მე ვფიქრობ, საკმაოდ გასამკაცრებელი არის სანქციები დამრღვევი მძღოლების მიმართ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრი თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგონას დაღუპვას ბრიუსელიდან გამოეხმაურა და ოჯახს მიუსამძიმრა.
"ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, ეს ნამდვილად ტრაგედიაა. მე ვფიქრობ, საკმაოდ გასამკაცრებელი არის სანქციები იმ დამრღვევი მძღოლების მიმართ, რომლებიც ასე დღისით, მზისით, ყველას თვალწინ უგულვებელყოფენ დადგენილ წესებს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
წაიკითხეთ: "414 ბრიგადის კოშმარად ქცეული მორიგეობა..." - რას წერს სასწრაფოს ექიმი საზარელ ავარიაზე, რომელსაც მცირეწლოვანი ემსხვერპლა