მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთთვიანი კომის შემდეგ ზურა ვადაჭკორია გონზე მოვიდა
ერთთვიანი კომის შემდეგ ზურა ვადაჭკორია გონზე მოვიდა

ერთი თვეა, რაც ილუ­ზი­ო­ნის­ტი ზურა ვა­და­ჭ­კო­რია მწვა­ვე ინ­სტულ­ტით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ცი­ენ­ტი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე გახ­ლდათ. რო­გორც AMBEBI.GE-ს ილუ­ზი­ო­ნის­ტის ქა­ლიშ­ვილ­მა, მიმი ვა­და­ჭ­კო­რი­ამ აც­ნო­ბა, ზუ­რას ცნო­ბი­ე­რე­ბა და­უბ­რუნ­და.

"უკე­თე­სო­ბაა, მა­მა­ჩე­მი გონ­ზე მო­ვი­და, თუმ­ცა აპა­რა­ტი­დან მთლი­ა­ნად არ არის მოხ­სნი­ლი, ამი­ტომ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში რჩე­ბა. რო­გორც გვე­უბ­ნე­ბი­ან, აპა­რა­ტი­დან უცებ მოხ­სნა არ შე­იძ­ლე­ბა, დაკ­ვირ­ვე­ბის რე­ჟიმ­ში უნდა იყოს, მაგ­რამ სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ თა­ვი­სით სუნ­თქვა შე­უძ­ლია..."

- თქვენ­თან კონ­ტაქ­ტში შე­მო­დის?

- რო­დე­საც რა­ღა­ცას ვე­კი­თხე­ბით, თა­ვის მოძ­რა­ო­ბით გვპა­სუ­ხობს...

- იცის, რაც სჭირს?

- არა­ფე­რი გვით­ქვამს... სა­ერ­თოდ, მგრძნო­ბი­ა­რე ადა­მი­ა­ნია, სა­ვა­რა­უ­დოდ, ყვე­ლა­ფერს ხვდე­ბა... გუ­შინ მე და ჩემი ძმა სა­წოლ­თან ვე­დე­ქით. ჩემ­მა ძმამ მკი­თხა, - ნე­ტავ, ყვე­ლა­ფე­რი ეს­მის? ალ­ბათ ეს­მის-მეთ­ქი და ამ დროს თავი დაგ­ვიქ­ნია...

- მოკ­ლედ, ხე­ლოვ­ნუ­რი კო­მი­დან პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­მოყ­ვა­ნი­ლია...

- დიახ, ღვთის წყა­ლო­ბი­თა და ექი­მე­ბის დიდი ბრძო­ლით უკე­თე­სო­ბაა და იმე­დი მაქვს, კი­დევ უკე­თე­სად იქ­ნე­ბა. სა­ერ­თოდ, ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბაა, მებ­რძო­ლი და ალ­ბათ ამ და­ა­ვა­დე­ბა­საც ბო­ლომ­დე შე­ებ­რძო­ლე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ ხან­გრძლივ დროს მო­ი­თხოვს.

- ექი­მე­ბი რას ამ­ბო­ბენ?

- მთა­ვარ­მა ექიმ­მა გვი­თხრა, რომ მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით გა­ოგ­ნე­ბუ­ლია, რად­გა­ნაც ტვი­ნის ის ნა­წი­ლი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, რომ ამის გამო ზუ­რას ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ცუდი პროგ­ნო­ზე­ბი კეთ­დე­ბო­და. მოკ­ლედ, რო­გორც გი­თხა­რით, სი­ცო­ცხლე შე­უ­ნარ­ჩუნ­და, ცნო­ბი­ე­რე­ბა და­უბ­რუნ­და, და­ნარ­ჩე­ნი კი დრო­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, წი­ნას­წარ მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით.

- რო­გორც ვიცი, ინ­სულ­ტი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა საკ­მა­ოდ დიდ თან­ხებს მო­ი­თხოვს. ამ საქ­მე­ში მხარ­ში ვინ გიდ­გათ?

- მე­რი­ამ მოგ­ვცა სა­გა­რან­ტიო ფურ­ცე­ლი, რის­თვი­საც მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ და­ვით ნარ­მა­ნი­ას. სრუ­ლი კურ­სი 20 ათას ლარი ჯდე­ბა და გა­ნა­ცხა­დი ამ თან­ხა­ზე გვქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. მე­რი­ამ 6.000 ლა­რით დაგ­ვი­ფი­ნან­სა. ვე­ლო­დე­ბი, რომ რა­ღაც სხვა გზაც გა­მო­ი­ძებ­ნე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ყვე­ლა­ფე­რი ისე იყოს, რო­გორც სა­ჭი­როა. მად­ლო­ბა ასე­ვე ახ­ლობ­ლებს, მე­გობ­რებს. მა­მა­ჩე­მის მე­გობ­რე­ბის ნა­წილს, ვინც სცე­ნა­ზე დგას (მომ­ღერ­ლე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი) უნ­დათ, რომ ტე­ლე­მა­რა­თო­ნი ჩა­ტარ­დეს. მად­ლო­ბა შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძეს, რო­გორც შე­უძ­ლია იბ­რძვის, "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ზუ­რას ან­გა­რი­შის ნო­მე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და სთხო­ვა ადა­მი­ა­ნებს, რო­გორც შეძ­ლებთ, და­ეხ­მა­რე­თო... ასე რომ, უკე­თე­სის მო­ლო­დი­ნი გვაქვს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ერთთვიანი კომის შემდეგ ზურა ვადაჭკორია გონზე მოვიდა

ერთთვიანი კომის შემდეგ ზურა ვადაჭკორია გონზე მოვიდა

ერთი თვეა, რაც ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია მწვავე ინსტულტით საავადმყოფოში იმყოფება. ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტი მძიმე მდგომარეობის გამო ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე გახლდათ. როგორც AMBEBI.GE-ს ილუზიონისტის ქალიშვილმა, მიმი ვადაჭკორიამ აცნობა, ზურას ცნობიერება დაუბრუნდა.

"უკეთესობაა, მამაჩემი გონზე მოვიდა, თუმცა აპარატიდან მთლიანად არ არის მოხსნილი, ამიტომ რეანიმაციაში რჩება. როგორც გვეუბნებიან, აპარატიდან უცებ მოხსნა არ შეიძლება, დაკვირვების რეჟიმში უნდა იყოს, მაგრამ სასიხარულოა, რომ თავისით სუნთქვა შეუძლია..."

- თქვენთან კონტაქტში შემოდის?

- როდესაც რაღაცას ვეკითხებით, თავის მოძრაობით გვპასუხობს...

- იცის, რაც სჭირს?

- არაფერი გვითქვამს... საერთოდ, მგრძნობიარე ადამიანია, სავარაუდოდ, ყველაფერს ხვდება... გუშინ მე და ჩემი ძმა საწოლთან ვედექით. ჩემმა ძმამ მკითხა, - ნეტავ, ყველაფერი ესმის? ალბათ ესმის-მეთქი და ამ დროს თავი დაგვიქნია...

- მოკლედ, ხელოვნური კომიდან პრაქტიკულად, გამოყვანილია...

- დიახ, ღვთის წყალობითა და ექიმების დიდი ბრძოლით უკეთესობაა და იმედი მაქვს, კიდევ უკეთესად იქნება. საერთოდ, ძლიერი პიროვნებაა, მებრძოლი და ალბათ ამ დაავადებასაც ბოლომდე შეებრძოლება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ ხანგრძლივ დროს მოითხოვს.

- ექიმები რას ამბობენ?

- მთავარმა ექიმმა გვითხრა, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობით გაოგნებულია, რადგანაც ტვინის ის ნაწილი ჰქონდა დაზიანებული, რომ ამის გამო ზურას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ცუდი პროგნოზები კეთდებოდა. მოკლედ, როგორც გითხარით, სიცოცხლე შეუნარჩუნდა, ცნობიერება დაუბრუნდა, დანარჩენი კი დროზეა დამოკიდებული, წინასწარ მეტს ვერაფერს გეტყვით.

- როგორც ვიცი, ინსულტიანი პაციენტის მკურნალობა საკმაოდ დიდ თანხებს მოითხოვს. ამ საქმეში მხარში ვინ გიდგათ?

- მერიამ მოგვცა საგარანტიო ფურცელი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დავით ნარმანიას. სრული კურსი 20 ათას ლარი ჯდება და განაცხადი ამ თანხაზე გვქონდა გაკეთებული. მერიამ 6.000 ლარით დაგვიფინანსა. ველოდები, რომ რაღაც სხვა გზაც გამოიძებნება. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც საჭიროა. მადლობა ასევე ახლობლებს, მეგობრებს. მამაჩემის მეგობრების ნაწილს, ვინც სცენაზე დგას (მომღერლები, მსახიობები) უნდათ, რომ ტელემარათონი ჩატარდეს. მადლობა შალვა ოგბაიძეს, როგორც შეუძლია იბრძვის, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ზურას ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნა და სთხოვა ადამიანებს, როგორც შეძლებთ, დაეხმარეთო... ასე რომ, უკეთესის მოლოდინი გვაქვს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი