პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საათნახევარი მაწამეს... თუ არ აღიარებ, წამალს ჩაგიდებთო" - 20 წლის სტუდენტი პოლიციელებს ცემასა და სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს
"საათნახევარი მაწამეს... თუ არ აღიარებ, წამალს ჩაგიდებთო" - 20 წლის სტუდენტი პოლიციელებს ცემასა და სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს

20 წლის სტუ­დენ­ტი ირაკ­ლი ხო­ფე­რია ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს ცე­მა­სა და სას­ტიკ მო­პყრო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რამ უკვე და­ი­წყო. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა და მისი ოჯა­ხი ფაქ­ტზე დრო­ულ რე­ა­გი­რე­ბას ითხოვს.

ირაკ­ლი ხო­ფე­რია:

- 16 თე­ბერ­ვალს, და­ახ­ლო­ე­ბით 17:30 სა­ათ­ზე უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ში­ნის­კენ მივ­დი­ო­დი, უკვე ბახ­ტრი­ონ­ზე ვი­ყა­ვი და სახ­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე მეტ­რი მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, რო­დე­საც ორმა მა­მა­კაც­მა გა­მა­ჩე­რა, ერთს პო­ლი­ცი­ე­ლის ფორ­მა ეცვა. გი­ორ­გიო, - და­მი­ძა­ხეს, - გი­ორ­გი არ მქვია, ირაკ­ლი ვარ-მეთ­ქი. აბა, პი­რა­დო­ბა მაჩ­ვე­ნეო, ვაჩ­ვე­ნე და მა­შინ მი­თხრეს, უნდა გა­ვარ­კვი­ოთ და გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წა­მო­დიო. ჩამ­სვეს ოპე­რა­ტი­ულ მან­ქა­ნა­ში და მი­მიყ­ვა­ნეს ხი­ლი­ან­ზე, ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ა­ში.

ოთახ­ში რო­გორც კი შე­მიყ­ვა­ნეს, მა­შინ­ვე სა­ხე­ში ხელი მომ­ხვდა, ვერ მივ­ხვდი რა ხდე­ბო­და, ეს ჩემ­თვის სრუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო. მირ­ტყამ­დნენ გა­მე­ტე­ბით, ისე მირ­ტყეს, გო­ნე­ბაც დავ­კარ­გე. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ თით­ქოს 15 თე­ბერ­ვალს, დი­ლის 10 სა­ათ­ზე ვი­ღა­ცას წა­ვარ­თვი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და მერე და­ვა­ლომ­ბარ­დე. ვე­უბ­ნე­ბო­დი ეს ტყუ­ი­ლია, მე ლექ­ცი­ა­ზე ვი­ჯე­ქი იმ დროს, შე­გიძ­ლი­ათ ჩემს ჯგუ­ფე­ლებ­თან და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­და­ა­მოწ­მოთ-მეთ­ქი, მაგ­რამ უფრო გა­მე­ტე­ბით მირ­ტყამ­დნენ.

შემ­დეგ და­მა­დეს ხელ­ბორ­კი­ლე­ბი, ჩა­მიყ­ვა­ნეს სარ­დაფ­ში და ითხოვ­დნენ მე­ღი­ა­რე­ბი­ნა არ­ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. თუ არ აღი­ა­რებ, მა­შინ წა­მალს ჩა­გი­დებთ და 6 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას მო­გის­ჯი­ა­ნო. ცხვი­რის წა­მა­ლი, ნავ­ტი­ზი­ნი მედო ჯი­ბე­ში და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ამ წა­მალ­ზე ხომ არის შენი ხე­ლის ანა­ბეჭ­დი, ეს ანა­ბეჭ­დი გა­და­ვა იმ ნარ­კო­ტიკ­ზე, რო­მელ­საც ჩა­გიგ­დებთ და მერე ამ­ტკი­ცე, რომ შენი არ არი­სო.

ვე­უბ­ნე­ბო­დი ერთი ზა­რის უფ­ლე­ბა ხომ მაქვს, და­მა­რე­კი­ნეთ-მეთ­ქი, ამა­ზეც დამ­ცი­ნოდ­ნენ. რო­გორც ირ­კვე­ვა, ეძებ­დნენ ვი­ღა­ცას, რო­მელ­საც სა­ხე­ზე შრა­მი ჰქონ­და და ვფიქ­რობ, იმა­ში შე­ვე­შა­ლე. და­ახ­ლო­ე­ბით სა­ა­თი, სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი ასე მა­წა­მეს... შე­მო­ი­ტა­ნეს ვი­დეო და მი­თხრეს, ამ კა­მე­რა­ზე შენ ჩან­ხა­რო, მაგ­რამ მე არ ვი­ყა­ვი იმ კა­მე­რა­ზე, აშ­კა­რად ტყუ­ოდ­ნენ გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"საათნახევარი მაწამეს... თუ არ აღიარებ, წამალს ჩაგიდებთო" - 20 წლის სტუდენტი პოლიციელებს ცემასა და სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს

"საათნახევარი მაწამეს... თუ არ აღიარებ, წამალს ჩაგიდებთო" - 20 წლის სტუდენტი პოლიციელებს ცემასა და სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს

20 წლის სტუდენტი ირაკლი ხოფერია ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებს ცემასა და სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს. მომხდარზე გამოძიება თბილისის პროკურატურამ უკვე დაიწყო. დაზარალებული ახალგაზრდა და მისი ოჯახი ფაქტზე დროულ რეაგირებას ითხოვს.

ირაკლი ხოფერია:

- 16 თებერვალს, დაახლოებით 17:30 საათზე უნივერსიტეტიდან შინისკენ მივდიოდი, უკვე ბახტრიონზე ვიყავი და სახლამდე რამდენიმე მეტრი მქონდა დარჩენილი, როდესაც ორმა მამაკაცმა გამაჩერა, ერთს პოლიციელის ფორმა ეცვა. გიორგიო, - დამიძახეს, - გიორგი არ მქვია, ირაკლი ვარ-მეთქი. აბა, პირადობა მაჩვენეო, ვაჩვენე და მაშინ მითხრეს, უნდა გავარკვიოთ და განყოფილებაში წამოდიო. ჩამსვეს ოპერატიულ მანქანაში და მიმიყვანეს ხილიანზე, ვაკე-საბურთალოს პოლიციაში.

ოთახში როგორც კი შემიყვანეს, მაშინვე სახეში ხელი მომხვდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ეს ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო. მირტყამდნენ გამეტებით, ისე მირტყეს, გონებაც დავკარგე. მეუბნებოდნენ თითქოს 15 თებერვალს, დილის 10 საათზე ვიღაცას წავართვი მობილური ტელეფონი და მერე დავალომბარდე. ვეუბნებოდი ეს ტყუილია, მე ლექციაზე ვიჯექი იმ დროს, შეგიძლიათ ჩემს ჯგუფელებთან და უნივერსიტეტში გადაამოწმოთ-მეთქი, მაგრამ უფრო გამეტებით მირტყამდნენ.

შემდეგ დამადეს ხელბორკილები, ჩამიყვანეს სარდაფში და ითხოვდნენ მეღიარებინა არჩადენილი დანაშაული. თუ არ აღიარებ, მაშინ წამალს ჩაგიდებთ და 6 წლამდე პატიმრობას მოგისჯიანო. ცხვირის წამალი, ნავტიზინი მედო ჯიბეში და მეუბნებოდნენ, ამ წამალზე ხომ არის შენი ხელის ანაბეჭდი, ეს ანაბეჭდი გადავა იმ ნარკოტიკზე, რომელსაც ჩაგიგდებთ და მერე ამტკიცე, რომ შენი არ არისო.

ვეუბნებოდი ერთი ზარის უფლება ხომ მაქვს, დამარეკინეთ-მეთქი, ამაზეც დამცინოდნენ. როგორც ირკვევა, ეძებდნენ ვიღაცას, რომელსაც სახეზე შრამი ჰქონდა და ვფიქრობ, იმაში შევეშალე. დაახლოებით საათი, საათნახევარი ასე მაწამეს... შემოიტანეს ვიდეო და მითხრეს, ამ კამერაზე შენ ჩანხარო, მაგრამ მე არ ვიყავი იმ კამერაზე, აშკარად ტყუოდნენ განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ