პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიასთან და მთავრობის წევრებთან ერთად ათენში უვიზოდ გაემგზავრა
პრემიერი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიასთან და მთავრობის წევრებთან ერთად ათენში უვიზოდ გაემგზავრა

უვი­ზო რე­ჟი­მის ამოქ­მე­დე­ბის ის­ტო­რი­ულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი სტუ­დენ­ტებ­თან, მეც­ნი­ე­რებ­თან, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან ერ­თად, თბი­ლი­სის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში - ათენ­ში, შემ­დეგ კი, ევ­რო­პის პო­ლი­ტი­კურ ცენ­ტრში - ბრი­უ­სელ­ში უვი­ზოდ გა­ემ­გზავ­რა.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 28 მარტს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ათე­ნის კა­პო­დის­ტრი­ას სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კონ­ფე­რენ­ცი­ას -"სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პი­დან ევ­რო­პამ­დე" გახ­სნის, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი და ბერ­ძე­ნი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი და მეც­ნი­ე­რე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან.

ამას­თან, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი შეხ­ვედ­რას გა­მარ­თავს სა­ბერ­ძნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ალექ­სის ციპ­რას­თან. შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბი ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბებს გა­ა­კე­თე­ბენ. ახალ­გაზ­რდებ­თან და მეც­ნი­ე­რებ­თან ერ­თად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ათე­ნის აკ­რო­პო­ლის­საც და­ათ­ვა­ლი­ე­რებს. დღეს­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცია ბრი­უ­სელ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი ორ­მხრივ შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თავს ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტუსკთან და ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტთან, ჟან-კლოდ იუნ­კერ­თან.

მხა­რე­ე­ბი ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბებს გა­ა­კე­თე­ბენ. ევ­რო­კავ­ში­რის ინ­სტი­ტუ­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ტივ­სა­ცე­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით, ბრი­უ­სელ­ში სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან: ვიცე-პრე­მი­ე­რი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვა, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე, ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ვიქ­ტორ დო­ლი­ძე, პარ­ლა­მენ­ტის ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე თა­მარ ხუ­ლორ­და­ვა, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე სო­ფიო ქა­ცა­რა­ვა, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი გია შარ­ვა­ში­ძე, ნე­ოგ­რე­ცის­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი ირი­ნა დარ­ჩია, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, არ­ქე­ო­ლო­გი და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი ლე­ვან გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი, მწე­რა­ლი ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძე, გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის სტი­პენ­დი­ან­ტე­ბი, "სტარ­ტაპ სა­ქარ­თვე­ლოს" მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი, თსუ-ს ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ი­სა და ნე­ოგ­რე­ცის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის- "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" ფარ­გლებ­ში და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე სტუ­დენ­ტე­ბი, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი.

პრემიერი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიასთან და მთავრობის წევრებთან ერთად ათენში უვიზოდ გაემგზავრა

პრემიერი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიასთან და მთავრობის წევრებთან ერთად ათენში უვიზოდ გაემგზავრა

უვიზო რეჟიმის ამოქმედების ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქში - ათენში, შემდეგ კი, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში უვიზოდ გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 28 მარტს პრემიერ-მინისტრი ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში კონფერენციას -"საქართველო ევროპიდან ევროპამდე" გახსნის, რომელსაც ქართველი და ბერძენი პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მეცნიერები დაესწრებიან.

ამასთან, გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ახალგაზრდებთან და მეცნიერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ათენის აკროპოლისსაც დაათვალიერებს. დღესვე, საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც საქართველოს მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან.

მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენელთა პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის სახელით, ბრიუსელში საზეიმო მიღება გაიმართება.

იხილეთ ვიდეო

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე, ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის კლასიკური ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირინა დარჩია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, არქეოლოგი დავით ლორთქიფანიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, მწერალი ზურაბ ქარუმიძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტები, "სტარტაპ საქართველოს" მიერ დაფინანსებული ბენეფიციარები, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულების წარმატებული სტუდენტები, სახელმწიფო პროგრამის- "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსებული ახალგაზრდები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული წარმატებული სტუდენტები, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."