მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასეირნოდ გამოვედი ქალაქში... გადაჭარბებული სიჩქარით ვმოძრაობდი" - რას ყვება მოდელი, რომელიც მანქანით ყაზბეგზე ჯიხურს დაეჯახა
"სასეირნოდ გამოვედი ქალაქში... გადაჭარბებული სიჩქარით ვმოძრაობდი" - რას ყვება მოდელი, რომელიც მანქანით ყაზბეგზე ჯიხურს დაეჯახა

გუ­შინ, 23 მარტს გამ­თე­ნი­ი­სას ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე ავა­რია მოხ­და - ავ­ტო­მან­ქა­ნა ჯერ მგზავ­რთა მო­საც­დელ გა­ჩე­რე­ბა­ზე, შემ­დეგ კი იქვე მდგომ პრე­სის ჯი­ხუ­რებ­ში შე­ვარ­და (იხი­ლეთ ფო­ტო­ე­ბის ავა­რი­ის ად­გი­ლი­დან).

თვითმხილ­ვე­ლე­ბის ცნო­ბით, მძღო­ლი მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მან­ქა­ნას 20 წლის ფო­ტო­მო­დე­ლი - დი­ა­ნა ოვა­ნო­ვა მარ­თავ­და. დი­ა­ნა ერთი წლის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და მის­მა ფო­ტო­ებ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ააჭ­რე­ლა - უკ­რა­ი­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის სექს-სიმ­ბო­ლოს მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩის ადა­რე­ბენ.

წა­ი­კი­თხეთ: "მაქვს რე­სურ­სი, რომ სი­შიშ­ვლით კი არა, სხვა რა­ღა­ცე­ბით გავ­ხდე პო­პუ­ლა­რუ­ლი" - პო­ლი­ტი­კო­სო­ბა­ზე მე­ოც­ნე­ბე "სექსსიმ­ბო­ლო"

ოვა­ნო­ვა ავა­რი­ის შემ­დეგ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. მას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ავა­რი­ის შე­სა­ხებ ფო­ტო­მო­დელ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზეც და­წე­რა:

"მი­ხა­რია, რომ გა­დავ­რჩი და კარ­გად ვარ... რაც შე­ე­ხე­ბა კო­მენ­ტა­რებს, რო­მელ­საც ვკი­თხუ­ლობ, რომ პო­ტენ­ცი­უ­რი მკვლე­ლი ვარ, რა­ტომ არ მოვ­კვდი, რა­ტომ ვარ ცო­ცხა­ლი, ამ­დე­ნი რა­მის და­ზი­ა­ნე­ბას ჯობ­და მომ­კვდა­რი­ყა­ვი, და ასე შემ­დეგ, ასეთ ადა­მი­ა­ნებს მო­გი­წო­დებთ, ნუ იქ­ნე­ბით ასე­თი მა­ტე­რი­ა­ლის­ტე­ბი, არა­ა­და­მი­ა­ნე­ბი და ბო­რო­ტე­ბი, ჩემს ად­გი­ლას შე­იძ­ლე­ბო­და ნე­ბის­მი­ე­რის შვი­ლი, დედა ან და ყო­ფი­ლი­ყო...", - წერს ოვა­ნო­ვა "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე.

AMBEBI.GE ავა­რი­ის დე­ტა­ლე­ბით და­ინ­ტე­რეს­და და დი­ა­ნა ოვა­ნო­ვას და­უ­კავ­შირ­და: "ღა­მის 12 სა­ათ­ზე სა­სე­ირ­ნოდ გა­მო­ვე­დი ქა­ლაქ­ში. ამ­ბო­ბენ, თით­ქოს ნას­ვა­მი ვი­ყა­ვი და ამის გამო მო­მი­ვი­და ავა­რია, რაც მარ­თა­ლი არ არის. პატ­რუ­ლიც და­ა­დას­ტუ­რებს, რომ ფხი­ზე­ლი ვი­ყა­ვი"

- რა გახ­და ავა­რი­ის მი­ზე­ზი?

- გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით ვმოძ­რა­ობ­დი, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­დავ­ვარ­დი და მერე უკვე არა­ფე­რი აღარ მახ­სოვს. როცა გონ­ზე მო­ვე­დი, უკვე რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­ყა­ვი. მაქვს ტვი­ნის შერ­ყე­ვა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მტო­ვებ­დნენ, მაგ­რამ შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბი არ იყო და უარი გან­ვა­ცხა­დე იქ დარ­ჩე­ნა­ზე. დღეს ტო­მოგ­რა­ფი­ას გა­და­ვი­ღებ და ვნა­ხავ რა მჭირს, ტვი­ნის შერ­ყე­ვის გარ­და, მთელ სხე­ულ­ზე მაქვს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.

ექი­მებ­მა მი­თხრეს, როცა შე­მო­გიყ­ვა­ნეს შოკ­ში იყა­ვი და კან­კა­ლებ­დიო, მე არა­ფე­რი არ მახ­სოვს. ხალ­ხი მი­ლო­ცავს გა­დარ­ჩე­ნას, მად­ლო­ბა რომ გა­დავ­რჩი. კი არ გა­დავ­რჩი, გუ­შინ და­ვი­ბა­დე".

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, მომ­ხდა­რის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი - ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღო­ლი და­შავ­და. გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 276-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას მარ­თავს, რა­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

წარ­მო­შო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლი, 20 წლის დი­ა­ნა ოვა­ნო­ვა უკვე 3 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. რო­გორც ამ­ბობს, ის ერთი უბ­რა­ლო ფო­ტო­სე­სი­ით გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი და მას მერე "სექსსიმ­ბო­ლოს" ეძა­ხი­ან... თავს ქარ­თვე­ლი ლა­მაზ­მა­ნე­ბის კონ­კუ­რენ­ტად არ მი­იჩ­ნევს და ამ­ბობს, რომ სხვე­ბის მსგავ­სად, ტა­ნი­სა­მო­სის გახ­დი­თა და ერო­ტი­კულ ფილ­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით არ აპი­რებს პო­პუ­ლა­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. მო­მა­ვალ­ში პო­ლი­ტი­კა­შიც სურს სცა­დოს ბედი...

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო: "არ მინ­და სა­ქარ­თვე­ლოს სექსსიმ­ბო­ლო ვიყო" - რო­გო­რი კა­ცის და­პყრო­ბა სურს ლა­მაზ­მანს და რო­გორ გეგ­მავს პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"სასეირნოდ გამოვედი ქალაქში... გადაჭარბებული სიჩქარით ვმოძრაობდი" - რას ყვება მოდელი, რომელიც მანქანით ყაზბეგზე ჯიხურს დაეჯახა

"სასეირნოდ გამოვედი ქალაქში... გადაჭარბებული სიჩქარით ვმოძრაობდი" - რას ყვება მოდელი, რომელიც მანქანით ყაზბეგზე ჯიხურს დაეჯახა

გუშინ, 23 მარტს გამთენიისას ყაზბეგის გამზირზე ავარია მოხდა - ავტომანქანა ჯერ მგზავრთა მოსაცდელ გაჩერებაზე, შემდეგ კი იქვე მდგომ პრესის ჯიხურებში შევარდა (იხილეთ ფოტოების ავარიის ადგილიდან).

თვითმხილველების ცნობით, მძღოლი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. როგორც აღმოჩნდა, მანქანას 20 წლის ფოტომოდელი - დიანა ოვანოვა მართავდა. დიანა ერთი წლის წინ გახდა ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის და მისმა ფოტოებმა სოციალური ქსელი ააჭრელა - უკრაინული წარმოშობის სექს-სიმბოლოს მონიკა ბელუჩის ადარებენ.

წაიკითხეთ: "მაქვს რესურსი, რომ სიშიშვლით კი არა, სხვა რაღაცებით გავხდე პოპულარული" - პოლიტიკოსობაზე მეოცნებე "სექსსიმბოლო"

ოვანოვა ავარიის შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ავარიის შესახებ ფოტომოდელმა "ფეისბუქის" პირად გვერდზეც დაწერა:

"მიხარია, რომ გადავრჩი და კარგად ვარ... რაც შეეხება კომენტარებს, რომელსაც ვკითხულობ, რომ პოტენციური მკვლელი ვარ, რატომ არ მოვკვდი, რატომ ვარ ცოცხალი, ამდენი რამის დაზიანებას ჯობდა მომკვდარიყავი, და ასე შემდეგ, ასეთ ადამიანებს მოგიწოდებთ, ნუ იქნებით ასეთი მატერიალისტები, არაადამიანები და ბოროტები, ჩემს ადგილას შეიძლებოდა ნებისმიერის შვილი, დედა ან და ყოფილიყო...", - წერს ოვანოვა "ფეისბუქის" გვერდზე.

AMBEBI.GE ავარიის დეტალებით დაინტერესდა და დიანა ოვანოვას დაუკავშირდა: "ღამის 12 საათზე სასეირნოდ გამოვედი ქალაქში. ამბობენ, თითქოს ნასვამი ვიყავი და ამის გამო მომივიდა ავარია, რაც მართალი არ არის. პატრულიც დაადასტურებს, რომ ფხიზელი ვიყავი"

- რა გახდა ავარიის მიზეზი?

- გადაჭარბებული სიჩქარით ვმოძრაობდი, გზის სავალი ნაწილიდან გადავვარდი და მერე უკვე არაფერი აღარ მახსოვს. როცა გონზე მოვედი, უკვე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიყავი. მაქვს ტვინის შერყევა, საავადმყოფოში მტოვებდნენ, მაგრამ შესაბამისი პირობები არ იყო და უარი განვაცხადე იქ დარჩენაზე. დღეს ტომოგრაფიას გადავიღებ და ვნახავ რა მჭირს, ტვინის შერყევის გარდა, მთელ სხეულზე მაქვს დაზიანებები.

ექიმებმა მითხრეს, როცა შემოგიყვანეს შოკში იყავი და კანკალებდიო, მე არაფერი არ მახსოვს. ხალხი მილოცავს გადარჩენას, მადლობა რომ გადავრჩი. კი არ გადავრჩი, გუშინ დავიბადე".

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი - ავტომანქანის მძღოლი დაშავდა. გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

წარმოშობით უკრაინელი, 20 წლის დიანა ოვანოვა უკვე 3 წელია საქართველოში ცხოვრობს. როგორც ამბობს, ის ერთი უბრალო ფოტოსესიით გახდა პოპულარული და მას მერე "სექსსიმბოლოს" ეძახიან... თავს ქართველი ლამაზმანების კონკურენტად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ სხვების მსგავსად, ტანისამოსის გახდითა და ეროტიკულ ფილმებში მონაწილეობით არ აპირებს პოპულარობის შენარჩუნებას. მომავალში პოლიტიკაშიც სურს სცადოს ბედი...

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: "არ მინდა საქართველოს სექსსიმბოლო ვიყო" - როგორი კაცის დაპყრობა სურს ლამაზმანს და როგორ გეგმავს პოლიტიკაში მოსვლას

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი