პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - ტერაქტის განხორციელების ადგილი შემთხვევითი არ იყო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - ტერაქტის განხორციელების ადგილი შემთხვევითი არ იყო

ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ად­გი­ლი შემ­თხვე­ვი­თი არ იყო, - გა­ნა­ცხა­და დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ტე­რე­ზა მეიმ გუ­შინ ლონ­დონ­ში მომ­ხდარ ტე­რო­რის­ტულ აქტთან და­კავ­ში­რე­ბით.

"ტე­რაქ­ტის ად­გი­ლი შემ­თხვე­ვი­თი არ იყო. ტე­რო­რის­ტებ­მა დარ­ტყმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ად­გი­ლად შე­არ­ჩი­ეს ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის შუ­ა­გუ­ლი, სა­დაც ყვე­ლა ეროვ­ნე­ბის, რე­ლი­გი­ი­სა და კულ­ტუ­რის ხალ­ხი ერ­თად ზე­ი­მო­ბენ თა­ვი­სუფ­ლე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს", - გა­ნა­ცხა­და ტე­რე­ზა მეიმ.

მისი თქმით, "ჩვე­ნი პარ­ლა­მენ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, დე­მოკ­რა­ტია, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, ყველ­გან აღ­ტა­ცე­ბა­სა და პა­ტივსცე­მას იწ­ვევს თა­ვი­სუ­ფა­ლი ხალ­ხის მხრი­დან.

"ზუს­ტად ამი­ტო­მაც არის ეს სა­მიზ­ნე მათ­თვის, ვინც უარ­ყოფს ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს", - დას­ძი­ნა ტე­რე­ზა მეიმ.

"ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით პა­ტი­ვი მინ­და მი­ვა­გო ჩვენს მა­მაც პო­ლი­ცი­ე­ლებ­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ სი­ცო­ცხლეს რის­კის ქვეშ აყე­ნე­ბენ, რათა ჩვენ უსაფრ­თხოდ ვი­ყოთ", - ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ლონ­დონ­ში გუ­შინ მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 5-მდე გა­ი­ზარ­და, და­შა­ვე­ბუ­ლია 40-მდე ადა­მი­ა­ნი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - ტერაქტის განხორციელების ადგილი შემთხვევითი არ იყო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - ტერაქტის განხორციელების ადგილი შემთხვევითი არ იყო

ტერორისტული აქტის განხორციელების ადგილი შემთხვევითი არ იყო, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გუშინ ლონდონში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით.

„ტერაქტის ადგილი შემთხვევითი არ იყო. ტერორისტებმა დარტყმის განხორციელების ადგილად შეარჩიეს ჩვენი დედაქალაქის შუაგული, სადაც ყველა ეროვნების, რელიგიისა და კულტურის ხალხი ერთად ზეიმობენ თავისუფლების, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ღირებულებებს“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.

მისი თქმით, „ჩვენი პარლამენტის ღირებულებები, დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ყველგან აღტაცებასა და პატივსცემას იწვევს თავისუფალი ხალხის მხრიდან.

„ზუსტად ამიტომაც არის ეს სამიზნე მათთვის, ვინც უარყოფს ამ ღირებულებებს“, - დასძინა ტერეზა მეიმ.

„ჩვენი ქვეყნის სახელით პატივი მინდა მივაგო ჩვენს მამაც პოლიციელებსა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ, რათა ჩვენ უსაფრთხოდ ვიყოთ“, - ხაზგასმით აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ლონდონში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"