მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩანაწერში ისმის, რომ მას აქვს მისწრაფება ცხედრის განადგურების" - ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე დაკავებულ ლუკა ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა
"ჩანაწერში ისმის, რომ მას აქვს მისწრაფება ცხედრის განადგურების" - ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე დაკავებულ ლუკა ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ე.წ კა­ნი­ბა­ლიზ­მის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ 1992 წელს და­ბა­დე­ბულ ლუკა ჩიხ­ლა­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. შუ­ამ­დგომ­ლო­ბე­ბის და­ყე­ნე­ბის დროს ჩიხ­ლა­ძის ად­ვო­კატ­მა და­ვით აბე­სა­ძემ გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბა მო­ი­თხო­ვა. მო­სა­მარ­თლემ ლუკა ჩიხ­ლა­ძეს ჰკი­თხა, მუ­შა­ობს თუ არა და თუ შე­უძ­ლია გი­რა­ოს გა­და­დახ­და.

რო­გორც ლუკა ჩიხ­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ის და­საქ­მე­ბუ­ლი არ არის, არც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა გა­აჩ­ნია, თუმ­ცა მშობ­ლებს სახ­ლი აქვთ და გი­რა­ოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზით მო­ი­თხო­ვა. პრო­კუ­რორ­მა ინა გუ­გუშ­ვილ­მა მო­სა­მარ­თლეს გა­ნუ­ცხა­და, რომ არ­სე­ბობს მი­მალ­ვი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხე. "ნა­სა­მარ­თლე­ვია, პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი აქვს და არ­სე­ბობს მი­მალ­ვის საფრ­თხე, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მას წინა მსჯავ­რის მოხ­დაც ემუქ­რე­ბა. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ჩა­ნა­წერ­ში ნათ­ლად ის­მის, რომ მას აქვს მის­წრა­ფე­ბა ცხედ­რის გა­ნად­გუ­რე­ბის, ამი­ტომ მისი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და­ტო­ვე­ბა საფრ­თხეს შე­უქ­მნის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

ინა გუ­გუშ­ვი­ლი ასე­ვე იმა­საც გან­მარ­ტავ­და, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას, რის გა­მოც ლუკა ჩიხ­ლა­ძეს პა­ტიმ­რო­ბა უნდა შე­ფარ­დე­ბო­და. თა­ვად ჩიხ­ლა­ძემ სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­დგე­ნი­სას, მო­სა­მარ­თლის შე­სა­ბა­მის კი­თხვა­ზე პა­სუ­ხად გა­ნა­ცხა­და, რომ ის ნა­სა­მარ­თლე­ვია მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის­თვის, 6-თვი­ა­ნი სას­ჯე­ლი მო­ი­ხა­და და 5-წლი­ა­ნი პი­რო­ბი­თი აქვს მის­ჯი­ლი.

მო­სა­მარ­თლე ელე­ნე გო­გუ­ა­ძე მხა­რე­ე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ სა­თათ­ბი­რო ოთახ­ში გა­ვი­და. შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ კი მო­სა­მარ­თლემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­და და ლუკა ჩიხ­ლა­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. მო­სა­მარ­თლემ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 1-ელ მა­ისს 12:00 სა­ათ­ზე ჩა­ნიშ­ნა.

ლუკა ჩიხ­ლა­ძე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" გახ­და ცნო­ბი­ლი, ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, ლუკა ჩიხ­ლა­ძე, მისი მე­გო­ბა­რი და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა შენ­გე­ლია 75 წლის ლუბა ყო­ჩი­აშ­ვი­ლის სას­ტი­კი მე­თო­დით მკვლე­ლო­ბას მოკ­ლუ­ლის შვი­ლის, ასე­ვე ბრალ­დე­ბულ ირმა ყო­ჩი­აშ­ვი­ლის თან­დას­წრე­ბით უყ­ვე­ბა. ლუკა ჩიხ­ლა­ძე კი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ მოს­მე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­დეგ, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ბექა შენ­გე­ლი­ას ეუბ­ნე­ბა, რომ მო­ხუ­ცი ქა­ლის­თვის "კის­ლა­ტა უნდა და­ეს­ხათ". ამ ფრა­ზის ავ­ტორს გა­მო­ძი­ე­ბა მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­და. ლუკა ჩიხ­ლა­ძე 21 მარტს ღა­მით და­ა­კა­ვეს. მის გარ­და, აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­ზე 3 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ჩანაწერში ისმის, რომ მას აქვს მისწრაფება ცხედრის განადგურების" - ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე დაკავებულ ლუკა ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა

"ჩანაწერში ისმის, რომ მას აქვს მისწრაფება ცხედრის განადგურების" - ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე დაკავებულ ლუკა ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ კანიბალიზმის საქმეზე დაკავებულ 1992 წელს დაბადებულ ლუკა ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შუამდგომლობების დაყენების დროს ჩიხლაძის ადვოკატმა დავით აბესაძემ გირაოს შეფარდება მოითხოვა. მოსამართლემ ლუკა ჩიხლაძეს ჰკითხა, მუშაობს თუ არა და თუ შეუძლია გირაოს გადადახდა.

როგორც ლუკა ჩიხლაძემ განაცხადა, ის დასაქმებული არ არის, არც უძრავი ქონება გააჩნია, თუმცა მშობლებს სახლი აქვთ და გირაოს უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნებოდა.

პროკურატურამ დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდება რამდენიმე მიზეზით მოითხოვა. პროკურორმა ინა გუგუშვილმა მოსამართლეს განუცხადა, რომ არსებობს მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. "ნასამართლევია, პირობითი მსჯავრი აქვს და არსებობს მიმალვის საფრთხე, გამომდინარე იქიდან, რომ მას წინა მსჯავრის მოხდაც ემუქრება. მტკიცებულებების განადგურებას რაც შეეხება, ჩანაწერში ნათლად ისმის, რომ მას აქვს მისწრაფება ცხედრის განადგურების, ამიტომ მისი თავისუფლებაზე დატოვება საფრთხეს შეუქმნის მტკიცებულებებს", - განაცხადა პროკურორმა.

ინა გუგუშვილი ასევე იმასაც განმარტავდა, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის შეუტყობინებლობას, რის გამოც ლუკა ჩიხლაძეს პატიმრობა უნდა შეფარდებოდა. თავად ჩიხლაძემ საკუთარი თავის წარდგენისას, მოსამართლის შესაბამის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ ის ნასამართლევია მარიხუანას მოხმარებისთვის, 6-თვიანი სასჯელი მოიხადა და 5-წლიანი პირობითი აქვს მისჯილი.

მოსამართლე ელენე გოგუაძე მხარეების შუამდგომლობების მოსმენის შემდეგ სათათბირო ოთახში გავიდა. შესვენების შემდეგ კი მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა და ლუკა ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სასამართლო სხდომა 1-ელ მაისს 12:00 საათზე ჩანიშნა.

ლუკა ჩიხლაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ჩანაწერების მიხედვით, ლუკა ჩიხლაძე, მისი მეგობარი და მკვლელობაში ბრალდებული ბექა შენგელია 75 წლის ლუბა ყოჩიაშვილის სასტიკი მეთოდით მკვლელობას მოკლულის შვილის, ასევე ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილის თანდასწრებით უყვება. ლუკა ჩიხლაძე კი დანაშაულის შესახებ მოსმენილი ინფორმაციის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ ბექა შენგელიას ეუბნება, რომ მოხუცი ქალისთვის "კისლატა უნდა დაესხათ". ამ ფრაზის ავტორს გამოძიება მკვლელობიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ეძებდა. ლუკა ჩიხლაძე 21 მარტს ღამით დააკავეს. მის გარდა, აღნიშნულ დანაშაულზე 3 პირია დაკავებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ