მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მართლა აჩუქა თუ არა ეკა ჩხეიძეს მანქანა თაყვანისმცემელმა - "მე და ჩემი მეუღლე დიდ დროს არ ვატარებთ ერთად..."
მართლა აჩუქა თუ არა ეკა ჩხეიძეს მანქანა თაყვანისმცემელმა - "მე და ჩემი მეუღლე დიდ დროს არ ვატარებთ ერთად..."

მსა­ხი­ო­ბი ეკა ჩხე­ი­ძე კატა ჯი­ქი­ას რო­ლით ეკ­რანს მალე და­უბ­რუნ­დე­ბა. ის, მკაც­რი და შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი კა­ტას­გან გან­სხვა­ვე­ბით, ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლი და ლა­ღია. ეკა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლია თა­ვის პრო­ფე­სი­ა­შიც და ასე­ვე, რო­გორც მე­უღ­ლე და დედა. სტა­ბი­ლუ­რი და ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხის სა­ი­დუმ­ლოდ კი ის მი­აჩ­ნია, რომ ის და მისი მე­უღ­ლე დიდ დროს არ ატა­რე­ბენ ერ­თად და ევ­რო­პუ­ლად ცხოვ­რო­ბენ.

- რთუ­ლია ერ­თდრო­უ­ლად იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალი, დედა, მე­უღ­ლე და გქონ­დეს სტა­ბი­ლუ­რი ოჯა­ხი?

- მე და ჩემი მე­უღ­ლე დიდ დროს არ ვა­ტა­რებთ ერ­თად - ამი­ტომ, მო­ნატ­რე­ბის ამ­ბა­ვია ხოლ­მე. ორი, სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ვართ. თა­ვი­დან­ვე დიდ დროს ვა­ტა­რებ­დით უერ­თმა­ნე­თოდ. ძა­ლით არა­ვის არ უნდა იჭერ­დე. არც საქ­მე­ში შეგ­ვიშ­ლია ხელი ერ­თმა­ნე­თი­სათ­ვის არას­დროს და არც ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სცე­ნე­ბი მოგ­ვი­წყვია. ევ­რო­პუ­ლად ვცხოვ­რობთ. და­სას­ვე­ნებ­ლა­დაც არ დავ­დი­ვართ ერ­თად. რა ვიცი, ერ­თა­ნე­თის­გან დას­ვე­ნე­ბაც კარ­გია. სა­მოგ­ზა­უ­როდ, ვთქვათ, რა­ღაც საქ­მე­ზე წა­სუ­ლა უცხო­ეთ­ში და მეც წავ­ყო­ლილ­ვარ მთა­ში, ზღვა­ზე - არა. არ უყ­ვარს ზღვა. სწო­რი ჰო­რი­ზონ­ტი არ მიყ­ვარ­სო, ამ­ბობს. მე მიყ­ვარს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყოფ­ნა და არა ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში, ჩემს შვილ­თან და მის მე­გობ­რებ­თან უფრო მი­ხა­რია ხოლ­მე დას­ვე­ნე­ბა. უპირ­ვე­ლე­სად, უნდა იყო ბუ­ნებ­რი­ვი, თუ გიყ­ვარს, უნდა უთხრა, გა­მოთ­ქვა ეს სიყ­ვა­რუ­ლი - გა­მო­ხა­ტო არა მარ­ტო სი­ტყვი­ე­რად, არა­მედ გრძნო­ბით და საქ­მით. ის აუ­ცი­ლებ­ლად მიხ­ვდე­ბა ამას და და­ა­ფა­სებს, თუ და­ფა­სე­ბის უნა­რი აქვს. თუ არ აქვს და არც ყო­ფი­ლა სიყ­ვა­რუ­ლის ღირ­სი. გა­ი­ხე­დე, მარ­ჯვნივ, იქ­ნებ ვინ­მე არის, ვინც და­გა­ფა­სებს. სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა ორ­მხრი­ვია და სულ ცალ მხა­რეს უყ­ვარ­დეს და ჩაფ­რე­ნი­ლი იყოს ამ ურ­თი­ერ­თო­ბას, არა­ჯან­სა­ღი მგო­ნია. ბე­ბი­ას­გან სულ ის მეს­მო­და, სიყ­ვა­რულს ნუ ჩა­კე­ტავ გა­ლი­ა­ში. პი­რი­ქით, ის გა­ლია ღია უნდა გქონ­დეს და თუ გაფ­რინ­და, ფრე­ნა მო­უნ­და - იფ­რი­ნოს, თუ მობ­რუნ­და, ესე იგი, შე­ნია და თუ არა, არც იყო, ალ­ბათ, სა­ჭი­როო. ის მე­ო­რე თე­მაა, რომ მობ­რუნ­დე­ბა, მერე შენ გინ­და თუ არა. დღე­ვან­დელ დღეს ქა­ლე­ბი უფრო აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან. კაც­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ქალი ნაკ­ლე­ბა­დაა დღეს. რომ წა­ვი­დეს, რა მეშ­ვე­ლე­ბა - არ უნდა იყოს ცალ­კე ნერ­ვი­უ­ლო­ბის სა­გა­ნი. ძა­ლი­ან რთუ­ლია, იცხოვ­რო ადა­მი­ან­თან, ვინც შენი დამ­ფა­სე­ბე­ლი არ არის. დებს და ძმებს აღარ უნ­დათ ერ­თად ცხოვ­რე­ბა და მშობ­ლებს - შვი­ლებ­თან. კა­ტას­ტრო­ფა და გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია, როცა ადა­მი­ან­თან აღარ გინ­და ცხოვ­რე­ბა. როცა გინ­და - ხარ, როცა გინ­და - არა და ნაკ­ლე­ბად იშლი ნერ­ვებს. ქალი, პრინ­ციპ­ში, იმი­ტომ თხოვ­დე­ბა, რომ შვი­ლე­ბი ჰყავ­დეს. შვი­ლე­ბი რომ გყავს, მერე ქმარს, რაც უნდა, ის უქ­ნია.

- ამ­ბო­ბენ, ეკა ჩხე­ი­ძეს თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­მა მან­ქა­ნა აჩუ­ქაო. მარ­თა­ლია?

- მე მა­ჩუ­ქა მან­ქა­ნა თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­მა? რა მა­გა­რია, იქ­ნებ ამიხ­დეს. მან­ქა­ნა კი არ მა­ჩუ­ქა, სამი მარ­ტი იყო და გუ­ლე­ბი და ბუშ­ტე­ბი დამ­ხვდა მან­ქა­ნა­ზე. ფოტო გა­და­ვუ­ღე და დავ­დე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ალ­ბათ, ჩათ­ვა­ლეს, რომ მან­ქა­ნა მა­ჩუ­ქა. ჩემ­მა ქმარ­მა სამი მან­ქა­ნა მა­ჩუ­ქა. ის მე­ო­თხეა - მის მან­ქა­ნა­ზე ვზი­ვარ, ჩემ­თვის არ უყი­დია, წა­ვარ­თვი. ერთხელ, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს - მე და ჩემს შვილს, ქმარ­მა დაგ­ვახ­ვედ­რა თვითმფრი­ნა­ვი­სა და რინ­გო სტა­რის პა­რი­ზუ­ლი კონ­ცერ­ტის ბი­ლე­თე­ბი. არა­ნა­ი­რად არ ვე­ლო­დით, მაგ­რამ ეს იყო ძა­ლი­ან დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, ბოლო ფული გა­და­ი­ხა­დოს და წა­ვი­დეს საყ­ვა­რე­ლი მუ­სი­კო­სის კონ­ცერ­ტზე. მთე­ლი ზა­ფხუ­ლი შე­უძ­ლია, არ­სად წა­ვი­დეს, სა­მა­გი­ე­როდ, ბოს­ტონ­ში გა­დაფ­რინ­დე­ბა მიკ ჯა­გე­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე და "რო­ლინგ სტო­უნ­ზის" კონ­ცერ­ტზე. თვი­თონ ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლი ტი­პია და მეც ამით და­მა­ბა. მაგ­რამ, ამ პე­რი­ოდ­ში, ისე არც ვართ ერ­თად, ძა­ლი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს.

- რა არის ქა­ლის­თვის მთა­ვა­რი? რო­გორ გეს­მით ის, რა­საც ქა­ლურ ბედ­ნი­ე­რე­ბას ეძა­ხი­ან?

- ქალი რომ სა­კუ­თარ თავ­ზე კა­ცის ფუნ­ქცი­ებს იღებს, არ შე­იძ­ლე­ბა. მთა­ვა­რია, ქალ­მა იგ­რძნოს თავი და­ცუ­ლად. უნდა გყავ­დეს ადა­მი­ა­ნი, ვისი იმე­დიც გაქვს, რამე რომ დაგ­ჭირ­დეს. რად მინ­და მა­მა­კა­ცი, თვი­თო­ნაც გა­ვა­კე­თებ - არას­წო­რია. ბევ­რი რა­მეა სახ­ლში ისე­თი, რაც შე­მიძ­ლია და არ ვა­კე­თებ. მან­ქა­ნა რომ გა­მი­ფუჭ­დე­ბა, და­ვა­ყე­ნებ და კაცს ვუ­რე­კავ: მოდი და გა­ა­კე­თე-მეთ­ქი. ალ­ბათ, თვი­თონ ქა­ლე­ბი აფუ­ჭე­ბენ კა­ცებს. უნდა გრძნობ­დე სიყ­ვა­რულს; უნდა გრძნობ­დე, რომ სა­ჭი­რო ხარ - გინდ საქ­მე­ში, გინდ სახ­ლში; შვი­ლებს, საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს უნ­დი­ხარ, სჭირ­დე­ბი. საქ­მე გაქვს, რო­მელ­შიც ხარ წარ­მა­ტე­ბუ­ლი.

ხა­თუ­ნა კორ­თხონ­ჯია

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მართლა აჩუქა თუ არა ეკა ჩხეიძეს მანქანა თაყვანისმცემელმა - "მე და ჩემი მეუღლე დიდ დროს არ ვატარებთ ერთად..."

მართლა აჩუქა თუ არა ეკა ჩხეიძეს მანქანა თაყვანისმცემელმა - "მე და ჩემი მეუღლე დიდ დროს არ ვატარებთ ერთად..."

მსახიობი ეკა ჩხეიძე კატა ჯიქიას როლით ეკრანს მალე დაუბრუნდება. ის, მკაცრი და შურისმაძიებელი კატასგან განსხვავებით, ძალიან გულწრფელი და ლაღია. ეკა წარმატებული ქალია თავის პროფესიაშიც და ასევე, როგორც მეუღლე და დედა. სტაბილური და ბედნიერი ოჯახის საიდუმლოდ კი ის მიაჩნია, რომ ის და მისი მეუღლე დიდ დროს არ ატარებენ ერთად და ევროპულად ცხოვრობენ.

- რთულია ერთდროულად იყო წარმატებული ქალი, დედა, მეუღლე და გქონდეს სტაბილური ოჯახი?

- მე და ჩემი მეუღლე დიდ დროს არ ვატარებთ ერთად - ამიტომ, მონატრების ამბავია ხოლმე. ორი, სრულიად დამოუკიდებელი ადამიანი ვართ. თავიდანვე დიდ დროს ვატარებდით უერთმანეთოდ. ძალით არავის არ უნდა იჭერდე. არც საქმეში შეგვიშლია ხელი ერთმანეთისათვის არასდროს და არც ეჭვიანობის სცენები მოგვიწყვია. ევროპულად ვცხოვრობთ. დასასვენებლადაც არ დავდივართ ერთად. რა ვიცი, ერთანეთისგან დასვენებაც კარგია. სამოგზაუროდ, ვთქვათ, რაღაც საქმეზე წასულა უცხოეთში და მეც წავყოლილვარ მთაში, ზღვაზე - არა. არ უყვარს ზღვა. სწორი ჰორიზონტი არ მიყვარსო, ამბობს. მე მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა და არა ოჯახურ გარემოში, ჩემს შვილთან და მის მეგობრებთან უფრო მიხარია ხოლმე დასვენება. უპირველესად, უნდა იყო ბუნებრივი, თუ გიყვარს, უნდა უთხრა, გამოთქვა ეს სიყვარული - გამოხატო არა მარტო სიტყვიერად, არამედ გრძნობით და საქმით. ის აუცილებლად მიხვდება ამას და დააფასებს, თუ დაფასების უნარი აქვს. თუ არ აქვს და არც ყოფილა სიყვარულის ღირსი. გაიხედე, მარჯვნივ, იქნებ ვინმე არის, ვინც დაგაფასებს. სიყვარული და პატივისცემა ორმხრივია და სულ ცალ მხარეს უყვარდეს და ჩაფრენილი იყოს ამ ურთიერთობას, არაჯანსაღი მგონია. ბებიასგან სულ ის მესმოდა, სიყვარულს ნუ ჩაკეტავ გალიაში. პირიქით, ის გალია ღია უნდა გქონდეს და თუ გაფრინდა, ფრენა მოუნდა - იფრინოს, თუ მობრუნდა, ესე იგი, შენია და თუ არა, არც იყო, ალბათ, საჭიროო. ის მეორე თემაა, რომ მობრუნდება, მერე შენ გინდა თუ არა. დღევანდელ დღეს ქალები უფრო აქტიურები არიან. კაცზე დამოკიდებული ქალი ნაკლებადაა დღეს. რომ წავიდეს, რა მეშველება - არ უნდა იყოს ცალკე ნერვიულობის საგანი. ძალიან რთულია, იცხოვრო ადამიანთან, ვინც შენი დამფასებელი არ არის. დებს და ძმებს აღარ უნდათ ერთად ცხოვრება და მშობლებს - შვილებთან. კატასტროფა და გასაკვირი არაფერია, როცა ადამიანთან აღარ გინდა ცხოვრება. როცა გინდა - ხარ, როცა გინდა - არა და ნაკლებად იშლი ნერვებს. ქალი, პრინციპში, იმიტომ თხოვდება, რომ შვილები ჰყავდეს. შვილები რომ გყავს, მერე ქმარს, რაც უნდა, ის უქნია.

- ამბობენ, ეკა ჩხეიძეს თაყვანისმცემელმა მანქანა აჩუქაო. მართალია?

- მე მაჩუქა მანქანა თაყვანისმცემელმა? რა მაგარია, იქნებ ამიხდეს. მანქანა კი არ მაჩუქა, სამი მარტი იყო და გულები და ბუშტები დამხვდა მანქანაზე. ფოტო გადავუღე და დავდე სოციალურ ქსელში. ალბათ, ჩათვალეს, რომ მანქანა მაჩუქა. ჩემმა ქმარმა სამი მანქანა მაჩუქა. ის მეოთხეა - მის მანქანაზე ვზივარ, ჩემთვის არ უყიდია, წავართვი. ერთხელ, სახლში დაბრუნებულებს - მე და ჩემს შვილს, ქმარმა დაგვახვედრა თვითმფრინავისა და რინგო სტარის პარიზული კონცერტის ბილეთები. არანაირად არ ველოდით, მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი სიამოვნება. შეიძლება, ბოლო ფული გადაიხადოს და წავიდეს საყვარელი მუსიკოსის კონცერტზე. მთელი ზაფხული შეუძლია, არსად წავიდეს, სამაგიეროდ, ბოსტონში გადაფრინდება მიკ ჯაგერის დაბადების დღეზე და "როლინგ სტოუნზის" კონცერტზე. თვითონ ძალიან რომანტიკული ტიპია და მეც ამით დამაბა. მაგრამ, ამ პერიოდში, ისე არც ვართ ერთად, ძალიან თავისუფალი ურთიერთობა გვაქვს.

- რა არის ქალისთვის მთავარი? როგორ გესმით ის, რასაც ქალურ ბედნიერებას ეძახიან?

- ქალი რომ საკუთარ თავზე კაცის ფუნქციებს იღებს, არ შეიძლება. მთავარია, ქალმა იგრძნოს თავი დაცულად. უნდა გყავდეს ადამიანი, ვისი იმედიც გაქვს, რამე რომ დაგჭირდეს. რად მინდა მამაკაცი, თვითონაც გავაკეთებ - არასწორია. ბევრი რამეა სახლში ისეთი, რაც შემიძლია და არ ვაკეთებ. მანქანა რომ გამიფუჭდება, დავაყენებ და კაცს ვურეკავ: მოდი და გააკეთე-მეთქი. ალბათ, თვითონ ქალები აფუჭებენ კაცებს. უნდა გრძნობდე სიყვარულს; უნდა გრძნობდე, რომ საჭირო ხარ - გინდ საქმეში, გინდ სახლში; შვილებს, საყვარელ ადამიანს უნდიხარ, სჭირდები. საქმე გაქვს, რომელშიც ხარ წარმატებული.

ხათუნა კორთხონჯია

ჟურნალი "თბილისელები"

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან 168 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და

"სოციალურ ქსელში წერენ, გამყრელიძე ამბობს, ახლა 2-3 კვირის მერე იქნება პიკიო... არა, თავიდანვე ვთქვი, ფრთხილად უნდა ვიყოთ  მე-6, მე-7, მე-8 კვირაშითქო"

"დღემდე ვერ ხერხდება მოფიქრება, რა უნდა წარადგინოს ცნობის სახით მაგალითად, ძიძამ რომ დახმარება გაეწიოს" - კახა კალაძე