პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტი ქართველმა პროფესორმა დაწერა - ვინ იყვნენ "ერთიანი ევროპის სულისჩამდგმელი" ქართველები
ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტი ქართველმა პროფესორმა დაწერა - ვინ იყვნენ "ერთიანი ევროპის სულისჩამდგმელი" ქართველები

2017 წლის 28 მარ­ტი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის შენ­გე­ნის ზო­ნა­ში უვი­ზოდ მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი ამოქ­მედ­და. ბი­ო­მეტ­რუ­ლი პას­პორ­ტე­ბის მქო­ნე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შენ­გე­ნის ზო­ნის ქვეყ­ნებ­ში უვი­ზო მი­მოს­ვლით 180 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი, 90 დღის ვა­დით სარ­გებ­ლო­ბენ.

მა­შინ, როცა ევ­რო­პას­თან ასე ახ­ლო­საა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ბევ­რმა ქარ­თველ­მა თით­ქმის არა­ფე­რი იცის იმ ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­თა­ვე­ებ­თან იდგა. მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი ერთ-ერთი იმ ქარ­თველ­თა­გა­ნი იყო, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის შექ­მნა­სა და ევ­რო­პულ ქვეყ­ნებს შო­რის სა­ზღვრე­ბის წაშ­ლას ქა­და­გებ­და - სტრას­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის, პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ჯა­რო სა­მარ­თლის კა­თედ­რის გამ­გე, ევ­რო­პის ხალ­ხთა კონ­გრე­სის პრე­ზი­დენ­ტი, სსრ კავ­ში­რი­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის კვლე­ვის ცენ­ტრის და­მა­არ­სე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც სტრას­ბურ­გში დღე­საც არ­სე­ბობს და მუს­ხე­ლის ცენ­ტრად იწო­დე­ბა.

ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ვაჟა შუ­ბი­თი­ძე იმ დიდ ქარ­თველ­ზე გვი­ამ­ბობს, რო­მელ­საც ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის.

"ქარ­თველ­მა დიპ­ლო­მა­ტებ­მა, სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ებ­მა, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბულ­მა ელ­ჩებ­მა და მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს ევ­რო­კავ­ში­რის შექ­მნის სა­თა­ვე­ებ­თან ქარ­თვე­ლე­ბიც რომ იდ­გნენ და საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს რო­ბერ შუ­მან­თან და ჟან მო­ნეს­თან ერ­თად! (რო­ბერტ შუ­მა­ნი და ჟან მონე - ევ­რო­პის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტის ორი ფრან­გი ინი­ცი­ა­ტო­რი, დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი იყ­ვნენ კონ­ტი­ნენ­ტის სა­ხელ­მწი­ფო­თა ერთ სარ­ტყელ­ში მოქ­ცე­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში. ისი­ნი ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ამ სა­ხელ­მწი­ფო­თა ეკო­ნო­მი­კუ­რი სო­ლი­და­რო­ბა და­აჩ­ქა­რებ­და მათ პო­ლი­ტი­კურ და­ახ­ლო­ე­ბას. ავტ.) მო­გეხ­სე­ნე­ბათ ეს ორი პი­როვ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლად ით­ვლე­ბა, მაგ­რამ მათ­ზე არა­ნაკ­ლე­ბი წვლი­ლი აქვთ ქარ­თველ პრო­ფე­სო­რებს - მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვილს და ალექ­სან­დრე ნი­კუ­რა­ძეს... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დიდი წვლი­ლი კი მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვილს მი­უ­ძღვის. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, ქარ­თულ-ევ­რო­პუ­ლი მოძ­რა­ო­ბა რომ ჯერ კი­დევ 64 წლის წინ, 1953 წლის 10 აგ­ვის­ტოს და­არ­სდა. მოძ­რა­ო­ბის სა­პა­ტიო თავ­ჯდო­მა­რედ აირ­ჩი­ეს პრო­ფე­სო­რი მი­ხა­კო წე­რე­თე­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს სა­ფუძ­ვე­ლი მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვილ­მა შე­უმ­ზა­და.

მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი და­ი­ბა­და თბი­ლის­ში 1903 წელს, გიმ­ნა­ზი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ევ­რო­პა­ში გა­ემ­გზავ­რა და ბრწყინ­ვა­ლე გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო. მან შემ­დეგ იმ­დე­ნად დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში, რომ პრო­ფე­სორ­მა ილია ტა­ბა­ღუ­ამ მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვილს - "ერ­თი­ა­ნი ევ­რო­პის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი" უწო­და.

მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი პა­რიზ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოკ­ვლე­ვა­თა ინ­სტი­ტუ­ტის პრო­ფე­სო­რი იყო. შემ­დეგ კა­ი­რო­ში მუ­შა­ობ­და, კა­ი­როს სა­მარ­თლის ფრან­გუ­ლი სკო­ლი­სა და კა­ი­როს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფეს­ო­რად... 1948 წელს დაბ­რუნ­და საფ­რან­გეთ­ში და 1948 წლი­დან 1964 წლამ­დე სტრას­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­ულ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის წამ­ყვა­ნი პრო­ფე­სო­რი იყო... მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი დაკ­რძა­ლუ­ლია სტრას­ბურ­გში და სამ­წუ­ხა­როდ, არ­ცერ­თმა ქარ­თველ­მა დიპ­ლო­მატ­მა ეს არ იცის და მის საფ­ლავ­ზე არც მი­სუ­ლან პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად. რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტის თავ­ჯდო­მა­რე­ე­ბი იყ­ვნენ ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე და შემ­დეგ და­ვით ბაქ­რა­ძე, პი­რა­დად მო­ვუ­ყე­ვი მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვილ­ზე, მაგ­რამ არ­ცერ­თმა მათ­გან­მა ყუ­რიც კი არ შე­ი­ბერ­ტყა... დღე­ვან­დე­ლი ხე­ლისფლე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია და იმე­დი მაქვს სა­თა­ნა­დო პა­ტივს მი­ა­გე­ბენ ამ დიდი ქარ­თვე­ლის ხსოვ­ნას...

- დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­დან არ­ცერთ მათ­განს არ უხ­სე­ნე­ბია მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი...

- ეს იმი­ტომ, რომ არ იცი­ან... რო­დე­საც რამე სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე არ იცი, ვერც ისა­უბ­რებ... ამი­ტომ იმე­დი მაქვს, რომ ეს ინ­ტერ­ვიუ ბევ­რს გა­ა­გე­ბი­ნებს, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ისე ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას... მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვილს ევ­რო­პა­ში იც­ნობ­დნენ რო­გორც - მი­შელ მუს­ხელს. მან და­ა­არ­სა სტრას­ბურ­გში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კვლე­ვის ცენ­ტრი. მან­ვე შექ­მნა კრე­ბუ­ლი, რო­მელ­შიც მსოფ­ლი­ოს გა­მო­ჩე­ნი­ლი იუ­რის­ტე­ბი და პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ორი დიდი კრე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და, სა­დაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ე­ბია. მუს­ხე­ლიშ­ვი­ლის სტა­ტი­ე­ბი ქვეყ­ნდე­ბო­და პა­რიზ­ში გა­მო­მა­ვალ ჟურ­ნალ­ში - "ბედი ქარ­თლი­სა". სტა­ტი­ე­ბი ასე­თი სა­თა­უ­რით გვხვდე­ბა - "სა­ქარ­თვე­ლო და ევ­რო­პა"...

მუს­ხე­ლიშ­ვილ­მა ფრან­გულ ჟურ­ნალ­ში და­ბეჭ­და სტა­ტია სა­თა­უ­რით "საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და ევ­რო­პა", სა­დაც ამ­ტკი­ცებ­და, რომ რუ­სე­თი ევ­რო­პა არ არის... ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კი­თხად იწ­ვევ­დნენ - ამე­რი­კა­ში, ნორ­ვე­გი­ა­ში, იტა­ლი­ა­ში, სა­დაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს თე­მებ­ზე ჰქონ­და მოხ­სე­ნე­ბე­ბი. მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, რო­მელ­მაც მოხ­სე­ნე­ბა წა­ი­კი­თხა ევ­რო­პის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის კრი­ზის­ზე ... მან წა­მო­ა­ყე­ნა ომის შემ­დგო­მი ევ­რო­პის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის და მისი ფე­დე­რა­ცი­ის იდეა. მისი აზ­რით, ეს ევ­რო­პუ­ლი ფე­დე­რა­ლიზ­მი მხო­ლოდ სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი არა, არა­მედ მშვი­დო­ბის გან­მტკი­ცე­ბის, ევ­რო­პის ერე­ბის აყ­ვა­ვე­ბის და ადა­მი­ან­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რან­ტი­აა. სპე­ცი­ა­ლუ­რი ნაშ­რო­მი შექ­მნა - "ევ­რო­პის ფე­დე­რა­ლიზ­მის სა­ფუძ­ვლე­ბი და სტრუქ­ტუ­რა" (ასე­თი ნაშ­რო­მი არ­ცერთ ევ­რო­პელ იუ­რისტს არ შე­უქ­მნია). ეს ნაშ­რო­მი დღემ­დე არ არის ქარ­თუ­ლად გად­მო­თარ­გმნი­ლი. უცხო­ე­ლებს უნდა ვაჩ­ვე­ნოთ, ჯერ კი­დევ რო­დის წერ­და ქარ­თვე­ლი ევ­რო­პის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე.

მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი იყო ევ­რო­პის კონ­გრე­სის, ერ­თი­ა­ნი ევ­რო­პის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი. ფე­დე­რა­ლუ­რი ევ­რო­პის მოძ­რა­ო­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რი. ევ­რო­პის ერ­თი­ა­ნო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის ბი­უ­როს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი. იგი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და საფ­რან­გეთ­ში ერ­თი­ა­ნი ევ­რო­პის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა არ­ჩევ­ნებ­ში. არ­სე­ბობ­და ასე­თი ჟურ­ნა­ლი "ევ­რო­პის ფორ­მი­რე­ბა", რომ­ლის რე­დაქ­ცი­ის წევ­რიც იყო.

მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი იყო ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი პი­როვ­ნე­ბა, რო­გორც ადა­მი­ა­ნის და ერე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი. იგი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს კი არა, სხვა მცი­რე ერე­ბის უფ­ლე­ბებ­საც იცავ­და.

მუს­ხე­ლიშ­ვილს ალ­პი­ნის­ტო­ბა იტა­ცებ­და. იგი 1964 წელს იტა­ლი­ა­ში და­ი­ღუ­პა, აოს­ტას ხე­ო­ბა­ში, სა­დაც 61 წლის ასაკ­ში კლდი­დან ჩა­მო­ვარ­და. ხუთი წლით ადრე, ვიდ­რე მი­ხე­ილ ხერ­გი­ა­ნი და­ი­ღუ­პე­ბო­და იტა­ლი­ა­ში... მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი სტრას­ბურ­გში დიდი პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლეს. მის დაკ­რძალ­ვა­ზე სი­ტყვა წარ­მოთ­ქვა ევ­რო­პის საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ, ყვე­ლამ დიდი პა­ტი­ვი მი­ა­გო მის ღვაწლს, ქარ­თვე­ლე­ბის­გან კი სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე უყუ­რა­დღე­ბოდ არის მისი საფ­ლა­ვი მი­ტო­ვე­ბუ­ლი"

კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი: მი­შელ მუს­ხე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის წლის­თავ­ზე ორმა სტუ­დენ­ტმა და­ლაშ­ქრა მონბ­ლა­ნი, სა­დაც ერ­თი­ა­ნი ევ­რო­პის დრო­შა ააფ­რი­ა­ლა... და ეს აქტი საყ­ვა­რე­ლი პრო­ფე­სო­რის ხსოვ­ნას მი­უ­ძღვნა...

მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვილს მემ­კვიდ­რე არ დარ­ჩე­ნია. მისი ძმის­შვი­ლია ის­ტო­რი­კო­სი, აკა­დე­მი­კო­სი და­ვით მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი, ასე­ვე ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­კო­სი­სა და არ­ქე­ო­ლო­გის ლე­ვან მუს­ხე­ლიშ­ვი­ლის ვაჟი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მკითხველი
1

“სხვის ომში გამარჯვებულებს, საკუთარ ომში ლაჩერბს”, ვაშენოთ ხან თურქეთი, ხან სპარსეთი, ხან რუსეთი, ხან ევროპა და ამერიკა და გვეშველება ალბათ. 

საინტერესოა რატო არ არიან საქართველოში ქართველები, ვისაც უყვარს ეს ჩვენი ქვეყანა. სხვისას რატო ვაშენებთ და მერე გვიხარია, რა ბიჭი ერევი ვართო. 

ვაი ჩვენს პატრონს. 

 

 

სიმართლე
1

თქვენის ნებართვით, მინდა შედარება გავაკეთო, კარდაშიიანის ტრაკის ცნობადობასა და მუსხელიშვილის ცნობადობაზე, ჯერ საქართველოში და შემდეგ მსოფლიოში.

ავტორი:

ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტი ქართველმა პროფესორმა დაწერა - ვინ იყვნენ "ერთიანი ევროპის სულისჩამდგმელი" ქართველები

ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტი ქართველმა პროფესორმა დაწერა - ვინ იყვნენ "ერთიანი ევროპის სულისჩამდგმელი" ქართველები

2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით სარგებლობენ.

მაშინ, როცა ევროპასთან ასე ახლოსაა ჩვენი ქვეყანა, ბევრმა ქართველმა თითქმის არაფერი იცის იმ ქართველების შესახებ, რომლებიც ევროინტეგრაციის სათავეებთან იდგა. მიხეილ მუსხელიშვილი ერთ-ერთი იმ ქართველთაგანი იყო, რომელიც ევროკავშირის შექმნასა და ევროპულ ქვეყნებს შორის საზღვრების წაშლას ქადაგებდა - სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი და საერთაშორისო საჯარო სამართლის კათედრის გამგე, ევროპის ხალხთა კონგრესის პრეზიდენტი, სსრ კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კვლევის ცენტრის დამაარსებელი და დირექტორი, რომელიც სტრასბურგში დღესაც არსებობს და მუსხელის ცენტრად იწოდება.

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ვაჟა შუბითიძე იმ დიდ ქართველზე გვიამბობს, რომელსაც ევროინტეგრაციაში დიდი წვლილი მიუძღვის.

"ქართველმა დიპლომატებმა, სახელმწიფო მოხელეებმა, საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა და მთლიანად საზოგადოებამ უნდა იცოდეს ევროკავშირის შექმნის სათავეებთან ქართველებიც რომ იდგნენ და საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რობერ შუმანთან და ჟან მონესთან ერთად! (რობერტ შუმანი და ჟან მონე - ევროპის მშენებლობის პროექტის ორი ფრანგი ინიციატორი, დარწმუნებულნი იყვნენ კონტინენტის სახელმწიფოთა ერთ სარტყელში მოქცევის აუცილებლობაში. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ამ სახელმწიფოთა ეკონომიკური სოლიდარობა დააჩქარებდა მათ პოლიტიკურ დაახლოებას. ავტ.) მოგეხსენებათ ეს ორი პიროვნება ევროკავშირის სულისჩამდგმელად ითვლება, მაგრამ მათზე არანაკლები წვლილი აქვთ ქართველ პროფესორებს - მიხეილ მუსხელიშვილს და ალექსანდრე ნიკურაძეს... განსაკუთრებულად დიდი წვლილი კი მიხეილ მუსხელიშვილს მიუძღვის. ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, ქართულ-ევროპული მოძრაობა რომ ჯერ კიდევ 64 წლის წინ, 1953 წლის 10 აგვისტოს დაარსდა. მოძრაობის საპატიო თავჯდომარედ აირჩიეს პროფესორი მიხაკო წერეთელი, მაგრამ ყველაფერს საფუძველი მიხეილ მუსხელიშვილმა შეუმზადა.

მუსხელიშვილი დაიბადა თბილისში 1903 წელს, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ევროპაში გაემგზავრა და ბრწყინვალე განათლება მიიღო. მან შემდეგ იმდენად დიდი წვლილი შეიტანა ევროინტეგრაციაში, რომ პროფესორმა ილია ტაბაღუამ მიხეილ მუსხელიშვილს - "ერთიანი ევროპის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი" უწოდა.

მიხეილ მუსხელიშვილი პარიზში საერთაშორისო გამოკვლევათა ინსტიტუტის პროფესორი იყო. შემდეგ კაიროში მუშაობდა, კაიროს სამართლის ფრანგული სკოლისა და კაიროს უნივერსიტეტის პროფესორად... 1948 წელს დაბრუნდა საფრანგეთში და 1948 წლიდან 1964 წლამდე სტრასბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წამყვანი პროფესორი იყო... მიხეილ მუსხელიშვილი დაკრძალულია სტრასბურგში და სამწუხაროდ, არცერთმა ქართველმა დიპლომატმა ეს არ იცის და მის საფლავზე არც მისულან პატივის მისაგებად. როდესაც პარლამენტის თავჯდომარეები იყვნენ ნინო ბურჯანაძე და შემდეგ დავით ბაქრაძე, პირადად მოვუყევი მიხეილ მუსხელიშვილზე, მაგრამ არცერთმა მათგანმა ყურიც კი არ შეიბერტყა... დღევანდელი ხელისფლება დაინტერესებულია და იმედი მაქვს სათანადო პატივს მიაგებენ ამ დიდი ქართველის ხსოვნას...

- დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან არცერთ მათგანს არ უხსენებია მიხეილ მუსხელიშვილი...

- ეს იმიტომ, რომ არ იციან... როდესაც რამე სათანადო დონეზე არ იცი, ვერც ისაუბრებ... ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეს ინტერვიუ ბევრს გააგებინებს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე ქართულ საზოგადოებას... მიხეილ მუსხელიშვილს ევროპაში იცნობდნენ როგორც - მიშელ მუსხელს. მან დააარსა სტრასბურგში საბჭოთა კავშირის კვლევის ცენტრი. მანვე შექმნა კრებული, რომელშიც მსოფლიოს გამოჩენილი იურისტები და პოლიტოლოგები მონაწილეობდნენ. ორი დიდი კრებული გამოვიდა, სადაც ძალიან საინტერესო სტატიებია. მუსხელიშვილის სტატიები ქვეყნდებოდა პარიზში გამომავალ ჟურნალში - "ბედი ქართლისა". სტატიები ასეთი სათაურით გვხვდება - "საქართველო და ევროპა"...

მუსხელიშვილმა ფრანგულ ჟურნალში დაბეჭდა სტატია სათაურით "საბჭოთა კავშირი და ევროპა", სადაც ამტკიცებდა, რომ რუსეთი ევროპა არ არის... ლექციების წასაკითხად იწვევდნენ - ამერიკაში, ნორვეგიაში, იტალიაში, სადაც უმნიშვნელოვანეს თემებზე ჰქონდა მოხსენებები. მიხეილ მუსხელიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მოხსენება წაიკითხა ევროპის ცივილიზაციის კრიზისზე ... მან წამოაყენა ომის შემდგომი ევროპის გაერთიანების და მისი ფედერაციის იდეა. მისი აზრით, ეს ევროპული ფედერალიზმი მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კი არა, არამედ მშვიდობის განმტკიცების, ევროპის ერების აყვავების და ადამიანთა თავისუფლების გარანტიაა. სპეციალური ნაშრომი შექმნა - "ევროპის ფედერალიზმის საფუძვლები და სტრუქტურა" (ასეთი ნაშრომი არცერთ ევროპელ იურისტს არ შეუქმნია). ეს ნაშრომი დღემდე არ არის ქართულად გადმოთარგმნილი. უცხოელებს უნდა ვაჩვენოთ, ჯერ კიდევ როდის წერდა ქართველი ევროპის გაერთიანების აუცილებლობაზე.

მიხეილ მუსხელიშვილი იყო ევროპის კონგრესის, ერთიანი ევროპის სულისჩამდგმელი, ორგანიზატორი და პირველი პრეზიდენტი. ფედერალური ევროპის მოძრაობის კომიტეტის წევრი. ევროპის ერთიანობის საერთაშორისო ცენტრის ბიუროს ვიცე-პრეზიდენტი. იგი აქტიურად მონაწილეობდა საფრანგეთში ერთიანი ევროპის წარმომადგენელთა არჩევნებში. არსებობდა ასეთი ჟურნალი "ევროპის ფორმირება", რომლის რედაქციის წევრიც იყო.

მიხეილ მუსხელიშვილი იყო ძალიან აქტიური პიროვნება, როგორც ადამიანის და ერების უფლებების დამცველი. იგი მხოლოდ საქართველოს კი არა, სხვა მცირე ერების უფლებებსაც იცავდა.

მუსხელიშვილს ალპინისტობა იტაცებდა. იგი 1964 წელს იტალიაში დაიღუპა, აოსტას ხეობაში, სადაც 61 წლის ასაკში კლდიდან ჩამოვარდა. ხუთი წლით ადრე, ვიდრე მიხეილ ხერგიანი დაიღუპებოდა იტალიაში... მიხეილ მუსხელიშვილი სტრასბურგში დიდი პატივით დაკრძალეს. მის დაკრძალვაზე სიტყვა წარმოთქვა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ყველამ დიდი პატივი მიაგო მის ღვაწლს, ქართველებისგან კი სამწუხაროდ, დღემდე უყურადღებოდ არის მისი საფლავი მიტოვებული"

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: მიშელ მუსხელის გარდაცვალების წლისთავზე ორმა სტუდენტმა დალაშქრა მონბლანი, სადაც ერთიანი ევროპის დროშა ააფრიალა... და ეს აქტი საყვარელი პროფესორის ხსოვნას მიუძღვნა...

მიხეილ მუსხელიშვილს მემკვიდრე არ დარჩენია. მისი ძმისშვილია ისტორიკოსი, აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი, ასევე ცნობილი ისტორიკოსისა და არქეოლოგის ლევან მუსხელიშვილის ვაჟი.

"აკოში ძალიან მძიმედ დაშავდა ჩვენი თანამემამულე, ვაჟკაცი ბიჭია რომ შეხედავ აღნაგობით, მაგრამ..." - რა ახალ ინფორმაციას ჰყვება ლაშა ჟვანია ისრაელიდან?

"წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია" - ილია მეორე

"მყავს საყვარელი ადამიანი, რომლის გვერდითაც თავს მშვიდად ვგრძნობ" - ლიზა ბაგრატიონისა და გიორგი ცაგარელის ოჯახური იდილია (ფოტოები)