პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი სერჟანტი უცებ დაიხარა და "ბათინკებზე" თასმის გახსნას შეუდგა..." - ფეხშიშველი ერაყელისთვის გაკეთებული საჩუქრის ამბავი
"ქართველი სერჟანტი უცებ დაიხარა და "ბათინკებზე" თასმის გახსნას შეუდგა..." - ფეხშიშველი ერაყელისთვის გაკეთებული საჩუქრის ამბავი

სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში ყოფ­ნას ყო­ველ­თვის თან ახ­ლავს სამ­ხედ­რო­ე­ბის ადა­მი­ა­ნუ­რი ამ­ბე­ბი... მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ცხელ წერ­ტი­ლებ­ში ნამ­ყოფ ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებს მო­სა­გო­ნა­რი ბევ­რი აქვთ. უმ­ცრო­სი სერ­ჟან­ტი სოსო ომა­ი­ძე ერაყ­ში ყოფ­ნი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­ურ შემ­თხვე­ვებს იხ­სე­ნებს, რო­მელ­საც ჩვენს მკი­თხველს ვუ­ზი­ა­რებთ...

"2005 წელი. ერა­ყი. ბაზა ვორ­ჰორ­სი...

ის იყო სა­სა­დი­ლო­დან გა­მო­ვე­დით და სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზის­კენ გა­ვუხ­ვი­ეთ, რომ სა­სა­დი­ლოს კა­რებ­თან ჩოჩ­ქო­ლი და ხმა­მა­ღა­ლი ლა­პა­რა­კი შე­მოგ­ვეს­მა... ოთხი­ვე მოვტრი­ალ­დით, - იქ, ის არა­ბი მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი იდ­გნენ, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კე­ლე­ბის ნდო­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ და ბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუ­შა­ობ­დნენ. ახლა, რო­გორც ჩანს, საჭ­მე­ლად აპი­რებ­დნენ შეს­ვლას... თუმ­ცა, ხმა­მა­ღა­ლი სა­უბ­რის აზრს ვერ მივ­ხვდით, ვერ გა­ვი­გეთ, რამ გა­მო­იწ­ვია... ამ დროს, ჯგუფს ერთი ჩია ტა­ნის არა­ბი გა­მო­ე­ყო და იქვე, კუ­თხე­ში მო­წყე­ნი­ლი სა­ხით გა­ჩერ­და.

- რა მოხ­და, წამო, ერთი მი­ვი­დეთ, - გვი­თხრა გვან­ცე­ლა­ძემ, ასე­ვე ქარ­თველ­მა სამ­შვი­დო­ბომ და პირ­ველ­მა თა­ვად გას­წია სა­სა­დი­ლოს­კენ... ჩვენც მივ­ყე­ვით. მივ­ხვდით, ხმა­უ­რის მი­ზე­ზი ეს ჩია არა­ბი იყო და ყვე­ლა­ნი მას შე­მო­ვეხ­ვი­ეთ.

- რა მოხ­და, მე­გო­ბა­რო? - შე­ე­კი­თხა უმ­ცრო­სი სერ­ჟან­ტი კუპ­რაშ­ვი­ლი, - რამე პრობ­ლე­მაა?..

- კი, - უფრო მო­ი­ღუ­შა არა­ბი. - მა­ინც რა მოხ­და ასე­თი? - არ მო­ეშ­ვა კუპ­რაშ­ვი­ლი... - სა­სა­დი­ლო­ში არ მიშ­ვებს, - ხე­ლით გვა­ნიშ­ნა კარ­ში გა­ხი­დულ ამე­რი­კელ გუ­შაგ­ზე, - მე კი მშია და თან სახ­ლში ცოლი და ხუთი ბავ­შვი მე­ლო­დე­ბა... მათ­თვი­საც უნდა წა­მე­ღო საჭ­მე­ლი... (ად­გი­ლობ­რი­ვი მა­მა­კა­ცე­ბი და ქა­ლე­ბი სა­სა­დი­ლო­ში მი­ირ­თმევ­დნენ საჭ­მელს და სახ­ლში მიჰ­ქონ­დათ), - უთხრა ერა­ყელ­მა არაბ­მა.

- რაო, რატო არ გიშ­ვებს? - გა­უკ­ვირ­და ქარ­თველ სერ­ჟანტს. და­ვი­ნა­ხე, რო­გორ წა­უ­ჭი­რა კუპ­რაშ­ვილს ყელ­ში ბრაზ­მა, - ფეხ­საც­მლის გა­რე­შე არ შე­იძ­ლე­ბა შეს­ვლაო, - მო­რი­დე­ბით უპა­სუ­ხა ერა­ყელ­მა და ჭუ­ჭყი­ან ფე­ხებ­ზე ამოც­მულ ფლოს­ტებ­ზე და­ი­ხე­და... - ხომ იცო­დი, ასე რომ იყო, რა­ტომ წა­მოხ­ვე­დი ფლოს­ტე­ბით? - ჩა­ვე­კი­თხეთ ჩვენ... არაბ­მა თავი უფრო დაბ­ლა და­ხა­რა და ისე ხმა­დაბ­ლა, რომ ძლივს გა­ვი­გეთ მისი სი­ტყვე­ბი, თქვა - ფეხ­საც­მე­ლი აღარ მაქვს... ტან­ში ჟრუ­ან­ტელ­მა და­მი­ა­რა... შე­მე­ცო­და ეს ჩია კაცი. მივ­ხვდი, და­ნარ­ჩე­ნებ­საც შე­ე­ცო­დათ...

კუპ­რაშ­ვილ­მა რა­ღაც­ნა­ი­რად ნა­ძა­ლა­დე­ვად გა­ი­ღი­მა, უხერ­ხუ­ლად მი­მო­ი­ხე­და და ასე­ვე ჩუ­მად ჩა­ი­ლა­პა­რა­კა, - დამ­შვიდ­დი, მე­გო­ბა­რო, შენი პრობ­ლე­მა ახ­ლა­ვე მოგ­ვარ­დე­ბა... - ყვე­ლა­ნი მას მი­ვაშ­ტერ­დით, - რას აპი­რე­ბო. სერ­ჟან­ტი უცებ და­ი­ხა­რა და "ბა­თინ­კებ­ზე" თას­მის გახ­სნას შე­უდ­გა... სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და. ყვე­ლა ჩვენ გვი­ყუ­რებ­და... ვე­რა­ვინ მიხ­ვდა, რას აპი­რებ­და ქარ­თვე­ლი. ამა­სო­ბა­ში კუპ­რაშ­ვილ­მაც ფეხ­ზე გა­ი­ხა­და და "ბა­თინ­კე­ბი" არაბს მი­ა­წო­და.

- აჰა, აიღე ესე­ნი და გა­უფრ­თხილ­დი. ამის შემ­დეგ აქ ფლოს­ტე­ბით აღარ მოხ­ვი­დე, ახლა კი, შე­ნე­ბი მე მო­მე­ცი კარ­ვამ­დე რომ მი­ვი­დე, - უთხრა და "ბა­თინ­კე­ბი" მი­ა­წო­და... ამას არც ჩვენ ვე­ლო­დით. ისე­დაც და­ბა­ლი ტა­ნის არა­ბი, კი­დევ უფრო და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლი, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იჯდა... კუპ­რაშ­ვილ­მა მას თით­ქმის ძა­ლით გა­ხა­და ფეხ­ზე. მერე კი ჩვენ მოგ­ვიბ­რუნ­და, - წა­ვე­დი­თო!..

სპორტდარ­ბაზ­ში წას­ვლა არც ერთს გაგ­ვხსე­ნე­ბია. ყვე­ლა მისი კარ­ვის­კენ და­ვი­ძა­რით... ჯერ ერთი გა­უ­ბე­და­ვი ტა­შის ხმა მოგ­ვეს­მა, შემ­დეგ სხვე­ბიც აყვნენ... და ტა­შის გრი­ა­ლი და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბი გა­მოგ­ვა­ყო­ლეს...

რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ის ჩია ერა­ყე­ლი ისევ შეგ­ვხვდა ბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. რო­გორც მივ­ხვდით, შემ­თხვე­ვით არა. და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე, კუპ­რაშ­ვილს თა­ვი­სი თეთ­რი კბი­ლე­ბით გა­უ­ღი­მა და დამ­ტვრე­უ­ლი ინ­გლი­სუ­რით უთხრა, - რა­ღაც საქ­მე მაქვს თქვენ­თან, ეს დაგ­ჭირ­დე­ბათ და მინ­და ჩემს სა­ხელ­ზე გქონ­დე­თო, - შემ­დეგ, ზურგსუ­კან უხერ­ხუ­ლად და­მა­ლუ­ლი წყლით სავ­სე მა­თა­რა გად­მო­ი­ღო და ქარ­თველ სერ­ჟანტს მი­ა­წო­და, - ეს სა­ჩუ­ქა­რი, ჩემი ოჯა­ხის­გან, გურ­ჯო!...

კუპ­რაშ­ვი­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან გაშ­რა... წყა­ლი მათ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ამ ჟეს­ტით, შე­ე­ცა­და, რამ­დე­ნი­მე დღის წინ უც­ნო­ბი სამ­ხედ­როს მიერ გუ­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი სი­კე­თე და­ე­ფა­სე­ბი­ნა... ამის და­ნახ­ვა­ზე გული აგ­ვი­დუღ­და, მაგ­რამ ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვის­გან ყო­ველ­თვის თავს ვი­კა­ვებ­დით... შუ­ა­გულ ერაყ­ში, თა­კა­რა მზის ქვეშ ვი­დე­ქი და ერთ რა­მე­ზე ვფიქ­რობ­დი, - რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რა ეროვ­ნე­ბის ხარ, მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნი იყო და სი­კე­თის და­ნახ­ვა შე­გეძ­ლოს...

სოსო ომა­ი­ძე, უმ­ცრო­სი სერ­ჟან­ტი."

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ქართველი სერჟანტი უცებ დაიხარა და "ბათინკებზე" თასმის გახსნას შეუდგა..." - ფეხშიშველი ერაყელისთვის გაკეთებული საჩუქრის ამბავი

"ქართველი სერჟანტი უცებ დაიხარა და "ბათინკებზე" თასმის გახსნას შეუდგა..." - ფეხშიშველი ერაყელისთვის გაკეთებული საჩუქრის ამბავი

სამშვიდობო მისიაში ყოფნას ყოველთვის თან ახლავს სამხედროების ადამიანური ამბები... მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილებში ნამყოფ ქართველ სამხედროებს მოსაგონარი ბევრი აქვთ. უმცროსი სერჟანტი სოსო ომაიძე ერაყში ყოფნისას, განსაკუთრებით ემოციურ შემთხვევებს იხსენებს, რომელსაც ჩვენს მკითხველს ვუზიარებთ...

"2005 წელი. ერაყი. ბაზა ვორჰორსი...

ის იყო სასადილოდან გამოვედით და სპორტული დარბაზისკენ გავუხვიეთ, რომ სასადილოს კარებთან ჩოჩქოლი და ხმამაღალი ლაპარაკი შემოგვესმა... ოთხივე მოვტრიალდით, - იქ, ის არაბი მოსამსახურეები იდგნენ, რომლებიც ამერიკელების ნდობით სარგებლობდნენ და ბაზის ტერიტორიაზე მუშაობდნენ. ახლა, როგორც ჩანს, საჭმელად აპირებდნენ შესვლას... თუმცა, ხმამაღალი საუბრის აზრს ვერ მივხვდით, ვერ გავიგეთ, რამ გამოიწვია... ამ დროს, ჯგუფს ერთი ჩია ტანის არაბი გამოეყო და იქვე, კუთხეში მოწყენილი სახით გაჩერდა.

- რა მოხდა, წამო, ერთი მივიდეთ, - გვითხრა გვანცელაძემ, ასევე ქართველმა სამშვიდობომ და პირველმა თავად გასწია სასადილოსკენ... ჩვენც მივყევით. მივხვდით, ხმაურის მიზეზი ეს ჩია არაბი იყო და ყველანი მას შემოვეხვიეთ.

- რა მოხდა, მეგობარო? - შეეკითხა უმცროსი სერჟანტი კუპრაშვილი, - რამე პრობლემაა?..

- კი, - უფრო მოიღუშა არაბი. - მაინც რა მოხდა ასეთი? - არ მოეშვა კუპრაშვილი... - სასადილოში არ მიშვებს, - ხელით გვანიშნა კარში გახიდულ ამერიკელ გუშაგზე, - მე კი მშია და თან სახლში ცოლი და ხუთი ბავშვი მელოდება... მათთვისაც უნდა წამეღო საჭმელი... (ადგილობრივი მამაკაცები და ქალები სასადილოში მიირთმევდნენ საჭმელს და სახლში მიჰქონდათ), - უთხრა ერაყელმა არაბმა.

- რაო, რატო არ გიშვებს? - გაუკვირდა ქართველ სერჟანტს. დავინახე, როგორ წაუჭირა კუპრაშვილს ყელში ბრაზმა, - ფეხსაცმლის გარეშე არ შეიძლება შესვლაო, - მორიდებით უპასუხა ერაყელმა და ჭუჭყიან ფეხებზე ამოცმულ ფლოსტებზე დაიხედა... - ხომ იცოდი, ასე რომ იყო, რატომ წამოხვედი ფლოსტებით? - ჩავეკითხეთ ჩვენ... არაბმა თავი უფრო დაბლა დახარა და ისე ხმადაბლა, რომ ძლივს გავიგეთ მისი სიტყვები, თქვა - ფეხსაცმელი აღარ მაქვს... ტანში ჟრუანტელმა დამიარა... შემეცოდა ეს ჩია კაცი. მივხვდი, დანარჩენებსაც შეეცოდათ...

კუპრაშვილმა რაღაცნაირად ნაძალადევად გაიღიმა, უხერხულად მიმოიხედა და ასევე ჩუმად ჩაილაპარაკა, - დამშვიდდი, მეგობარო, შენი პრობლემა ახლავე მოგვარდება... - ყველანი მას მივაშტერდით, - რას აპირებო. სერჟანტი უცებ დაიხარა და "ბათინკებზე" თასმის გახსნას შეუდგა... სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა ჩვენ გვიყურებდა... ვერავინ მიხვდა, რას აპირებდა ქართველი. ამასობაში კუპრაშვილმაც ფეხზე გაიხადა და "ბათინკები" არაბს მიაწოდა.

- აჰა, აიღე ესენი და გაუფრთხილდი. ამის შემდეგ აქ ფლოსტებით აღარ მოხვიდე, ახლა კი, შენები მე მომეცი კარვამდე რომ მივიდე, - უთხრა და "ბათინკები" მიაწოდა... ამას არც ჩვენ ველოდით. ისედაც დაბალი ტანის არაბი, კიდევ უფრო დაპატარავებული, გაოგნებული იჯდა... კუპრაშვილმა მას თითქმის ძალით გახადა ფეხზე. მერე კი ჩვენ მოგვიბრუნდა, - წავედითო!..

სპორტდარბაზში წასვლა არც ერთს გაგვხსენებია. ყველა მისი კარვისკენ დავიძარით... ჯერ ერთი გაუბედავი ტაშის ხმა მოგვესმა, შემდეგ სხვებიც აყვნენ... და ტაშის გრიალი და აღფრთოვანებული შეძახილები გამოგვაყოლეს...

რამდენიმე დღის შემდეგ, ის ჩია ერაყელი ისევ შეგვხვდა ბაზის ტერიტორიაზე. როგორც მივხვდით, შემთხვევით არა. დანახვისთანავე, კუპრაშვილს თავისი თეთრი კბილებით გაუღიმა და დამტვრეული ინგლისურით უთხრა, - რაღაც საქმე მაქვს თქვენთან, ეს დაგჭირდებათ და მინდა ჩემს სახელზე გქონდეთო, - შემდეგ, ზურგსუკან უხერხულად დამალული წყლით სავსე მათარა გადმოიღო და ქართველ სერჟანტს მიაწოდა, - ეს საჩუქარი,  ჩემი ოჯახისგან, გურჯო!...

კუპრაშვილი მოულოდნელობისგან გაშრა... წყალი მათთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია და ამ ჟესტით, შეეცადა, რამდენიმე დღის წინ უცნობი სამხედროს მიერ გულით გაკეთებული სიკეთე დაეფასებინა... ამის დანახვაზე გული აგვიდუღდა, მაგრამ ემოციების გამოხატვისგან ყოველთვის თავს ვიკავებდით... შუაგულ ერაყში, თაკარა მზის ქვეშ ვიდექი და ერთ რამეზე ვფიქრობდი, - რა მნიშვნელობა აქვს რა ეროვნების ხარ, მთავარია, ადამიანი იყო და სიკეთის დანახვა შეგეძლოს...

სოსო ომაიძე, უმცროსი სერჟანტი."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"რუსეთმა იცის, რომ მიგრანტთა ახალი ნაკადი თურქეთს და ევროპას ტვირთად დააწვება..." - საქართველოს ორი მეზობელი ქვეყანა ღია სამხედრო დაპირისპირების ზღვარზეა

ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე, თავდაცვის ძალების, ჯარების ლოჯისტიკის ვიცე-პოლკოვნიკი დააკავეს

პოლიციამ თბილისში დააკავა ქალი, რომელიც ქმარზე და არასრულწლოვან შვილებზე ძალადობდა