როგორ გავარჩიოთ ჯანსაღი მაიონეზი უხარისხოსგან?

როგორ გავარჩიოთ ჯანსაღი მაიონეზი უხარისხოსგან?

ნატურალური ზეითუნის ზეთი, კვერცხის გული, ნატურალური მზესუმზირის ზეთი, ლიმონის წვენი, სუფთა წყაროს წყალი და ახალი საუკეთესო სუნელები - ეს ჩამონათვალია იმ პროდუქტებისა, რომლის ყოველდღიურად მიღებაც ნებისმიერი ადამიანისთვის სასურველია. ამავე პროდუქტებისგან შედგება მაიონეზი, რომლის მავნებლობის შესახებაც უამრავი მითი არსებობს. თუმცა თუ მისი შემადგენელი პროდუქტების მიღება ორგანიზმისთვის სასარგებლოა, მაშინ მითი მაიონეზის მავნებლობის შესახებაც სრულიად უსაფუძვლოა.

რეალურად, საკითხი შემდეგნაირად დგას: მაიონეზი მავნებელია, თუ არასწორად იწარმოება. ხოლო თუ მაიონეზი სწორად იწარმოება, მასში შემავალი ინგრედიენტების ნატურალურობა ეჭვქვეშ არ დგება, თუ ინგრედიენტების პროპორციები სწორად არის შერჩეული, თუ პროდუქტი ემულგატორების გარეშე მზადდება, მაიონეზი არა თუ საზიანო, არამედ მეტად სასარგებლოა.

კარგი მაიონეზის ამოსაცნობად რამდენიმე საშუალება არსებობს. მათ შორის უპირველესია გემო. ნამდვილი მაიონეზის გემო განსხვავდება უხარისხო ანალოგების გემოვნური თვისებებისგან.

აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება მაიონეზის სტრუქტურას. ის წყლად არ უნდა მიდიოდეს სალათებში და კერძის მომზადების დროს მაღალ ტემპერატურასაც უნდა იტანდეს.

კარგი მაიონეზის შენახვის ვადა არ უნდა იყო დიდი. ემულგატორები, რომლებიც მეტად მავნებელია, შენახვის ვადას უზრდის პროდუქტებს. შესაბამისად, ჯანსაღ პროდუქტებს შენახვის მცირე ვადა აქვს. მაგალითად, კარგი მაიონეზი 1,5 თვე ინახება 10-18 გრადუსზე. ხოლო 0-10 გრადუსზე შენახვის ვადა 3 თვე უნდა იყოს.

მაიონეზს, მის შესახებ არსებული უამრავი უარყოფითი მითის არსებობის გამო, ხშირად სახლში ამზადებენ. თუმცა მისი გემო აშკარად ჩამოუვარდება წლების განმავლობაში დახვეწილი მაიონეზების გემოს. ამიტომ, თუ სწორად შეარჩევთ მაიონეზს, მისი სახლის პირობებში დამზადება საჭირო აღარ იქნება. 20 წლის განმავლობაში ”სლობოდამ” გამოიარა გემოს დახვეწის და ინგრედიენტების ერთმანეთთან შეხამების გრძელი გზა. ასე რომ, თავისუფლად შეგიძლიათ მიირთვათ, მაიონეზი ”სლობოდა”, რომელსაც იგივე შემადგენლობა აქვს, რაც სახლში დამზადებულ მაიონეზს და ამავდროულად, უფრო დახვწელი გემოთი გამოირჩევა.

გარდა იმისა, რომ მაიონეზი ”სლობოდა” სრულიად ჯანსაღი და სასარგებლოა, ის 3 განსხვავებული გემოთიც გამოირჩევა.

ესენია: „ოლივკოვი“ ზეითუნის ზეთზე დამზადებული მაიონეზი - (67%), „პროვანსალი“ მზესუმზირის ზეთზე დამზადებული მაიონეზი - (67%), რომელიც უფრო ფრანგული კლასიკური მაიონეზის გემოზეა. „სამარხვო სლობოდა” - (56%), რომელიც არ შეიცავს კვერცხის გულს. ის დაბალკალორიული პროდუქტია და აქტიურად გამოიყენება დიეტური კვების დროს.

”სლობოდა” მომხმარებელს შეფუთვის მრავალფეროვან ასორტიმენტსაც სთავაზობს: 100 მლ, 200 მლ, 400 მლ, 800 მლ დოზატორებით, 800 მლ პლასტმასის ვედრო, 900 მლ შუშის ქილა, 480 მლ შუშის ქილა.

აირჩიე შენით. სასურველი გემო, სასურველი შეფუთვა და სასურველი ზომა - “სლობოდა” არჩევანის საშუალებას იძლევა. სლოგანი “ცოცხალი საკვები” კი, სრულად ამართლებს ბრენდის პრინციპებს და მიდგომას მომხმარებელთან მიმართებაში.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი