პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთში საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში ბრალდებულ ქალს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა
თურქეთში საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში ბრალდებულ ქალს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

თურ­ქეთ­ში სამი ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ქალს ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ 17 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. საქ­მე ეხე­ბა 2016 წლის იან­ვარ­ში მომ­ხდარ სას­ტიკ მკვლე­ლო­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი სამი პი­რის ჯგუ­ფუ­რად, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი აზა­და ომა­რო­ვა დამ­ნა­შა­ვედ სცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "დ", მე­ო­რე ნა­წი­ლის "ბ" "ე" და მე­სა­მე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტე­ბით.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2016 წლის 28 იან­ვარს, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის ქა­ლაქ დუ­ზჯე­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა - აზა­და ომა­რო­ვამ, ელ­ნურ ან­ტე­სოვ­მა და ვუ­გარ გუ­ლი­ევ­მა სამი ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნეს. აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა მძი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ელ­ნაზ შა­რი­ფო­ვა გა­გუ­დეს, ხოლო ასე­ვე მძი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ამ უკა­ნას­კნე­ლის დას ემა შა­რი­ფო­ვას და მის შვი­ლიშ­ვილს სა­ხიბ გა­სა­ნოვს და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს, რის შემ­დე­გაც ორი­ვეს ყელი გა­მოჭ­რეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აზა­და ომა­რო­ვა, ელ­ნურ ან­ტე­სო­ვი და ვუ­გარ გუ­ლი­ე­ვი 2016 წლის 8 ივ­ლისს ქ. მარ­ნე­ულ­ში და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის "დ", მე­ო­რე ნა­წი­ლის "ბ" "ე" და მე­სა­მე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტე­ბით (უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი სამი პი­რის ჯგუ­ფუ­რად, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით) წა­რედ­გი­ნათ.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში აზა­და ომა­რო­ვას სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვნის სხდო­მა ნა­ფიც მსა­ჯულ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე გა­ი­მარ­თა, ვი­ნა­ი­დან მან და მის­მა ად­ვო­კატ­მა სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვნის სხდო­მა­ში ნა­ფიც მსა­ჯულ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აზა­და ომა­რო­ვას სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 17 წლის ვა­დით გა­ნუ­სა­ზღვრა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აზა­და ომა­რო­ვას თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­მა აღი­ა­რეს მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი და ვი­ნა­ი­დან უარი გა­ნა­ცხა­დეს მათი საქ­მე ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლოს გა­ნე­ხი­ლა, ელ­ნურ ან­ტე­სო­ვი­სა და ვუ­გარ გუ­ლი­ე­ვის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ი­ყო და ამ­ჟა­მად იგი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში არ­სე­ბი­თად იხი­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

თურქეთში საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში ბრალდებულ ქალს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

თურქეთში საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში ბრალდებულ ქალს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

თურქეთში სამი ადამიანის, მათ შორის საქართველოს ორი მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებულ ქალს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება 2016 წლის იანვარში მომხდარ სასტიკ მკვლელობას.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი სამი პირის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული აზადა ომაროვა დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ", მეორე ნაწილის "ბ" "ე" და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 28 იანვარს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ დუზჯეში, საქართველოს მოქალაქეებმა - აზადა ომაროვამ, ელნურ ანტესოვმა და ვუგარ გულიევმა სამი ადამიანის, მათ შორის საქართველოს ორი მოქალაქის მკვლელობა ჩაიდინეს. აღნიშნულმა პირებმა მძინარე მდგომარეობაში მყოფი ელნაზ შარიფოვა გაგუდეს, ხოლო ასევე მძინარე მდგომარეობაში მყოფ ამ უკანასკნელის დას ემა შარიფოვას და მის შვილიშვილს სახიბ გასანოვს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შემდეგაც ორივეს ყელი გამოჭრეს.

სამართალდამცველებმა აზადა ომაროვა, ელნურ ანტესოვი და ვუგარ გულიევი 2016 წლის 8 ივლისს ქ. მარნეულში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ", მეორე ნაწილის "ბ" "ე" და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით (უმწეო მდგომარეობაში მყოფი სამი პირის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით) წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აზადა ომაროვას სასჯელის დანიშვნის სხდომა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე გაიმართა, ვინაიდან მან და მისმა ადვოკატმა სასჯელის დანიშვნის სხდომაში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აზადა ომაროვას სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით განუსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ აზადა ომაროვას თანამზრახველებმა აღიარეს მათ მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და ვინაიდან უარი განაცხადეს მათი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განეხილა, ელნურ ანტესოვისა და ვუგარ გულიევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და ამჟამად იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად იხილება.

"2 000 დოლარი ჰქონია შეგროვებული და ეტყობა ეს იცოდნენ... გაოგნებული ვარ" - რას ამბობენ თურქეთში მოკლული ქალის ოჯახის ახლობლები?

სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავა

"თეო ჩხუბის დროს, დანით მოკლეს" - ვინ იყო თურქეთში მოკლული ქართველი ქალი და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი