პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართულ სუფრას" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
"ქართულ სუფრას" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

"ქარ­თულ სუფ­რას" არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბა მაც­ნე­ში დღეს გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ბრძა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის სა­ხე­ლი­თაა გა­ცე­მუ­ლი და მას­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"სა­ქარ­თვე­ლოს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რულ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გა­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხ­ლე­ბის, "კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-15 მუხ­ლის მე-3 პუნ­ქტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­სა და კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი 2015 წლის 30 ოქ­ტომ­ბრის №02 ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის 1-ლი მუხ­ლის "ა" პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სად, ვბრძა­ნებ:

1. მი­ე­ნი­ჭოს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ობი­ექტს – ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სუფ­რის/პუ­რო­ბის კულ­ტუ­რას (ქარ­თუ­ლი სუფ­რა)."

2. და­ე­ვა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მე­ბის სამ­სა­ხურს ამ ბრძა­ნე­ბის პირ­ველ პუნ­ქტში მი­თი­თე­ბუ­ლი ობი­ექ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბის ძეგლ­თა სა­ხელ­მწი­ფო რე­ესტრში ასახ­ვა .

3. და­ე­ვა­ლოს სა­ა­გენ­ტოს იუ­რი­დი­ულ სამ­სა­ხურს ამ ბრძა­ნე­ბის ამოქ­მე­დე­ბი­დან ერთი თვის ვა­და­ში ამ ბრძა­ნე­ბის პირ­ველ პუნ­ქტში მი­თი­თე­ბუ­ლი ობი­ექ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბის კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დზე ასახ­ვის მიზ­ნით შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

4. ბრძა­ნე­ბა ამოქ­მედ­დეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე.

ბრძა­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რდეს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის მიერ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გაც­ნო­ბი­დან ერთი თვის ვა­და­ში სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში (მი­სა­მარ­თი: ქ. თბი­ლი­სი, სა­ნა­პი­რის ქუჩა №4).

გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნი­კო­ლოზ ან­თი­ძე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"ქართულ სუფრას" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

"ქართულ სუფრას" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

"ქართულ სუფრას" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.

ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის სახელითაა გაცემული და მასში ვკითხულობთ:

"საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ლი მუხლის "ა" პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)."

2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა .

3. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპირის ქუჩა №4).

გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე"

"პატარა ეპიდემიოლოგიური აფეთქება იქნება..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

"დაბინძურებულ წყალში თვეში 100-150 ლარის გადახდა გვიწევს" - ხმაური და დაპირისპირება ლაგოდეხში

ძლიერი სეტყვა ფონიჭალაში - ფოტოები ადგილიდან