მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაესტრო" შესაძლოა "იმედის" შენობაში გადავიდეს
"მაესტრო" შესაძლოა "იმედის" შენობაში გადავიდეს

"მა­ესტრო" შე­საძ­ლოა "იმე­დის" შე­ნო­ბა­ში გან­თავ­სდეს. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენ­ტი ამ იდე­ას გა­ნი­ხი­ლავს. "მა­ესტრო" დი­ღომ­ში, ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ნა­ქი­რა­ვებ ფარ­თში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" ასე­ვე დი­ღომ­ში, ლუბ­ლი­ა­ნას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს.

AMBEBI.GE "მა­ესტროს" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს ზუ­რაბ ნა­ყე­ურს ესა­უბ­რა:

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ "მა­ესტრო" "იმე­დის" შე­ნო­ბა­ში გა­და­დის. ადას­ტუ­რებთ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას?

- ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ გა­ფორ­მე­ბუ­ლი არ არის, ისე ერთ-ერთ ვა­რი­ან­ტად მა­გა­საც ვი­ხი­ლავთ. შე­საძ­ლოა, ასეც იყოს.

- რო­დი­დან და რა­ტომ ფიქ­რობთ შე­ნო­ბი­დან გა­დას­ვლას?

- ეს შე­ნო­ბა, სა­დაც ახლა ვიმ­ყო­ფე­ბით ნა­ქი­რა­ვე­ბია და ვფიქ­რობთ, "იმედ­ში" არ­სე­ბუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ფარ­თე­ბი შეგ­ვიძ­ლია ავით­ვი­სოთ.

- რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი "იმე­დის" შე­ნო­ბა­ში ორი­ვე ტე­ლე­ვი­ზია გან­თავ­სდეს?

- ტექ­ნი­კუ­რად შე­საძ­ლე­ბე­ლია, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს არ მო­ხერ­ხდე­ბა, "იმე­დის" შე­ნო­ბა­ში არც გა­და­ვალთ. სწო­რედ ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გან­ხილ­ვის სტა­დი­ა­ზე ვართ ახლა. თუ მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას პი­რო­ბე­ბი, ფარ­თი და მთე­ლი რიგი მო­ცე­მუ­ლე­ბე­ბი - გა­და­ვალთ, თუ არა - არ გა­და­ვალთ. გან­ხილ­ვის სტა­დი­ა­ზე ვართ.

გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში მე­დი­აჰოლ­დინ­გმა "იმედ­მა" გა­ნა­ცხა­და, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის შე­ძე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და და 2017 წლის იან­ვრი­დან ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრო" ჰოლ­დინგ "იმე­დის" შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი გახ­დე­ბო­და. წელს კი, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" მფლო­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ, შპს "ჯორ­ჯი­ან მე­დია პრო­დაქ­შენ გრუპ­მა" ტე­ლე­კომ­პა­ნია GDS-ის 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი წილი იყი­და.

ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"მაესტრო" შესაძლოა "იმედის" შენობაში გადავიდეს

"მაესტრო" შესაძლოა "იმედის" შენობაში გადავიდეს

"მაესტრო" შესაძლოა "იმედის" შენობაში განთავსდეს. ტელეკომპანიის მენეჯმენტი ამ იდეას განიხილავს. "მაესტრო" დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე ნაქირავებ ფართში ფუნქციონირებს, ტელეკომპანია "იმედი" ასევე დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს.

AMBEBI.GE "მაესტროს" გენერალურ დირექტორს ზურაბ ნაყეურს ესაუბრა:

- ბატონო ზურაბ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მაესტრო" "იმედის" შენობაში გადადის. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- ხელშეკრულება ოფიციალურად ჯერ გაფორმებული არ არის, ისე ერთ-ერთ ვარიანტად მაგასაც ვიხილავთ. შესაძლოა, ასეც იყოს.

- როდიდან და რატომ ფიქრობთ შენობიდან გადასვლას?

- ეს შენობა, სადაც ახლა ვიმყოფებით ნაქირავებია და ვფიქრობთ, "იმედში" არსებული თავისუფალი ფართები შეგვიძლია ავითვისოთ.

- რამდენად იქნება შესაძლებელი "იმედის" შენობაში ორივე ტელევიზია განთავსდეს?

- ტექნიკურად შესაძლებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს არ მოხერხდება, "იმედის" შენობაში არც გადავალთ. სწორედ ტექნიკური საშუალებების განხილვის სტადიაზე ვართ ახლა. თუ მოგვცემს საშუალებას პირობები, ფართი და მთელი რიგი მოცემულებები - გადავალთ, თუ არა - არ გადავალთ. განხილვის სტადიაზე ვართ.

გასული წლის დეკემბერში მედიაჰოლდინგმა "იმედმა" განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ტელეკომპანია "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით წარმატებით დასრულდა და 2017 წლის იანვრიდან ტელეკომპანია "მაესტრო" ჰოლდინგ "იმედის" შემადგენელი ნაწილი გახდებოდა. წელს კი, ტელეკომპანია "იმედის" მფლობელმა კომპანიამ, შპს "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა" ტელეკომპანია GDS-ის 100-პროცენტიანი წილი იყიდა.

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები