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, კორ­პუ­სის ბი­ნად­რებს თა­ვად მო­უ­წევთ მისი გა­მოც­ვლა. ასე რომ, თბი­ლი­სე­ლე­ბო, თა­ვად­ვე მო­გი­წევთ იზ­რუ­ნოთ თქვე­ნი და თქვე­ნი შვი­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე თქვენ­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებ­ში.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ სა­ში­ში ლიფ­ტე­ბის ფო­ტო­ე­ბი თბი­ლი­სუ­რი სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საშიში ლიფტების ფოტოები თბილისის სადარბაზოებიდან - ვის იმედად არიან თბილისელები?

საშიში ლიფტების ფოტოები თბილისის სადარბაზოებიდან - ვის იმედად არიან თბილისელები?

ლიფტები თბილისის მოუგვარებელი პრობლემაა -  ქალაქის ძველი კორპუსების უმრავლესობაში ლიფტები მოძველებული, წყობიდან გამოსული და ექსპლუატაციისთვის სახიფათოც კი არის.

რამდენიმე დღის წინ ლიფტების პრობლემამ კიდევ ერთხელ შეახსენა თბილისელებს თავი - ვაჟა-ფშაველაზე დატრიალებულ ტრაგედიას 9 წლის გოგონა ემსხვერპლა. ბავშვი სადარბაზოში, 7 წლის დისშვილთან ერთად, თამაშობდა. არასრულწლოვანები მე-7 სართულზე იყვნენ, ამ დროს შენიშნეს ლიფტთან არსებული დიდი არე. დამცავი ბადე დაზიანებული იყო და როგორც ჩანს, ბავშვმა იქ შეყო თავი. საუბედუროდ, ამ დროს ლიფტი მოძრაობდა, კაბინა ზევით ავიდა, მაგრამ გორგოლაჭი ბავშვს თავში მოხვდა და მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რა მდგომარეობაშია ამავე უბანში არსებული ლიფტები და რამდენად უსაფრთხოა მათი ექსპლუატაცია. ვაჟა-ფშაველას გარდა, საბურთალოზე კიდევ რამდენიმე კორპუსში დავათვალიერეთ ლიფტების მდგომარეობა. პეკინისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე ლიფტების გარკვეული ნაწილი მწყობრიდან გამოსულია და იქ მაცხოვრებლებს ლიფტებით გადაადგილება სახიფათოდაც კი მიაჩნიათ.

პეკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მოქმედი ლიფტი

მონგრეული კარი, დაჟანგული სისტემა, მოზრდილი ღიობი ლიფტის კაბინას და კედელს შორის, სადაც ბავშვი თავისუფლად შეეტევა, დაზიანებული ლიფტები, რომლებთანაც გამაფრთხილებელი ნიშანიც კი არ დგას და არც სათანადოდაა განათებული, რომ ღამით საფრთხე არ შეუქმნას მაცხოვრებლებს - ასეთი მდგომარეობა დაგვხვდა თბილისის რამდენიმე სადარბაზოში (ნახეთ ფოტოები).

პეკინის გამზირზე მე-2 კვარტლის პირველ სადარბაზოში მდებარე კორპუსის ბინადრების განმარტებით, ლიფტი, რომლითაც ისინი სარგებლობენ, საშიშია, რადგან ხშირად "იჭედება" და გამართულად არ ფუნქციონირებს:

მოქმედი ლიფტი ვაჟა-ფშაველას 24 ნომერში

"როდესაც ნაწილი უფუჭდება, ვინც აქ ვცხოვრობთ, ვარემონტებთ... ყოფილა შემთხვევა, რომ ლიფტში გაჭედილან და რეაგირება დროულად არ მომხდარა" - განმარტავს ერთ-ერთი ადგილობრივი და დასძენს, რომ კორპუსის მკვიდრებს ლიფტით სარგებლობის ეშინიათ, რადგან გაუმართაობის გამო საფრთხის შემცველად მიაჩნიათ.

ამავე მდგომარეობაშია ვაჟა-ფშაველას 24 და 26 ნომრებში მდებარე კორპუსების ლიფტები. ერთი მათგანი დროგამოშვებით ფუნქციონირებს და მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მის შეკეთებამდე შახტა დალუქვის გარეშე, ღიად არის დატოვებული. შესაბამისად, კორპუსის მაცხოვრებლების თქმით, ყველასთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია:

"ძველი ლიფტია და ხშირად ფუჭდება, მერე თანხას ვკრებთ, რომ შევაკეთოთ, იძახებენ ხელოსანს და აკეთებენ. ეს ლიფტი არასდროს შეცვლილა," - განმარტავს ვაჟა-ფშაველას 24 ნომერში მცხოვრები.

დაათვალიერეთ საშიში ლიფტების ფოტოები თბილისური სადარბაზოებიდან

ვინ არის ლიფტების გამართულად ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი?

თბილისის მერიის ინფორმაციით, ლიფტების გამართულად ფუნქციონირებაზე პასუხს გამგეობები აგებენ და მათი შეკეთებისთვის კონკრეტულ ბიუჯეტსაც ხარჯავენ. საბურთალოს რაიონის შემთხვევაში, ლიფტებთან დაკავშირებულ საკითხებს თანადაფინანსებული პროექტების განყოფილება აგვარებს. განყოფილების უფროსის ვლადიმერ კაპანაძის თქმით, მცირე ბიუჯეტის ფარგლებში გამგეობა ცდილობს, რომ ლიფტების გამართულად ფუნქციონირება მაქსიმალურად უზრუნველყოს. მისი განმარტებით, ლიფტები კორპუსის ამხანაგობის საკუთრებაში შედის, შესაბამისად, სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, კორპუსის მაცხოვრებლებმა გამგეობას თავად უნდა მიმართონ, ხელმოწერების 2/3 შეაგროვონ და შემკეთებელი კომპანია თავად მოიძიონ:

ლიფტის კაბინა ვაჟა-ფშაველას 26-ში, ლიფტი უმოქმედოა, თუმცა

არაა დალუქული

"ამხანაგობამ უნდა მოგვმართოს და ხარჯების 80%-ს საბურთალოს რაიონის გამგეობა ანაზღაურებს, 20%-ს კი მოსახლეობა. ლიფტების შემოწმება გამგეობის პრეროგატივა არ არის, ამაზე პასუხისმგებლები თვითონ მაცხოვრებლები არიან, შესაბამისად, მათ მსგავსი პრობლემის შესახებ თავად უნდა მოგვმართონ.

2017 წელს ჩვენ უკვე 65 ლიფტის შეკეთება დავაფინანსეთ, რისი ღირებულებაც, დაახლოებით 408 779 ლარია. სხვადასხვა ლიფტის ექსპლუატაციის ვადები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა შეკეთების შემდეგ წელიწადნახევარში მისი შემოწმება უნდა მოხდეს" - განმარტავს ის.

აღსანიშნავია, რომ არამხოლოდ საბურთალოზე, არამედ თბილისის ნებისმიერ უბანში ლიფტის გაუმართავად ფუქნციონირების შემთხვევაში მაცხოვრებლებმა გამგეობას თავად უნდა მიმართონ. ქალაქში არ არსებობს სამსახური, რომელიც ლიფტების ექსპლუატაციის ვადასა და მათ გამართულობას შეამოწმებს. ამასთან, ლიფტის სრულად შეცვლის შემთხვევაში, კორპუსის ბინადრებს თავად მოუწევთ მისი გამოცვლა. ასე რომ, თბილისელებო, თავადვე მოგიწევთ იზრუნოთ თქვენი და თქვენი შვილების უსაფრთხოებაზე თქვენსავე საცხოვრებელ კორპუსებში.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

დაათვალიერეთ საშიში ლიფტების ფოტოები თბილისური სადარბაზოებიდან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი