თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ კანიბალიზმის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირის, ლუკა ჩიხლაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
როგორც ჩიხლაძემ პროცესზე საკუთარი თავის წარდგენისას, მოსამართლის შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, ის ნასამართლევია მარიხუანას მოხმარებისთვის, 6 თვიანი სასჯელი მოიხადა და 5 წლიანი პირობითი აქვს მისჯილი.
პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.