რამ შეიძლება მიიყვანოს ახალგაზრდა ქალი თვითმკვლელობამდე, მაშინ როცა მას ერთი ნაბიჯი აშორებს საკურთხევლამდე და ქორწილისთვის ემზადება?
"სიმართლის ანატომიის" მეორე სეზონის მე-19 სერიაში სამედიცინო ექსპერტი მეგან ჰანტი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზს იკვლევს. იყო ეს მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? - ეს არის მტავარი შეკითხვა, რომელიც სამედიცინო ექსპერტების ჯგუფს გამოძიების დასაწყისში უჩნდება. მალევე საქმეში ეჭვმიტანილებად დაღუპულის საქმრო და გოგონას მამა იკვეთებიან...
თუმცა, მკვლელის ვინაობა მხოლოდ გარდაცვლილის დარკძალვის დღეს ირკვევა... იქამდე კი საინტერესო და მოულოდნელობებით სავსე სერია გელით...
#ჩაუჯექი "სიმართლის ანატომიას" ყოველ სამუშაო დღეს, 13:00 საათზე GDS-ზე.
Body of Proof ანუ სიმართლის ანატომია ამერიკული სამედიცინო დრამაა, რომელიც ტელეკომპანია ABC-ის ეთერში 2011 წელს დაიწყო. დანა დელანი ფილმში მთავარ როლს - სამედიცინო ექსპერტ მეგან ჰანტის როლს ასრულებს. სერიალის ავტორი კრის მერფია.