პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთიანი ეროვნული გამოცდები - პასუხები კითხვებზე, რომელიც აბიტურიენტებს აინტერესებთ
ერთიანი ეროვნული გამოცდები - პასუხები კითხვებზე, რომელიც აბიტურიენტებს აინტერესებთ

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სა და სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სის­თვის რე­გის­ტრა­ცია და­ი­წყო.

იქ­ნე­ბა თუ არა, წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე და რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა, კი­თხვებს გა­მოც­დე­ბის და შე­ფა­სე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი პა­სუ­ხობს.

მკი­თხვე­ლი:

შე­უძ­ლია თუ არა აბი­ტუ­რი­ენტს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა ქარ­თუ­ლის გარ­და სხვა ენა­ზე?

-სა­უ­ბა­რია სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­მოც­და­ზე, ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტარ­ტუ­რა­ში. ეს არის სა­ხელ­მწი­ფო ენა­ში გა­მოც­და და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­სე­ბობს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რო­ბენ. ამ ტე­რირ­ტო­რი­ა­ზე კონ­სტი­ტი­ცი­ით სა­ხელ­მწი­ფო ენა გახ­ლავთ აფხა­ზუ­რი. ასე რომ, ჩვენს აფხაზ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ქარ­თუ­ლის ნაც­ვლად გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ აფხა­ზურ ენა­ზე.

მკი­თხვე­ლი:

რამ­დე­ნი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და სას­პორ­ტო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის უფ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად?

-მათ­თვის სხვა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბია. მათ მო­უ­წევთ გა­მოს­ვლა ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­და­ზე და სამი სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა. ეს გახ­ლავთ: ზო­გა­დი უნა­რე­ბი, ქარ­თუ­ლი ენა-ლი­ტე­რა­ტუ­რა და ერთ-ერთი უცხო ენა.

აქ სა­უ­ბა­რია ია­მა­ზე, რომ გა­და­ლა­ხონ ბა­რი­ე­რი (ჩათ­ვლის პრინ­ცი­პია), მაგ­რამ ჩა­რი­ცხვა ძი­რი­თა­დად ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ტუ­რე­ბის შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. რად­გან კონ­კრე­ტუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი, კონ­კრე­ტულ ფა­კულ­ტეტ­ზე და მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე შე­მოქ­მე­დე­ბით ტუ­რებს აცხა­დებს და აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მო­უ­წევთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ტუ­რე­ბის გავ­ლა და შემ­დეგ უკვე ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა.

მკი­თხვე­ლი:

თუ ვა­ბა­რებ 5 სა­განს, რა პრი­ვი­ლე­გია მაქვს და რა ხდე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ერთ-ერთ არ­ჩე­ვით სა­გან­ში ჩა­ვი­ჭე­რი?

-იმი­სათ­ვის, რომ კონ­კრე­ტულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში, კონ­კრე­ტულ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხოს აბი­ტუ­რი­ენ­ტი, საკ­მა­რი­სია ოთხი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა. სამი სა­ვალ­დე­ბუ­ლო და ერთ-ერთი არ­ჩე­ვი­თი (თა­ვად აბი­ტუ­რი­ენ­ტი იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას).

ჩა­რი­ცხვის პრო­ცეს­ში არა­ნა­ი­რი პრი­ვი­ლე­გია არ არის. ასე­ვე თუ აბი­ტუ­რი­ენ­ტმა მის მიერ არ­ჩე­ულ სა­გან­ში ბა­რი­ე­რი ვერ გა­და­ლა­ხა, ის ვერ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას საგ­რან­ტო კონ­კურ­სში.

მკი­თხვე­ლი:

სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ზე ბა­რი­ე­რი რამ­დე­ნი იქ­ნე­ბა და რო­გორ ხდე­ბა ქუ­ლე­ბის ათ­ვლა?

-ხუ­თი­დან ათ ბა­ლი­ან შკა­ლა­ზე ით­ვლე­ბა ქუ­ლე­ბი. გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­დებ­ზე ბა­რი­ე­რი ძა­ლი­ან და­ბა­ლია ისე­ვე, რო­გორც წინა წლებ­ში იყო.

5, 5 -ია ბა­რი­ე­რი და ეს ბა­რი­ე­რი უნდა გა­და­ლა­ხოს მოს­წავ­ლემ, იმის­თვის, რომ გა­მოც­და ჩით­ვა­ლოს ჩა­ბა­რე­ბუ­ლად.

მკი­თხვე­ლი:

ვარ მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი. გავ­დი­ვარ საგ­რან­ტო გა­მოც­და­ზე და მა­ინ­ტე­რე­სებს მი­ნი­მა­ლუ­რი რა ქულა უნდა ავი­ღო რომ გრან­ტი მო­ვი­პო­ვო?

-ეს გახ­ლავთ საგ­რან­ტო კონ­კურ­სი და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, ვინც ღე­ბუ­ლობს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას საგ­რან­ტო კონ­კურ­სში გა­მო­ყო­ფი­ლია კონ­კრტუ­ლი თან­ხა და აქ სა­უ­ბა­რი არ არის კონ­კრე­ტულ ქუ­ლა­ზე, რო­მე­ლიც უნდა მი­ი­ღოს სტუ­დენ­ტმა იმი­სათ­ვის რომ და­ფი­ნანსდეს სა­ხელ­მწი­ფოს მიერ. რამ­დენ­საც ეყო­ფა გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა, იმ­დე­ნი სრუ­დენ­ტი და­ფი­ნანსდე­ბა. რო­გორც წესი წინა წლე­ბის სტა­ტის­ტი­კას თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, და­ახ­ლო­ე­ბით 200-მდე სტუ­დენ­ტი ფი­ნანსდე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად.

მკი­თხვე­ლი:

თუ შეგ­ვიძ­ლია გა­ვი­გოთ ქუ­ლა­თა რო­გო­რი რა­ო­დე­ნო­ბით მოვხდე­ბით სხვადსხვა სას­წავ­ლე­ბელ­ში?

-რა თქმა უნდა შე­იძ­ლე­ბა, რად­გან ეს არის მათი მო­ნა­ცე­მე­ბი და თა­ვად იცი­ან.

მკი­თხვე­ლი:

პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ზე შე­გიძ­ლი­ათ მოგ­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია?

-ინ­ფორ­მა­ცია, რაც უკავ­შირ­დე­ბა გა­მოც­დებს, წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ტარ­დე­ბა. 23 აპ­რილს არის და­ნიშ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში მო­სახ­ვედ­რად და აქაც ბუ­ნებ­რი­ვია კონ­კრე­ტუ­ლი გა­მოც­და და­მო­კი­დე­ბუ­ლია კონ­კრე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე და ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ ჩვენს ვებ-გვერ­დზეა გან­ტავ­სე­ბუ­ლი.

როცა მოს­წავ­ლე თუ ახალ­გაზ­რდა გა­ივ­ლის რე­გის­ტრა­ცი­ას, ეს ინ­ფორ­მა­ცია მის­თვის არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. მოს­წავ­ლე თა­ვად ირ­ჩევს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, კონ­კრე­ტუ­ლი გა­მოც­დე­ბი იქ­ნე­ბა ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ერთიანი ეროვნული გამოცდები - პასუხები კითხვებზე, რომელიც აბიტურიენტებს აინტერესებთ

ერთიანი ეროვნული გამოცდები - პასუხები კითხვებზე, რომელიც აბიტურიენტებს აინტერესებთ

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დაიწყო.

იქნება თუ არა, წელს განსაკუთრებული სიახლეები მისაღებ გამოცდებზე და რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა, კითხვებს გამოცდების და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პასუხობს.

მკითხველი:

შეუძლია თუ არა აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება ქართულის გარდა სხვა ენაზე?

-საუბარია სავალდებულო გამოცდაზე, ქართულ ენასა და ლიტარტურაში. ეს არის სახელმწიფო ენაში გამოცდა და აქედან გამომდინარე, არსებობს ალტერნატივა იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამ ტერირტორიაზე კონსტიტიციით სახელმწიფო ენა გახლავთ აფხაზური. ასე რომ, ჩვენს აფხაზ აბიტურიენტებს ქართულის ნაცვლად გამოცდის ჩაბარება შეუძლიათ აფხაზურ ენაზე.

მკითხველი:

რამდენი გამოცდის ჩაბარებაა აუცილებელი სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად?

-მათთვის სხვა რეგულაციებია. მათ მოუწევთ გამოსვლა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე და სამი სავალდებულო გამოცდის ჩაბარება. ეს გახლავთ: ზოგადი უნარები, ქართული ენა-ლიტერატურა და ერთ-ერთი უცხო ენა.

აქ საუბარია იამაზე, რომ გადალახონ ბარიერი (ჩათვლის პრინციპია), მაგრამ ჩარიცხვა ძირითადად ხორციელდება შემოქმედებითი ტურების შედეგების საფუძველზე. რადგან კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლები, კონკრეტულ ფაკულტეტზე და მიმართულებაზე შემოქმედებით ტურებს აცხადებს და აბიტურიენტებს მოუწევთ შემოქმედებითი ტურების გავლა და შემდეგ უკვე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მონაწილეობის მიღება.

მკითხველი:

თუ ვაბარებ 5 საგანს, რა პრივილეგია მაქვს და რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ არჩევით საგანში ჩავიჭერი?

-იმისათვის, რომ კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელში, კონკრეტულ ფაკულტეტზე ჩაირიცხოს აბიტურიენტი, საკმარისია ოთხი გამოცდის ჩაბარება. სამი სავალდებულო და ერთ-ერთი არჩევითი (თავად აბიტურიენტი იღებს გადაწყვეტილებას).

ჩარიცხვის პროცესში არანაირი პრივილეგია არ არის. ასევე თუ აბიტურიენტმა მის მიერ არჩეულ საგანში ბარიერი ვერ გადალახა, ის ვერ მიიღებს მონაწილეობას საგრანტო კონკურსში.

მკითხველი:

საატესტატო გამოცდებზე ბარიერი რამდენი იქნება და როგორ ხდება ქულების ათვლა?

-ხუთიდან ათ ბალიან შკალაზე ითვლება ქულები. გამოსაშვებ გამოცდებზე ბარიერი ძალიან დაბალია ისევე, როგორც წინა წლებში იყო.

5, 5 -ია ბარიერი და ეს ბარიერი უნდა გადალახოს მოსწავლემ, იმისთვის, რომ გამოცდა ჩითვალოს ჩაბარებულად.

მკითხველი:

ვარ მეორე კურსის სტუდენტი. გავდივარ საგრანტო გამოცდაზე და მაინტერესებს მინიმალური რა ქულა უნდა ავიღო რომ გრანტი მოვიპოვო?

-ეს გახლავთ საგრანტო კონკურსი და სტუდენტებისთვის, ვინც ღებულობს მონაწილეობას საგრანტო კონკურსში გამოყოფილია კონკრტული თანხა და აქ საუბარი არ არის კონკრეტულ ქულაზე, რომელიც უნდა მიიღოს სტუდენტმა იმისათვის რომ დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ. რამდენსაც ეყოფა გამოყოფილი თანხა, იმდენი სრუდენტი დაფინანსდება. როგორც წესი წინა წლების სტატისტიკას თუ გავითვალისწინებთ, დაახლოებით 200-მდე სტუდენტი ფინანსდება ყოველწლიურად.

მკითხველი:

თუ შეგვიძლია გავიგოთ ქულათა როგორი რაოდენობით მოვხდებით სხვადსხვა სასწავლებელში?

-რა თქმა უნდა შეიძლება, რადგან ეს არის მათი მონაცემები და თავად იციან.

მკითხველი:

პროფესიულ სასწავლებლებზე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია?

-ინფორმაცია, რაც უკავშირდება გამოცდებს, წელიწადში ორჯერ ტარდება. 23 აპრილს არის დანიშნული გამოცდები პროფესიულ სასწავლებელში მოსახვედრად და აქაც ბუნებრივია კონკრეტული გამოცდა დამოკიდებულია კონკრეტულ მიმართულებაზე და ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენს ვებ-გვერდზეა განტავსებული.

როცა მოსწავლე თუ ახალგაზრდა გაივლის რეგისტრაციას, ეს ინფორმაცია მისთვის არის ხელმისაწვდომი. მოსწავლე თავად ირჩევს ამ მიმართულებას და ამ მიმართულების მიხედვით, კონკრეტული გამოცდები იქნება ჩასაბარებელი.

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას