პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქმარს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, მაგრამ საჭირო იყო ქმრის მშობლების თანხმობა" - როგორ მოხვდა ნატო ვაჩნაძე გადასაღებ მოედანზე
"ქმარს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, მაგრამ საჭირო იყო ქმრის მშობლების თანხმობა" - როგორ მოხვდა ნატო ვაჩნაძე გადასაღებ მოედანზე

ნატო ვაჩ­ნა­ძის სას­ცე­ნო მოღ­ვა­წე­ო­ბის 25 წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, კი­ნოს­ტუ­დი­ამ სა­ღა­მოს მო­წყო­ბა და­გეგ­მა. იმ დროს სტუ­დი­ის დი­რექ­ტო­რი მი­ხე­ილ კვე­სე­ლა­ვა იყო. შე­იკ­რი­ბა კი­ნოს­ტუ­დი­ის აქ­ტი­ვი და სა­ღა­მოს მომ­წყო­ბი კო­მი­სია აირ­ჩი­ეს. სიკო დო­ლი­ძეს უნდა და­ე­წე­რა მოხ­სე­ნე­ბა ნა­ტოს შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ, თა­მარ ცი­ციშ­ვილს გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბა და მთე­ლი სა­რეკ­ლა­მო მა­სა­ლის შეგ­რო­ვე­ბა და­ე­ვა­ლა. რე­ჟი­სო­რებ­მა: დო­ლენ­კომ და მარ­თაშ­ვილ­მა ნა­ტოს ფილ­მე­ბი­დან მონ­ტა­ჟით კი­ნო­სუ­რა­თის მომ­ზა­დე­ბა ითა­ვეს, სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძეს კი სა­ღა­მოს პროგ­რა­მის მო­ფიქ­რე­ბა და გა­ფორ­მე­ბა მი­ან­დვეს. დად­გა 11 აპ­რი­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მოს დღე. ყვე­ლა იმა­ზე ფიქ­რობს, რო­გორ მოხ­ვდეს თე­ატ­რში. შე­სას­ვლელ­თან ზღვა ხალ­ხი დგას, ბი­ლე­თე­ბი კი არ არის. ნატო ვაჩ­ნა­ძეს სახ­ლი­დან გას­ვლის წინ, მო­ხუ­ცი გა­დია - დუ­ნია ლო­ცავს: ღმერ­თი გფა­რავ­დეს, შვი­ლო. აი, ჩა­ივ­ლის იუ­ბი­ლე და ფან­ჯრე­ბის­თვის ფარ­დებს უსა­თუ­ოდ შე­ი­ძენ, თო­რემ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, მათი შე­ძე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხეო...

გთა­ვა­ზობთ ნა­წყვე­ტებს ნატო ვაჩ­ნა­ძის მო­გო­ნე­ბე­ბი­დან (სტი­ლი და­ცუ­ლია):

პირ­ვე­ლი რო­ლე­ბი

"1923 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე დე­და­ჩემ­თან ვი­ყა­ვი სტუმ­რად, გურ­ჯა­ან­ში. ერთხელ ჩვენს აი­ვან­ზე ვის­ხე­დით, თბი­ლი­სი­დან სტუმ­რებს ვე­ლო­დით. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ეზო­ში უც­ნო­ბი კაცი გა­მოჩ­ნდა. ის შაქ­რო ბე­რიშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. მი­თხრა, საქ­მის გამო გე­ა­ხე­ლი­თო. ეს პი­რა­დად მე მე­ხე­ბო­და. გა­მო­ირ­კვა, რომ თბი­ლი­სის კი­ნოს­ტუ­დია დგამ­და სუ­რათს "არ­სე­ნა ყა­ჩა­ღი" და შაქ­რო ბე­რიშ­ვი­ლი ჩემ­თან იმი­სათ­ვის გა­მო­ეგ­ზავ­ნათ, რომ ეთხო­ვა, ამ სუ­რათ­ში ნე­ნოს როლი მე­თა­მა­შა. მათ შემ­თხვე­ვით უნა­ხავთ შიხ­მა­ნის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ჩემი ფო­ტო­სუ­რა­თი, რო­მე­ლიც ქუ­ჩის ვიტ­რი­ნა­ში ყო­ფი­ლა მო­თავ­სე­ბუ­ლი. წი­ნა­და­დე­ბა სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. მე და ჩემ­მა ნა­თე­სა­ვებ­მა არ ვი­ცო­დით, რო­გორ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით. ბე­რიშ­ვი­ლი ცდი­ლობ­და, ჩემი აქ­ტი­ო­რუ­ლი უნა­რი გა­მო­ერ­კვია: სა­უბ­რობ­და ჩემ­თან, მამ­ღე­რა, მა­ცეკ­ვა და "რე­აქ­ცი­ის" გა­მო­სამ­ჟღავ­ნებ­ლად უც­ბად ხელი ისე ძლი­ე­რად დაჰ­კრა მა­გი­დას, რომ ჭურ­ჭელ­მა ზრი­ა­ლი და­ი­წყო. დე­და­სა და ქმარს არა­ფე­რი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არ ჰქონ­დათ, კი­ნო­ში გა­და­ღე­ბა რომ მე­ცა­და, მაგ­რამ სა­ჭი­რო იყო აგ­რეთ­ვე, ქმრის მშობ­ლე­ბის თან­ხმო­ბაც. მათ კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­დათ. ხან­გრძლი­ვი და დიდი ბრძო­ლის გა­წე­ვა მო­მიხ­და. დე­დამ­თი­ლი და­ვი­თან­ხმე და გა­დავ­წყვი­ტე სა­სინჯ გა­და­ღე­ბა­ზე წას­ვლა. გზის ხარ­ჯე­ბის­თვის სტუ­დი­ი­დან ავან­სად ასი მა­ნე­თი მი­ვი­ღე. 1923 წელს კი­ნოს­ტუ­დი­ას ეკა­ვა პა­ტა­რა, ჭე­რამ­დე შუ­შა­ბან­დი­ა­ნი ფო­ტო­ა­ტე­ლიე და მას­ზე მიდ­გმუ­ლი პა­წია ოთა­ხე­ბი ფოტო და კი­ნო­ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი­სათ­ვის. შე­სას­ვლელ­ში საგ­რი­მი­ო­რო იყო. ნამ­დვი­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი გრი­მი გა­მი­კე­თეს და ფო­ტო­ა­პა­რა­ტის წინ და­მა­ყე­ნეს. რე­ჟი­სორ­მა ვლა­დი­მერ გრი­გო­ლის ძე ბარ­სკიმ წი­ნა­და­დე­ბა მომ­ცა, ტან­ჯვა გა­მო­მე­ხა­ტა, უბ­რა­ლოდ, ყო­ველ­გვა­რი სი­უ­ჟე­ტის გა­რე­შე. - ას­წი­ეთ წარ­ბე­ბი, - მი­თხრა მან. შემ­დეგ რე­პე­ტი­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა და­ი­წყო. თმა გა­მი­შა­ლეს. - წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ტყე­ში ხართ, მო­დის მგე­ლი... უუუ, ხომ სა­ში­ნე­ლია? - მი­თხრა ბარ­სკიმ და მგლის გა­მო­ხატ­ვა და­ი­წყო, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად უკან და­ვი­ხიე. - შეს­დე­ქით, ასე კარ­გია! მა­შინ­ვე სუ­რა­თი გა­და­მი­ღეს. ყვე­ლა ეტი­უდ­ში ინ­სტინ­ქტით ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი, კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბი­სა რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა­ფე­რი გა­მე­გე­ბო­და. კი­ნოს­ტუ­დი­ი­დან სამ­მარ­თვე­ლო­ში წა­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც სტუ­დი­ის დი­რექ­ტო­რი გა­ვი­ცა­ნი. იქ უკვე და­ე­რე­კათ, რომ სუ­რა­თე­ბი კარ­გი გა­მო­სუ­ლი­ყო და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ორ სუ­რათ­ზე ერ­თად გა­ვა­ფორ­მეთ. უნდა მე­თა­მა­შა "არ­სე­ნა ყა­ჩაღ­ში" ნენო და "მა­მის მკვლელ­ში" ნუ­ნუს როლი მომ­ცეს. გა­ვი­გე, რომ ყო­ველ­თვი­ურ ხელ­ფა­სად ასი მა­ნე­თი მექ­ნე­ბო­და. ეს კარ­გი ფული იყო..." წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ქმარს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, მაგრამ საჭირო იყო ქმრის მშობლების თანხმობა" - როგორ მოხვდა ნატო ვაჩნაძე გადასაღებ მოედანზე

"ქმარს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, მაგრამ საჭირო იყო ქმრის მშობლების თანხმობა" - როგორ მოხვდა ნატო ვაჩნაძე გადასაღებ მოედანზე

ნატო ვაჩნაძის სასცენო მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავად, კინოსტუდიამ საღამოს მოწყობა დაგეგმა. იმ დროს სტუდიის დირექტორი მიხეილ კვესელავა იყო. შეიკრიბა კინოსტუდიის აქტივი და საღამოს მომწყობი კომისია აირჩიეს. სიკო დოლიძეს უნდა დაეწერა მოხსენება ნატოს შემოქმედების შესახებ, თამარ ციციშვილს გამოფენის მოწყობა და მთელი სარეკლამო მასალის შეგროვება დაევალა. რეჟისორებმა: დოლენკომ და მართაშვილმა ნატოს ფილმებიდან მონტაჟით კინოსურათის მომზადება ითავეს, სერგო ზაქარიაძეს კი საღამოს პროგრამის მოფიქრება და გაფორმება მიანდვეს. დადგა 11 აპრილი, შემოქმედებითი საღამოს დღე. ყველა იმაზე ფიქრობს, როგორ მოხვდეს თეატრში. შესასვლელთან ზღვა ხალხი დგას, ბილეთები კი არ არის. ნატო ვაჩნაძეს სახლიდან გასვლის წინ, მოხუცი გადია - დუნია ლოცავს: ღმერთი გფარავდეს, შვილო. აი, ჩაივლის იუბილე და ფანჯრებისთვის ფარდებს უსათუოდ შეიძენ, თორემ მთელი ცხოვრების მანძილზე, მათი შეძენა ვერ მოახერხეო...

გთავაზობთ ნაწყვეტებს ნატო ვაჩნაძის მოგონებებიდან (სტილი დაცულია):

პირველი როლები

"1923 წლის შემოდგომაზე დედაჩემთან ვიყავი სტუმრად, გურჯაანში. ერთხელ ჩვენს აივანზე ვისხედით, თბილისიდან სტუმრებს ველოდით. მოულოდნელად, ეზოში უცნობი კაცი გამოჩნდა. ის შაქრო ბერიშვილი აღმოჩნდა. მითხრა, საქმის გამო გეახელითო. ეს პირადად მე მეხებოდა. გამოირკვა, რომ თბილისის კინოსტუდია დგამდა სურათს "არსენა ყაჩაღი" და შაქრო ბერიშვილი ჩემთან იმისათვის გამოეგზავნათ, რომ ეთხოვა, ამ სურათში ნენოს როლი მეთამაშა. მათ შემთხვევით უნახავთ შიხმანის მიერ გადაღებული ჩემი ფოტოსურათი, რომელიც ქუჩის ვიტრინაში ყოფილა მოთავსებული. წინადადება სრულიად მოულოდნელი იყო. მე და ჩემმა ნათესავებმა არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით. ბერიშვილი ცდილობდა, ჩემი აქტიორული უნარი გამოერკვია: საუბრობდა ჩემთან, მამღერა, მაცეკვა და "რეაქციის" გამოსამჟღავნებლად უცბად ხელი ისე ძლიერად დაჰკრა მაგიდას, რომ ჭურჭელმა ზრიალი დაიწყო. დედასა და ქმარს არაფერი საწინააღმდეგო არ ჰქონდათ, კინოში გადაღება რომ მეცადა, მაგრამ საჭირო იყო აგრეთვე, ქმრის მშობლების თანხმობაც. მათ კონსერვატიული შეხედულებები ჰქონდათ. ხანგრძლივი და დიდი ბრძოლის გაწევა მომიხდა. დედამთილი დავითანხმე და გადავწყვიტე სასინჯ გადაღებაზე წასვლა. გზის ხარჯებისთვის სტუდიიდან ავანსად ასი მანეთი მივიღე. 1923 წელს კინოსტუდიას ეკავა პატარა, ჭერამდე შუშაბანდიანი ფოტოატელიე და მასზე მიდგმული პაწია ოთახები ფოტო და კინოლაბორატორიებისათვის. შესასვლელში საგრიმიორო იყო. ნამდვილი თეატრალური გრიმი გამიკეთეს და ფოტოაპარატის წინ დამაყენეს. რეჟისორმა ვლადიმერ გრიგოლის ძე ბარსკიმ წინადადება მომცა, ტანჯვა გამომეხატა, უბრალოდ, ყოველგვარი სიუჟეტის გარეშე. - ასწიეთ წარბები, - მითხრა მან. შემდეგ რეპეტიციის ჩატარება დაიწყო. თმა გამიშალეს. - წარმოიდგინეთ, რომ ტყეში ხართ, მოდის მგელი... უუუ, ხომ საშინელია? - მითხრა ბარსკიმ და მგლის გამოხატვა დაიწყო, ძალაუნებურად უკან დავიხიე. - შესდექით, ასე კარგია! მაშინვე სურათი გადამიღეს. ყველა ეტიუდში ინსტინქტით ვხელმძღვანელობდი, კინოხელოვნებისა რასაკვირველია, არაფერი გამეგებოდა. კინოსტუდიიდან სამმართველოში წამიყვანეს, სადაც სტუდიის დირექტორი გავიცანი. იქ უკვე დაერეკათ, რომ სურათები კარგი გამოსულიყო და ხელშეკრულება ორ სურათზე ერთად გავაფორმეთ. უნდა მეთამაშა "არსენა ყაჩაღში" ნენო და "მამის მკვლელში" ნუნუს როლი მომცეს. გავიგე, რომ ყოველთვიურ ხელფასად ასი მანეთი მექნებოდა. ეს კარგი ფული იყო..."  წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი