პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. აქტიური სარეზერვო სამსახური - ვინ ჩაირიცხება რეზერვში და ვინ მიიღებს ანაზღაურებას
ე.წ. აქტიური სარეზერვო სამსახური - ვინ ჩაირიცხება რეზერვში და ვინ მიიღებს ანაზღაურებას

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ე.წ. აქ­ტი­უ­რი სა­რე­ზერ­ვო სამ­სა­ხუ­რის შე­მო­ღე­ბას გეგ­მავს. ამას სამ­ხედ­რო სა­რე­ზერ­ვო სამ­სა­ხუ­რის კონ­ცეფ­ცი­ის პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მელ­საც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პარ­ლა­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სი კო­მი­ტე­ტის წევ­რებს აც­ნო­ბენ.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ნუკ­რი გე­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, აქ­ტი­უ­რი სა­რე­ზერ­ვო სამ­სა­ხუ­რი სამი კომ­პო­ნენ­ტის­გან იქ­ნე­ბა შემ­დგა­რი. ეს არის: შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის რე­ზერ­ვი, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი რე­ზერ­ვი და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რე­ზერ­ვი. სა­მი­ვე ტი­პის რე­ზერვს თა­ვის სპე­ცი­ფი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ექ­ნე­ბა.

"თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს სამ­ხედ­რო რე­ზერ­ვის კონ­ცეფ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე. ამ პრო­ცეს­ში ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლია ჩარ­თუ­ლი: გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დია და სა­მო­ქა­ლა­ქო ოფი­სი. კონ­ცეფ­ცი­ის პრო­ექ­ტი უკვე წარ­ვუდ­გი­ნეთ ექ­სპერ­ტებს. გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ რიგი შე­ნიშ­ვნე­ბი და წი­ნა­და­დე­ბე­ბი. გვსურს, პრო­ექ­ტი გან­ვი­ხი­ლოთ თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტეტ­თან და მო­ვის­მი­ნოთ დე­პუ­ტა­ტე­ბის პო­ზი­ცია", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ნუკ­რი გე­ლაშ­ვილ­მა.

აქ­ტი­ურ სა­რე­ზერ­ვო სამ­სა­ხურ­ში 18-დან 55 წლამ­დე ასა­კის სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი ჩა­ი­რი­ცხე­ბი­ან. სა­რე­ზერ­ვო სამ­სა­ხურ­ში მსა­ხუ­რო­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა წე­ლი­წად­ში 45 დღეს შე­ად­გენს.

კონ­ცეფ­ცი­ის მი­ხედ­ვით, აქ­ტი­უ­რი სა­რე­ზერ­ვო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი ით­ვა­ლის­წი­ნებს ასე­ვე რე­ზერ­ვის­ტის სა­ხელ­ფა­სო უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, რო­მე­ლიც შე­ად­გენს წო­დებ­რი­ვი სარ­გოს 20%-ს ყო­ველ­თვი­უ­რად და 100%-ს ქვე­და­ნა­ყოფ­ში გა­მო­ძა­ხე­ბი­სას.

რო­გორც გი­ორ­გი თავ­დგი­რი­ძე გან­მარ­ტავს, რე­ზერ­ვი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ მა­სობ­რი­ვი არ­მი­ე­ბის შე­საქ­მნე­ლად - გლო­ბა­ლუ­რი ომე­ბი­სათ­ვის, არა­მედ სა­მო­ქა­ლა­ქო პირი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ტე­რი­ტო­რი­ის მი­ხედ­ვით და სა­დაც ის ცხოვ­რობს, მომ­ზა­დე­ბას იმ ტე­რი­ტო­რი­ულ არე­ალ­ში გა­ივ­ლის. ამას­თან, რე­ზერ­ვის­ტო­ბა ნე­ბა­ყო­ფი­ლო­ბი­თი იქ­ნე­ბა. თავ­დგი­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­გეგ­მი­ლია 12 000-იანი დაჯ­გუ­ფე­ბის შექ­მნა.

"რე­ზერ­ვი ერ­თი­ა­ნი მარ­თვის სის­ტე­მა­ში მო­ექ­ცე­ვა. და­ნა­კარ­გე­ბის რე­ზერ­ვის მარ­თვის ძა­ლი­ან მოქ­ნი­ლი სის­ტე­მა შე­იქ­მნე­ბა. რაც მთა­ვა­რია, შე­მო­დის აქ­ტი­უ­რი სა­რე­ზერ­ვო სამ­სა­ხუ­რის ფორ­მა. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, შევ­ქმნათ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი და ფარ­თოდ ჩავ­რთოთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სის­ტე­მა­ში. ისი­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბას არ მოს­წყდე­ბი­ან, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე მათი საბ­რძო­ლო უნარ-ჩვე­ვა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა. მათი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბაც იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი. ტე­რი­ტო­რი­უ­ლი თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი შე­იქ­მნე­ბა ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ბა­ზა­ზე დღეს არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით და ფაქ­ტობ­რი­ვად, თან­ხობ­რივ და­ნა­ხარ­ჯებს არ გა­მო­იწ­ვევს. თუმ­ცა, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი რე­ზერ­ვის რე­ზერ­ვის­ტი ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი იქ­ნე­ბა და ამა­ში ბე­ნე­ფი­ტებს მი­ი­ღე­ბენ", - აცხა­დებს გი­ორ­გი თავ­დგი­რი­ძე.

სა­რე­ზერ­ვო სამ­სა­ხუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი და კონ­ცე­ფი­ით წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი კა­ნონ­ში სა­თა­ნა­დო ცვლი­ლე­ბებს გა­მო­იწ­ვევს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ე.წ. აქტიური სარეზერვო სამსახური - ვინ ჩაირიცხება რეზერვში და ვინ მიიღებს ანაზღაურებას

ე.წ. აქტიური სარეზერვო სამსახური - ვინ ჩაირიცხება რეზერვში და ვინ მიიღებს ანაზღაურებას

თავდაცვის სამინისტრო ე.წ. აქტიური სარეზერვო სამსახურის შემოღებას გეგმავს. ამას სამხედრო სარეზერვო სამსახურის კონცეფციის პროექტი ითვალისწინებს, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წევრებს აცნობენ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ნუკრი გელაშვილის განმარტებით, აქტიური სარეზერვო სამსახური სამი კომპონენტისგან იქნება შემდგარი. ეს არის: შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. სამივე ტიპის რეზერვს თავის სპეციფიური დანიშნულება ექნება.

"თავდაცვის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს სამხედრო რეზერვის კონცეფციის შემუშავებაზე. ამ პროცესში ყველა სტრუქტურული ერთეულია ჩართული: გენერალური შტაბი, ეროვნული გვარდია და სამოქალაქო ოფისი. კონცეფციის პროექტი უკვე წარვუდგინეთ ექსპერტებს. გავითვალისწინეთ რიგი შენიშვნები და წინადადებები. გვსურს, პროექტი განვიხილოთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან და მოვისმინოთ დეპუტატების პოზიცია", - განუცხადა ჟურნალისტებს ნუკრი გელაშვილმა.

აქტიურ სარეზერვო სამსახურში 18-დან 55 წლამდე ასაკის სამოქალაქო პირები ჩაირიცხებიან. სარეზერვო სამსახურში მსახურობის ხანგრძლივობა წელიწადში 45 დღეს შეადგენს.

კონცეფციის მიხედვით, აქტიური სარეზერვო სამხედრო სამსახური ითვალისწინებს ასევე რეზერვისტის სახელფასო უზრუნველყოფას, რომელიც შეადგენს წოდებრივი სარგოს 20%-ს ყოველთვიურად და 100%-ს ქვედანაყოფში გამოძახებისას.

როგორც გიორგი თავდგირიძე განმარტავს, რეზერვი გამოყენებული იქნება არა მხოლოდ მასობრივი არმიების შესაქმნელად - გლობალური ომებისათვის, არამედ სამოქალაქო პირი გამოყენებული იქნება ტერიტორიის მიხედვით და სადაც ის ცხოვრობს, მომზადებას იმ ტერიტორიულ არეალში გაივლის. ამასთან, რეზერვისტობა ნებაყოფილობითი იქნება. თავდგირიძის ინფორმაციით, დაგეგმილია 12 000-იანი დაჯგუფების შექმნა.

"რეზერვი ერთიანი მართვის სისტემაში მოექცევა. დანაკარგების რეზერვის მართვის ძალიან მოქნილი სისტემა შეიქმნება. რაც მთავარია, შემოდის აქტიური სარეზერვო სამსახურის ფორმა. ეს საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ ტერიტორიული თავდაცვის ძალები და ფართოდ ჩავრთოთ მოქალაქეები ქვეყნის თავდაცვის სისტემაში. ისინი სამოქალაქო ცხოვრებას არ მოსწყდებიან, მაგრამ ამასთანავე მათი საბრძოლო უნარ-ჩვევა ძალიან მაღალი იქნება. მათი ორგანიზებულობაც იქნება ძალიან მაღალი. ტერიტორიული თავდაცვის ძალები შეიქმნება ეროვნული გვარდიის ბაზაზე დღეს არსებული ინფრასტრუქტურისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და ფაქტობრივად, თანხობრივ დანახარჯებს არ გამოიწვევს. თუმცა, ტერიტორიული რეზერვის რეზერვისტი ანაზღაურებადი იქნება და ამაში ბენეფიტებს მიიღებენ", - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.

სარეზერვო სამსახურის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები და კონცეფიით წარმოდგენილი ინიციატივები კანონში სათანადო ცვლილებებს გამოიწვევს.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე