მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს პატიმრობა შეეფარდათ
ლევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს პატიმრობა შეეფარდათ

ტე­ლე­წამ­ყვან ლე­ვან როს­ტოშ­ვილს და მსა­ხი­ობ ლაშა კურ­ტა­ნი­ძეს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ. პრო­ცე­სი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დღეს 13:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო და გა­ნა­ჩე­ნი ახ­ლა­ხანს გახ­და ცნო­ბი­ლი. "როს­ტოს" თა­ვი­სუფ­ლე­ბის 8 წლით, კურ­ტა­ნი­ძეს კი 5 წლით აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძემ ცოტა ხნის წინ გა­მო­ი­ტა­ნა. მო­სა­მარ­თლემ ორი­ვე პირი დამ­ნა­შა­ვედ დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში სცნო.

როს­ტოშ­ვი­ლი­სა და კურ­ტა­ნი­ძის პა­ტიმ­რო­ბის მის­ჯის შე­სა­ხებ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ფე­ის­ბუქ­ზე წერს: "ლე­ვან როს­ტოშ­ვილს MDM-ის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა შე­ძე­ნის­თვის მი­უ­სა­ჯეს 8 წელი! ხაზს ვუს­ვამ, შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის და არა გა­სა­ღე­ბის­თვის! ლაშა კურ­ტა­ნი­ძეს 5 წელი! ეს იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქნა, რო­მელ­მაც შე­ი­წყა­ლა ბა­რი­გე­ბი და მკვლე­ლე­ბი. არა­ვინ ითხოვ­და არაფ­რის მის­ჯას, მაგ­რამ 8 წელი??? მკვლე­ლებს არ უს­ჯით მაგ­დენს. ეს არის შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი ბა­ტო­ნე­ბო! მეტი არა­ფე­რი!" - წერს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი.

ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი და ლაშა კურ­ტა­ნი­ძე 2016 წლის 5 მა­ისს და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, როს­ტოშ­ვილ­სა და კურ­ტა­ნი­ძეს 42.9524 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა MDMA აღ­მო­აჩ­ნდათ. როს­ტოშ­ვი­ლი 150 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ 20 ივ­ლისს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. 150 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­მო­უშ­ვეს მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ლაშა კურ­ტა­ნი­ძეც.

გი­რა­ო­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ სა­უ­ბა­რი იყო მათ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ზე, თუმ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და ბრალ­დე­ბუ­ლებს შო­რის შე­თან­ხმე­ბა ვერ შედ­გა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ლევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს პატიმრობა შეეფარდათ

ლევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს პატიმრობა შეეფარდათ

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს და მსახიობ ლაშა კურტანიძეს პატიმრობა შეეფარდათ. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 13:00 საათზე დაიწყო და განაჩენი ახლახანს გახდა ცნობილი. "როსტოს" თავისუფლების 8 წლით, კურტანიძეს კი 5 წლით აღკვეთა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ცოტა ხნის წინ გამოიტანა. მოსამართლემ ორივე პირი დამნაშავედ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში სცნო.

როსტოშვილისა და კურტანიძის პატიმრობის მისჯის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე წერს: "ლევან როსტოშვილს MDM-ის უკანონო შენახვა შეძენისთვის მიუსაჯეს 8 წელი! ხაზს ვუსვამ, შეძენა-შენახვისთვის და არა გასაღებისთვის! ლაშა კურტანიძეს 5 წელი! ეს იმ ხელისუფლებამ ქნა, რომელმაც შეიწყალა ბარიგები და მკვლელები. არავინ ითხოვდა არაფრის მისჯას, მაგრამ 8 წელი??? მკვლელებს არ უსჯით მაგდენს. ეს არის შერჩევითი სამართალი ბატონებო! მეტი არაფერი!" - წერს ტელეწამყვანი.

ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე 2016 წლის 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. როსტოშვილი 150 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 20 ივლისს გაათავისუფლეს. 150 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს მასთან ერთად დაკავებული მსახიობი ლაშა კურტანიძეც.

გირაოთი გათავისუფლების შემდეგ საუბარი იყო მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, თუმცა პროკურატურასა და ბრალდებულებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ