პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსპერტები სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ინიციატივაზე: "ჯერ 3-ვარკვლავიანი გახადონ ქვეყანა და მერე გველაპარაკონ 5-ვარსკვლავიან სასტუმროებზე"
ექსპერტები სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ინიციატივაზე: "ჯერ 3-ვარკვლავიანი გახადონ ქვეყანა და მერე გველაპარაკონ 5-ვარსკვლავიან სასტუმროებზე"

ორ­თა­ჭა­ლა­ში სამ­თავ­რო­ბო ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბა იწყე­ბა, სა­დაც პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა სა­მი­ნის­ტრო გან­თავ­სდე­ბა. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

კვი­რი­კაშ­ვი­ლის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლია საკ­მა­ოდ დიდი ტე­რი­ტო­რია.

"ერთი მხრივ, იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი, რად­გან ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ო­ფი­სე თუ სას­ტუმ­როს­თვის სივ­რცე გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, მე­ო­რე მხრივ კი, წა­ხა­ლის­დე­ბა სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რი. მო­ცუ­ლო­ბი­თი სივ­რცის აშე­ნე­ბა იგეგ­მე­ბა, სა­დაც არა­ერ­თი სა­მი­ნის­ტრო გან­თავ­სდე­ბა. ორ­თა­ჭა­ლის იმ უბან­ში პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა სა­მი­ნის­ტრო მო­იყ­რის თავს, ერ­თე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, რაც პრაქ­ტი­კუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფს რო­გორც იუ­რი­დი­უ­ლი, ისე ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის ფი­ზი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის თვი­სობ­რი­ვად ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია და მე მი­ვე­სალ­მე­ბი ამ პრო­ექ­ტის და­წყე­ბას", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი მოყ­ვა. ექ­სპერ­ტე­ბი სამ­თავ­რო­ბო ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას იწუ­ნე­ბენ და სხვა­დას­ხვა რის­კებ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვილს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ქმე­დე­ბე­ბი გა­ახ­სე­ნა:

"თე­ო­რი­უ­ლად ინი­ცი­ა­ტი­ვა თით­ქოს ცუ­დად არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა - ერთი შე­ხედ­ვით კარ­გია, რომ მთავ­რო­ბა კომ­პაქ­ტუ­რად იყოს გან­ლა­გე­ბუ­ლი და უკე­თე­სად კო­ორ­დი­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ დრო­ში და სივ­რცე­ში არი­ან და­კარ­გუ­ლე­ბი. დღეს, რო­დე­საც ამ­დე­ნი პრობ­ლე­მაა ქვე­ყა­ნა­ში, ასე­თი ტი­პის პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია და შე­უ­სა­ბა­მოა იმ სო­ცი­ა­ლურ რის­კებ­თან, რაც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს. ის არ­გუ­მენ­ტი, თით­ქოს მშე­ნებ­ლო­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბას მო­ახ­დე­ნენ ამით, იმ­დენ­ჯერ გვაქვს მოს­მე­ნი­ლი მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს, რომ სირ­ცხვი­ლია. ნუ და­ემ­სგავ­სე­ბი­ან იმას, რა­საც ჩვენ ვებ­რძო­დით და რის გა­მოც მო­ვიყ­ვა­ნეთ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ჯერ სამ­ვარ­კვლა­ვი­ა­ნი გა­ხა­დონ ქვე­ყა­ნა, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს საჭ­მლის ფული არ აქვთ და მერე გვე­ლა­პა­რა­კონ ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ებ­ზე", - გა­ნუ­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს".

ამას­თან, ექ­სპერ­ტი ხაზს უს­ვამს, რომ პრო­ექ­ტი ეკო­ნო­მი­კუ­რად კარ­გად არ არის დათ­ვლი­ლი და უსაფრ­თხო­ე­ბის მხრივ პრობ­ლე­მებ­საც ქმნის.

"ის ამო­ნა­გე­ბი, რაც, არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან თე­ო­რი­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ, რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რია იმ თან­ხის, რაც ეს ქა­ლა­ქი დაჯ­დე­ბა?! მე ვფიქ­რობ, ეს გათ­ვლე­ბი არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია და მხო­ლოდ ზე­პი­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, სა­ნამ ეს ქა­ლა­ქი არ აშენ­დე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, ის შე­ნო­ბე­ბი ვერ და­იც­ლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ხარ­ჯე­ბი წი­ნას­წარ იქ­ნე­ბა გა­სა­წე­ვი და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი კომ­პენ­სი­რე­ბა. მა­ნამ­დე რა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ამ მშე­ნებ­ლო­ბის წყა­რო? კი­დევ დგე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს და წარ­მო­იდ­გი­ნეთ და­ი­წყო პრო­ტეს­ტი, დად­გეს კარ­ვე­ბი. რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ მათ, რო­დე­საც მთე­ლი მთავ­რო­ბა, მთე­ლი თა­ვი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით ერთ წერ­ტილ­ში გან­ლაგ­დე­ბა და ხომ არ მოხ­დე­ბა ისე, რომ ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მღელ­ვა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მთლი­ა­ნად მთავ­რო­ბა პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა? უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით, მე ვფიქ­რობ, არა­ვის უფიქ­რია. რის­კე­ბის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა ყო­ველ­თვის უკე­თე­სია. რო­დე­საც ყვე­ლა ერ­თად გროვ­დე­ბა, მთე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, უკ­მა­ყო­ფი­ლო ხალ­ხმა შე­იძ­ლე­ბა მთლი­ა­ნად აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნოს", - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ექ­სპერ­ტი სოსო ცინ­ცა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ე.წ. სამ­თავ­რო­ბო ქა­ლა­ქის აშე­ნე­ბის იდეა სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ ცინ­ცა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და.

"კვი­რი­კაშ­ვილ­მა თქვა იდეა, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ჯერ არც გა­ან­გა­რი­შე­ბა არ­სე­ბობს, არც ისაა დათ­ვლი­ლი რამ­დე­ნი შე­ნო­ბა უნდა აშენ­დეს, არც ის, რო­მე­ლი გა­ი­ყი­დე­ბა. მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის მყიდ­ვე­ლის პოვ­ნა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ელენ­ტა­რუ­ლად იქ რომ სას­ტუმ­რო აშენ­დეს, პარ­კინ­გის ად­გი­ლიც კი არ ექ­ნე­ბა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იქ სას­ტუმ­რო გა­კეთ­დეს? იდე­ას შე­მო­აგ­დე­ბენ, აღ­ტკი­ნე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­თა ჯგუ­ფი "ფინ­თი არი­ფი­ვით" ავარ­დე­ბა, იწყე­ბა თოქ-შო­უ­ე­ბი, მი­დის სა­უ­ბა­რი ვარ­გა-არ ვარ­გა­ზე და მთა­ვა­რი თე­მი­დან ყუ­რა­დღე­ბა გა­და­დის.

ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სა­დაც გან­სა­კუ­თა­რე­ბით მწვა­ვეა სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ცდი­ლობს ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნას ნე­იტ­რა­ლურ პრობ­ლე­მა­ზე. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­კი­თხია. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი "წა­მო­ე­გეთ ამ სა­კენკზე", ამ დროს კი ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ტა­ნი­ლია იქი­დან, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა დახ­მა­რე­ბის მთხოვ­ნელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. მე ვფიქ­რობ, ეს იდეა მო­ქა­ლა­ქე­თა სკეპ­ტი­ციზმს ვერ გას­ცდე­ბა და ორი წლის შემ­დეგ მთავ­რო­ბას ვინ­მე თუ შე­ახ­სე­ნებს რა­ტომ არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­თო, მთავ­რო­ბა იტყვის, გვინ­დო­და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბამ არ დაგ­ვი­ჭი­რა მხა­რიო. გა­ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­უ­ლებ­რივ მში­ე­რი თვე­ე­ბია და სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნი­დან ყუ­რა­დღე­ბის გა­და­სა­ტა­ნად ეს იდეა გა­მო­ი­ყე­ნეს. მე ასე მგო­ნია", - გა­ნა­ცხა­და სოსო ცინ­ცა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ექსპერტები სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ინიციატივაზე: "ჯერ 3-ვარკვლავიანი გახადონ ქვეყანა და მერე გველაპარაკონ 5-ვარსკვლავიან სასტუმროებზე"

ექსპერტები სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ინიციატივაზე: "ჯერ 3-ვარკვლავიანი გახადონ ქვეყანა და მერე გველაპარაკონ 5-ვარსკვლავიან სასტუმროებზე"

ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული ქალაქის მშენებლობისთვის გამოყოფილია საკმაოდ დიდი ტერიტორია.

"ერთი მხრივ, იქნება ძალიან კარგი, რადგან ქალაქის ცენტრში ძალიან ბევრი საოფისე თუ სასტუმროსთვის სივრცე გამოთავისუფლდება, მეორე მხრივ კი, წახალისდება სამშენებლო სექტორი. მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება, სადაც არაერთი სამინისტრო განთავსდება. ორთაჭალის იმ უბანში პრაქტიკულად ყველა სამინისტრო მოიყრის თავს, ერთეული გამონაკლისის გარდა, რაც პრაქტიკულად უზრუნველყოფს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის ფიზიკური მომსახურეობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას. მნიშვნელოვანი პროექტია და მე მივესალმები ამ პროექტის დაწყებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის ინიციატივას საზოგადოების ნაწილის კრიტიკული შეფასებები მოყვა. ექსპერტები სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ინიციატივას იწუნებენ და სხვადასხვა რისკებზე საუბრობენ.

ექსპერტ გია ხუხაშვილს ხელისუფლების ინიციატივამ მიხეილ სააკაშვილის ქმედებები გაახსენა:

"თეორიულად ინიციატივა თითქოს ცუდად არ გამოიყურება - ერთი შეხედვით კარგია, რომ მთავრობა კომპაქტურად იყოს განლაგებული და უკეთესად კოორდინებული, მაგრამ დროში და სივრცეში არიან დაკარგულები. დღეს, როდესაც ამდენი პრობლემაა ქვეყანაში, ასეთი ტიპის პროექტების დაწყება აბსოლუტურად არაადეკვატურია და შეუსაბამოა იმ სოციალურ რისკებთან, რაც ქვეყანაში არსებობს. ის არგუმენტი, თითქოს მშენებლობის სტიმულირებას მოახდენენ ამით, იმდენჯერ გვაქვს მოსმენილი მიშა სააკაშვილის დროს, რომ სირცხვილია. ნუ დაემსგავსებიან იმას, რასაც ჩვენ ვებრძოდით და რის გამოც მოვიყვანეთ ეს ადამიანები ხელისუფლებაში. ჯერ სამვარკვლავიანი გახადონ ქვეყანა, სადაც ადამიანებს საჭმლის ფული არ აქვთ და მერე გველაპარაკონ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებზე", - განუცხადა ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს".

ამასთან, ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ პროექტი ეკონომიკურად კარგად არ არის დათვლილი და უსაფრთხოების მხრივ პრობლემებსაც ქმნის.

"ის ამონაგები, რაც, არსებული ინფრასტრუქტურის რეალიზაციიდან თეორიულად შეიძლება მივიღოთ, რამდენად ადეკვატურია იმ თანხის, რაც ეს ქალაქი დაჯდება?! მე ვფიქრობ, ეს გათვლები არავის გაუკეთებია და მხოლოდ ზეპირი განცხადებები კეთდება. გარდა ამისა, სანამ ეს ქალაქი არ აშენდება, ბუნებრივია, ის შენობები ვერ დაიცლება და შესაბამისად, ხარჯები წინასწარ იქნება გასაწევი და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი კომპენსირება. მანამდე რა შეიძლება გახდეს ამ მშენებლობის წყარო? კიდევ დგება უსაფრთხოების საკითხი. მოგეხსენებათ, საქართველო საკმაოდ აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობს და წარმოიდგინეთ დაიწყო პროტესტი, დადგეს კარვები. როგორ წარმოუდგენიათ მათ, როდესაც მთელი მთავრობა, მთელი თავისი ინფრასტრუქტურით ერთ წერტილში განლაგდება და ხომ არ მოხდება ისე, რომ ნებისმიერი პოლიტიკური მღელვარების შემთხვევაში მთლიანად მთავრობა პარალიზებული იქნება? უსაფრთხოების კუთხით, მე ვფიქრობ, არავის უფიქრია. რისკების დივერსიფიცირება ყოველთვის უკეთესია. როდესაც ყველა ერთად გროვდება, მთელი ხელისუფლება, უკმაყოფილო ხალხმა შეიძლება მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების პარალიზება მოახდინოს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. სამთავრობო ქალაქის აშენების იდეა სოციალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება. ამის შესახებ ცინცაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

"კვირიკაშვილმა თქვა იდეა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯერ არც გაანგარიშება არსებობს, არც ისაა დათვლილი რამდენი შენობა უნდა აშენდეს, არც ის, რომელი გაიყიდება. მთავრობის კანცელარიის მყიდველის პოვნა წარმოუდგენელია, ელენტარულად იქ რომ სასტუმრო აშენდეს, პარკინგის ადგილიც კი არ ექნება. როგორ შეიძლება იქ სასტუმრო გაკეთდეს? იდეას შემოაგდებენ, აღტკინებული მოქალაქეთა ჯგუფი "ფინთი არიფივით" ავარდება, იწყება თოქ-შოუები, მიდის საუბარი ვარგა-არ ვარგაზე და მთავარი თემიდან ყურადღება გადადის.

ნებისმიერი ხელისუფლება, სადაც განსაკუთარებით მწვავეა სოციალური პრობლემები, ცდილობს ხალხის ყურადღების გადატანას ნეიტრალურ პრობლემაზე. ეს ჩვეულებრივი საკითხია. ჟურნალისტები "წამოეგეთ ამ საკენკზე", ამ დროს კი ყურადღება გადატანილია იქიდან, რომ ყოველდღიურად იზრდება დახმარების მთხოვნელთა რაოდენობა. მე ვფიქრობ, ეს იდეა მოქალაქეთა სკეპტიციზმს ვერ გასცდება და ორი წლის შემდეგ მთავრობას ვინმე თუ შეახსენებს რატომ არ განახორციელეთო, მთავრობა იტყვის, გვინდოდა განხორციელება, მაგრამ მოსახლეობამ არ დაგვიჭირა მხარიო. გაზაფხული საქართველოში ჩვეულებრივ მშიერი თვეებია და სოციალური ფონიდან ყურადღების გადასატანად ეს იდეა გამოიყენეს. მე ასე მგონია", - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები