სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში ბრალდებული მძღოლი, რამდენიმე თვით ადრე ქვეითს დაეჯახა - საქალაქო სასამართლოს განცხადება
აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში ბრალდებული მძღოლი, რამდენიმე თვით ადრე ქვეითს დაეჯახა - საქალაქო სასამართლოს განცხადება

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­ში მომ­ხდარ ავა­რა­ში მო­ნა­წი­ლე მძღო­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც სა­სა­მარ­თლო­ში გან­მარ­ტა­ვენ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო და წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის კო­ლე­გი­ამ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­ზე, 2017 წლის 22 მარტს მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის მო­ნა­წი­ლე მძღო­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.

"ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა მცი­რე­წლო­ვა­ნი, ხოლო ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით დედა სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლის თა­ნახ­მად, თორ­ნი­კე ტ.-ს ბრა­ლად ედე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა, იმის მიერ, ვინც ამ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას მარ­თავს, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა. მას­ვე, ბრა­ლად ედე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა, იმის მიერ, ვინც ამ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას მარ­თავს, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა და ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა.

წა­ი­კი­თხეთ: რა ვი­ცით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­ში მომ­ხდარ ავა­რი­ა­ზე - სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის კად­რე­ბი და შემ­თხვე­ვის თვითმხილ­ვე­ლე­ბის ნა­ამ­ბო­ბი

საქ­მის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, 2017 წლის 22 მარტს, თორ­ნი­კე ტ. "საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის" შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვით, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და მისი მარ­თვის ქვეშ მყო­ფი BMW-ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით, რა დრო­საც შე­ე­ჯა­ხა მის წინ მოძ­რავ ავ­ტო­მო­ბილს. შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად, მე­ო­რე ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­და­ვი­და გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან და ქვე­ით­თა სა­ვალ ტრო­ტუ­არ­ზე მყოფ დედა-შვილს და­ე­ჯა­ხა. მან­ვე, 2016 წლის 5 ნო­ემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 02:57 სა­ათ­ზე, თბი­ლის­ში, პე­კი­ნი­სა და უსა­ხე­ლოს ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე, და­არ­ღვია "საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბი და უკუს­ვლით და­ე­ჯა­ხა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე ე.გ.-ს, რო­მელ­მაც შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად მი­ი­ღო ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა.

ღია სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი და­ე­თან­ხმა პრო­კუ­რო­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას მის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.

სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხის შერ­ჩე­ვი­სას, გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე, კერ­ძოდ, ის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რომ ბრალ­დე­ბულს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად და­უდ­გინ­და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბის ფაქ­ტი, მას­ვე საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა უფიქ­სირ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 2017 წლის 15 მა­ისს 11:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში ბრალდებული მძღოლი, რამდენიმე თვით ადრე ქვეითს დაეჯახა - საქალაქო სასამართლოს განცხადება

აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში ბრალდებული მძღოლი, რამდენიმე თვით ადრე ქვეითს დაეჯახა - საქალაქო სასამართლოს განცხადება

თბილისის საქალაქო სასამართლო აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარაში მონაწილე მძღოლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სასამართლოში განმარტავენ, საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღმაშენებლის ხეივანზე, 2017 წლის 22 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

"ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა მცირეწლოვანი, ხოლო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი. წარდგენილი ბრალის თანახმად, თორნიკე ტ.-ს ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. მასვე, ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

წაიკითხეთ: რა ვიცით აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაზე - სათვალთვალო კამერის კადრები და შემთხვევის თვითმხილველების ნაამბობი

საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 22 მარტს, თორნიკე ტ. "საგზაო მოძრაობის" შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ მყოფი BMW-ს მარკის ავტომობილით, რა დროსაც შეეჯახა მის წინ მოძრავ ავტომობილს. შეჯახების შედეგად, მეორე ავტომობილი გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ქვეითთა სავალ ტროტუარზე მყოფ დედა-შვილს დაეჯახა. მანვე, 2016 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 02:57 საათზე, თბილისში, პეკინისა და უსახელოს ქუჩების კვეთაზე, დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები და უკუსვლით დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ე.გ.-ს, რომელმაც შეჯახების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებული დაეთანხმა პროკურორის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახის შერჩევისას, გაითვალისწინა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, კერძოდ, ის გარემოებები, რომ ბრალდებულს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, მასვე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის არაერთი შემთხვევა უფიქსირდება", - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 15 მაისს 11:00 საათზე გაიმართება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ