საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთავი 2"-ის თანამშრომლების ნაწილი ნიკა გვარამიას ღიად უპირისპირდება: "მე ახლა ეთერში ვუყურებ გამოფენილ საცვლებს..."
"რუსთავი 2"-ის თანამშრომლების ნაწილი ნიკა გვარამიას ღიად უპირისპირდება: "მე ახლა ეთერში ვუყურებ გამოფენილ საცვლებს..."

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ორ­შა­ბათს შპს-ს და­ა­ფუძ­ნე­ბენ, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბა იქ­ნე­ბა "რუს­თა­ვი 2 ჩე­მია". აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით "რუს­თა­ვი 2"-ში შიდა თათ­ბი­რი ჩა­ტარ­და, სა­დაც გა­და­წყდა, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ყვე­ლა დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან აირ­ჩე­ვა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აღ­ნიშ­ნულ შე­ზღუ­დუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. შიდა თათ­ბი­რის კად­რე­ბი ეთერ­შიც გა­ვი­და.

ნიკა გვა­რა­მია თა­ნამ­შრომ­ლე­ბის წი­ნა­შე სი­ტყვით გა­მო­ვი­და: "იმის­თვის, რომ ეს 51 პრო­ცენ­ტი იყოს რუს­თა­ვი ორე­ლე­ბის მყა­რად, ეს 51 პრო­ცენ­ტი უნდა ეკუთ­ვნო­დეს "შპს რუს­თა­ვი 2 ჩე­მი­ას" - ასე გა­დავ­წყვი­ტეთ ერ­ქვეს. რა­საც გა­და­წყვეტს ეს შპს, იქ­ნე­ბა ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამ სა­კი­თხზე შევ­თან­ხმდით, ახლა შევ­თან­ხმდეთ, ვინ უნდა იყოს ეს შპს. აქაც არის სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ თით­ქოს მე არ მინ­და ვინ­მე იყოს და მინ­და ვი­ღა­ცე­ე­ბი. ორი ვა­რი­ან­ტია, ან იყოს ფარ­თო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა თქვე­ნი 20-30 კაცი, ან იყოს ყვე­ლა. ყვე­ლა ნიშ­ნავს, რომ თი­თოს ექ­ნე­ბა 0,001 % და თუ ჩემი აზრი გა­ინ­ტე­რე­სებთ, ეფექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ასეთ შემ­თხვე­ვა­ში. ეს იქ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რად და­სუს­ტე­ბა. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტოთ, ათა­სი ადა­მი­ა­ნი ვი­ყოთ თუ კვო­ტი­რე­ბუ­ლად: პრო­დაქ­შენ­მა წა­რად­გი­ნოს ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი, კუ­რი­ერ­მა ამ­დე­ნი, მე­ნე­ჯმენ­ტმა ამ­დე­ნი და ა.შ", - მი­მარ­თა გვა­რა­მი­ამ თა­ნამ­შრომ­ლებს.

ხან­მოკ­ლე მსჯე­ლო­ბის, რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრომ­ლის აზ­რი­სა და იუ­რის­ტის რე­კო­მენ­და­ცი­ის მოს­მე­ნის შემ­დეგ, თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ვიწ­რო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის არ­ჩე­ვა­ზე.

გვა­რა­მი­ამ და­ფა­ზე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გვა­რე­ბის და დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის ჩა­მო­წე­რა და­ი­წყო, რომ­ლე­ბიც შპს-ს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში უნდა შე­ვიდ­ნენ. გვა­რა­მი­ას მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით ჩა­ი­წე­რა სი­ა­ში. და­სა­ხე­ლე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან: ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ლა­ფე­რაშ­ვი­ლი, დემ­ნა ჯა­ფა­რი­ძე, გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნია, ნინო არა­ზაშ­ვი­ლი, აკა­კი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, პა­ა­ტა ია­კო­ბაშ­ვი­ლი, მაია ასა­თი­ა­ნი, ნეს­ტან-ნენე კვი­ნი­კა­ძე, გი­ორ­გი ჯა­ფა­რი­ძე, გი­ორ­გი გა­ბუ­ნია, ნო­დარ მე­ლა­ძე, ეკა სა­რია, თამ­თა მუ­რა­დაშ­ვი­ლი, თა­ვად ნიკა გვა­რა­მია. სულ 40 ადა­მი­ა­ნი. "ეს არის და­ახ­ლო­ე­ბით 2.5 %-ის მქო­ნე თითო ადა­მი­ა­ნი", - გან­მარ­ტა გვა­რა­მი­ამ და­სას­რულს.

"რუს­თა­ვი 2"-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა ეთერ­ში თით­ქმის ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დი­ო­და და შეხ­ვედ­რა საკ­მა­ოდ ში­ნა­ურ გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­ო­რებ­და. რო­გორც მა­ლე­ვე აღ­მოჩ­ნდა, შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე ბევ­რმა თა­ნამ­შრო­მელ­მა, არ იცო­და იმის შე­სა­ხებ, რომ შეხ­ვედ­რა ტე­ლე­ე­თე­რით გა­და­ი­ცე­მო­და. ამას არ­ხის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბის ნა­წი­ლის მწვა­ვე და კრი­ტი­კუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი მოჰ­ყვა. უკ­მა­ყო­ფი­ლო­თა შო­რის არი­ან არ­ხის პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფე­ის­ბუ­ქის პოს­ტებ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, ღიად და­უ­პი­რის­პირ­დნენ ნიკა გვა­რა­მი­ას.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, "ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შოუს" წამ­ყვა­ნი:

"ვაი, რა ცუდი სა­ყუ­რე­ბე­ლია რაც რუს­თა­ვი 2-ზე გა­დის. ლე­ი­ლას, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლუ­რი დამ­ხმა­რე­ბა შე­უ­წყვი­ტეს, თა­მუ­ნას, რო­მელ­საც წამ­ლე­ბის ფული არ აქვს, მა­მამ, რო­მელ­მაც ყა­ჩა­ღე­ბის მოკ­ლუ­ლი შვი­ლი დაკ­რძა­ლა, დო­დოს, რო­მელ­საც მავ­თულხლარ­თი გა­უვ­ლეს, რუს­თა­ვი 2-ის ეთერ­ში უნდა სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბის მოს­მე­ნა და არა შიდა ინ­ტრი­გე­ბის. თუ მე­ტყვით, რომ ისიც არის არხზე, გკი­თხავთ, გარ­ჩე­ვა, ვის რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი შეხ­ვდე­ბა, მერე ეს პრო­ცენ­ტი რამ­დენს და­წერს, ვინ რო­გორ იხე­ი­რებს ეთერ­ში უნდა გა­დი­ო­დეს?

როცა საც­ვლებს გა­რეთ ცოლ-ქმა­რი ფენს არის სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვი და მე ახლა, რუს­თა­ვი 2-ის ეთერ­ში ვუ­ყუ­რებ გა­მო­ფე­ნილ საც­ვლებს. თან დას­ვრილს. ეს არ არის სი­მარ­თლე რა­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი ხე­დავს. იმი­ტომ რომ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ( ძა­ლი­ან ბევ­რნი და მა­ყუ­რე­ბე­ლი მათ უფრო კარ­გად იც­ნობს) რომ­ლე­ბიც არ ეთან­ხმე­ბი­ან იმას, რაც ახლა რუს­თა­ვი 2-ის ეთერ­ში გა­დის.

და ამ მა­სა­ლის ეთე­რით გაშ­ვე­ბა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ არ მოს­წონს ბევრ რუს­თა­ვი 2-ელს. ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი იტყვი­ან, რომ ციხე შიგ­ნი­დან გა­ტყა. წი­ლებს სა­ჯა­როდ იყო­ფე­ნო. სხვა კი არა­ფე­რი უნ­დო­და იმ ბრძენ კაცს. (მარ­თლა ბრძე­ნია მგო­ნი.)

მეც მოვ­ხვედ­რილ­ვარ მო-თუ მე­წი­ლე­თა სი­ა­ში. არ მინ­და არა­ნა­ი­რი წილი, არ­ცერ­თი მხა­რის. მინ­და ვიყო წამ­ყა­ნი, და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც 12 წლის სტა­ჟის მი­უ­ხე­და­ვად, მფლო­ბელს არ ვე­უბ­ნე­ბი მომ­ცეს ის, რაც მას ეკუთ­ვნის. (უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სხვას) ხვალ, სხვა კომ­პა­ნი­ა­ში რომ და­ვი­წყო მუ­შა­ო­ბა, კომ­პა­ნი­ის მფლო­ბელს არ მინ­და გა­უჩ­ნდეს შიში რომ რო­დეს­მე მის სა­კუთ­რე­ბას ავა­ხევ.

მოკ­ლედ, არა­ნა­ი­რი წილი არ მინ­და. არა­ვი­სი. "წი­ლე­ბი გად­მო­მი­ფორ­მეს" და მა­გი­და­ზე ხე­ლე­ბის ბრა­ხუ­ნის დრო ხომ წარ­სულს ჩა­ბარ­და. და არც სა­კუ­თარ საც­ვალს მინ­და ვხე­დავ­დე ეთერ­ში..."

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი პი­რად გვერ­დზე ასე­ვე ავ­რცე­ლებს კო­მენ­ტარს, რო­მე­ლიც მისი თქმით "ვა­ნოს შოუს წამ­ყვა­ნის", ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­ას ასა­ხავს: " სრუ­ლი­ად ვი­ზი­ა­რებ შენს მო­საზ­რე­ბას ნა­ნუ­კა. სამ­წუ­ხა­როა, რომ ასე ცალ­მხრი­ვად შუქ­დე­ბა მთე­ლი ეს პრო­ცე­სი. ასე­ვე სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ ჩვენს და­უ­კი­თხა­ვად სა­უბ­რო­ბენ ჩვე­ნი სა­ხე­ლით. ად­გე­ნენ რა­ღაც სი­ებს და პირ­და­პი­რი ეთე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით გვე­პა­ტი­ჟე­ბი­ან თათ­ბირ­ზე, არც ეს მგო­ნია მა­ინ­ცდა­მა­ინც სწო­რი ფორ­მა, თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის. ზო­გა­დად კი, მგო­ნია რომ მსგავ­სი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტი­სას, მი­ნი­მუმ ის მე­ო­რე მხა­რეც უნდა იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მელ­საც მი­უ­თი­თებ, თუ რო­გორ გა­გი­ნა­წი­ლოს რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნად შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბა:))) ხოლო ამ შიდა თათ­ბი­რის ეთერ­ში გაშ­ვე­ბა კი ძა­ლი­ან კო­მი­კუ­რი და არ­ხის იმი­ჯის­თვის და­მა­ზა­რა­ლე­ბე­ლია! პ.ს. ამ პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რებს ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლიც" - ვკი­თხუ­ლობთ კო­მენ­ტარ­ში.

ეთერ­ში წი­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას ცი­ნი­კუ­რი პოს­ტი მი­უ­ძღვნა P.S-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა თენ­გო გო­გო­ტიშ­ვილ­მა: "Discovery Channel"-ის წილს კი ჩა­ი­ჯი­ბავ­და კაცი ახლა! ერთი 30-40%" - წერს გო­გო­ტიშ­ვი­ლი.

P.S-ის კი­დევ ერთი ჟურ­ნა­ლის­ტი თეა ადე­იშ­ვი­ლი კი ამ სი­ტყვე­ბით აფა­სებს ვი­თა­რე­ბას: "No comment!!!"

მაია ასა­თი­ა­ნი, გა­და­ცე­მა "პრო­ფი­ლის" წამ­ყვა­ნი: მე - მაია ასა­თი­ან­მა არ ვი­ცო­დი და არც არა­ვის უთ­ქვამს ჩემ­თვის, არ­ხის შიდა თათ­ბი­რი ეთერ­ში თუ გა­დი­ო­და.

თა­მარ ბა­ღაშ­ვი­ლი, "კუ­რი­ე­რის" ჟურ­ნა­ლის­ტი: ბიძო თბი­ლის­შია? პოპ-კორ­ნი მინ­და ავუ­ტა­ნო

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კრი­ტი­კულ პოსტს ფე­ის­ბუ­ქის პოს­ტით­ვე უპა­სუ­ხა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ:

"ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ის­ტო­რი­ა­ში უპ­რე­ცენ­დენ­ტო მოვ­ლე­ნის - კო­ლექ­ტი­ვის­თვის მე­დი­ის გა­და­ცე­მის პრო­ცე­სის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა ბინ­ძუ­რი თეთ­რე­უ­ლის გა­მო­ფე­ნა გო­ნია, პი­რა­დად მე არც თუ მთლად ადეკ­ვა­ტუ­რი მგო­ნია. და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თუ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არი­ან, მით უფრო" - წერს გვა­რა­მია.

რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ნიკა გვა­რა­მი­ამ პი­რად გვერ­დზე ახა­ლი პოს­ტი და­წე­რა, რო­მელ­შიც უკ­მა­ყო­ფი­ლო თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მო­ნიშ­ნა და მათ მი­მარ­თა: "ვი­საც ეს პრო­ცე­სე­ბი არ მო­გე­წო­ნათ. პა­ტივს ვცემ თქვენს პო­ზი­ცი­ას. არა­ვი­თარ ხინ­ჯად არ მაქვს ჩარ­ჩე­ნი­ლი გულ­ში არც მე და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არც სხვას. თქვენ თუ თა­ვი­სუფ­ლად არ გა­მოთ­ქვით თქვე­ნი აზრი, რ2ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა რა­ღაა მა­შინ?

ერთი გუნ­დი ვართ, და იმით ვართ ძლი­ე­რი, რომ აზ­რის გა­მოთ­ქმის არ გვე­ში­ნია. წარ­მა­ტე­ბე­ბი ყვე­ლას ერ­თად!" - წერს გვა­რა­მია.

"რუსთავი 2"-ის თანამშრომლების ნაწილი ნიკა გვარამიას ღიად უპირისპირდება: "მე ახლა ეთერში ვუყურებ გამოფენილ საცვლებს..."

"რუსთავი 2"-ის თანამშრომლების ნაწილი ნიკა გვარამიას ღიად უპირისპირდება: "მე ახლა ეთერში ვუყურებ გამოფენილ საცვლებს..."

როგორც ცნობილია, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თანამშრომლები ორშაბათს შპს-ს დააფუძნებენ, რომლის სახელწოდება იქნება "რუსთავი 2 ჩემია". აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-ში შიდა თათბირი ჩატარდა, სადაც გადაწყდა, რომ ტელეკომპანიის ყველა დეპარტამენტიდან აირჩევა წარმომადგენელი აღნიშნულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში. შიდა თათბირის კადრები ეთერშიც გავიდა.

ნიკა გვარამია თანამშრომლების წინაშე სიტყვით გამოვიდა: "იმისთვის, რომ ეს 51 პროცენტი იყოს რუსთავი ორელების მყარად, ეს 51 პროცენტი უნდა ეკუთვნოდეს "შპს რუსთავი 2 ჩემიას" - ასე გადავწყვიტეთ ერქვეს. რასაც გადაწყვეტს ეს შპს, იქნება ჩვენი გადაწყვეტილება. ამ საკითხზე შევთანხმდით, ახლა შევთანხმდეთ, ვინ უნდა იყოს ეს შპს. აქაც არის სპეკულაციები, რომ თითქოს მე არ მინდა ვინმე იყოს და მინდა ვიღაცეები. ორი ვარიანტია, ან იყოს ფართო წარმომადგენლობა თქვენი 20-30 კაცი, ან იყოს ყველა. ყველა ნიშნავს, რომ თითოს ექნება 0,001 % და თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ეფექტური გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნება ასეთ შემთხვევაში. ეს იქნება რეალურად დასუსტება. ამიტომ გადავწყვიტოთ, ათასი ადამიანი ვიყოთ თუ კვოტირებულად: პროდაქშენმა წარადგინოს ამდენი ადამიანი, კურიერმა ამდენი, მენეჯმენტმა ამდენი და ა.შ", - მიმართა გვარამიამ თანამშრომლებს.

ხანმოკლე მსჯელობის, რამდენიმე თანამშრომლის აზრისა და იურისტის რეკომენდაციის მოსმენის შემდეგ, თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ვიწრო წარმომადგენლობის არჩევაზე.

გვარამიამ დაფაზე იმ ადამიანების გვარების და დეპარტამენტების ჩამოწერა დაიწყო, რომლებიც შპს-ს წარმომადგენლობაში უნდა შევიდნენ. გვარამიას მიერ დასახელებული თანამშრომლები ხმათა უმრავლესობით ჩაიწერა სიაში. დასახელებულებს შორის არიან: ნანუკა ჟორჟოლიანი, ზაალ უდუმაშვილი, გიორგი ლაფერაშვილი, დემნა ჯაფარიძე, გიორგი ხაბურზანია, ნინო არაზაშვილი, აკაკი გოგიჩაიშვილი, პაატა იაკობაშვილი, მაია ასათიანი, ნესტან-ნენე კვინიკაძე, გიორგი ჯაფარიძე, გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ეკა სარია, თამთა მურადაშვილი, თავად ნიკა გვარამია. სულ 40 ადამიანი. "ეს არის დაახლოებით 2.5 %-ის მქონე თითო ადამიანი", - განმარტა გვარამიამ დასასრულს.

"რუსთავი 2"-ის თანამშრომლების შეხვედრა ეთერში თითქმის ერთი საათის განმავლობაში გადიოდა და შეხვედრა საკმაოდ შინაურ გარემოში მიმდინაორებდა. როგორც მალევე აღმოჩნდა, შეხვედრაში მონაწილე ბევრმა თანამშრომელმა, არ იცოდა იმის შესახებ, რომ შეხვედრა ტელეეთერით გადაიცემოდა. ამას არხის ჟურნალისტების და ტელეწამყვანების ნაწილის მწვავე და კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა. უკმაყოფილოთა შორის არიან არხის პოპულარული სახეები, რომლებიც ფეისბუქის პოსტებში ფაქტობრივად, ღიად დაუპირისპირდნენ ნიკა გვარამიას.

ნანუკა ჟორჟოლიანი, "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს" წამყვანი:

"ვაი, რა ცუდი საყურებელია რაც რუსთავი 2-ზე გადის. ლეილას, რომელსაც სოციალური დამხმარება შეუწყვიტეს, თამუნას, რომელსაც წამლების ფული არ აქვს, მამამ, რომელმაც ყაჩაღების მოკლული შვილი დაკრძალა, დოდოს, რომელსაც მავთულხლართი გაუვლეს, რუსთავი 2-ის ეთერში უნდა საკუთარი პრობლემების მოსმენა და არა შიდა ინტრიგების. თუ მეტყვით, რომ ისიც არის არხზე, გკითხავთ, გარჩევა, ვის რამდენი პროცენტი შეხვდება, მერე ეს პროცენტი რამდენს დაწერს, ვინ როგორ იხეირებს ეთერში უნდა გადიოდეს?

როცა საცვლებს გარეთ ცოლ-ქმარი ფენს არის საშინელი სანახავი და მე ახლა, რუსთავი 2-ის ეთერში ვუყურებ გამოფენილ საცვლებს. თან დასვრილს. ეს არ არის სიმართლე რასაც მაყურებელი ხედავს. იმიტომ რომ არიან ადამიანები ( ძალიან ბევრნი და მაყურებელი მათ უფრო კარგად იცნობს) რომლებიც არ ეთანხმებიან იმას, რაც ახლა რუსთავი 2-ის ეთერში გადის.

და ამ მასალის ეთერით გაშვება დარწმუნებული ვარ არ მოსწონს ბევრ რუსთავი 2-ელს. ჩასაფრებულები იტყვიან, რომ ციხე შიგნიდან გატყა. წილებს საჯაროდ იყოფენო. სხვა კი არაფერი უნდოდა იმ ბრძენ კაცს. (მართლა ბრძენია მგონი.)

მეც მოვხვედრილვარ მო-თუ მეწილეთა სიაში. არ მინდა არანაირი წილი, არცერთი მხარის. მინდა ვიყო წამყანი, დაქირავებული თანამშრომელი, რომელიც 12 წლის სტაჟის მიუხედავად, მფლობელს არ ვეუბნები მომცეს ის, რაც მას ეკუთვნის. (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვას) ხვალ, სხვა კომპანიაში რომ დავიწყო მუშაობა, კომპანიის მფლობელს არ მინდა გაუჩნდეს შიში რომ როდესმე მის საკუთრებას ავახევ.

მოკლედ, არანაირი წილი არ მინდა. არავისი. "წილები გადმომიფორმეს" და მაგიდაზე ხელების ბრახუნის დრო ხომ წარსულს ჩაბარდა. და არც საკუთარ საცვალს მინდა ვხედავდე ეთერში..."

ნანუკა ჟორჟოლიანი პირად გვერდზე ასევე ავრცელებს კომენტარს, რომელიც მისი თქმით "ვანოს შოუს წამყვანის", ვანო ჯავახიშვილის პოზიციას ასახავს: " სრულიად ვიზიარებ შენს მოსაზრებას ნანუკა. სამწუხაროა, რომ ასე ცალმხრივად შუქდება მთელი ეს პროცესი. ასევე სრულიად მიუღებელია, რომ ჩვენს დაუკითხავად საუბრობენ ჩვენი სახელით. ადგენენ რაღაც სიებს და პირდაპირი ეთერის საშუალებით გვეპატიჟებიან თათბირზე, არც ეს მგონია მაინცდამაინც სწორი ფორმა, თანამშრომლებთან ურთიერთობის. ზოგადად კი, მგონია რომ მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას, მინიმუმ ის მეორე მხარეც უნდა იყოს წარმოდგენილი, რომელსაც მიუთითებ, თუ როგორ გაგინაწილოს რამდენიმე მილიონად შეფასებული საკუთარი ქონება:))) ხოლო ამ შიდა თათბირის ეთერში გაშვება კი ძალიან კომიკური და არხის იმიჯისთვის დამაზარალებელია! პ.ს. ამ პოზიციას იზიარებს ვანო ჯავახიშვილიც" - ვკითხულობთ კომენტარში.

ეთერში წილების გადანაწილებას ცინიკური პოსტი მიუძღვნა P.S-ის ჟურნალისტმა თენგო გოგოტიშვილმა: "Discovery Channel"-ის წილს კი ჩაიჯიბავდა კაცი ახლა! ერთი 30-40%" - წერს გოგოტიშვილი.

P.S-ის კიდევ ერთი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი კი ამ სიტყვებით აფასებს ვითარებას: "No comment!!!"

მაია ასათიანი, გადაცემა "პროფილის" წამყვანი: მე - მაია ასათიანმა არ ვიცოდი და არც არავის უთქვამს ჩემთვის, არხის შიდა თათბირი ეთერში თუ გადიოდა.

თამარ ბაღაშვილი, "კურიერის" ჟურნალისტი: ბიძო თბილისშია? პოპ-კორნი მინდა ავუტანო

ჟურნალისტების კრიტიკულ პოსტს ფეისბუქის პოსტითვე უპასუხა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ:

"ადამიანები, ვისაც ისტორიაში უპრეცენდენტო მოვლენის - კოლექტივისთვის მედიის გადაცემის პროცესის გასაჯაროება ბინძური თეთრეულის გამოფენა გონია, პირადად მე არც თუ მთლად ადეკვატური მგონია. და ეს ადამიანები თუ ჟურნალისტები არიან, მით უფრო" - წერს გვარამია.

რამდენიმე წუთში ნიკა გვარამიამ პირად გვერდზე ახალი პოსტი დაწერა, რომელშიც უკმაყოფილო თანამშრომლები მონიშნა და მათ მიმართა: "ვისაც ეს პროცესები არ მოგეწონათ. პატივს ვცემ თქვენს პოზიციას. არავითარ ხინჯად არ მაქვს ჩარჩენილი გულში არც მე და დარწმუნებული ვარ, არც სხვას. თქვენ თუ თავისუფლად არ გამოთქვით თქვენი აზრი, რ2ის თავისუფლება რაღაა მაშინ?

ერთი გუნდი ვართ, და იმით ვართ ძლიერი, რომ აზრის გამოთქმის არ გვეშინია. წარმატებები ყველას ერთად!" - წერს გვარამია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს