პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის განაჩენს "ფეისბუქზე" ეხმაურებიან
ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის განაჩენს "ფეისბუქზე" ეხმაურებიან

ტე­ლე­წამ­ყვან ლე­ვან როს­ტოშ­ვილს და მსა­ხი­ობ ლაშა კურ­ტა­ნი­ძეს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ. პრო­ცე­სი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დღეს 13:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო და გა­ნა­ჩე­ნი ცოტა ხნის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. "როს­ტოს" თა­ვი­სუფ­ლე­ბის 8 წლით, კურ­ტა­ნი­ძეს კი 5 წლით აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძემ გა­მო­ი­ტა­ნა. მო­სა­მარ­თლემ ორი­ვე პირი დამ­ნა­შა­ვედ დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში სცნო.

ამ­ბავს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა:

ვიკა ბუ­კია, ჟურ­ნა­ლის­ტი:

არა­ვინ არ მო­უკ­ლავთ, არ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­ათ, არ უყა­ჩა­ღი­ათ, ფული არ მო­უ­პა­რავთ, არა­ვინ არ გა­ა­უ­ბე­დუ­რე­ბი­ათ, არა­ვის­თვის არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბი­ათ, და მა­ინც 8 წელი მი­უ­სა­ჯეს როს­ტოს და 5 წელი კურ­ტა­ნას! ცო­ტა­თი მეტი აქვს მის­ჯი­ლი მიხო ცხა­კა­ი­ას მკვლელს, ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ია­რა­ღი აიღო, და­ე­ლო­და მი­ხოს სახ­ლში მოს­ვლას და მოკ­ლა, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გამო! 8 წელი! იმ წყე­უ­ლი აბე­ბის გამო, ფუ!

კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი (მა­მუ­ლი­ჩა), მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დუ­სე­რი:

ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ ჩემო როს­ტო. იმე­დი მაქ, ყვე­ლა­ფე­რი მალე უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა თქვენ­სკენ, ორი­ვეს­კენ.

და­ვით კოვ­ზი­რი­ძე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

როს­ტოს 8 წელი, კურ­ტა­ნას - 5, ტი­პებს ცხოვ­რე­ბა მო­უს­პეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტო სა­ხელ­მწი­ფოს ბრა­ლი არაა - აგერ, ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბი დგა­ნან და სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით კი­დევ ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ნარ­კო­ტი­კებ­ზე უნდა და­ი­ჭი­რო, რომ პლა­ნი ტვინს აპა­ტა­რა­ვებს, რომ გე­ნო­ფონდს სპობს, რომ ნარ­კო­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ბან­დი­ტია. ფა­შიზ­მი, უცო­დინ­რო­ბა და ბო­რო­ტე­ბა მძვინ­ვა­რებს ამ გუ­ლი­სამ­რევ ქვე­ყა­ნა­ში

ლე­ვან ღამ­ბა­ში­ძე, ფი­ლო­სო­ფო­სი:

იმის გამო, რომ ზო­გი­ერ­თი ვე­ლუ­რი ავ­ტო­მან­ქა­ნას არას­წო­რად მო­იხ­მარს და არა მხო­ლოდ სა­კუ­თარ, არა­მედ ხში­რად სხვის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხის ქვეშ აგ­დებს, ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­ყიდ­ვა, შე­ნახ­ვა და მოხ­მა­რე­ბა უნდა იყოს სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი და უნდა იკ­რძა­ლე­ბო­დეს.

დღეს ორი ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი, ამ სი­ტყვის ყვე­ლა­ზე კარ­გი გა­გე­ბით, ცი­ხე­ში ჩას­ვევს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ფლო­ბის გამო. მხო­ლოდ გივი სი­ხა­რუ­ლი­ძის, ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რი­ას და დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძის გად­მო­სა­ხე­დი­დან ჩანს ეს რო­გორც და­ნა­შა­უ­ლი. სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო აგ­რეთ­ვე ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან უყუ­რებს სამ­ყა­როს.

ლექ­სო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, "ტა­ბუ­ლას" პრო­დი­უ­სე­რი:

სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სი:

მუხ­ლი 117. ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა - ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით 3-დან 5 წლამ­დე.

მუხ­ლი 137. გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა - ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით 4-დან 6 წლამ­დე.

მუხ­ლი 177. ქურ­დო­ბა - ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვით ვა­დით 1-დან 3 წლამ­დე.

მუხ­ლი 178. ძარ­ცვა - ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვით ვა­დით 2-დან 3 წლამ­დე.

მუხ­ლი 179. ყა­ჩა­ღო­ბა - ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით 5-დან 7 წლამ­დე.

მუხ­ლი 223. უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ფორ­მი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით 3-დან 5 წლამ­დე.

საბა ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

რა შე­ე­მა­ტა სა­ხელ­მწი­ფოს ამით?

რა შე­ე­მა­ტა სა­ზო­გა­დო­ე­ბას? უფრო უსაფრ­თხოდ შეგ­ვიძ­ლია ქუ­ჩა­ში სი­ა­რუ­ლი, იმის გამო, რომ ორი ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­საც არა­ვის­თვის არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია და თუ ვინ­მეს რა­მეს ავ­ნებ­და სა­ერ­თოდ, ისიც მხო­ლოდ სა­კუ­თარ თა­ვებს, 8 და 5 წლით ჩას­ვეს ცი­ხე­ში?

რას მის­ცემს მათ ჩვე­ნი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მა? ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ამ წლე­ბის შემ­დეგ გა­რეთ რომ გა­მოვ­ლენ, უკე­თე­სი პი­როვ­ნე­ბე­ბი იქ­ნე­ბი­ან და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს­თვის საფრ­თხე აღარ იქ­ნე­ბი­ან?

ეს არის სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­შიც ჩვენ გვინ­და ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც ასე წი­რავს ახალ­გაზ­რდებს, არ­თმევს მათ სა­უ­კე­თე­სო წლებს და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, მხო­ლოდ იმის გამო, რომ მათ სხვა­ნა­ი­რი გარ­თო­ბა მოს­წონთ?

ეს არის დღეს ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა?

სი­ტყვით, რომ გა­მო­დი­ხართ ხოლ­მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა მზად არ არი­სო, ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის შეც­ვლა ერის გა­დაგ­ვა­რე­ბას გა­მო­იწ­ვევ­სო და ა.შ. ასე­თი "და­ნა­შა­უ­ლის­თვის" ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის მოს­პო­ბა არ უშ­ლის ხელს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას?"

ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის განაჩენს "ფეისბუქზე" ეხმაურებიან

ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის განაჩენს "ფეისბუქზე" ეხმაურებიან

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს და მსახიობ ლაშა კურტანიძეს პატიმრობა შეეფარდათ. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 13:00 საათზე დაიწყო და განაჩენი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. "როსტოს" თავისუფლების 8 წლით, კურტანიძეს კი 5 წლით აღკვეთა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოიტანა. მოსამართლემ ორივე პირი დამნაშავედ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში სცნო.

ამბავს სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:

ვიკა ბუკია, ჟურნალისტი:

არავინ არ მოუკლავთ, არ გააუპატიურებიათ, არ უყაჩაღიათ, ფული არ მოუპარავთ, არავინ არ გააუბედურებიათ, არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, და მაინც 8 წელი მიუსაჯეს როსტოს და 5 წელი კურტანას! ცოტათი მეტი აქვს მისჯილი მიხო ცხაკაიას მკვლელს, ადამიანს, რომელმაც იარაღი აიღო, დაელოდა მიხოს სახლში მოსვლას და მოკლა, ეჭვიანობის გამო! 8 წელი! იმ წყეული აბების გამო, ფუ!

კახა მამულაშვილი (მამულიჩა), მუსიკალური პროდუსერი:

ძალიან მიყვარხარ ჩემო როსტო. იმედი მაქ, ყველაფერი მალე უკეთესობისკენ შეიცვლება თქვენსკენ, ორივესკენ.

დავით კოვზირიძე, ტელეწამყვანი:

როსტოს 8 წელი, კურტანას - 5, ტიპებს ცხოვრება მოუსპეს. ეს ყველაფერი მარტო სახელმწიფოს ბრალი არაა - აგერ, ახალგაზრდა ადამიანები დგანან და სრული სერიოზულობით კიდევ ამტკიცებენ, რომ ნარკოტიკებზე უნდა დაიჭირო, რომ პლანი ტვინს აპატარავებს, რომ გენოფონდს სპობს, რომ ნარკომომხმარებელი ბანდიტია. ფაშიზმი, უცოდინრობა და ბოროტება მძვინვარებს ამ გულისამრევ ქვეყანაში

ლევან ღამბაშიძე, ფილოსოფოსი:

იმის გამო, რომ ზოგიერთი ველური ავტომანქანას არასწორად მოიხმარს და არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ხშირად სხვის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებს, ავტომანქანის გაყიდვა, შენახვა და მოხმარება უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული და უნდა იკრძალებოდეს.

დღეს ორი ძალიან კარგი ადამიანი, ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით, ციხეში ჩასვევს ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო. მხოლოდ გივი სიხარულიძის, ჯონდი ბაღათურიას და დიმიტრი ლორთქიფანიძის გადმოსახედიდან ჩანს ეს როგორც დანაშაული. სამწუხაროა, რომ ჩვენი სახელმწიფო აგრეთვე ამ გადმოსახედიდან უყურებს სამყაროს.

ლექსო მაჭავარიანი, "ტაბულას" პროდიუსერი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი:

მუხლი 117. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე.

მუხლი 137. გაუპატიურება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6 წლამდე.

მუხლი 177. ქურდობა - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 1-დან 3 წლამდე.

მუხლი 178. ძარცვა - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 2-დან 3 წლამდე.

მუხლი 179. ყაჩაღობა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 7 წლამდე.

მუხლი 223. უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე.

საბა ლეკვეიშვილი, ჟურნალისტი:

რა შეემატა სახელმწიფოს ამით?

რა შეემატა საზოგადოებას? უფრო უსაფრთხოდ შეგვიძლია ქუჩაში სიარული, იმის გამო, რომ ორი ახალგაზრდა, რომელსაც არავისთვის არაფერი დაუშავებია და თუ ვინმეს რამეს ავნებდა საერთოდ, ისიც მხოლოდ საკუთარ თავებს, 8 და 5 წლით ჩასვეს ციხეში?

რას მისცემს მათ ჩვენი პენიტენციური სისტემა? ეს ადამიანები ამ წლების შემდეგ გარეთ რომ გამოვლენ, უკეთესი პიროვნებები იქნებიან და საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის საფრთხე აღარ იქნებიან?

ეს არის სახელმწიფო, რომელშიც ჩვენ გვინდა ცხოვრება, რომელიც ასე წირავს ახალგაზრდებს, ართმევს მათ საუკეთესო წლებს და შესაძლებლობებს, მხოლოდ იმის გამო, რომ მათ სხვანაირი გართობა მოსწონთ?

ეს არის დღეს ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა?

სიტყვით, რომ გამოდიხართ ხოლმე და საზოგადოება მზად არ არისო, ნარკოპოლიტიკის შეცვლა ერის გადაგვარებას გამოიწვევსო და ა.შ. ასეთი "დანაშაულისთვის" ადამიანების ცხოვრების მოსპობა არ უშლის ხელს ქვეყნის განვითარებას?"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს