მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სექსი და უსექსობა სსრკ-ში - ვინ იყო ქალი, რომელიც საბჭოთა სექსუალურ რევოლუციას ედგა სათავეში
სექსი და უსექსობა სსრკ-ში - ვინ იყო ქალი, რომელიც საბჭოთა სექსუალურ რევოლუციას ედგა სათავეში

"ჩვენ­თან სექ­სი არ არის" - ეს ლე­გენ­და­რუ­ლი ფრა­ზა 1986 წელს "ლე­ნინ­გრა­დი-ბოს­ტო­ნის" ტელე­ხი­დის დროს გა­ის­მა. სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში, რო­მელ­შიც მხო­ლოდ ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, ყო­ფით სა­კი­თხებ­თან ერ­თად სა­უ­ბა­რი სექსსაც შე­ე­ხო. ერთ-ერთი ამე­რი­კე­ლის კი­თხვა­ზე, საბ­ჭო­თა ქალ­ბა­ტო­ნი წა­მოდ­გა და ხმა­მაღ­ლა გა­ნა­ცხა­და - "ჩვენ­თან სექ­სი არ არის!". ბოს­ტო­ნის და ლე­ნინ­გრა­დის სტუ­დი­ებ­ში სი­ცილ­მა და ოვა­ცი­ებ­მა იფეთ­ქა. უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნილ­მა ვი­თა­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა სცა­და - "ჩვენ­თან ტელე-ეთერ­ში არ არის სექ­სი".

მარ­თლაც სსრკ-ში სექ­სი "პრა­ტი­კუ­ლად არ იყო". ფილ­მებ­ში ერო­ტი­კუ­ლი სცე­ნე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე იყო დაყ­ვა­ნი­ლი ("პე­რესტრო­ი­კის" ეპო­ქის გარ­და). სექ­სი სსრკ-ში ტა­ბუ­და­დე­ბულ თე­მებს მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და და მას­ზე ღიად არ სა­უბ­რობ­დნენ. თუმ­ცა კო­მუ­ნის­ტუ­რი ეპო­ქის გა­რიჟ­რაჟ­ზე, ახ­ლად შექ­მნილ სსრკ-ში სექ­სი­სად­მი სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ. 1917 წლის ცნო­ბილ სამ­ხედ­რო რე­ვო­ლუ­ცი­ას­თან ერ­თად, სსრკ-ში კი­დევ ერთი - სექ­სუ­ა­ლუ­რი რე­ვო­ლუ­ცია ბო­ბოქ­რობ­და. ერთს ლე­ნი­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, მე­ო­რეს - ალექ­სან­დრა კო­ლონ­ტაი.

საბ­ჭო­თა და მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში ამ ქალს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს. ის მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ქალი-მი­ნის­ტრი და პირ­ვე­ლი ქალი-ელჩი გახ­ლდათ.

16 წლის ასაკ­ში ეს ქალ­ბა­ტო­ნი (ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის გვა­რი დე­მონ­ტო­ვი­ჩი) თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის რი­ცხვს არ უჩი­ო­და. მისი სი­ლა­მა­ზე და ტემ­პე­რა­მენ­ტი მა­მა­კა­ცებს მაგ­ნი­ტი­ვით იზი­დავ­და. ხე­ლის მთხოვ­ნელ­თა რი­ცხვში იმ­პე­რა­ტორ ალექ­სან­დრე III პი­რა­დი ადი­უ­ტან­ტიც - 40 წლის გე­ნე­რა­ლი ტუ­ტო­მი­ლი­ნი იყო. ალექ­სან­დრამ მის შე­მო­თა­ვა­ზე­ბას უა­რით უპა­სუ­ხა და ცო­ლად სა­კუ­თარ ბი­ძაშ­ვილს ვლა­დი­მერ კო­ლონ­ტა­ის გაყ­ვა.

გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თვის, ალექ­სან­დრამ მათ­თან­ვე სახ­ლში მცხოვ­რებ ქმრის მე­გო­ბარ­თან რო­მა­ნი გა­ა­ბა. 1898 წელს კო­ლონ­ტა­იმ ქმა­რი და საყ­ვა­რე­ლი მი­ა­ტო­ვა და ევ­რო­პას მი­ა­შუ­რა. მისი ახა­ლი გა­ტა­ცე­ბა - რე­ვო­ლუ­ცია გახ­და. სამ­შობ­ლო­ში ის 1917 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ დაბ­რუნ­და.

დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე კო­ლონ­ტაი აქ­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ერ­თო. სა­ნამ ლე­ნი­ნი პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­ურ სა­კი­თხებს აგ­ვა­რებ­და, ალექ­სან­დრას შე­მოქ­მე­დე­ბი­თი წვა სხვა ფრონტზე ჰქონ­და გა­ჩა­ღე­ბუ­ლი. მისი აზ­რით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტი­მუ­რი ცხოვ­რე­ბა და მისი გან­ვი­თა­რე­ბა ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი ყოფა. თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბე­ბი მან სტა­ტი­ე­ბის სა­ხით გა­მო­აქ­ვეყ­ნა - "ახა­ლი მო­რა­ლი და მუ­შა­თა კლა­სი", "გზა ფრთო­სან ეროსს!", "მშრო­მელ ფუტ­კარ­თა სიყ­ვა­რუ­ლი". კო­ლონ­ტაი "ახა­ლი ქა­ლის" კონ­ცეფ­ცი­ას ქმნი­და. მისი შე­ხე­დუ­ლე­ბით, ახა­ლი დრო­ე­ბის ქალს არ უნდა და­ე­მა­ლა სა­კუ­თა­რი სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა, უფ­ლე­ბა ჰქონ­და და­ემ­ყა­რე­ბი­ნა სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რე­ბი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი­სა­მებრ, უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და არ აჰ­ყო­ლო­და გრძნო­ბებს. მას­ვე ეკუთ­ვნის "წყლი­ა­ნი ჭი­ქის თე­ო­რი­აც" - სიყ­ვა­რუ­ლის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის პი­რო­ბებ­ში, კომ­კავ­ში­რელ ქალ­სა და კაცს შო­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ისე­თი­ვე მარ­ტი­ვი საქ­მე უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორც წყლით სავ­სე ჭი­ქის და­ლე­ვა.

სექ­სუ­ა­ლუ­რი რე­ვო­ლუ­ცია სსრკ-ში ძა­ლებს სწრა­ფად იკ­რეფ­და. შექ­მნი­ლი იყო "თა­ვი­სუ­ფა­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ბი­უ­რო". მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში აღ­რი­ცხვა­ზე უნდა დამ­დგა­რიყ­ვნენ. მა­მა­კა­ცებს კი პრო­ლე­ტა­რი­უ­ლი სექ­სის მი­სა­ღე­ბად - მი­მარ­თვა და­ე­წე­რათ. ამ ქა­ღალ­დის სა­ფუ­ძელ­ზე მა­მა­კაცს მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი დრო­ით ქალს გა­მო­უ­ყოფ­დნენ.

პი­კან­ტუ­რი გარ­თო­ბე­ბი ყვე­ლა დრო­ში იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი. თუმ­ცა სსრკ-მა რო­მის იმ­პე­რი­ა­საც აჯო­ბა და და საფ­რან­გე­თის მო­ნარ­ქი­ა­საც. 10-12 კა­ცი­ა­ნი პრო­ლე­ტა­რი­უ­ლი ოჯა­ხე­ბი ჩვე­უ­ლი მოვ­ლე­ნა გახ­და. ასეთ კო­მუ­ნებს სა­კუ­თა­რი წე­სე­ბი ჰქონ­დათ. ინ­ტი­მურ წყვი­ლე­ბად და­ყო­ფა იკ­რძა­ლე­ბო­და. და­ორ­სუ­ლე­ბა არ იყო მი­სა­სალ­მე­ბე­ლი. ბავ­შვის და­ბა­დე­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის ნა­თე­ლი მო­მავ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ში ხე­ლის­შემ­შლელ ფაქ­ტო­რად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. მა­ლე­ვე პრო­ლე­ტა­რი­უ­ლი სქე­სობ­რი­ვი რე­ფორ­მა მო­ზარ­დებ­საც შე­ე­ხო. სა­კუ­თარ დღი­ურ­ში კო­ლონ­ტაი წერ­და - "სქე­სობ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის ასე­თი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ის­ტო­რი­ას არ ახ­სოვს. ჩვენ არ უნდა გვრცხვე­ნო­დეს ჩვე­ნი სურ­ვი­ლე­ბის".

1924 წელს მთავ­რო­ბას მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა აევ­სო. კო­ლონ­ტა­ის სქე­სობ­რი­ვი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის კრი­ტი­კა ლე­ნინ­მაც და­ი­წყო. ახა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მშე­ნებ­ლებს ენერ­გია სექ­სუ­ა­ლურ გარ­თო­ბებ­ზე ფუ­ჭად არ უნდა და­ე­ხარ­ჯათ. იმა­ვე წელს ფსი­ქო­ლოგ­მა არონ ზალ­კინ­დიმ "რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი პრო­ლე­ტა­რი­ა­ტის 12 სქე­სობ­რი­ვი მცნე­ბა" გა­მო­აქ­ვეყ­ნა. დო­კუ­მენტს მუ­შა­თა კლა­სის სექ­სუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ტალ­ღა უნდა და­ემ­შვი­დე­ბი­ნა.

სექ­სუ­ა­ლუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის ლი­დე­რი ალექ­სან­დრა კო­ლონ­ტაი საქ­მეს ჩა­მო­ა­შო­რეს და ნორ­ვე­გი­ა­ში ელ­ჩად გა­უშ­ვეს. ორი­ო­დე წლის შემ­დეგ აიკ­რძა­ლა ერო­ტი­კუ­ლი ში­ნა­არ­სის ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა-გავ­რცე­ლე­ბა, ერო­ტი­კუ­ლი ჟან­რის ფერ­წე­რა. პორ­ნოგ­რა­ფი­ის გა­მავ­რცე­ლებ­ლებს მკაც­რად სჯიდ­ნენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1934 წელს საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მი, რო­მე­ლიც კო­ლონ­ტა­ის სექ­სუ­ა­ლუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის ერთ-ერთი ნა­წი­ლი იყო, სის­ხლის სა­მარ­თლით დას­ჯა­დი გა­ხა­და. თან­და­თა­ნო­ბით სსრკ-ში მკაც­რი იდე­ო­ლო­გია დამ­კვიდ­რდა, რო­მელ­საც ცნო­ბი­ლი ფრა­ზა - "ჩვენ­თან სექ­სი არ არის" სრუ­ლე­ბით ასა­ხავ­და.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

სექსი და უსექსობა სსრკ-ში - ვინ იყო ქალი, რომელიც საბჭოთა სექსუალურ რევოლუციას ედგა სათავეში

სექსი და უსექსობა სსრკ-ში - ვინ იყო ქალი, რომელიც საბჭოთა სექსუალურ რევოლუციას ედგა სათავეში

"ჩვენთან სექსი არ არის" - ეს ლეგენდარული ფრაზა 1986 წელს "ლენინგრადი-ბოსტონის" ტელეხიდის დროს გაისმა. სატელევიზიო შოუში, რომელშიც მხოლოდ ქალბატონები მონაწილეობდნენ, ყოფით საკითხებთან ერთად საუბარი სექსსაც შეეხო. ერთ-ერთი ამერიკელის კითხვაზე, საბჭოთა ქალბატონი წამოდგა და ხმამაღლა განაცხადა - "ჩვენთან სექსი არ არის!". ბოსტონის და ლენინგრადის სტუდიებში სიცილმა და ოვაციებმა იფეთქა. უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ვითარების გამოსწორება სცადა - "ჩვენთან ტელე-ეთერში არ არის სექსი".

მართლაც სსრკ-ში სექსი "პრატიკულად არ იყო". ფილმებში ეროტიკული სცენები მინიმუმამდე იყო დაყვანილი ("პერესტროიკის" ეპოქის გარდა). სექსი სსრკ-ში ტაბუდადებულ თემებს მიეკუთვნებოდა და მასზე ღიად არ საუბრობდნენ. თუმცა კომუნისტური ეპოქის გარიჟრაჟზე, ახლად შექმნილ სსრკ-ში სექსისადმი სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება ჰქონდათ. 1917 წლის ცნობილ სამხედრო რევოლუციასთან ერთად, სსრკ-ში კიდევ ერთი - სექსუალური რევოლუცია ბობოქრობდა. ერთს ლენინი ხელმძღვანელობდა, მეორეს - ალექსანდრა კოლონტაი.

საბჭოთა და მსოფლიო ისტორიაში ამ ქალს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ის მსოფლიოში პირველი ქალი-მინისტრი და პირველი ქალი-ელჩი გახლდათ.

16 წლის ასაკში ეს ქალბატონი (ქალიშვილობის გვარი დემონტოვიჩი) თაყვანისმცემლების რიცხვს არ უჩიოდა. მისი სილამაზე და ტემპერამენტი მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავდა. ხელის მთხოვნელთა რიცხვში იმპერატორ ალექსანდრე III პირადი ადიუტანტიც - 40 წლის გენერალი ტუტომილინი იყო. ალექსანდრამ მის შემოთავაზებას უარით უპასუხა და ცოლად საკუთარ ბიძაშვილს ვლადიმერ კოლონტაის გაყვა.

გათხოვების შემდეგ, პირადი ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის, ალექსანდრამ მათთანვე სახლში მცხოვრებ ქმრის მეგობართან რომანი გააბა. 1898 წელს კოლონტაიმ ქმარი და საყვარელი მიატოვა და ევროპას მიაშურა. მისი ახალი გატაცება - რევოლუცია გახდა. სამშობლოში ის 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა.

დაბრუნებისთანავე კოლონტაი აქტიურ საქმიანობაში ჩაერთო. სანამ ლენინი პოლიტიკურ-ეკონომიურ საკითხებს აგვარებდა, ალექსანდრას შემოქმედებითი წვა სხვა ფრონტზე ჰქონდა გაჩაღებული. მისი აზრით, საზოგადოების ინტიმური ცხოვრება და მისი განვითარება ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც სოციალური ყოფა. თავისი მოსაზრებები მან სტატიების სახით გამოაქვეყნა - "ახალი მორალი და მუშათა კლასი", "გზა ფრთოსან ეროსს!", "მშრომელ ფუტკართა სიყვარული". კოლონტაი "ახალი ქალის" კონცეფციას ქმნიდა. მისი შეხედულებით, ახალი დროების ქალს არ უნდა დაემალა საკუთარი სექსუალურობა, უფლება ჰქონდა დაემყარებინა სქესობრივი კავშირები საკუთარი სურვილისამებრ, უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და არ აჰყოლოდა გრძნობებს. მასვე ეკუთვნის "წყლიანი ჭიქის თეორიაც" - სიყვარულის უგულებელყოფის პირობებში, კომკავშირელ ქალსა და კაცს შორის სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ისეთივე მარტივი საქმე უნდა ყოფილიყო, როგორც წყლით სავსე ჭიქის დალევა.

სექსუალური რევოლუცია სსრკ-ში ძალებს სწრაფად იკრეფდა. შექმნილი იყო "თავისუფალი სიყვარულის ბიურო". მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონები ამ დაწესებულებაში აღრიცხვაზე უნდა დამდგარიყვნენ. მამაკაცებს კი პროლეტარიული სექსის მისაღებად - მიმართვა დაეწერათ. ამ ქაღალდის საფუძელზე მამაკაცს მკაცრად განსაზღვრული დროით ქალს გამოუყოფდნენ.

პიკანტური გართობები ყველა დროში იყო პოპულარული. თუმცა სსრკ-მა რომის იმპერიასაც აჯობა და და საფრანგეთის მონარქიასაც. 10-12 კაციანი პროლეტარიული ოჯახები ჩვეული მოვლენა გახდა. ასეთ კომუნებს საკუთარი წესები ჰქონდათ. ინტიმურ წყვილებად დაყოფა იკრძალებოდა. დაორსულება არ იყო მისასალმებელი. ბავშვის დაბადება ახალგაზრდებისთვის ნათელი მომავლის მშენებლობაში ხელისშემშლელ ფაქტორად განიხილებოდა. მალევე პროლეტარიული სქესობრივი რეფორმა მოზარდებსაც შეეხო. საკუთარ დღიურში კოლონტაი წერდა - "სქესობრივი ურთიერთობის ასეთი მრავალფეროვნება ისტორიას არ ახსოვს. ჩვენ არ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენი სურვილების".

1924 წელს მთავრობას მოთმინების ფიალა აევსო. კოლონტაის სქესობრივი შეხედულებების კრიტიკა ლენინმაც დაიწყო. ახალი საზოგადოების მშენებლებს ენერგია სექსუალურ გართობებზე ფუჭად არ უნდა დაეხარჯათ. იმავე წელს ფსიქოლოგმა არონ ზალკინდიმ "რევოლუციური პროლეტარიატის 12 სქესობრივი მცნება" გამოაქვეყნა. დოკუმენტს მუშათა კლასის სექსუალური თავისუფლების ტალღა უნდა დაემშვიდებინა.

სექსუალური რევოლუციის ლიდერი ალექსანდრა კოლონტაი საქმეს ჩამოაშორეს და ნორვეგიაში ელჩად გაუშვეს. ორიოდე წლის შემდეგ აიკრძალა ეროტიკული შინაარსის ფოტოების გადაღება-გავრცელება, ეროტიკული ჟანრის ფერწერა. პორნოგრაფიის გამავრცელებლებს მკაცრად სჯიდნენ.

მოგვიანებით, 1934 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ჰომოსექსუალიზმი, რომელიც კოლონტაის სექსუალური რევოლუციის ერთ-ერთი ნაწილი იყო, სისხლის სამართლით დასჯადი გახადა. თანდათანობით სსრკ-ში მკაცრი იდეოლოგია დამკვიდრდა, რომელსაც ცნობილი ფრაზა - "ჩვენთან სექსი არ არის" სრულებით ასახავდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE